მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709  ან მოგვწერეთ  cuisinegeorgia@gmail.com  
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     
    პედაგოგებს
  • სტუმარი
  • მთავარი თემა
  • გაერთიანებათა აქტუალური თემები
  • ეს საინტერესოა
  • სწავლების მეთოდები
  • გამოკითხვები

  • კითხვა - პასუხი
  • გაიარეთ ტესტი
  • დაამატეთ განცხადება
  • ყველაზე კითხვადი პუბლიკაციები
  • პედაგოგთა გაერთიანებები
  • პედაგოგებს >> მთავარი თემა
     
    შემოქმედ პედაგოგთა კონკურსი ”ნოვატორი” 10 ივნისი 2010

     პატივცემულო ქალბატონებო  და ბატონებო! ძვირფასო პედაგოგებო !

    2010 წლის 10 ივნისის დასრულდა შემოქმედ პედაგოგთა კონკურსის ”ნოვატორი” ნამუშევართა ონლაინ შეფასება. დაფიქსირდა დასკვნითი ეტაპის შედეგები. 25 ივნისს ჩატარდა ჟიურის დასკვნითი სხდომა. დადგინდა 25 გამარჯვებული ნაშრომი, სამი ლაურეატი და ინოვაციური  სკოლა. ყველას ვულოცავთ გამარჯვებულს !

    შემოქმედ პედაგოგთა 2010 წლის კონკურსი ”ნოვატორი” - დასრულდა. ის აღსავსე იყო ემოციებითა და განცდებით. მრავალმა პედაგოგმა კონკურსზე წარმოადგინა საკუთარი ნამუშევარი. სამწუხაროდ პრდაგოგთა გარკვეული ნაწილი გულნატკენი დარჩა, მათ სხვა და სხვა მიზეზების გამო ვერ შესძლეს ან ვერ მოასწრეს ნაშრომის წარმოდგენა. კონკურსმა გამოიწვია პედაგოგიური საზოგადოების აქტიური ინტერესი და გამოხმაურება: მონაწილეობა მიიღეს საჯარო და კერძო სკოლების, პროფესიული ცენტრების, უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგებმა. მან მოიცვა საქართველოს ყველა რეგიონი: ქედის რაიონიდან - ახმეტის რაიონამდე; ამბროლაურიდან - ბოლნისამდე. შესარჩევი ეტაპების შედეგად 193 პედაგოგმა წარმოადგინა 176 ნამუშევარი. მსვლელობის პერიოდში (Google Analytics სტატისტიკის შესაბამისად) პორტალის მომხმარებლებმა 43 863 ჯერ წაიკითხეს საკონკურსო ნამუშევრები, 5366 პედაგოგი შეუერთდა თემატურ გაერთიანებას და  მიიღო მონაწილეობა ნამუშევართა შეასებაში. 2134-მა კომენტარის მეშვეობით გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება ან მოსაზრება.  

    კონკურსი დამთავრდა, მაგრამ ნაშრომთა ავტორებისთვის და განხილვის მონაწილეებისათვის შემოქმედება არ სრულდება - ის წარმოადგენს პედაგოგიური მოღვაწეობის სრულყოფის ყოველდღიურ და დაუსრულებელ პროცესს, რომელიც კვლავაც გაგრძელდება.  ჩვენ ხომ საერთო მიზანი გვაქვს - განათლების, სწავლებისა და აღზრდის სრულყოფა. ამ მიზნის მიღწევის ხელშეწყობისთვის კონკურსში გამარჯვებული 25  ნაშრომი განთავსდება პედაგოგთა გაერთიანებების აქტუალურ თემებში, ხოლო, ჩვენი აზრით პედაგოგებისთვის საინტერესო, წარმატებული 25 ნამუშევარი გამოქვეყნდება სწავლების მეთოდების გვერდზე. ისარგებლეთ ამ ნამუშევრებით. პორტალის ფუნქციების გამოყენებით კოლეგებს გაუზიარეთ  საკუთარი მოსაზრება ამ გამოცდილების თაობაზე. თქვენც თუ გაგაჩნიათ ღირებული დაკვირვება ან პრაქტიკული გამოცდილება და გსურთ გააცნოთ ის საზოგადოებას - გამოაქვეყნეთ თქვენი მასალები პორტალის ნებისმიერ შესატყვის გვერდზე.

    აზრთა ცოცხალი გაზიარებისა და ურთიერთობისათვის პორტალის ფორუმში უკვე გაიხსნა კონკურსის ნომინაციების შესაბამისი თემები. თქვენც შეგიძლიათ გახსნათ ახალი თემატიკა, პედაგოგიურ საზოგადოებას შესთავაზოთ აქტუალური პრობლემატიკის ან მომდევნო კონკურსის ახალი ნომინაციების თაობაზე თქვენი მოსაზრების განხილვა. თამამად ისარგებლეთ პორტალის www.education.ge - ს ყველა რესურსით. ის ხომ უშუალოდ თქვენთვის, სპეციალისტებისთვის, თქვენი მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის და მათი მშობლებისათვის არის შექმნილი!

