მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსზე! კურსი ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს. საბუთები მიიღება წინასწარი სატელეფონო  რეგისტრაციის შემდეგ.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ  571-333-881.  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

    ამ გვერდზე გაერთიანებებს გამოაქვთ შემუშავებული რეკომენდაციები ან აქტუალური პრობლემები, რომლებიც ითხოვენ საზოგადოებრივ განხილვას. აქტიურად ჩაერთეთ ამ პროცესში,   გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება და   წინადადებები.


                                                           
    შემოქმედ პედაგოგთა კონკურსის „ნოვატორი - 2011“ დებულება ნანახია (15764) - ჯერ 31 იანვარი 2011

    საქართველოს პედაგოგებს გააჩნიათ დიდი შემოქმედებითი პოტენციალი. ამ პოტენციალის გამოსამჟღავნებლად შეიქმნა პორტალი Education.ge და გასულ წელს ჩატარდა შემოქმედ პედაგოგთა კონკურსი. კონკურსის დასრულების შემდეგ შემოვიდა მრავალი მოთხოვნა ამ სახის მომდევნო კონკურსის ჩატარების თაობაზე. ამ მოთხოვნის გათვალისწინებით პედაგოგთა ინტერნეტ - გაერთიანების წევრთა და პორტალის Education.ge,    საქართველოს პროფესიული განათლების მუშაკთა ასოციაცია "პირამიდა"  ინიციატივით ცხადდება შემოქმედ პედაგოგთა კონკურსი „ნოვატორი - 2011“.

    კონკურსის მიზანი:

    სასწავლო პროცესის შემდგომი სრულყოფის, მოსწავლეთა მიერ მიღებული ცოდნის გაღრმავებისა და მისი შეფასების ხელშეწყობის, აგრეთვე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად აბიტურიენტთა მომზადებისთვის უფრო ხელმისაწვდომი პირობების შექმნის მიზნით საგნების მიხედვით შემსწავლელი და შემფასებელი ტესტების შემუშავება და მათი ელექტრონული და ამოსაბეჭდი ვერსიების ინტერნეტში განთავსება. აგრეთვე პედაგოგებს შორის ამ სახის ტესტების შედგენისა და მათი გამოყენების არსებული პრაქტიკის ურთიერთ გაზიარება. პედაგოგ - ნოვატორთა და მათი წარმატებული გამოცდილების პოპულარიზაცია.

    კონკურსის ჩატარების ეტაპები:

    1. პირველი (საწყისი) ეტაპი - ტესტების წარდგენა ელექტრონულ მისამართზე info@education.ge Word - ის ფაილის სახით:  31 იანვრიდან - 15 მარტამდე;

    2. მეორე ეტაპი - ტესტების, რომლებიც პასუხობენ საკონკურსო მოთხოვნებს, წარდგენა და პორტალზე განთავსება:  10 მარტი - 25 მარტი;

    3. მესამე ეტაპი - პედაგოგთა გაერთიანების წევრთა მიერ წარმოდგენილი ნამუშევრების აპრობირება და  ონლაინ რეჟიმში შეფასება:  25 მარტი - 5 მაისი;

    4. მეოთხე (დასკვნითი) ეტაპი - ტესტების ონლაინ -  შეფასების შეჯამება: 5 მაისი - 20 მაისი.

    5. ნომინაციების მიხედვით კონკურსში გამარჯვებული მონაწილეების სიის პორტალზე Education.ge გამოქვეყნება - ივნისი.

    6.  გამარჯვებულების დაჯილდოება - ივნისი.

