მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    პედაგოგიური ინოვატიკა; არსი, კლასიფიკაცია და ტიპოლოგია ნანახია (10273) - ჯერ 02 თებერვალი 2011

     განათლებაში თვისობრივად ახალი ეტაპი სამეცნიერო-პედაგოგიურ ურთიერთქმედებაში, პედაგოგიური შემოქმედებისა და მათი შედეგების გამოყენების პროცესების განვითარებაში ხასიათდება ინოვაციური პროცესებით.

     

    პედაგოგიკაში ინოვაციური პროცესების განვითარების თანამედროვე ეტაპს ახასიათებს მათი აღთქმის პროცესებს შორის განხეთქილების ლიკვიდაციის, ათვისებისა და პრაქტიკაში გამოყენების ადეკვატური შეფასების, აგრეთვე ამ პროცესების სტიქიურობასა და მათი გონივრული მართვის შესაძლებლობებსა და აუცილებლობას შორის წინააღმდეგობრიობის გადალახვის ტენდენცია.

     

    განათლებაში ინოვაციური პროცესების კვლევისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ცნებას ,,საზოგადოებრივი ინოვაციური გარემო', რომელშიც წარმოიქმნება ინოვაციური პროცესები. Eეს ცნება იშლება სამ ძირითად ასპექტად__სოციალურ-ეკონომიური, ფსიქოლოგიური და ორგანიზაციულ-მმართველობითი. Eეს ასპექტები ახასიათებენ ინოვაციური პროცესების მიმდინარეობის სხვადასხვა პირობებს, იმ საერთო სოციალურ კლიმატს, რომელიც ან ხელს უწყობს, ან ხელს უშლის ამ პროცესებს წარმოქმნასა და რეალიზებაში. ინოვაციური პედაგოგიური პროცესების ტიპოლოგია შეიძლება მოწოდებულ იქნას სხვადასხვა საფუძვლების მიხედვით. Uუპირველესად ეს პროცესები ჩნდებიან განათლებისა და აღზრდის მიზნებსა და პროცესებში. ცვლილებები განათლებისა და აღზრდის მიზნებსა და ამოცანებში ცვლილებებს იწვევენ შინაარსშიც, ხოლო შემდეგ კი პედაგოგიური პროცესის ტექნოლოგიაშიც.

     

    დღემდე, პედაგოგიურ ლიტერატურაში, ინოვაციურ პროცესებში გარკვევის მხოლოდ ცალკეული შემთხვევები გვხვდება. Mმეცნიერი პედაგოგები თავიანთ ნაშრომებში განიხილავენ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა:                                                                                            პრაქტიკული პედაგოგიური აზროვნება და ინოვაციები;                              

    პედაგოგიური ინოვაციების ფუნქციონირების პრობლემები;                              

    ტრადიციები და ნოვაციები;                                                      

    ინოვაციური საქმიანობის ინტენსიფიკაციის საკითხები;                                  

     სასწავლო დაწესებულება, როგორც მართვადი ინოვაციური სისტემა და სხვა.

        ინოვაციური საქმიანობა გულისხმობს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სიახლეების ათვისებას, რომელთაც განათლების სისტემის, მისი ქვესისტემისა და რგოლების განვითარების ფუნქციონირებისა და პროექტირების მდგომარეობის შეცვლა შეუძლიათ.

        როგორც კვლევები გვიჩვენებენ, ინოვაციური პროცესების სფეროში ახლადშემოღებულების კლასიფიკაცია შეიძლება აიგოს განსხვავებულ საფუძვლებზე (სიახლე ორგანიზაციაში, სიახლე ტექნოლოგიაში, სიახლე სასწავლო პროგრამებში და ა. შ.)  

        შეტანილი ცვლილებების ხასიათის მიხედვით პედაგოგიური სიახლეები იყოფიან (ქვედაიყოფიან) სიახლეებად, რომელთაც ძირეული, პრინციპული ცვლილებები შეაქვთ სასწავლო_აღმზრდელობით პროცესში და სიახლეებად, რომლებიც მხოლოდ ნაწილობრივ განაახლებენ მათ.    

         მთლიანად პედაგოგიური ინოვატიკის კლასიფიკაცია შეიძლება ქვედაიყოს შემდეგი პარამეტრების მიხედვით;                                                        გამოვლენის ადგილი---- (მეცნიერებაში ან პრაქტიკაში)                                                

    გამოვლენა დროში---- (ისტორიული ან თანამედროვე);                                        

    პედაგოგიური ცოდნის დარგი---(დიდაქტიკური, სკოლის გაძღოლა, ისტორიულ-პედაგოგიური)    

     პედაგოგიურ სისტემასთან დამოკიდებულება---(სისტემურები და არასისტემურები)

     

          ინოვაციურ პოლიტიკაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ინოვაციურ რეჟიმში მომუშავე სასწავლო დაწესებულებების განვითარების მართვის პრობლემა. სამეცნიერო პედაგოგიურ წრეებში ამ პრობლემის აქტიური განხილვა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო (მ. პოტაშკინი, ვ. ლაზაროვი, ტ. კოვალიოვა, გ. სელენკო და სხვები). Mმეცნიერი პედაგოგები თვლიან, რომ განვითარების პროცესში მყოფ სასწავლო დაწესებულებებში განვითარების ობიექტად მიჩნეული უნდა იქნას ინოვაციური პროცესი: მისი მიზნები, შინაარსი, მეთოდები, აგრეთვე ინოვაციური ხასიათის ორგანიზაციული ფორმები. მართვის მთელი სისტემა მიმართული უნდა იქნეს იმ პირობების ერთობლიობის შესაქმნელად, რომლებიც შეძლებენ ინოვაციური პროცესის შემდგომი წარმატებული განვითარების უზრუნველყოფას:

