მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    ავტორი : ნათია

    ახლა ღამეა, ბნელა და ცივა.  ნიავი დაჰქრის , წვიმა სცრის ფრთხილად. ფანჯრის მინაზე აწვიმს და რაღაც დიდ სიცარიელეს ვგრძნობ გულსა და სულში. ტირილს მაგონებს წვიმა.  ტირილი, ეს ხომ ჩემი თანმდევი მეგობარია. მტკივა, მე გული , მაგრამ ვწერ. გარეთ წვიმა არ ჩერდება. სულში უსაზღვრო ტკივილია. მინდა ამოვთქვა , მინდა და იქნებ ამ ფურცლებმა რაღაც მაინც შემიმსუბუქოს. მას მაინც გავანდობ ჩემ გრძნობებს მისწრაფებებს, რომელიც ვფიქრობ, არავის ანაღვლებს, არავის აინტერესებს. იცით?.. მე მცივა, მაგრამ მცივა არა ისე, როგორც თქვენ, ადამიანებო. მე სულში მცივა, მე სული მტკივა. იცით?.. მე მინდა დღე , მაგრამ არა იმიტომ, რომ დღე ვერთობი, გარეთ გავდივარ და ვთამაშობ თქვენსავით. არა...მე მინდა დღე, რადგან ღამე ოთახში მარტოს მეშინია. ალბათ იფიქრებთ, ეს ვინ ყოფილა, ნეტა რისა ეშინიაო? განა მგელი შეჭამსო? მაგრამ შეცდებით, რადგან არ იცით , ვინ ვარ. მე ხომ უნარშეზღუდულს მეძახიან. ბევრი გულისხმიერი ადამიანია და არ გაგრძნობინებს, რომ შენ "განსაკუთრებული საჭიროების მქონე " ხარ, როგორც ამას ჩვენზე ამბობენ ხოლმე, მაგრამ ამ ადამიანების გარდაც არსებობენ სხვა ადამიანები. ისინი კი, ისინი...არ შეგიბრალებენ დაგანახვებენ თავის ნამდვილ სახეს და გვერდზე, რომ გაგივლიან , ისეთი თვალებით შემოგხედავენ, რომ სიტყვები ამას არ სჭირდება, სახე თვითონ მეტყველებს, რასაც ფიქრობენ და გულში ამბობენ. ამ დროს, რომ ჩაგახედათ ჩემს გულში, შეგზარავთ მისი სახე. ისეთი უბედური და დამცირებულია, რომ იმედის ნაპერწკალი არ ჩანს. რომ იცოდეთ, როგორ მტკივა, მე ეს მტკივა. სულიერ ტკივილს, ალბათ თქვენც მოგეხსენებათ, ძნელად თუ ეშველება. იცით?..მე დედა არ მყავს. არა, რა თქმა უნდა მყავს, მაგრამ ის ჩემს გვერდით არაა და არც მახსოვს, ის როგორია. ნეტავი მანახა ეს დიდი ნატვრა მაქვს. ხანდახან წარმოვიდგენ მის ლანდს, მაგრამ ვაი რომ ლანდში ვერ ვარჩევ სახეს. დეე... მაპატიე რა ?.. ძალიან გთხოვ, მაპატიე დეე,რომ მე ასეთი ვარ. ეს ხომ ჩემდაუნებურად მოხდა. მე ეს არ მინდოდა, მაგრამ განა ეს ჩემი ნებაა. ნეტავ იცოდე როგორ მენატრები არნახულო დედა. დეე... მე მამაც მენატრება. მე ხომ არც ის მინახავს,რაც თავი მახსოვს ამ აღსაზრდელ სახლში ვარ, მარტოდ მარტო და არავინ მაკითხავს. ნეტავ იცოდე როგორ ვწუხვარ. იქნებ ამის შემდეგ ერთხელ მაინც გენახე. ისევ ღამეა და ისევ ვწერ. ვწერ და თან მოჰყვება ჩემს ფურცელს ჩემი ცრემლების ანარეკლი, კალმისტარი ხელში მიკანკალებს და თითქოს გარემო ჩემს განცდას იზიარებს. ცა მოღრუბლულია და ისევ წვიმს, ჩემი გულიც დამძიმებულია, ეგრეთ წოდებული "ღრუბლით", რომელსაც სევდას ეძახიან.როგორ მინდა ჩემს გვერდითაც ვინმე იყოს, რომ იცოდეთ ,როგორ მინდა. მე სულ მარტო ვარ, გულში სიცარიელეს ვგრძნობ. ამ სიცარიელეს ვინ შემივსებს ? მოწყალე თვალები? არა, ცდებით. ამას ეს ვერ შემივსებს. მე რასაც ვგრძნობ, ეს ძნელი გასაგებია, არც გთხოვთ მიხვდეთ და გაიგოთ. მე უბრალოდ, მინდოდა მეთქვა, რადგან გულში არ მეტეოდა. ჩემს თავს რაც მჭირს ეს ბუნებაში არ არის, ეს მხოლოდ ხედვაშია. ახლა კი დავამთავრებ ჩემი ფიქრების წერას თავს. ალბათ უკვე თავიც მოგაწყინეთ...

    ქულები :  
    1 2 3 4 6 7 8 9 1 0
       
    კომენტარები  
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    გეოგრაფია ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება კინო და მუსიკა გართობა და თამაშები კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი ბიოლოგია აბიტურიენტი და გამოცდები ოჯახი, მშობლები და ბავშვი ეკონომიკა სიახლე განათლების სფეროში ბავშვის მოვლა და აღზრდა დასაქმება და კარიერა ხელოვნება და კულტურა გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული იურისპრუდენცია ჟურნალისტიკა, PR ქიმია მშობლიური ენა და ლიტერატურა უცხო ენები განათლება საქართველოში და მსოფლიოში პრესა განათლების შესახებ ფსიქოლოგია საგანმანათლებლო დაწესებულება სკოლა და მოსწავლე ფიზიკა მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი სპორტი და ექსტრიმი ბუნება, ეკოლოგია მათემატიკა ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები რელიგია სოციოლოგია, პოლიტოლოგია სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი სხვა მოდა და დიზაინი ფინანსები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019