მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსზე! კურსი ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს. საბუთები მიიღება წინასწარი სატელეფონო  რეგისტრაციის შემდეგ.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ  571-333-881.  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

    ყველა პედაგოგისათვის კარგად ცნობილია, რომ სწავლის შინაარსზე არანაკლებ მნიშვნელოვანია - როგორ, რა ხერხებით, რის მეშვეობით შეგვიძლია შევასწავლოთ მოსწავლეს ეს შინაარსი, ანუ რომელი და როგორი მეთოდები უნდა გამოვიყენოთ ამისათვის. ამ გვერდზე   კოლეგებთან ერთად შეგიძლიათ   განიხილოთ ყველა ეს საკითხი, იმსჯელოთ მათზე, რათა მიხვიდეთ მართებულ დასკვნამდე. აქტიურად გამოიყენეთ ეს გვერდი.


                                                           
    პროფესიულ სწავლებას - მეთოდური უზრუნველყოფა ნანახია (16391) - ჯერ 24 იანვარი 2011
    თანამედროვე ეპოქაში განათლება გახდა ადამიანის საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე ფართო სფერო. მასში დაკავებულია მილიარდზე მეტი მონაწილე და თითქმის  50 მილიონი პედაგოგი. არსებითად ამაღლდა განათლების სოციალური როლი: მის მიმართულებაზე და ეფექტურობაზე ახლა ბევრადაა დამოკიდებული კაცობრიობის განვითარების პერსპექტივები.
         მსოფლიოს ბევრ სახელმწიფოში განათლების რეფორმები სოციალური პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ. ეს რეფორმები მრავალასპექტიანია. ისინი ითვალისწინებენ არა მხოლოდ სტრუქტურულ ცვლილებებს, არამედ შინაარსსაც და სასწავლო აღმზრდელობითი მუშაობის მეთოდებსაც, კავშირის ახალი ფორმების დაწესებას განათლებასა და რეალურ ცხოვრებას შორის. სამწუხაროდ, განათლების პროცესები ხშირად ჩამორჩებიან ეკონომიკაში, კულტურაში, სოციალურ ურთიერთობებსა და საზოგადოების ცნობიერებაში მიმდინარე დინამიურ ცვლილებებს. უნდა ითქვას, რომ რეფორმები ყოველთვის არ ეფუძნებიან მყარ თეორეტიკულ ბაზას, ხშირდ ისინი წარმოადგენენ შემოწმებისა და შეცდომების თავისებურ ჯაჭვს განათლების განვითარების ახალი გზების ემპირიული ძიების პროცესში. ეს შეეხო დაწყებითი პროფესიული განათლების სისტემასაც, სადაც უკვე ჩნდებოდა მისდამი ახალი მიდგომების კონტურები როგორც შინაარსობრივ, ისე პროცესუალურ ასპექტებში. არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოში 90-იან წლებში სამოქალაქო ომის, ეკონომიკის მკვეთრი დაცემის,პოლიტიკური და სოციალური არასტაბილურობის შედეგად პროფესიული სწავლების სისტემა არსებითად უმოქმედოდ დარჩა, რაც ძალიან ნეგატიურად აისახა მუშათა კვალიფიციური კადრების მომზადებაზე და მასობრივი პროფესიების მქონე მოსამსახურეებზე.
          ამჟამად ფუნქციონირებს ათობით პროფესიული სასწავლებელი, პროფესიული სწავლების ცენტრები თბილისიდან ფოთამდე და ბათუმიდან თელავამდე, სადაც სხვადასხვა პროფესიებს ეუფლებიან ადამიანები. პედაგოგებისა და საწარმოო სწავლების ოსტატების რაოდენობა დიდია და მრავალფეროვანი: ძირითადად ესენი არიან კვალიფიციური სპეციალისტები, მაგრამ ნიშნავს კი ეს იმას, რომ ყველგან აქვს ადგილი ნაყოფიერ სასწავლო პროცესს, რომლის საფუძველშიც დევს თანამედროვე დიდაქტიკის ნოვაციები, სწავლების მეთოდიკა. რასაკვირველია არ ნიშნავს: ცოტაა მხოლოდ საგნის ცოდნა, აუცილებელია ცოდნა სასწავლო პროცესის კანონზომიერებების, სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების, მოსწავლეთა სასწავლო საქმიანობის ფსიქოლოგიის შესახებ. ხოლო საგნის ცოდნისა და სწავლების პროცესთან დაკავშირებული ცოდნის შეერთება ავტომატურად არ ხდება. ხშირია შემთხვევები, როდესაც კარგი ინჟინრები და წარმოების ოსტატები პროფესიული სასწავლებლიდან მიდიან იმის გამო, რომ არ შეუძლიათ საგანთან დაკავშირებული სასწავლო პროცრსის ისე ორგანიზირება, როგორც ეს საჭიროა. დაწყებითი პროფესიული მომზადების სისტემის მასწავლებელთა კორპუსის მეთოდური მომზადება ყველაზე სუსტი რგოლია მასში.  
            ვიდრე ჩვენ ავღწერთ ჩვენს ხედვას ამ სფეროში პროგრესულ ცვლილებებზე, საჭიროდ ვთვლით შევეხოთ დაწყებითი პროფესიული განათლების სისტემის პროგრამულ მიზნობრივი საფუძვლების განვითარებას.
            დავიწყოთ იქიდან, რომ მისი ეფექტური მიმართულებით მართვა უნდა ხდებოდეს ყოველ რეგიონში ფართო და მყარ, ორგანიზაციულ და მიზნობრივ საფუძველზე დარგობრივი ან რეგიონალური სპეციფიკის გათვალისწინებით. დაწყებითი პროფესიული სასწავლო დაწესებულებების ქსელის განვითარება უნდა ,,შევიდეს" რეგიონების განვითარების ეკონომიკურ და სოციალურ პროგრამებში. დასახულია ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლებაზე, იმ დაწესებულებებისთვის დახმარების აღმოჩენაზე,სადაც ინერგება ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამები, საგანმანათლებლო პროცესის მონაწილეების შემოქმედებითი აქტივობის სტიმულირებაზე.