    ვფიქრობთ, რომ კონკურსმა მიაღწია დასახულ მიზანს. აქტიურ შემოქმედ პედაგოგს შეექმნა საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გამომჟღავნების შესაძლებლობა, ერთობლივი ძალისხმევით პედაგოგთა ნაწილში გავაღვივეთ შემოქმედებისკენ მისწრაფება, ნაწილს კი გავუღვიძეთ შემოქმედებით პროცესში მონაწილეობის სურვილი.  მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ისიც, რომ ნოვატორთა ნამუშევრების განხილვაში მონაწილეობის სურვილი გამოამჟაღნეს, როგორც ღვაწლმოსილმა პედაგოგებმა (მაგალითად - ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში მომუშავე საკმაო პედაგოგიური სტაჟის მქონე მასწავლებელმა ან ჩოხატაურის #1 სკოლის ყოფილმა პედაგოგმა, ამჟამად პენსიონერმა) აგრეთვე სრულიად ახალბედა მასწავლებლებმა, რომელმაც სულ ახლახან შემოაბიჯეს სკოლაში.

    კონკურსის მხარდაჭერა და შეფასება აისახა ნამუშევრების მრავალ კომენტარში, ინიციატორთა მისამართით შემოსულ უამრავ წერილსა და სატელეფონო ზარში. მაგალითად  კონკურსისადმი დამოკიდებულება ერთ-ერთ კომენტარში  განზოგადებულად  გამოხატა ხაშურის #7 სკოლის პედაგოგმა ქალბატონმა ციური ინასარიძემ: ”... კონკურსი "ნოვატორი" ძალიან მომწონს, ძალიან მომწონს ყველა თემა. მე ვთვლი, რომ ამ თემების ავტორები ყველანი გამარჯვებულები არიან, გული არავის არ უნდა დაწყდეს, მათ ნამუშევრებს მთელი საქართველო კითხულობს. ... საშუალება მოგვეცა საკუთარი შემოქმედება  გავაცნოთ  საზოგადოებას.  მომავალში  ამ  კონკურსში  კიდევ  უფრო  მეტი  პედაგოგი  მიიღებს  მონაწილეობას.”  

    www. education. ge ადმინისტრაცია

     

    გაზიარება
    კომენტარები  
    ნინი 22 ივნისი 2010

    ბევრი საინტერესო და აქტუალური თემა წავიკითხე. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო კოლეგების გამოცდილების, მათ მიერ პრაქტიკაში განხორციელებული სწავლების მეთოდების ანალიზი. დიდ მადლობა მინდა ვუთხრა ყველას ვინც ამ პროექტში მიიღო მონაწილეობა. იმედი მაქვს პრობლემების მიუხედავად პედაგოგიური საზოგადოება მუდმივად ვიქნებით მზად იმისათვის, რომ ვისწავლოთ და ვასწავლოთ. კიდევ ერთხელ წარმატებას ვუსურვებ პროექტის ყველა მონაწილეს და ორგანიზატორს.

    22 ივნისი 2010

    ყოჩაღ, კოლეგებო!!!

    კონკურსმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა  

    ლიანა გორგაძე 19 ივნისი 2010
    bavshvta suratebis galereis ekspertta jgupi shemadgenloba liana gorgadze, shalva batlidze, nino okropiridze, nana djavaxishvili ,medea chubinishvili. dadebitad apasebs portalis mushaobas, pedagogta kvalipikaziis amaglebis da novatoruli ideebis zarmochenis kutxit.
    ფიქრია გიორხელიძე 18 ივნისი 2010

    "პროექტ ,,ნოვატორის,, ორგანიზატორებს მინდა მადლობა გადაგიხადოთ ასეთი საინტერესო , საჭირო და დროული ინიციატივისათვის. ეს არის პროექტი, რომელმაც შეძლო ათასობით პედაგოგის დაინტერესება, მოგვცა საშუალება ერთმანეთს გავუზიაროთ საკუთარი გამოცდილება. პედაგოგებში საფუძველი ჩაუყარა სრულიად ახალ კულტურას, როგორ ვიმუშაოთ ინტერნეტ სივრცეში. მადლობთ."

    ია ეცადაშვილი 15 ივნისი 2010

    "ნოვატორმა"  გამოაცოცხლა  და  საზოგადოებას  გააცნო  შემოქმედი  პედაგოგები.  მადლობა  ორგანიზატორებს  ასეთი  საინტერესო  და შედეგიანი  პროექტისათვის.

