ახალგაზრდებში ადრეულ ასაკში იღვიძებს ინტერესი საკუთარი გარეგნობის მიმართ. უფრო ხშირად იყურებიან სარკეში, მტკივნეულად განიცდიან სახის კანის ოდნავ გაღიზიანებასაც კი და პანიკაში ვარდებიან უმნიშვნელო მუწუკების, შავი ფერიმჭამელებისა ან ჩირქოვანი გამონაყარის პირველივე გამოჩენის შემთხვევაში. ამის გამო, ხშირ შემთხვევაში, იკეტებიან საკუთარ თავში, ერიდებიან თანატოლებთან ურთიერთობას,ხდებიან გადამეტებულად მორიდებულები. მომხდარი ცვლილებები შეიძლება შეატყოთ სწავლისადმი დამოკიდებულებაში და მის შედეგებში. |