მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსზე! კურსი ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს. საბუთები მიიღება წინასწარი სატელეფონო  რეგისტრაციის შემდეგ.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ  571-333-881.  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

    ამ გვერდზე გაერთიანებებს გამოაქვთ შემუშავებული რეკომენდაციები ან აქტუალური პრობლემები, რომლებიც ითხოვენ საზოგადოებრივ განხილვას. აქტიურად ჩაერთეთ ამ პროცესში,   გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება და   წინადადებები.


                                                           
    შემოქმედ პედაგოგთა კონკურსი „ნოვატორი - 2011“ ნანახია (12686) - ჯერ 17 იანვარი 2011

    პატივცემულო პედაგოგებო! კოლეგებო!

    ყოველთვის გვჯეროდა და გვწამდა, რომ საქართველოს პედაგოგებს გააჩნია დიდი შემოქმედებითი პოტენციალი და, რომ ამ პოტენციალის გამოსამჟღავნებლად მათ ესაჭიროება საკუთარი, თავისუფალი, ხელმისაწვდომი სივრცის შექმნა. ამ მიზნის მისაღწევად შეიქმნა პორტალი Education.ge და შემოქმედ პედაგოგთა კონკურსის სახით გასულ წელს გადაიდგა პირველი პრაქტიკული ნაბიჯი. კონკურსის დასრულების შემდეგ პორტალზე შემოვიდა არაერთი მოთხოვნა და დღესაც მოგვდის წერილები, იმის თაობაზე, რომ 2011 წელსაც აუცილებლად უნდა ჩატარდეს ამ სახის მორიგი კონკურსი.  

    გარკვეული ხნის განმავლობაში,ზოგიერთი ”გაუგებრობის” გამო, თავს ვიკავებდით  ახალი კონკურსის გამოცხადებისგან. მაგრამ პედაგოგიური საზოგადოების მხრიდან წინა კონკურსის შეფასებებისა და ახლის ჩატარების თაობაზე მრავალი მომართვის გათვალისწინებით მაინც გადავწყვიტეთ, რომ ”წინააღმდეგობების” მიუხედავად  შემოგთავაზოთ შემოქმედ პედაგოგთა ახალი კონკურსის ჩატარების წინადადებების განხილვა.

    კონკურსის ჩატარების ვადები:

          31 იანვარი - 20 მაისი

     კონკურსის მიზანი:

    სასწავლო პროცესის შემდგომი სრულყოფის, მოსწავლეთა მიერ მიღებული ცოდნის გაღრმავებისა და მისი შეფასების ხელშეწყობის, აგრეთვე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად აბიტურიენტთა მომზადებისთვის უფრო ხელმისაწვდომი პირობების შექმნის მიზნით საგნების მიხედვით შემსწავლელი და შემფასებელი ტესტების შემუშავება და მათი ელექტრონული და ამოსაბეჭდი ვერსიების ინტერნეტში განთავსება. ამასთან ერთად, პედაგოგებს შორის ამ სახის ტესტების შედგენისა და მათი გამოყენების არსებული პრაქტიკის ურთიერთ გაზიარება. პედაგოგ - ნოვატორთა და მათი წარმატებული გამოცდილების პოპულარიზაცია.

    კონკურსის ნომინაციები:

    1. ნომინაცია: „ტესტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში“

    2. ნომინაცია: „ტესტები მათემატიკაში“

    3. ნომინაცია: „ტესტები ფიზიკაში“

    4. ნომინაცია: „ტესტები ქიმიაში“

    5. ნომინაცია: „ტესტები ბიოლოგიაში“

    6. ნომინაცია: „ტესტები გეოგრაფიაში“

    7. ნომინაცია: „ტესტები ისტორიაში“

    8. ნომინაცია: „ტესტები უცხო ენაში“ (ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული)

    კონკურსის პირობები:

            - კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება გააჩნია ნებისმიერ პედაგოგს ან პედაგოგთა ჯგუფს;

            - კომკურსი ტარდება საგამოცდო საგნების შესაბამისი ნომინაციების მიხედვით;

     კონკურსში მონაწილეობისთვის მიიღება ტესტები, რომლებიც პასუხობენ შემდეგ მოთხოვნებს:

    1.  ტესტი უნდა უნდა იყოს შედგენილი იმ საგნისთვის, რომელიც ბარდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე;

    2.  თვითოეულ საგანში უნდა წარმოდგენილ იქნას 100 კითხვისგან შედგენილი შემსწავლელი ტესტი, რომელიც პროგრამის შესაბამისად  უნდა იყოს დაყოფილი 5-10 ნაწილად, აგრეთვე შემფასებელი ტესტი (სწორი პასუხების გარეშე), რომელიც მოსწავლეს მისცემს საშუალებას შეამოწმოს საკუთარი ცოდნა და მიიღოს შეფასება  

    3.  ტესტები უნდა იყოს შედგენილი ისეთი პრინციპით, რომ მოსწავლეს ჰქონდეს შესაძლებლობა სრულად შეამოწმოს საკუთარი ცოდნა  საგნის პროგრამაში:  

