თანამედროვე სამყაროში ლიდერი ხშირად გაიგივებულია გამარჯვებაზე გამიზნულ ადამიანთან,თავისებურად ეს, რა თქმა უნდა, კარგია.მაგრამ ლიდერობას აღვიქვავდეთ და ვაფასებდეთ კაცობრიობის განვითარების ძირითად მიზნად - არ იქნება მართებული. აგრეთვე მიუღებელია, ახალგაზრდების ჯგუფში ან რომელიმე გაერთიანებაში ნებისმიერ თავხედ, მოურიდებელ, უმეცარსა და უზრდელს, მხოლოდ იმიტომ,რომ ამ თვისებების გამო ის გაბედულად გამოიყურება, უდაოდ ვაღიარებდეთ ლიდერად. |