            რეგიონთა ხელმძღვანელებისთვის აქსიომად უნდა მიიჩნეოდეს, რომ თანამედროვე პირობებში რეგიონალური ეკონომიკის განვითარებაში კონკურენტული უპირატესობები პირდაპირ კავშირშია ადამიანური კაპიტალის დაგროვებასთან და რეალიზაციასთან. აქ აუცილებელია რეგიონების ყველა მმართველი რგოლის, პროფესიული განათლების დაწესებულებების, ყველა დაინტერესებული მხარის ერთობლივი ძალისხმევა.
           სამუშაო ძალის შესაბამისობა პოტენციური ინვესტორების მოთხოვნებთან ერთ-ერთია რეგიონის ინვესტიციური მიმზიდველობის ფაქტორებიდან, ვინაიდან შრომის ბაზრის განმსაზღვრელ პარამეტრს წარმოადგენს მოთხოვნილება კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე, სამუშაოს მიმცემის დაკმაყოფილება პროფესიული განათლების სასწავლებლების კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციის დონით. ვთვლით, რომ აუცილებელია ყოველ რეგიონში შეიქმნას კოორდინაციული საბჭოები საწარმოებისთვის პროფესიული სამუშაო კადრების მოსამზადებლად.
           სპეციალისტების პროფესიული მომზადების მაღალი ხარისხი შეიძლება მიღწეული იქნეს განვითარებული სასწავლო-მატერიალური და სამეცნიერო-საწარმოო ბაზით, ინტეგრირებული მრავალდონიანი სასწავლო პროგრამებით, პროფესიული განათლების პროგრამებით, სასწავლო პროცესის ჩასატარებლად უმაღლესი კვალიფიკაციის პედაგოგთა კადრების მოზიდვის შემთხვევაში.
            პედაგოგის კვალიფიკაციის ერთ-ერთ მაჩვენებელს წარმოადგენს მისი მეთოდოლოგიური მომზადებულობა.
          მეთოდური საქმიანობის ფუნქციები -ფართოა. მათგან ძირითადია: ანალიტიკური, პრაქტიკული, კონსტრუქციული, ნორმატიული და კვლევითი. მაგალითად, კონსტრუქციული მოიცავს ქმედებათა მთელ სისტემას, რომელიც უკავშირდება მომავალი მეცადინეობის დაგეგმარებას(შერჩევა, სასწავლო ინფორმაციის კომპოზიციური გაფორმება), სასწავლო მასალის წარდგენის ფორმების გაცნობა, რომელიც ხელს უწყობს პედაგოგისა და მოსწავლის ურთიერთქმედებას ახალი ცოდნის, პროფესიული უნარებისა და ჩვევების ფორმირების პროცესში.
          ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ არსებითად არ გაგვაჩნია ტექნიკური სწავლების პედაგოგების მომზადების სისტემა. არსებობა შეწყვიტეს პედაგოგიურმა უმაღლესმა სასწავლებლებმა, სადაც ფუნქციონირებდნენ ტექნიკური ცოდნის  ფაკულტეტები. ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა მეთოდურ მომზადებას არასაკმარისი ყურადღება ეთმობა. თუმცა მეთოდური საქმიანობის სახეობები მრავალფეროვანია---დაწყებული სასწავლო პროგრამული დოკუმენტაციის  ანალიზით, ტექნიკური ცოდნისა და პრაქტიკული უნარების ფორმირებისთვის მონაწილეთა საქმიანობის კონსტრუირებით და დამთავრებული სწავლების მეთოდიკის შემუშავებით, რომელიც ორიენტირებული იქნება საგანზე და საკუთარი საქმიანობის რეფლექსებზე, და რომელიც გულისხმობს მეცადინეობებისა და მისი შედეგების ანალიზისთვის მომზადებას.
           რასაკვირველია, მეთოდური საქმიანობის ზემოაღნიშნული სახეობები არ მოიცავენ პროფესიულ-პედაგოგიური კადრების მეთოდური პრაქტიკის მთელ მრავალფეროვნებას.  
           ნოვაციები განათლებაში, პრინციპულად ახალი პედაგოგიური ტექნოლოგიების გამოჩენა, ტექნიკური ცოდნის შინაარსის განახლება გვკარნახობს მწვავე საჭიროებას, რათა სასწავლო დაწესებულებებში შეიქმნას მეთოდური სამსახურები, რომლებიც საგანზე ორიენტირებული მეთოდური გაერთიანებებისგან განსხვავებით, კოორდინირებას გაუკეთებენ მეთოდურ საქმიანობას მთლიანად. აქ აუცილებელია სისტემა, გასვლა უფრო რთულ მეთოდურ დონეებზე. მაგალითად, პირველი დონე დაკავშირებული იქნება პედაგოგის პროფესიული საქმიანობის დიდაქტიკურ-მეთოდური საფუძვლების დაუფლებასთან; მეორე გაითვალისწინებს სასწავლო მასალის  ათვისების სპეციფიკას; მესამე მოახდენს ადრე ფორმირებული უნარების სინთეზირებას და ა. შ. ეს დონეები ,,შესდგება" შემდეგი მეთოდური უნარებისგან:
    ----კონკრეტული თემის შესასწავლიDსასწავლო ლიტერატურის შერჩევის    
        უნარი;
    ----სასწავლო ინფორმაციის ლოკალური მონაკვეთის მეთოდური  
        ანალიზის ჩატარების უნარი;  
    -----სასწავლო მასალის წარმოდგენის განსხვავებული ფორმების (ბლოკ-      
         სქემები, ტექნიკური ამოცანების გადაჭრის ალგორითმები)  
         შემუშავების უნარი;
    ------თეორიული და პრაქტიკული სწავლების კომპლექსური მეთოდური    
         შემუშავების უნარი;
    ------სასწავლო და პრაქტიკული ამოცანების კონსტრუქტირების უნარი;
    ------მეთოდიკის და სწავლების ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
    ------სწავლების საკუთარი მეთოდური სისტემის შექმნისა და  
         მეთოდურ რეკომენდაციებში მისი წარმოდგენის და ა. შ. უნარი;
          დასასრულს ავღნიშნავთ, რომ სახელმძღვანელოებისა და პროფესიული სწავლების მეთოდიკის დამხმარე სახელმძღვანელოების მწვავე სიმცირე მდგომარეობას ძალიან ართულებს, რაც პედაგოგებს და საწარმოო სწავლების ოსტატებს არ აძლევს საშუალებას მთლიანობაში დაინახონ მეთოდური ცოდნის მთლიანი მოდელი, გაეცნონ პედაგოგიურ ტექნოლოგიებს, პედაგოგიური დიაგნოსტიკითა და პედაგოგიური პროგნოზირებით.  
     
