მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     
    პედაგოგებს
  • სტუმარი
  • მთავარი თემა
  • გაერთიანებათა აქტუალური თემები
  • ეს საინტერესოა
  • სწავლების მეთოდები
  • გამოკითხვები

  • კითხვა - პასუხი
  • გაიარეთ ტესტი
  • დაამატეთ განცხადება
  • ყველაზე კითხვადი პუბლიკაციები
  • პედაგოგთა გაერთიანებები
  • პედაგოგებს >> მთავარი თემა
     
    შემოქმედ პედაგოგთა კონკურსი ”ნოვატორი” 19 თებერვალი 2010
    პატივცემულო პედაგოგებო,
    ჯერ კიდევ 2009 წლის სექტემბრის თვეში პორტალმა Education.ge მოგმართათ შემოქმედ პედაგოგთა კონკურსის ჩატარების წინადადებით (პედაგოგებს >> მთავარი თემა). თქვენი წერილების გათვალისწინებით იდეამ მიიღო საბოლოო სახე.  
      კონკურსის ჩატარებას მხარი დაუჭირეს და თანაინიციატორები გახდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი, DVV International - ის წარმომადგენლობა საქართველოში, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაცია, პროფესიული მომზადებისა და განათლების ცენტრი “One World”,  ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა. დაიხვეწა ჩატარების ორგანიზაციული საკითხები, დადგინდა ვადები,   შემუშავდა დებულება და კონკურსის ჩატარება იქცა რეალობად.
     
    კონკურსი ცხადდება პორტალის Education.ge, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის, არასამთავრობო, საზოგადოებრივი და სპონსორი ორგანიზაციების ინიციატივით, რომლებიც ჟიურისა და სარედაქციო-შემფასებელ კოლეგიებთან ერთად უზრუნველყოფენ მის ჩატარებას. საინფორმაციო მხარდაჭერას ახორციელებენ - პორტალი Education.ge, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უწყებრივი საიტები, განათლების საკითხებზე მომუშავე პრესა და   ელექტრონული მასმედია. კონკურსის ჩატარების ვადები: 2010 წლის 20 თებერვალი - 20 ივნისი.
    კონკურსის დანიშნულება და მიზანი: ფართო საზოგადოებას თვალნათლივ   დავანახოთ თუ რა ინტელექტის, სულიერი და ზნეობრივი სიმდიდრის მატარებელია ჩვენი ქვეყნის მასწავლებლობა და ჯეროვნად დავაფასოთ ახალგაზრდა თაობის განათლებასა და აღზრდაში მისი ღვაწლი და ამაგი. ხელი შევუწყოთ:   სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის გაუმჯობესებას; პედაგოგ-ნოვატორთა გამოცდილების გამოვლენას, აღიარებასა და მხარდაჭერას; აქტუალური და ორიგინალური მეთოდიკისა, ინტერაქტიული და ინფორმაციული ტექნოლოგიის გამოყენების წარმატებული მაგალითების თაობაზე ფართო პედაგოგიური საზოგადოების ინფორმირებას; ინოვაციური იდეების ხელმისაწვდომი ელექტრონული ბაზის ჩამოყალიბებას; ინოვაციური სივრცის შექმნას, რომელიც გააერთიანებს პედაგოგთა ძალისხმევას სწავლისა და აღზრდის აქტუალური პრობლემების გადაწყვეტაში; მასწავლებელთა შორის ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთ გაზიარებას, აქტუალური პრობლემებისადმი მეცნიერთა და სპეციალისტთა ყურადღების მიპყრობას.
    კონკურსის მონაწილეები: კონკურსში ნებაყოფლობითი მონაწილეობა შეიძლება მიიღონ ნებისმიერი სასწავლო დაწესებულების   პედაგოგმა, პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის დარგების სპეციალისტმა, უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტმა და ავტორთა ჯგუფმა.
    კონკურსის ნომინაციები:
    ნომინაცია: ”სწავლებაში ინტერაქტიული მეთოდების გამოყენების სასწავლო- მეთოდური უზრუნველყოფა”
    ნომინაცია: ”ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება და მისი სასწავლო-მეთოდური უზრუნველყოფა”
    ნომინაცია: ”გასვლითი გაკვეთილის ჩატარების გამოცდილება და რეკომენდაციები”
    ნომინაცია: ”სასწავლო თვალსაჩინოებისა და მოწყობილობის ეფექტური გამოყენება”
    ნომინაცია: ”მოსწავლის თავისუფალი დრო და მისი ორგანიზების პრაქტიკული გამოცდილება”