    4.  ტესტს თან უნდა ერთოდეს  შინაარსისა და დანიშნულების 3- 4 სტრიქონიანი მოკლე აღწერა;

    5.  თვითოეულ კითხვას უნდა გააჩნდეს რამდენიმე სავარაუდო და ერთი სწორი პასუხი;

    6.  შემსწავლელი ტესტის შედეგში (რეზულტატი)  უნდა ჩაიწეროს შესაბამისი ვარიანტები:  ერთი - „კვლავ გაიარეთ ტესტი“, მეორე - „ყოჩაღ“

    7.  შემფასებელ ტესტს უნდა გააჩნდეს შეფასების სისტემა (ანუ პედაგოგი თვითონ ადგენს  სწორი პასუხების რამდენი პროცენტია საკმარისი, იმისათვის, რომ ტესტის გავლის შედეგი შეფასდეს  დადებითად)

    კონკურსის ეტაპები:

    /კონკურსის ჩატარების წინადადებების განხილვა - 17 იანვარი - 30 იანვარი/

           1. პირველი (საწყისი) ეტაპი - ტესტის წარდგენა პორტალის ელ. მისამართზე Word - ფაილის სახით:  31 იანვრიდან - 15 მარტამდე;

           2. მეორე ეტაპი - ტესტების, რომლებიც პასუხობენ საკონკურსო მოთხოვნებს, წარდგენა და პორტალზე ატვირთვა:  10 მარტი - 25 მარტი;

           3. მესამე ეტაპი - პედაგოგთა გაერთიანების წევრთა მიერ წარმოდგენილი ნამუშევრების აპრობირება და შეფასება ონლაინ რეჟიმში:  25 მარტი - 5 მაისი;

          4. მეოთხე (დასკვნითი) ეტაპი - ტესტების ონლაინ შეფასების შეჯამება: 5 მაისი - 20 მაისი.

    საკონკურსო ნამუშევრების შეფასება:

            - კონკურსზე წარმოდგენილი ნამუშევრების შეფასება მოხდება პორტალზე Education.ge ონლაინ რეჟიმში, ნომინაციების მიხედვით პედაგოგთა გაერთიანების წევრთა მიერ. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულთა რაოდენობა არ შეიზღუდება წინასწარ და დადგინდება მანუშევართა შეფასების შედეგების გათვალისწინებით (უცხო ენებში - თვითოეულ უცხო ენაში ცალ - ცალკე)  

           - ონლაინ შეფასების შეჯამებას მოახდენენ ნომინაციების შესაბამისი შემფასებელი კოლეგიები და წარუდგენენ კონკურსის ჟიურის.

           - კონკურსის ჟიური განიხილავს შემფასებელი კოლეგიების მიერ წარმოდგენილ დასკვნებს, აგრეთვე შესაძლო სადაო ან დასაზუსტებელ საკითხებს და მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, ამის შემდეგ ნომინაციების მიხედვით გამოაცხადებს კონკურსის შედეგებს.

    საკონკურსო ნამუშევრების შეფასება ხდება შემდეგი კრიტერიუმებით:  

    - შემსწავლელი ტესტის სრულყოფილება (სრულყოფილი, ნაკლებად სრულყოფილი, არასრულყოფილი) და მისი გამოყენებადობა (გამოყენებადი, ნაკლებად გამოყენებადი, არა გამოყენებადი);

    - შემფასებელი ტესტის სრულყოფილება (სრულყოფილი, ნაკლებად სრულყოფილი, არასრულყოფილი) და მისი გამოყენებადობა ( გამოყენებადი, ნაკლებად გამოყენებადი, არა გამოყენებადი).    

     (გარდა ამისა ონლაინ-შეფასების მონაწილეს შესაძლებლობა ექნება დატოვოს კომენტარი და შეფასება ”გამოხმაურების” ველში.)

    შემფასებელი კოლეგიებისა და ჟიურის წევრები  (სავარაუდო):

    პირველი ვარიანტი - ნომინაციების შესაბამისი შემფასებელი კოლეგიები და კონკურსის ჟიური  შეიძლება შედგეს  შემოქმედ პედაგოგთა 2010 წლის კონკურსში გამარჯვებულ პედაგოგთა და წარმატებულ მონაწილთა შემადგენლობიდან, აგრეთვე შესაძლებელია შეივსოს შემოქმედ პედაგოგთა წინა წლის კონკურსის 3 მონაწილის და/ან პედაგოგიური გაერთიანებების 3 წევრის რეკომენდაციის მქონე სპეციალისტებით.  

    მეორე ვარიანტი - გარდა ამისა  შესაძლებელია გამოცხადდეს შემფასებელი კოლეგიებისა და კონკურსის ჟიურის წევრობის თაობაზე პერსონალური რეკომენდაციების მიღება (3 რეკომენდაცია) და კანდიდატურების საჯარო განხილვის შედეგად კოლეგიებისა და ჟიურის შემადგენლობის დადგენა.  