    -------------------------------------------------------------------------  
    ქეთევან ვარდანაშვილი
    პროფესიულ სწავლებას---მეთოდური უზრუნველყოფა
    რ    ე    ზ    ი    უ    მ    ე
         ახალი პედაგოგიური პარადიგმა, ნოვაციები განათლების სფეროში ნათლად მიგვანიშნებენ დაბალი პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლების აუცილებელ საჭიროებაზე. ავტორები განიხილავენ პრობლემების ფართო წრეს პროფესიული განათლების პროგრამული მთლიანი განვითარებით დაწყებული და დამთავრებული პედაგოგიური კადრების მეთოდური საქმიანობით.
         პროფესიული სწავლების მეთოდიკა მრავალფეროვანი და მრავალ ასპექტიანია. ის მოიცავს სწავლების საშუალებათა მეთოდური პროექტირებისა და კონსტრუირების საკითხებს,  მათ ურთიერთ კავშირებს, პროფესიული სწავლების მეთოდებისა და ტექნოლოგიების ურთიერთ შეთავსებას, რაც საშუალებას იძლევა მთლიანობაში წარმოვიდგინოთ მეთოდური ცოდნის თანამედროვე მოდელი.
    ------------------------------------------------------------------------------
    Кетеван  Варданашвили  
     