    რა სახის ნამუშევარი შეიძლება იყოს წარმოდგენილი: პედაგოგიური კვლევის ან პრაქტიკული დაკვირვებისა და გამოცდილების აღწერილობა; სასწავლო-კვლევითი პროექტი; მასწავლებლის დამხმარე სახელმძღვანელო; მეთოდური მითითებები და რეკომენდაციები; საავტორო პროგრამა; სასწავლო-მეთოდიკური კომპლექტი; შემსწავლელი კომპიუტერული პროგრამა; ამოცანათა კრებული;   შემსწავლელი და შემფასებელი ტესტები; ლაბორატორიული სამუშაოების ციკლი; დიდაქტიკური მასალების პაკეტი; მეცადინეობის ჩატარების სცენარები; სასწავლო აუდიო და ვიდეო მასალები და სხვა. წარმოდგენილი ნამუშევარი შეიძლება ასახავდეს როგორც კონკრეტული საგნის სფეროს, აგრეთვე იყოს ინტეგრირებული. თვითოეულ მონაწილესა თუ ჯგუფს საკონკურსოდ შეუძლია წარმოადგინოს რამდენიმე ნამუშევარი.
    • საკონკურსო ნამუშევრების შეფასება განხორციელდება შემდეგი კრიტერიუმებით: აქტუალობა, გამოყენებადობა, შედეგიანობა.
    კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენია: კონკურსის მონაწილის ანკეტა-განაცხადი; საკონკურსო ნამუშევრის ანოტაცია (თეზისები); საკონკურსო ნამუშევრების სრული ვერსია. აღნიშნული მასალები პორტალზე გამოქვეყნებისათვის წარმოსადგენია:   2010 წლის 20 დან – 26 აპრილამდე, ელექტრონულ მისამართზე: guest@education.ge

    მონაწილეობის პირობებისა და მოთხოვნების გაცნობას შესძლებთ კონკურსის დებულებაში, რომელიც გამოქვეყნდება 2010 წლის 24 თებერვალს პორტალზე www.education.ge
    კონკურსის ორგანიზაციისა და ჩატარების თაობაზე შეგიძლიათ მიმართოთ:
    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს: tchkadua@mes.gov.ge - თეონა ჭკადუა, ტელ.: 43-88-19.
    Education.ge - ს: alexanderejibadze@gmail.com - ალექსანდრე ეჯიბაძე, ტელ.: 38-05-82.
     კონკურსის ინიციატორებს ერთი მიზანი გვაქვს: დავაფასოთ პედაგოგების შრომა და დავეხმაროთ მათ.
    ძვირფასო პედაგოგებო, ამ ეტაპზე ყველაფერი უკვე თქვენზეა დამოკიდებული. გვაუწყეთ თქვენი განწყობა და დამოკიდებულება, მხარი დაუჭირეთ   ამ ინიციატივას,   ჩაერთეთ შემოთავაზებული წინადადებების რეალიზაციაში. ეს ხომ თქვენი და თქვენთვის ჩაფიქრებული კონკურსია. გავითავისოთ და ის წარმატებულად ჩატარდება. ველით თქვენ აქტიურ მონაწილეობას!

    პატივისცემით და წარმატებების სურვილით,

    შემოქმედ პედაგოგთა კონკურსის ”ნოვატორი” ინიციატორთა საორგანიზაციო ჯგუფი.
    გაზიარება
    კომენტარები  
    ციური ინასარიძე 10 ივნისი 2010

    პორტალი www.education.ge  მშობლიური სახლივით ძვირფასი გახდა. აქ ყველასთვის, განსაკუთრებით კი პედაგოგებისათვის საინტერესო და საჭირო გარემოა შექმნილი.

    მადლობას ვუძღვნი :კონკურსის ორგანიზატორებს,მეტად საინტერესო და ორიგინალური კონკურსისათვის, ყველა მხარდამჭერს,ყველა მონაწილეს და ყველას ვინც პედაგოგებს  გამოგვეხმაურა. დასრულდა პირველი კონკურსი, მაგრამ კარგი იქნება თუ  მომავალშიც  ჩატარდება იგი ხელს შეუწყობს მასწავლებელთა შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ჩვენთვის პედაგოგებისათვის ინოვაციური სივრცის შექმნას, სასწავლო

  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  • არქივი  
    ოქსფორდის პროგრამებით მასწავლებელთა გადამზადება მიმდინარეობს 06 დეკემბერი 2010

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი   ინგლისური ენის მასწავლებელთა ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო, რომელიც სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და English book Georgia-ს ორგანიზებით მიმდინარეობს და მასში თბილისის, მცხეთისა და რუსთავის საჯარო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლები მონაწილეობენ. ტრენინგს ოქსფორდის მასწავლებელთა აკადემიის ინგლისური ენის სწავლების კურსის ხელმძღვანელი ტერეზა დოგუელი ახორციელებს.  
    შემოქმედ პედაგოგთა კონკურსი ”ნოვატორი” 10 ივნისი 2010

     პატივცემულო ქალბატონებო  და ბატონებო! ძვირფასო პედაგოგებო !

