მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსზე! კურსი ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს. საბუთები მიიღება წინასწარი სატელეფონო  რეგისტრაციის შემდეგ.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ  571-333-881.  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

    მშობელთა ინტერესი ბავშვის მოვლის, აღზრდისა და განათლების მიმართ მოიცავს მრავალ საკითხს. ამის გათვალისწინებით ეს გვერდი თემატურად და ეტაპობრივად მოგაწვდით სასარგებლო ინფორმაციას უმთავრესი აქტუალური პრობლემების შესახებ. აქტიურად ჩაერთეთ მის მუშაობაში, გამოეხმაურეთ გამოქვეყნებულ მასალებს, დასვით საკითხები თქვენთვის სასურველი პუბლიკაციების თაობაზე.


                                                           
    ბრბო - ერთიანობა - თუ კოლექტიური უგუნურება? /ხედვა შიგნიდან/ ნანახია (13176) - ჯერ 06 თებერვალი 2011

    ოგურობა - ასახავს ერთგვაროვანი ცოცხალი არსებების მიდრეკილებას შეუერთდნენ მსხვილ გაერთიანებას. ცალკეული ინდივიდი, თუ ის მარტო რჩება, გრძნობს საკუთარი თავის დაუსრულებლობას. ჯოგთან წინააღმდეგობა კი - ამ გაერთიანებასთან განშორების ტოლფასია, რის გამოც ცოცხალი არსებების უმეტესი ნაწილი ერიდება ამას. ადამიანიც ხომ ბუნების შვილია, ცოცხალი არსებების სამყაროს ნაწილია ... ნუ თუ ადამიანების დიდ მასასთან შეერთების შედეგად ნებისმიერი ჩვენთაგანი შეიძლება უგუნური გახდეს? ამ საკითხებაზე საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრებაც.

    რა ემართება ადამიანს, რომელიც მოხვდა ბრბოში ?

    უმოკლეს დროში ადამიანი კარგავს საკუთარ იდენტურობას, რასაც მოჰყვება მისი მასასთან შერწყმა.  

    საკუთარი ”მე”- ს დაკარგვა, ერთის მხრივ, იწვევს განვითარების დაბალ დონემდე რეგრესს, ხოლო მეორეს მხრივ - ადამიანს აძლევს განუსაზღვრელი ძალის შეგრძნებას, რაც უქმნის შესაძლებლობას გადალახოს ყველა აკრძალვა იმ ქვეცნობიერი სურვილების დასაკმაყოფილებლად, რომელთა დაოკება უწევდა გარკვეული ხნის  განმავლობაში. ინსტინქტების შებოჭვის აუცილებლობა იკარგება, ვინაიდან ბრბოს პირობებში ქმედების ანონიმურების შედეგად აგრეთვე იკარგება პასუხისმგებლობის გრძნობა და შიში შესაძლო დასჯის წინაშე. იშლება ყველა დამამუხრუჭებელი მექანიზმი და იმავდროულად იღვიძებს აქამდე მთვლემარე პირველყოფილი, სასტიკი, უხეში, დამანგრეველი ინსტინქტი. ბრბოში მოხვედრილი ადამიანი იძენს გარემოცვისგან შთაგონების განსაკუთრებულ უნარს, საგრძნობლად უქვეითდება ინტელექტუალური დონე და მისი ყველა გრძნობა და აზრი იძენს ბრბოს მიერ ნაკარნახევ მიმართულებას.  

    ემოციური დასენიანება.

    წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: დასასვენებელ პარკში ვინმემ ხმამაღლა, ისტერიულად რომ დაიძახოს - ”ხანძარია”. მშვიდად მოსეირნე ადამიანები იმ  წამსვე  დაემსგავსებიან პანიკაში მყოფ ჯოგს. დადგენილია, რომ - რაც უფრო მღელვარე ვითარება შეექმნება ადამიანებს შორის საწყის ეტაპზე - მით უფრო სწრაფად ვრცელდება ემოცია და მით უფრო გამანადგურებელია ბრბოს მოქმედება.

    როგორც წესი, ემოციური დასენიანების ფენომენს ითვალისწინებენ და იყენებენ პოლიტიკოსები, რელიგიური მოღვაწეები და, არ გაგიკვირდეთ, კარგი პედაგოგებიც, რომლებსაც, მათი საქმიანობიდან გამომდინარე, უწევთ აუდიტორიის დამორჩილება.

    მეცნიერთა ნაწილი ემოციურ დასენიანებას ჰიპნოზური სახის მოვლენებთან აიგივებს. სხვები კი მის საფუძვლად ადამიანის ბუნების ერთ-ერთ გამოკვეთილ თვისებას - მიბაძვისკენ მისწრაფებას მიიჩნევენ. ამ ტიპის უმარტივეს რეაქციას სხვა ადამიანის გაუწონასწორებელ (ავადმყოფურ) მდგომარეობაზე რეაგირება წარმოადგენს. მაგალითად, ბავშვის ტირილზე სხვა მცირეწლოვანი ბავშვის თანდაყოლილი რეაქცია იმაში გამოიხატება, რომ ისიც იწყებს ტირილს. იმის გათვალისწინებით, რომ ბრბოში მოხვედრილი ადამიანი კარგავს საკუთარ ”მე” - ს და რეგრესირებს უფრო დაბალ დონისკენ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მისი მგრძნობიარობა უტოლდება ბავშვის მგრძნობიარობის დონეს. ბავშვს ხომ ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეუძლია დაიწყოს ტირილი ან გაბრაზდეს თუ დაინახა ატირებული ან მოჩხუბარი ბავშვები.

    წაიკითხეთ:  ბრბო - ერთიანობა - თუ კოლექტიური უგუნურება?

    შემდეგ პუბლიკაციაში წაიკითხეთ: ”ბრბო - ერთიანობა - თუ კოლექტიური უგუნურება? /საზღვრების გამიჯვნა/  

    ავტორი :თეონა ნუცუბიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია | | სხვა |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    განათლება/სწავლება ტენდერები/გრანტები სხვა ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა ტურიზმი/დასვენება/გართობა ვეძებ სპეციალისტს ვიყიდი გავაჩუქებ სტიპენდიები ვცვლი სასწავლო პროგრამები კურსები/ტრენინგები/სტაჟირება ვარ სპეციალისტი ხელოვნება/კულტურა ვყიდი მომსახურება ფიზიკური კულტურა/სპორტი კონფერენციები/ღონისძიებები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     


    საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

    იქნება სოლიდარობა – ყველაფერი გამოვა


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
    სატელეფონო შეცვლილი კოდები
    ტესტები აბიტურიენტებს
    ტესტები მოსწავლეებისთვის
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2017