    Профессиональному  обучению методическое  обеспечение
    Р  Е  З  Ю  М  Е
       
        Новая педагогическая парадигма,новации в сфере образования диктуют настоятельную необходимость повышения качество низкого профессионального образования.  Авторы рассматривают широкий круг проблем, начиная спрограммно-целевого развития профессионального образования, кончая методической деятельности педагогических кадров.
        Методика профессионального обучения многообразна и многоасректна.Она включает в себя вопросы методического проектирования и конструирования методик и технологии профессионального обучения,что позволяет целостно представить современную модель методического знания.
     ---------------------------------------------------------------------------------
    KETEVAN  VARDANASHVILI
     
    For  Professional  Study Methodical  Guarantee
     
    A B S T R A C T
     
    New  pedagogical  paradigm,  innovations  in  the  field  of  education  clearly  indicates
    to  essential  necessity  of  increasing  the  quality  of  low  professional  education.  
    Authors  discuss  the  wide  circle  of  the problem  from  the  beginning  of  entire  
    Program  development  of  professional  education  and  to  the  end  of  methodical
    activity  of  pedagogical  staff.
    Professional  study  methodic  is  various  and  multiple-aspect.  It  includes  the  issues  
    of  methodical  projecting  and  construction  of  means  of  study,  interrelations,  
    interdependent  of  professional  study  methodic  and  technologies,  which  gives  the  
    opportunity  to  imagine  the  modern  model  of  methodical  knowiedge.
    ავტორი :ქეთევანი ვარდანაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სხვა პროფესიულ ცენტრში სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში კოლეჯში სკოლამდელ დაწესებულებაში უმაღლეს სასწავლებელში განმანათლების მართვის ორგანოებში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     


    საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

    იქნება სოლიდარობა – ყველაფერი გამოვა


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
    სატელეფონო შეცვლილი კოდები
    ტესტები აბიტურიენტებს
    ტესტები მოსწავლეებისთვის
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2017