    2010 წლის 10 ივნისის დასრულდა შემოქმედ პედაგოგთა კონკურსის ”ნოვატორი” ნამუშევართა ონლაინ შეფასება. დაფიქსირდა დასკვნითი ეტაპის შედეგები. 25 ივნისს ჩატარდა ჟიურის დასკვნითი სხდომა. დადგინდა 25 გამარჯვებული ნაშრომი, სამი ლაურეატი და ინოვაციური  სკოლა.  ყველას ვულოცავთ  გამარჯვებულს !

    შემოქმედ პედაგოგთა 2010 წლის კონკურსი ”ნოვატორი” - დასრულდა. ის აღსავსე იყო ემოციებითა და განცდებით. მრავალმა პედაგოგმა კონკურსზე  წარმოადგინა საკუთარი ნამუშევარი. სამწუხაროდპრდაგოგთა გარკვეული ნაწილი  გულნატკენი დარჩა, მათ  სხვა და სხვა მიზეზების გამო ვერ შესძლეს  ან ვერ მოასწრეს  ნაშრომის წარმოდგენა. კონკურსმა გამოიწვია პედაგოგიური საზოგადოების აქტიური ინტერესი და გამოხმაურება:  მონაწილეობა მიიღეს საჯარო და კერძო სკოლების, პროფესიული ცენტრების, უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგებმა.  მან  მოიცვა საქართველოს ყველა რეგიონი:  ქედის რაიონიდან - ახმეტის რაიონამდე; ამბროლაურიდან - ბოლნისამდე. შესარჩევი ეტაპების შედეგად 193 პედაგოგმა წარმოადგინა 176 ნამუშევარი. მსვლელობის პერიოდში (Google Analytics სტატისტიკის შესაბამისად) პორტალის მომხმარებლებმა 43 863 ჯერ წაიკითხეს საკონკურსო ნამუშევრები, 5366 პედაგოგი შეუერთდა თემატურ გაერთიანებას და    მიიღო  მონაწილეობა ნამუშევართა შეასებაში. 2134-მა კომენტარის  მეშვეობით  გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება ან მოსაზრება.

    განსხვავებული შეხედულებები განათლების თაობაზე 29 აგვისტო 2009
    მთელი ისტორიის განმავლობაში, ყველა ახალ ეტაპზე, კაცობრიობა მუდმივად გამოთქვამდა უკმაყოფილებას განათლებაში შექმნილი მდგომარეობითა და სვავდა საკითხს: როგორი უნდა იყოს განათლება დღეს და როგორ უნდა ვითარდებოდეს იგი ხვალინდელი დღის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ძიების პროცესი, ისევე, როგორც თვით კაცობრიობის განვითარება - განუწყვეტელია. ჩვენც გაუთავებლად ვახდენთ მის რეორგანიზაციასა თუ რეფორმირებას: ვიყურებოდით ჩრდილოეთისაკენ, ამჟამად ვიყურებით დასავლეთისაკენ და ამ პროცესში ხშირად გვავიწყდება საკუთარი ისტორია და ერის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება. მუდმივად ვეძებთ და მუდმივად უარყოფთ.   რეფორმისტული იდეებით გატაცებულებს უმეტეს შემთხვევაში გვავიწყდება არა განათლების ”სუბიექტი” თუ ”ობიექტი”, არამედ პიროვნება, რომლის გამოც და რომლისათვისაც საერთოდ შეიქმნა სკოლა -   ბავშვი, მოსწავლე.
    შემოქმედ პედაგოგთა კონკურსი - ”ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს” 07 სექტემბერი 2009

    მოზარდი თაობის აღზრდა-განათლებაში პედაგოგის შრომა - მშობლის ამაგის ტოლმნიშვნელოვანია.როგორც მშობელი - შვილისგან, ასევე თქვენ- აღსაზრდელისგან არ ითხოვთ ამაგის დაფასებას. თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ დაინახოს და დააფასოს შრომის შედეგი.მაგრამ ყოველთვის როდი ვაცნობიერებთ პედაგოგთა ღვაწლსა და ამაგს და იმას, თუ რა ინტელექტის, სულიერი და ზნეობრივი სიმდიდრის მატარებელია ჩვენი ქვეყნის მასწავლებლობა.ძვირფასო პედაგოგებო, ნება გვიბოძეთ ნაწილობრივ მაინც გამოვისყიდოთ ვალი და   შემოგთავაზოთ შემოქმედ პედაგოგთა კონკურსი - ”ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს”,რათა ღირსეულად დაფასდეს თქვენი შრომა და პროფესიონალიზმი.    

     
    საკვანძო სიტყვები  
    სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში სკოლამდელ დაწესებულებაში განმანათლების მართვის ორგანოებში სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში კოლეჯში უმაღლეს სასწავლებელში სხვა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში პროფესიულ ცენტრში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019