მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
  გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსზე! კურსი ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს. საბუთები მიიღება წინასწარი სატელეფონო  რეგისტრაციის შემდეგ.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ  571-333-881.  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

    მშობელთა ინტერესი ბავშვის მოვლის, აღზრდისა და განათლების მიმართ მოიცავს მრავალ საკითხს. ამის გათვალისწინებით ეს გვერდი თემატურად და ეტაპობრივად მოგაწვდით სასარგებლო ინფორმაციას უმთავრესი აქტუალური პრობლემების შესახებ. აქტიურად ჩაერთეთ მის მუშაობაში, გამოეხმაურეთ გამოქვეყნებულ მასალებს, დასვით საკითხები თქვენთვის სასურველი პუბლიკაციების თაობაზე.


                                                           
    ბრბო - ერთიანობა - თუ კოლექტიური უგუნურება? / საზღვრების გამიჯვნა/ ნანახია (15678) - ჯერ 07 თებერვალი 2011

    როდესაც ადამიანი ბრბოში აღმოჩნდება, იგი უმალვე მის შემადგენელ ნაწილად იქცევა,პრაქტიკულად აღარ შეუძლია შეეწინააღმდეგოს სტიქიას, რომელიც დაეუფლა მას და მიბაძავს მასის ქცევას. ამიტომ თუ არ განვსაზღვრავთ ბრბოს, მასის, საზოგადოებისა და აუდიტორიის სხვაობას შეუძლებელია კონკრეტულ გარემოებაში ორიენტაცია. გარდა სპეციალისტებისა ამ საკითხებზე საინტერესო იქნება თქვენი აზრიც.

    მეცნიერებმა დიდი ხანია დაადგინეს, რომ ჩვენ ემოციურ რეაქციებს განაპირობებს ნუშისებრი სხეული, ანუ ამიგდალა. ადამიანის მღელვარებას (შფოთვას), აუტიზმს, დეპრესიას, პოსტტრავმატულ შოკს და ფობიებს  სწორედ ამ ნუშისებრი სხეულის არანორმალურ ფუნქციონირებას უკავშირებენ. უფრო მეტიც, კვლევების ნაწილმა ისიც ცხადყო, რომ ნუშისებრი სხეული განაპირობებს ისეთ გრძნობას, როგორიცაა  სამართლიანობა და სოციალური უთანასწორობის სიტუაციაში ის აქტიურად ფუნქციონირებს თანასწორობისათვის მებრძოლ ადამიანებში. ნეირონები რეაგირებენ სოციალურ სტიმულებზე: სახე, მიმიკა, მეტყველი ჟესტები. ნუშისებრი სხეულის დამსახურებით შესაძლოა მოხდეს ”ემოციური დასენიანებაც”, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ უგონოდ ”ვღებულობთ” გარშემო მყოფი ადამიანების სიგნალებს და ”ვკითხულობთ” მათ მიმიკას, დაძაბულ პოზას, აგრესიულ ჟესტებს.

    მაგრამ მხოლოდ ამგვარი, ცალმხრივი მსჯელობა არ მოგვცემს სრულ ინფორმაციას. წესით,ურთიერთობის დროს ადამიანი უნდა იკავებდეს თავისებურ დისტანციას. ის ადგენს პერსონალური სივრცის საზღვარს, რომელიც ესაჭიროება იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნოს. დაკვირვების შედეგად მეცნიერებმა მიიღეს იმის დასტური, რომ ამ ზღვარსაც ამიგდალა განაპირობებს. შეიძლება ითქვას, რომ ნუშისებრი სხეული იძლევა სიგნალს: ” სდექ, შემდგომი მოძრაობა დაუშვებელია. ეს პირადი ზონაა”. ამგვარად ის გვიცავს თავდასხმისგან (შეღწევისგან), გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ვიგრძნოთ საფრთხის მოახლოება. მაგრამ ბრბოში ყოფნის დროს ჩვენ ვკარგავთ პირად სივრცეს, რის შედეგადაც ამიგდალა იწყებს საფრთხის თაობაზე სიგნალების მიწოდებას, რაც განაპირობებს შიშის, პანიკის, აგრესიის თუ ექსტაზის პროვოცირებას და ეს სიგნალი დამოკიდებულია იმაზე თუ რა ემოციების პროდუცირებას ახდენს იმ მომენტში ბრბო. გრძნობების გაკონტროლება ძალიან რთულია, იმის გამო, რომ ადამიანში მოქმედებას იწყებენ ქცევის არქაული ხერხები და ის ინსტინქტურად მოქმედებს.  

    როგორ მოვიქცეთ შემთხვევით თუ აღმოვჩნდით ასეთ ვითარებაში?