    ციური ინასარიძე 11 ივნისი 2010

    პორტალი www.education.ge მშობლიური სახლივით ძვირფასი გახდა. აქ   ყველასთვის საინტერესო და საჭირო გარემოა   შექმნილი. მადლობა კონკურს "ნოვატორის" ორგანიზატორებს მეტად საინტერესო და ორიგინალური კონკურსისათვის. დასრულდა პირველი კონკურსი, კარგი იქნება ,რომ მომავალშიც ჩატარდეს.იგი ხელს შეუწყობს მასწავლებელთა შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.ჩვენთვის, პედაგოგებისთვის ინოვაციური სივრცის შექმნას, სასწავლო აღმზრდელობითი  პროცესის  გაუმჯობესებას, ურთიერთ  გაცნობასა  და  დამეგობრებას.  სურვილი  გვაქვს,  კონკურს "ნოვატორის"  ორგანიზატორების  მხარდაჭერით  და  თანხმობით  ხაშურის  რაიონში შევქმნათ  ნოვატორ  პედაგოგთა  კლუბი. "ნოვატორი"  არ  დასრულებულა, ეს  მხოლოდ  დასაწყისია...      

    11 ივნისი 2010

    ,,ნოვატორის,,  მსგავსიკონკურსები  უფრო  მნიშვნელოვანია  განათლების,  სწავლებისა  და  არზრდის  სრულყოფისათვის,  ვიდრე  ნებისმიერი  გამოცდა.  ვულოცავ  ყველას,  თუმცა,  ყველა  წარმოდგენილითემა  საკმაოდ  აქტუალური  და  შედეგის  მომცემია.  დიდი  მადლობა  ორგანიზატორებს.

    ცისანა კურტანიძე 11 ივნისი 2010

    ვულოცავ  ნოვატორის  წარმომადგენლებს  კონკურს ,,ნოვატორის"  წარმარტებით  დასრულებას,  ვულოცავ  ყველა პედაგოგს გამარჯვებას.

     ნამდვილად.  დარწმუნებული  ვარ  ყოველი  გაკვეთილი  ხელს  შეუწყობს  სასკოლო  რეფორმის  განვითარებასსაქართველოში

    მანანა ჯინჭარაძე 10 ივნისი 2010

    გული დამწყდა, რომ კონკურსი დამთავრდა. იყო მასში ჟინი, რომელსაც ყველა მასწავლებელი მოქმედებაში მოჰყავდა და მოტივაცია, რომელიც შემოქმედებით მუხტს აძლევდა მათ. საინტერესო დღეებისთვის, კარგი გაკვეთილებისა და შესანიშნავი ნაშრომებისთვის ჩოხატაურის #1საჯარო სკოლა მადლობას უხდის ყველა კონკურსანტს, უკვე ნოვატორებს, რომელთაც ხანგრძლივი და ნაყოფიერი  პედაგოგიური გზის საგზალი მოგვაწოდეს. გვაქვს იდეა ჩვენს მიერ მოწონებული გაკვეთილების ყველა ავტორი და საიტის ადმინისტრაცია მომავალი სასწავლო  წლიდან მოვიპატიჟოთ ჩვენს სკოლაში და ნოვატორთა პედაგოგიურ სახლს ჩავუყაროთ საძირკველი. კიდევ ერთხელ მადლობა კონკურსის ორგანიზატორებსა და ავტორებს.

  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  • არქივი  
    ოქსფორდის პროგრამებით მასწავლებელთა გადამზადება მიმდინარეობს 06 დეკემბერი 2010

