მთელ მსოფლიოში განათლების სფეროსათვის, რომელიც დიდ წილად განსაზღვრავს საზოგადოების განვითარებას, აქტუალური გახდა ერთიანი ინტეგრირებული სივრცის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო რესურსების თავისუფალ და ოპერატიულ ხელმისაწვდომობასა და მრავალსახოვანი ინფორმაციით მომხმარებელთა განსხვავებული ჯგუფების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას.

-------------------------------------------------------------
Education.ge - ერთადერთი პორტალია, რომელიც გთავაზობთ თქვენი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზაციის შეუზღუდავ შესაძლებლობას.
Education.ge ქმნის კონცეპტუალურად ერთიან მიდგომას ფართო სპექტრის საინფორმაციო რესურსებითა და მომსახურებით სარგებლობისათვის, ვინაიდან განათლების საქმეში დახმარება ესაჭიროება ყველას: ბავშვს წერა-კითხვის შესწავლაში, სტუდენტს - მეცნიერების საფუძვლების დაუფლებაში, ზრდასრულს - ბიზნესსა და კარიერაში, რათა ცხოვრებაში ისინი გახდნენ წარმატებულნი. პორტალის კარი ღიაა ყველასათვის, მოხარულნი ვიქნებით, თუ თქვენთან ერთად ხელს შეუწყობთ საქართველოში განათლების განვითარებასა და სრულყოფას.
ვის ემსახურება პორტალი?
პორტალი ემსახურება საზოგადოების წევრთა ფართო წრეს: მშობლებსა და მათ შვილებს, პედაგოგებს - მათ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, აბიტურიენტებსა და რეპეტიტორებს, ადმინისტრატორებსა და მათ სასწავლო დაწესებულებებს, ზრდასრულ მოსახლეობას, აგრეთვე მრავალი კატეგორიის სპეციალისტებს, ექსპერტებს, კონსულტანტებსა და სხვებს
რას თავაზობს პორტალი?
Education.ge - საზოგადოებისათვის შექმნილი თავისუფალი და დამოუკიდებელი სივრცეა. ის არ წარმოადგენს ოფიციოზს. აქ თვითოეული ადამიანი დაუბრკოლებლად მოძებნის მისთვის საჭირო ინფორმაციას, დაიკავებს საკუთარ ადგილს და გამოხატავს პირად აზრს ან დამოკიდებულებას ფაქტისა თუ მოვლენის მიმართ, საზოგადოებას გაუზიარებს იდეას ან გაეცნობა სხვის მოსაზრებას. სპეციალისტებს, პედაგოგებს და სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელებს შეუძლიათ შექმნან გაერთიანება ინტერესების მიხედვით, ხოლო მშობლებს - გახდნენ ამ გაერთიანების წევრები. სტუდენტებს, სპეციალისტებსა და პედაგოგებს - SOS გვერდის მეშვეობით - გაუწიონ დახმარება იმ სტუდენტებს, რომლებსაც ის ესაჭიროება. რეგისტრაციისა და ავტორიზაციის შემდეგ, ყველა მომხმარებლისთვის შესაძლებელი ხდება გამოიყენოს მრავალი რესურსი: გამოაქვეყნოს სტატია; დასვას აქტუალური შეკითხვა და მიიღოს პასუხი, კონსულტაცია, რჩევა; გამოამჟღავნოს შემოქმედებითი უნარები - განათავსოს მოთხრობა, ზღაპრები, ლექსები, ნახატები, შთამბეჭდავი ფოტოსურათები, ვიდეორგოლები, საიტები და სხვა; გახდეს გამოკითხვის მონაწილე; გაიაროს ტესტირება; სტუმართა წიგნში პორტალის თაობაზე დააფიქსიროს წინადადება, კომენტარი და რეკომენდაცია. ამის გარდა, მომხმარებელთა ყველა კატეგორიას საიტი უქმნის შესაძლებლობას ფორუმში გაერთიანდეს ინტერესების შესაბამისად ან გამართოს დისკუსია მნიშვნელოვან საკითხებზე. სასურველი ინფორმაციის მოძებნაში დაგეხმარებათ საიტის რუკა და საძიებო სისტემა.
მოგვწერეთ, გამოიჩინეთ ინტერესი, დასვით კითხვა თუ როგორ უნდა მიაღწიოთ იმას, რომ პირადად თქვენ, თქვენი საქმიანობის, თქვენი კომპანიის შესახებ გაიგონ ადამიანებმა მთელ მსოფლიოში - ეს თქვენი შანსია დატოვოთ საკუთარი კვალი.
იმისათვის, რომ გაგიადვილდეთ საიტთან ურთიერთობა - გაეცანით სარგებლობის წესებსა და პირობებს და შედით დახმარების გვერდზე. ცალ-ცალკე შეუძლებელია სირთულეების გადალახვა, არავინ არ უნდა დარჩეს მარტო პრობლემებთან პირისპირ, გავერთიანდეთ და დავეხმაროთ ერთმანეთს.
ჩვენ გვსურს, რომ თქვენ საკუთარ თავს ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებად აღიქვამდეთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საგანმანათლებლო, საინფორმაციო, შემეცნებით, შემოქმედებით პორტალზე.
www.education.ge-ს ადმინისტრაცია |