მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

    რა რიგ გათვითცნობიერებულნი არ უნდა ვიყოთ, მაინც ყველაზე ნაკლები ცოდნა გაგვაჩნია ბავშვის ფსიქიკასა და ფსიქოლოგიაში. ოჯახში ხასიათისა თუ   მისი გამოვლენის შეფასებაში ვხელმძღვანელობთ უფროსი თაობის გამოცდილებით. ეს კი საკმაოდ სერიოზული და რთული მეცნიერება, რომლის ელემენტარული საფუძვლების ცოდნა სავალდებულოა ყველა მშობლისათვის. გაეცანით სპეციალისტების რეკომენდაციებს, შეეხმიანეთ მათ, მიიღეთ განმარტება.


                                                           

    ბავშვის თვითკონტროლი - ცხოვრებაში მისი წარმატებულობის საწინდარია! ნანახია (17029) - ჯერ 05 აპრილი 2011

    ჟურნალში „Proceedings of the National Academy of Sciences“ გამოქვეყნებულ სტატიაში მეცნიერთა ჯგუფი ასაბუთებს ფრიად საინტერესო დასკვნას: თურმე 3 - დან 11 წლამდე ასაკის ბავშვის თვითკონტროლის დონე პირდაპირ კავშირშია მის წარმატებულობასთან საქმიანობასა და ოჯახურ ცხოვრებაში ზრდასრულ ასაკში. თავის კვლევაში ამერიკის შეერთებული შტატების დიუკის უნივერსიტეტის მეცნიერები  ზრდასრული ადამიანის წარმატებულობას აფასებდნენ რამდენიმე პარამეტრის, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კეთილდღეობის დონის მეშვეობით. მათი დაკვირვებით ბავშვის თვითკონტროლის დონის გათვალისწინებით შესაძლებელია   შემდგომ ცხოვრებაში მისი წარმატებულობის „წინასწარმეტყველება“.

    მეცნიერთა აზრით თვითკონტროლის დაბალი დონე ხშირად წარმოქმნის ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მთელ რიგ პრობლემებს, სხვა დაავადებებთან ერთად შესაძლებელია ”დელიკატური ხასიათის” (სქესობრივი) დაავადებებიც, ზედმეტი წონა, არა სტაბილური წნევა და ა.შ.  დაბალი თვითკონტროლი ხელს უწყობს ნარკომანიას ანუ ნარკოტიკულ დამოკიდებულებას და სამართალდარღვევის ჩადენასაც.  ოჯახურ ცხოვრებაში ის ვლინდება ფინანსური ხარჯების დაგეგმვის უუნარობაში და ხშირად ოჯახის დანგრევის მიზეზიც კი ხდება.  

    მაგალითისთვის მეცნიერებმა გააანალიზეს ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინში მცხოვრები დაახლოებით 1000 ბავშვის მონაცემები. დაკვირვება ხორციელდებოდა ბავშვის დაბადებიდან 32 წლის ასაკამდე.  ”ჩვენი მუშაობის შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა, თავდაპირველად  ვვარაუდობდით, რომ ინტელექტის დონე უნდა გახდეს შემდგომ ცხოვრებაში წარმატების წინასწარმეტყველი და უხალისოდ დავიწყეთ თვითკონტროლზე მუშაობა” - ამ სახის კომენტარი გააკეთა კვლევის წამყვანმა ავტორმა ტერი მოფიტმა (დიუკის უნივერსიტეტი, ა.შ.შ.). თვითკონტროლი ფასდებოდა ბავშვების მიერ გამოვლენილი უეცარი და უკონტროლო აგრესიის, ჰიპერაქტიურობის, ბეჯითობის, შეუპოვრობისა და უყურადღებობის მაჩვენებელთა გათვალისწინებით.  შეფასება ტარდებოდა 3 - დან 11 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში პერიოდულად - ყოველ ორ წელიწადში. ხოლო ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და წარმატებულობის სხვა მაჩვენებლებთან თვითკონტროლის დონის კავშირის საბოლოო მონაცემების კორექტირებას მეცნიერები ახდენდნენ ინტელექტის დონის და სოციოეკონომიკური სტატუსის გათვალისწინებით.

    ”თვითკონტროლის დაბალი დონის მქონე ბავშვები, როგორც წესი, მოზარდის ასაკში უშვებდნენ უფრო მეტ შეცდომას - თამბაქოს მოწევა, შვილის ადრეული და დაუგეგმავი გაჩენა, წავლაში დაბალი მოსწრება... მაგრამ ისინიც, ვინც შესძლო შეცდომების თავიდან არიდება, საბოლოო ჯამში წარმატებულობაში მაინც უთმობდნენ მაღალი თვითკონტროლის მქონე თანატოლებს”, - ასეთ დასკვნას გამოთქვამდნენ კვლევის ავტორები. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მაღალი თვითკონტროლის მქონე ბავშვებშიც  კი დამატებითი კონტროლი განაპირობებდა წარმატებულობის უფრო მნიშვნელოვან შედეგებს. ისინი დარწმუნდნენ იმაში, რომ თვითკონტროლის ამაღლება სასარგებლოა ნებისმიერი ადამიანისთვის. ამ ასაკობრივ კატეგორიაში თვითკონტროლის დონის ამაღლების საქმეში, კვლევის ავტორთა აზრით,  უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია აღზრდის პროცესში მშობელთა აქტიურ ჩართვას.  "ჩვენი ნაშრომი ცხადყოფს, რომ ბავშვობა და მოზარდობის ადრეული ასაკი ყველაზე ხელსაყრელია თვითკონტროლზე მუშაობისთვის, იმავდროულად არ უარვყოფთ, რომ საკუთარი თავის ფლობის გაუმჯობესება შესაძლებელია ზრდასრულ ასაკშიც”, - საბოლოოდ ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები დიუკის უნივერსიტეტიდან.                                              

    წყარო:  Discovery News.

    ავტორი :ალექსანდრე ეჯიბაძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სხვა სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი ხელოვნება და კულტურა მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება აბიტურიენტი და გამოცდები ქიმია ფიზიკა განათლება საქართველოში და მსოფლიოში ჟურნალისტიკა, PR მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია მოდა და დიზაინი ფსიქოლოგია გართობა და თამაშები დასაქმება და კარიერა სოციოლოგია, პოლიტოლოგია იურისპრუდენცია ფინანსები ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები საგანმანათლებლო დაწესებულება ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა ბიოლოგია ოჯახი, მშობლები და ბავშვი მათემატიკა კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი სიახლე განათლების სფეროში კინო და მუსიკა განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა პრესა განათლების შესახებ სპორტი და ექსტრიმი მშობლიური ენა და ლიტერატურა რელიგია გეოგრაფია ბავშვის მოვლა და აღზრდა პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული ეკონომიკა ბუნება, ეკოლოგია უცხო ენები სკოლა და მოსწავლე სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019