    • არავითარ შემთხვევაში არ იაროთ ადამიანთა ამ ტიპის მასის მოძრაობის საწინააღმდეგოთ, ამით თქვენ მოახდენთ აგრესიის პროვოცირებას.  

    • ადამიანთა მასიდან გაღწევისთვის ის უნდა გადაკვეთოთ დიაგონალით ან მხები ხაზით, ეცადეთ არ უყუროთ ადამიანებს თვალებში, მზერა უნდა იყოს მიმართული სახის ქვედა ნაწილზე, აუცილებელია პერიფერიული მხედველობის ჩართვაც. ეს მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ცალკეულ დეტალებზე ზედმეტი ყურადღების გამახვილების გარეშე თვალ-ყური ადევნოთ სიტუაციას. გარდა ამისა უნდა გახსოვდეთ - თუ ამ მოძრავების დროს მიწისკენ მიმართავთ მზერას თქვენ ქმნით მსხვერპლის სახეს, რაც აგრეთვე მაპროვოცირებელია.

    • განუწყვეტლივ, თქვენთვის და არა ხმამაღლა იმეორეთ საკუთარი სახელი, გვარი, პროფესია, საქმიანობა (თანამდებობა), ამის შედეგად შეეწინააღმდეგებით ინდივიდუალურების წაშლას და გემახსოვრებათ, რომ "თქვენ - ხართ თქვენ".

    • მოერიდეთ კედლებს, ვიტრინებს, ხეებს, კარის ვიწრო სიოს სადაც შეიძლება დაგბლოკონ, მოგამწყვდიონ.

    • უნდა გაიხადოთ ზედმეტად გრძელი ან თავისუფალი ტანსაცმელი (მით უფრო თუ მას გააჩნია ლითონისგან დამზადებული დეტალები), აგრეთვე ყველაფერი, რაც ყელში შეიძლება მოგეჭიროთ (ქურთუკის ზონარი, ჰალსტუხი, ძეწკვი). ხელები იდაყვში მოხარეთ, მუშტები ზევით მიმართეთ, რათა დაიცვათ გულმკერდი. ამ მიზნით აგრეთვე შეგიძლიათ შეკრათ ხელისგული გულმკერდის წინ.

    • იქამდე, სანამ გადაწყვეტთ დიდ თავყრილობაზე მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად წასვლას, მოახდინეთ შესაძლო სიტუაციის მოდელირება და გაანალიზება: ანუ რამდენად გიღირთ ეს? ხოლო თუ მაინც გადაწყვიტეთ ნებისმიერ შემთხვევაში  მაქსიმალურად იყავით დაკვირვებული.

    • დაეხმარეთ ბავშვებს, რომლებიც აღმოჩნდნენ თქვენს გვერდით: ბავშვი, მისი ძალღონისა და სიმაღლის გათვალისწინებით შეიძლება ვერ გაუმკლავდეს უმართავ სტიქიას. თუ შეგრჩათ ძალა, ბავშვი ხელში აიყვანეთ, მისი სახე თქვენი მკერდისკენ უნდა იყოს მიმართული და ასე ეცადეთ მასის გარეთ ბავშვის გაყვანა. აგრეთვე შეიძლება, რომ ორმა ზრდასრულმა ადამიანმა შუაში ჩაიყენოს მცირეწლოვანი და ასე გააღწიოს უსაფრთხო სივრცემდე.

     • გარდა ამისა ყოველთვის გახსოვდეთ, რომ გარშემო თქვენი მსგავსი ადამიანებია და იმისთვის, რომ დაუბრუნოთ მათ იდენტურობა საჭიროა მიმართოთ დახმარებისთვის (მაგალითად, უთხრათ, რომ გული გაწუხებთ) ან გამოეცნაუროთ გვერდში მდგომს.  

    იმისთვის, რომ სრულად გაეცნოთ მასალას წაიკითხეთ აგრეთვე:  

    ”ბრბო - ერთიანობა - თუ კოლექტიური უგუნურება?” და ”ბრბო - ერთიანობა - თუ კოლექტიური უგუნურება? /ხედვა შიგნიდან/ ”  

    ავტორი :თეონა ნუცუბიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია | | სხვა |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სხვა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში უმაღლეს სასწავლებელში სკოლამდელ დაწესებულებაში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში კოლეჯში განმანათლების მართვის ორგანოებში პროფესიულ ცენტრში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     


    საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

    იქნება სოლიდარობა – ყველაფერი გამოვა


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
    სატელეფონო შეცვლილი კოდები
    ტესტები აბიტურიენტებს
    ტესტები მოსწავლეებისთვის
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2017