    _ოპერატიულობისა და ხანგრძლივი დაგეგმვის შეთავსების საფუძველზე,  სამეცნიერო პროგნოზზე დაყრდნობით მემკვიდრეობითობისა და პერსპექტიულობის უზრუნბელყოფა;

    _პედაგოგიური კადრების შემგომი სწავლების, გადამზადების, განვითარებისა და ინფორმირებულობის უზრუნველყოფა;

    _სამეცნიერო-მეთოდური, მატერიალურ-ტექნიკური, ფინანსურ-ეკონომიკური ბაზის განვითარების უზრუნველყოფა;

    _საძიებო საქმიანობის სტიმულირების ოპტიმალური სისტემის არსებობა, ექსპერიმენტატორი პედაგოგებისთვის დახმარების აღმოჩენა.

          პედაგოგიური კოლექტივის ინოვაციური საქმიანობის წარმატება პირდაპირ კავშირშია სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელობაში ისეთი თვისებების არსებობასთან, როგორიცაა მოქნილობა, ადაპტაცია, სიტუაციის შეფასებისა და პროგნოზირების უნარი. სიახლეების რეალიზაციის დაწყებისას აუცილებელია ყურადღების მიქცევა ინოვაციური პროცესის ორგანიზაციისათვის განკუთვნილ

    რეკომენდაციებზე:

    _შეიქმნას ინოვაციური კლიმატი, რომელშიც შესაძლებელია მოქმედებათა თავისუფლება.

    _თანამშრობლები ჩაებან რეფორმების დაგეგმვის პროცესში, რაც დაეხმარება მათ გაიგონ  ცვლილებების მიზნები და მიზეზები

    _მოხდეს თანამშრობლების ინფორმირება ინოვაციების მომზადბის , განხორციელებისა და შედეგების შესახებ.

    _დაეხმარნონ თანამშრობლებს შესაბამისი უნარების დაუფლებაში

         ძალიან მნიშვნელოვანია პედაგოგებში ფსიქოლოგიური მომზადების ფორმირება სიახლის მისაღებად, პედაგოგიური ინოვაციების ასათვისებლად. ამ მიზნით პედაგოგებმა უნდა შეისწავლონ ვარიატიული განათლების ტიპობრივი მოდელები.

         ინოვაციური ტექნოლოგიების მიხედვით სწავლება ხელს უწყობს მოტივაციას

    და სიახლეების ათვისებისათვის მზადყოფნას. ამ თვალსაზრისით ფართოდ უნდა გამოიყენონ ისეთი აქტიური მეთოდები, როგორიცაა: საქმიანი თამაშები,

    პრობლემური სემინარები, ღია მეცადინეობები, კონსულტაციები.  

    საძიებო საქმიანობაში პედაგოგების მონაწილეობისათვის აუცილებელია მოტივების ფორმირება შეცნობის ან საკუთარი პრობლემების გათვალისწინებით.

    ამ შემთხვევაში მათ ნოვაციებს ექნებათ პირადული მნიშვნელობა (დაინტერესება),

    რომ განხორციელდნენ შეგნებულად და მოტივი ნამდვილად ექნება მყარი.

         სასწავლო დაწესებულების ხელმძღანელობამ მხარი უნდა დაუჭიროს მოტივაციას ინოვაციების დანერგვის ყველა ეტაპზე, განსაკუთრებით პირველზე. Aამ შემთხვევაში მოტივაცია მიმართული უნდა იყოს ადამიანის ცნობიერებაში უარყოფითი სტერეოტიპების გადალახვაზე სიახლეებთან მიმართებაში და პრობლემური ცნობიერების ფორმირებაზე, რომელიც თავის საკუთარ საქმიანობაში პრობლმების დანახვის საშუალებას იძლევა .

    ავტორი :ქეთევანი ვარდანაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | პედაგოგიკა |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სოციოლოგია მარკეტინგი და რეკლამა გეოლოგია მრეწველობა, წარმოება ჟურნალისტიკა მეტალურგია მეწარმეობა ეკონომიკა ასტრონომია ისტორია მენეჯმენტი ლოგისტიკა ლოგიკა არქიტექტურა კულინარია ბუღალტერია და აუდიტი მუსიკა კრიმინალისტიკა ტრანსპრტი ქიმია ტურიზმი სოფლის მეურნეობა საბირჟო საქმე ვეტერინარია მიფოლოგია ზოოლოგია ბიოლოგია სექსოლოგია გეოპოლიტიკა ეკოლოგია ავიაცია დაზღვევა მართვა ფსიქოლოგია მეცნიერება და ტექნიკა რელიგია ფინანსები და კრედიტი გეოდეზია მედიცინა, ჯანმთელობა საბაჟო სისტემა კულტურა და ხელონება მშობლიური ენა და ლიტერატურა ელექტრონიკა სტატისტიკა ფიზიკა სახელმწიფო მოწყობა და მართვა ფილოსოფია უცხო ენები საბანკო საქმე პოლიტოლოგია საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია მათემატიკა სამართალი საერთაშორისო ურთიერთობები ჟურნალისტიკა და PR პროგრამირება პედაგოგიკა კულტუროლოგია ფიზკულტურა და სპორტი ინფორმატიკა გეოგრაფია მასმედია უცხოური ლიტერატურა ინვესტიციები სხვა გადასახადები ტექნოლოგია
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2022