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი   ინგლისური ენის მასწავლებელთა ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო, რომელიც სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და English book Georgia-ს ორგანიზებით მიმდინარეობს და მასში თბილისის, მცხეთისა და რუსთავის საჯარო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლები მონაწილეობენ. ტრენინგს ოქსფორდის მასწავლებელთა აკადემიის ინგლისური ენის სწავლების კურსის ხელმძღვანელი ტერეზა დოგუელი ახორციელებს.  
    შემოქმედ პედაგოგთა კონკურსი ”ნოვატორი” 19 თებერვალი 2010
    პატივცემულო პედაგოგებო,
    ჯერ კიდევ 2009 წლის სექტემბრის თვეში პორტალმა Education.ge მოგმართათ შემოქმედ პედაგოგთა კონკურსის ჩატარების წინადადებით (პედაგოგებს >> მთავარი თემა). თქვენი წერილების გათვალისწინებით იდეამ მიიღო საბოლოო სახე.   კონკურსის ჩატარებას მხარი დაუჭირეს და თანაინიციატორები გახდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი, DVV International - ის წარმომადგენლობა საქართველოში, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაცია, პროფესიული მომზადებისა და განათლების ცენტრი “One World", ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა. დაიხვეწა ჩატარების ორგანიზაციული საკითხები, დადგინდა ვადები,   შემუშავდა დებულება და კონკურსის ჩატარება იქცა რეალობად.
    განსხვავებული შეხედულებები განათლების თაობაზე 29 აგვისტო 2009
    მთელი ისტორიის განმავლობაში, ყველა ახალ ეტაპზე, კაცობრიობა მუდმივად გამოთქვამდა უკმაყოფილებას განათლებაში შექმნილი მდგომარეობითა და სვავდა საკითხს: როგორი უნდა იყოს განათლება დღეს და როგორ უნდა ვითარდებოდეს იგი ხვალინდელი დღის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ძიების პროცესი, ისევე, როგორც თვით კაცობრიობის განვითარება - განუწყვეტელია. ჩვენც გაუთავებლად ვახდენთ მის რეორგანიზაციასა თუ რეფორმირებას: ვიყურებოდით ჩრდილოეთისაკენ, ამჟამად ვიყურებით დასავლეთისაკენ და ამ პროცესში ხშირად გვავიწყდება საკუთარი ისტორია და ერის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება. მუდმივად ვეძებთ და მუდმივად უარყოფთ.   რეფორმისტული იდეებით გატაცებულებს უმეტეს შემთხვევაში გვავიწყდება არა განათლების ”სუბიექტი” თუ ”ობიექტი”, არამედ პიროვნება, რომლის გამოც და რომლისათვისაც საერთოდ შეიქმნა სკოლა -   ბავშვი, მოსწავლე.
    შემოქმედ პედაგოგთა კონკურსი - ”ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს” 07 სექტემბერი 2009

    მოზარდი თაობის აღზრდა-განათლებაში პედაგოგის შრომა - მშობლის ამაგის ტოლმნიშვნელოვანია.როგორც მშობელი - შვილისგან, ასევე თქვენ- აღსაზრდელისგან არ ითხოვთ ამაგის დაფასებას. თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ დაინახოს და დააფასოს შრომის შედეგი.მაგრამ ყოველთვის როდი ვაცნობიერებთ პედაგოგთა ღვაწლსა და ამაგს და იმას, თუ რა ინტელექტის, სულიერი და ზნეობრივი სიმდიდრის მატარებელია ჩვენი ქვეყნის მასწავლებლობა.ძვირფასო პედაგოგებო, ნება გვიბოძეთ ნაწილობრივ მაინც გამოვისყიდოთ ვალი და   შემოგთავაზოთ შემოქმედ პედაგოგთა კონკურსი - ”ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს”,რათა ღირსეულად დაფასდეს თქვენი შრომა და პროფესიონალიზმი.    

     
    საკვანძო სიტყვები  
    ჟურნალისტიკა და PR მშობლიური ენა და ლიტერატურა ქიმია უცხო ენები მენეჯმენტი ელექტრონიკა სტატისტიკა ტურიზმი სამართალი სოფლის მეურნეობა საბანკო საქმე საბაჟო სისტემა ვეტერინარია არქიტექტურა მედიცინა, ჯანმთელობა პროგრამირება ლოგისტიკა ფილოსოფია მიფოლოგია უცხოური ლიტერატურა სხვა მათემატიკა ფიზკულტურა და სპორტი ფინანსები და კრედიტი ინფორმატიკა მრეწველობა, წარმოება მუსიკა რელიგია გეოპოლიტიკა მეწარმეობა ასტრონომია პედაგოგიკა გეოლოგია ეკონომიკა ლოგიკა ფსიქოლოგია ინვესტიციები კრიმინალისტიკა კულტურა და ხელონება გეოდეზია კულინარია ავიაცია დაზღვევა ტექნოლოგია ფიზიკა სოციოლოგია მეტალურგია სახელმწიფო მოწყობა და მართვა პოლიტოლოგია ბიოლოგია მარკეტინგი და რეკლამა საერთაშორისო ურთიერთობები საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია საბირჟო საქმე გადასახადები ჟურნალისტიკა გეოგრაფია ისტორია კულტუროლოგია ზოოლოგია სექსოლოგია ეკოლოგია მეცნიერება და ტექნიკა ტრანსპრტი მართვა ბუღალტერია და აუდიტი მასმედია
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები

     



    კულინარიის კურსი - 20%  ფასდაკლებით

    500 ლარად 600 ნაცვლად შეისწავლეთ მზარეულის ინტენსიური სასწავლო კურსი ზამთარში და უკვე გაზაფხულიდან დაიწყეთ მუშაობა. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბრამდე.


     

    ინგლისური ენის
    შესწავლა სწრაფად

    alt

     


     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2019