    კონკურსის ნომინაციები

    1. ნომინაცია: „ტესტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში“

    2. ნომინაცია: „ტესტები მათემატიკაში“

    3. ნომინაცია: „ტესტები ფიზიკაში“

    4. ნომინაცია: „ტესტები ქიმიაში“

    5. ნომინაცია: „ტესტები ბიოლოგიაში“

    6. ნომინაცია: „ტესტები გეოგრაფიაში“

    7. ნომინაცია: „ტესტები ისტორიაში“

    8. ნომინაცია: „ტესტები უცხო ენაში“ (ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული)

    კონკურსში მონაწილეობის პირობები:

    - კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება გააჩნია ნებისმიერ პედაგოგს ან პედაგოგთა ჯგუფს;

     - კონკურსი ტარდება საგამოცდო საგნების შესაბამისი ნომინაციების მიხედვით;

    -  კონკურსში მონაწილეობისთვის მიიღება ტესტები, რომლებიც პასუხობენ შემდეგ მოთხოვნებს:

    1.  ტესტი უნდა იყოს შედგენილი იმ საგნისთვის, რომლებსაც აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე;

    2.  ტესტი უნდა შესდგებოდეს 100 კითხვისგან და  სასწავლო პროგრამის შესაბამისად იყოს დაყოფილი 5-10 ნაწილად.  

    3.  ტესტები უნდა იყოს შედგენილი ისეთი პრინციპით, რომ მოსწავლეს ჰქონდეს შესაძლებლობა სრულად შეამოწმოს საკუთარი ცოდნა  საგნის პროგრამაში:  

    4.  ტესტს უნდა დაერთოს  შინაარსისა და დანიშნულების მოკლე აღწერა;

    5.  თვითოეულ კითხვას უნდა გააჩნდეს რამდენიმე სავარაუდო და ერთი სწორი პასუხი;

    6. ტესტის შედეგში  უნდა ჩაიწეროს პასუხების შესაბამისი ვარიანტები:  არასწორ პასუხებზე - „კვლავ გაიარეთ ტესტი“, სწორ პასუხებზე - „ყოჩაღ“. ტესტს უნდა გააჩნდეს შეფასების სისტემა (ანუ პედაგოგი თვითონ ადგენს  სწორი პასუხების რამდენი პროცენტია საკმარისი იმისათვის, რომ ტესტის გავლის შედეგი შეფასდეს  დადებითად)

     

    კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენია:

    1)       კონკურსის მონაწილის ანკეტა-განაცხადი;

    2)       საკონკურსო ტესტის ანოტაცია ( მოკლე აღწერილობის სახით);

    3)       საკონკურსო ტესტის სრული ვერსია.  

    მოთხოვნა გაფორმებისადმი:  

    - კონკურსის მონაწილის ანკეტა - განაცხადი ივსება თანდართული ფორმით.  

    -   საკონკურსო ტესტის ანოტაცია არ უნდა აღემატებოდეს 5 სტრიქონს და უნდა აღწერდეს წარმოდგენილი  ნამუშევრის დანიშნულებასა და პრაქტიკულ გამოყენებას.    

    -   საკონკურსო ნამუშევრის ტიტულის ფურცელზე სრულად უნდა იყოს მითითებული ნაშრომის სახელწოდება, ნომინაციის დასახელება, ავტორის სახელი და გვარი, მისი საქმიანობა ან თანამდებობა, საკონტაქტო ელ. მისამართი და   ტელეფონის ნომერი,  სასწავლო ან სამეცნიერო დაწესებულების დასახელება.  

    - კონკურსის მონაწილის ანკეტა-განაცხადი, ტესტის მოკლე  ანოტაცია და თვით ტესტი უნდა გამოიგზავნოს ერთიანი გზავნილით ელექტრონულ მისამართზე info@education.ge   MS Word ფორმატის ფაილის სახით , შრიფტები AcadNusx ან Unicode Sylfaen (ქართული), შრიფტის ზომა - 12, ინტერვალი - 1.