    მესამე ვარიანტი -  პედაგოგთა გაერთიანების წევრთა მხოლოდ ელექტრონული შეფასებების ჯამის მიხედვით თავისთავად გამოვლინდნენ გამარჯვებულები ნომინაციების მიხედვით. და ამ შეფასების შედეგად ნომინაციების მიხედვით გამოქვეყნდეს გამარჯვებულთა შემადგენლობა. ამ შემთხვევაში

    კონკურსის ყველა მონაწილესაც აქვს (ან არა აქვს?) კონკურენტის (ოპონენტის) ნაშრომის ონლაინ შეფასების უფლება.

    პატივცემულო პედაგოგებო!

    ცხადია, რომ გასული წლის კონკურსმა პედაგოგიური საზოგადოების ერთ ნაწილს შეუქმნა შემოქმედებითი პოტენციალის გამომჟღავნების შესაძლებლობა, ხოლო მეორე ნაწილს მისცა იმის საშუალება, რომ განეხილა, შეაფესებინა და გამოეყენა ნოვატორული გამოცდილება. გარდა ამისა შემოქმედ პედაგოგთა კონკურსმა დაგვარწმუნა, რომ პედაგოგების შემოქმედებითი ძიების შეჩერება შეუძლებელია - ეს პროცესი უწყვეტია და თუ მასწავლებლობა ღმერთისგანაა ნაბოძები პედაგოგი ვერ შესძლებს იარსებოს იმის გარეშე, რომ არ გაუზიაროს და არ გადასწეს სხვას საკუთარი ცოდნა და გამოცდილება.

    დღეს პედაგოგთა გარკვეული ნაწილი შეწუხებულია იმით, რომ მათ აღსაზრდელებს, მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს, პირველად მოუწევთ სახელმწიფო გამოცდების ჩაბარება და არ იციან როგორ დაეხმარონ მათ.

    მაგრამ თვითოეული ჩვენთაგანისთვის ხომ კარგადაა ცნობილი, რომ დრო წინ მიდის ცხოვრება ვითარდება და ყველა უნდა მივსდევდეთ მას, უნდა ვიჩქაროთ, რათა არ ჩამოვრჩეთ დრევანდელ მოთხოვნებს. უნდა აუხსნათ ჩვენ მოსწავლეებს: იმაში, რომ მათ პირველად უწევთ ამ სახის გამოცდების ჩაბარება საშინელი ან საგანგაშო არაფერი არ არის, ეს - გარდაუვალია. პირიქით უნდა იამაყონ კიდევაც - ისინი ხომ პირველები იქნებიან, პირველობის შეგრძნება კი ყოველთვის საამაყოა. ხოლო ჩვენ, ერთობლივად, შეგვიძლია დავეხმაროთ მათ თუ შეუქმნით იმის შესაძლებლობას, რომ თქვენს მიერ შემუშავებული ტესტების მეშვეობით მოემზადონ და ღირსეულად ჩააბარონ გამოცდები, რომელთა ჩაბარება ახალ ფორმატში ესოდენ ძნელი ეჩვენებათ.

    გაეცანით საიტზე გამოქვეყნებულ დებულებას, შეავსეთ ანკეტა და მონაწილეობა მიიღეთ კონკურსში !

    ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს - საქართველოს განათლების სრულუოფა და განვითარება.

    ავტორი :თეონა ნუცუბიძე კომენტარები (3)

    კომენტარები  
    29 იანვარი 2011
    მივესალმები შემოქმედ პედაგოგთა კონკურს ,,ნოვატორის,, ორგანიზატორებს!
    ციური ინასარიძე 22 იანვარი 2011
    <p>მოგესალმებით! კონკურსი ნოვატორი-2011 &nbsp;მეტად აქტუალური და საინტერესო იქნება, გისურვებთ წარმატებებს</p>
    ნინი 20 იანვარი 2011
    <p>მივესალმები ასეთ საინტერესო კონკურსებს, რომელიც გამოიწვევს როგორც მასწავლებლების ასევე მოსწავლეების გააქტიურებას.</p> <p>თუმცა მაქვს შეკითხვა: ქართულ ტექსტში, ქართულ სიტყვას სჭირდება ქართულად ლათინურენოვანი თარგმანი? განა "შედეგი" ჩვენთვის უკვე გაუგებარი სიტყვაა?</p> <p>"შემსწავლელი ტესტის შედეგში ????(<strong>რეზულტატი</strong>)????&nbsp; უნდა ჩაიწეროს შესაბამისი ვარიანტები:. . ."</p> <p>&nbsp;</p>
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები კომპიუტერული ტექნიკა სპორტული სკოლები, სტუდიები სახელმძღვანელოები ბიბლიოთეკები ავტოსკოლები გამოცემები უმაღლესი სასწავლებელი საბავშვო მაღაზიები წიგნების მაღაზიები უცხო ენები პედაგოგები რეპეტიტორები სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი განათლება საზღვარგარეთ სადღესასწაულო ცენტრები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ხელოვნების სკოლები, სტუდიები საგანმანათლებლო რესურსები დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) კოლეჯი სამეცნიერო პორტალები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     


    საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

    იქნება სოლიდარობა – ყველაფერი გამოვა


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
    სატელეფონო შეცვლილი კოდები
    ტესტები აბიტურიენტებს
    ტესტები მოსწავლეებისთვის
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2017