გერმანია - მდიდარი ისტორიის, კულტურის, საგანმანათლებლო ტრადიციებისა და წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, რომელიც განლაგებულია ევროპის შუაგულში. იგი ყოველთვის იყო მსოფლიოში ტექნიკური პროგრესის, მეცნიერების განვითარების, უახლესი, ინოვაციური გამოგონებებისა და აღმოჩენების ავანგარდში. თუ გაინტერესებთ ან უკვე გადაწყვიტეთ მიიღოთ განათლება გერმანიაში, თქვენ ეზიარებით მრავალსაუკუნოვან გამოცდილებაზე დაფუძნებულ,მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს განათლების სისტემას. სწავლა და ცხოვრება ლამაზი ბუნების, მრავალი ისტორიული ძეგლის, უმდიდრესი მუზეუმების, მრავალფეროვანი კულტურული და მოვლენებით აღსავსე სტუდენტური ცხოვრების გარემოში სამუდამოდ დაგრჩებათ დაუვიწყარ პერიოდად. თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა ერთმანეთს შეუთავსოთ მეცნიერების უახლესი მიღწევების შესწავლა, მაღალი თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მიღება - სრულფასოვან სტუდენტურ ცხოვრებას, სპორტს, ხელოვნებას, მოგზაურობას გერმანიაში და ევროპის ქვეყნებში. |