     

    საკონკურსო ნამუშევრების შეფასება და დაჯილდოება:

             - კონკურსზე წარმოდგენილი ნამუშევრების შეფასება მოხდება პორტალზე Education.ge ონლაინ რეჟიმში, ნომინაციების მიხედვით პედაგოგთა გაერთიანების წევრთა მიერ. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულთა რაოდენობა წინასწარ არ იზღუდება  და დადგინდება შეფასების შედეგების გათვალისწინებით (უცხო ენებში - თვითოეულ უცხო ენაში ცალ - ცალკე)  

            - ონლაინ შეფასების შეჯამებას მოახდენს კონკურსის ჟიური. კონკურსის ჟიური აგრეთვე  განიხილავს შესაძლო სადაო ან დასაზუსტებელ საკითხებს და მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, ამის შემდეგ ნომინაციების მიხედვით გამოაცხადებს კონკურსის შედეგებს.

     

    საკონკურსო ნამუშევრების შეფასება ხდება შემდეგი კრიტერიუმებით:  

    ტესტის აქტუალურობა (აქტუალური, ნაკლებად აქტუალური, არააქტუალური); გამოყენებადობა (გამოყენებადი, ნაკლებად გამოყენებადი, არა გამოყენებადი); შედეგიანობა (შედეგიანი, ნაკლებად შედეგიანი, უშედეგო),  ტესტის სრულყოფილება შეიძლება აისახოს ”გამოხმაურების” ველში.  

    შეფასების შეჯამების დროს აგრეთვე გათვალისწინებული იქნება უნიკალური ვიზიტორების მიერ ნამუშევრის ნახვის რაოდენობა.  

     

    კონკურსის საორგანიზაციო და ინფორმაციული უზრუნველყოფა

    კონკურსის ჩატარების საორგანიზაციო უზრუნველყოფას ახორციელებენ კონკურსის ჩატარების ინიციატორები და კონკურსის ჟიური, ხოლო საინფორმაციო მხარდაჭერას - პორტალი Education.ge, განათლების საკითხებზე მომუშავე პრესა და ელექტრონული მედია.

    კონკურსი ტარდება ყოველგვარი გარე ფინანსირების გარეშე, პორტალის შესაძლებლობების ფარგლებში.

     

    ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს - საქართველოს განათლების სრულყოფა და განვითარება!

    კონკურსის  რეკვიზიტები:

    www.education.ge

    ელ.ფოსტა: info@education.ge    

    შეავსეთ კონკურსის მონაწილის ანკეტა

    ავტორი :თეონა ნუცუბიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    უცხოური ლიტერატურა სამართალი მეწარმეობა მუსიკა საბირჟო საქმე სტატისტიკა ბიოლოგია მიფოლოგია ჟურნალისტიკა საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია ინფორმატიკა სოფლის მეურნეობა მართვა ვეტერინარია კულინარია მშობლიური ენა და ლიტერატურა გეოდეზია რელიგია ავიაცია ტრანსპრტი პროგრამირება არქიტექტურა პოლიტოლოგია კულტურა და ხელონება დაზღვევა მენეჯმენტი ჟურნალისტიკა და PR ტექნოლოგია ფიზიკა უცხო ენები მათემატიკა სოციოლოგია ისტორია საბანკო საქმე სხვა ფიზკულტურა და სპორტი ფსიქოლოგია საერთაშორისო ურთიერთობები გეოგრაფია ფინანსები და კრედიტი მეტალურგია მასმედია ფილოსოფია ტურიზმი გადასახადები ლოგიკა მარკეტინგი და რეკლამა ზოოლოგია გეოპოლიტიკა მეცნიერება და ტექნიკა სექსოლოგია მედიცინა, ჯანმთელობა სახელმწიფო მოწყობა და მართვა ეკონომიკა კრიმინალისტიკა ბუღალტერია და აუდიტი ელექტრონიკა გეოლოგია ქიმია კულტუროლოგია ლოგისტიკა მრეწველობა, წარმოება ეკოლოგია ასტრონომია პედაგოგიკა საბაჟო სისტემა ინვესტიციები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     


    საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

    იქნება სოლიდარობა – ყველაფერი გამოვა


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
    სატელეფონო შეცვლილი კოდები
    ტესტები აბიტურიენტებს
    ტესტები მოსწავლეებისთვის
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2017