მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     
    აბიტურიენტებს
  • მთავარი თემა
  • ეს საინტერესოა
  • რჩევები აბიტურიენტებს
  • ისტორიები
  • გამოკითხვები
  • კითხვა - პასუხი
  • დაამატეთ განცხადება
  • გაიარეთ ტესტი

  • დაამატეთ საინტერესო ფოტო
  • დაამატეთ სიმღერა
  • დაამატეთ ვიდეო
  • დაამატეთ ლექსი
  • დაამატეთ ნახატი
  • გადაიღეთ რეპორტაჟი თქვენ სკოლაში
  • დაუსვით კითხვა პედაგოგს
  • აბიტურიენტებს >> მთავარი თემა
     
    ერთიანი ეროვნული გამოცდები 2011 03 აპრილი 2011

    ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხები

    რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის
    სად და როდის გაივლიან აბიტურიენტები რეგისტრაციას?
    2011 წელს აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ რეგისტრაცია გაიარონ:
    ინტერნეტით;
    შეავსონ განაცხადი სკოლებსა და რესურსცენტრებში:
    სხვა პირებმა - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, გარდა თბილისისა; თბილისში შემდეგ მისამართებზე:
     
    დამამთავრებელი სკოლის მოსწავლეებმა - სკოლებში;
    –        ვაკე-საბურთალო   – 165-ე საჯარო სკოლა (ფალიაშვილის ქ. N57);
     
    –        მთაწმინდა-კრწანისი  – 193-ე საჯარო სკოლა (ლაღიძის ქ. N7);
     
    –        ისანი-სამგორი  – 89-ე საჯარო სკოლა (ქეთევან წამებულის ქ.N40);
     
    –        დიდუბე-ჩუღურეთი – 150-ე საჯარო სკოლა (დგებუაძის ქ. N8);
     
    –        გლდანი-ნაძალადევი  – მე–9 საჯარო სკოლა (სააკაძის N29).
    ინტერნეტით რეგისტრაცია
     ინტერნეტით რეგისტრაციისათვის აბიტურიენტს უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი) და აგრეთვე მან უნდა გადაიხადოს გამოცდებში მონაწილეობის საფასური (გადახდის ფორმები აღწერილია ქვემოთ).
     
    ინტერნეტით რეგისტრაციას აბიტურინეტი გადის ვებგვერდზე www.naec.ge ან online.naec.ge;
    მითითებულ მისამართზე შესვლის შემდეგ აბიტურიენტი სპეციალურ ველში უთითებს 11 ნიშნა პირად ნომერს, რის შემდეგაც, სისტემის მოთხოვნის შესაბამისად, ქმნის მომხმარებლის სახელსა და პაროლს (ამ ინფორმაციას მიიღებს ელექტრონული ფოსტითაც, რომელსაც მიუთითებს შესაბამის ველში).
    სისტემა, 11 ნიშნა ნომრის შეყვანის შემდეგ, თავად სვამს აბიტურიენტის სახელს, გვარს და მისამართს შესაბამის ველებში (თუ ასეთი პირადი ნომრის მქონე პიროვნება არ მოიძებნა რეესტრის ბაზაში, სისტემა აცნობებს აბიტურიენტს ამის შესახებ).
    სისტემა ავტომატურად ამოწმებს ინფორმაციას გადახდის შესახებ (თუ გადახდა არ დადასტურდა აბიტურიენტი ამის შესახებ მაშინვე შეიტყობს).
    აბიტურიენტმა უნდა მონიშნოს შესაბამისი გამოცდები (იმდენი, რამდენი გამოცდის ჩაბარების საფასურიც აქვს გადახდილი).  
    გამოცდების მონიშვნის შემდეგ აბიტურიენტმა უნდა შეადგინოს რეიტინგული ჩამონათვალი. რეიტინგული ჩამონათვალის შედგენისას აბიტურიენტი უთითებს მხოლოდ კოდს, უმაღლეს სასწავლებელსა და პროგრამის დასახელებას კი სისტემა თავად ჩაწერს შესაბამის ველებში.
    აუცილებელი ველების შევსების შემდეგ აბიტურიენტი მიიღებს შეტყობინებას, რომ მან წარმატებით გაიარა რეგისტრაცია (ამ შეტყობინებას მიიღებს ელ. ფოსტითაც).
    აბიტურიენტს არ სჭირდება ფოტოსურათის გადაღება და ატვირთვა - პლასტიკური ბარათის დამზადებისას სისტემა სამოქალაქო რეესტრის ბაზაში არსებულ ფოტოს გამოიყენებს.
    აბიტურინეტს შეუძლია არაერთხელ შეცვალოს საკუთარი არჩევანი რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე (მის მიერ შექმნილი მომხმარებლის სახელისა და პაროლის მითითებით). რესგიტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ აბიტურიენტი განაცხადს ვეღარ შეცვლის!
     
    დამატებითი ინსტრუქციები განთავსდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge.
     
    რეგისტრაცია სკოლებსა და რესურსცენტრებში
     
    ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულების  დამამთავრებელი  კლასის  მოსწავლეები,  რეგისტრაციას საკუთარ სკოლებში, სკოლადამთავრებულები კი რესურსცენტრებში (თბილისში – რესურსცენტრების მიერ განსაზღვრულ პუნქტებში) გაივლიან (რეგისტრაციის ეს ფორმა ეხება აბიტურიენტებს, რომლებმაც არ ან ვერ გაიარეს ინტერნეტით რეგისტრაცია).  
     
    გამოცდებში მონაწილეობის საფასურის გადახდა
     
    ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასურის გადახდა (ნაღდი ანგარიშსწორებით ან გადარიცხვით) უნდა მოხდეს შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე:
     
    –        სსიპ ,,გამოცდების ეროვნული ცენტრი”;
     
    –        ს/კ 202198727;
     
    –        სს ,,საქართველოს ბანკი”;
     
    –        ბანკის კოდი: 220101502;
     
    –        ანგარიში: GE96BG000000087741200  
     
    გადახდის შესაძლო საშუალებები და ტარიფები:
     
    საქართველოს ბანკის ფილიალებში - საკომისიო 0,5 ლარი;
    ვებგვერდზე www.ipay.ge -  საკომისიო 1 ლარი;
    ,,აიფეის‘‘ აგენტების ქსელში (საჯარო რეესტრის სააგენტოებში) - საკომისიო 0,5 ლარი.
    „საქართველოს ბანკის“ ბანკომატების მეშვეობით - საკომისიო 0,5 ლარი;
    „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საკომისიო  0,5 ლარი;
    ინტერნეტბანკით  - საკომისიო 1 ლარი.
    გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს  აბიტურიენტის გვარი, სახელი, პირადი ნომერი, პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) სერია და ნომერი. ერთი  გამოცდის  ჩაბარების  საფასურია  10  ლარი.
     
    საფასურის გადახდა შეუძლია როგორც აბიტურიენტს, ისე სხვა პირს, რომელიც გადახდისას მიუთითებს აბიტურიენტის შესაბამის მონაცემებს.
    ერთიანი ეროვნული გამოცდების საფასურის ზედმეტად ან შეცდომით გადახდის შემთხვევაში   აბიტურიენტს, ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან  ერთი  თვის  განმავლობაში,  უფლება  აქვს შეავსოს  თანხის დაბრუნების მოთხოვნის განაცხადი.
     
     აბიტურიენტთა რეგისტრაცია იწარმოებს 14 თებერვლიდან 25 მარტამდე.
     
    გაითვალისწინეთ:
     
    ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მსურველებმა  რეგისტრაცია  გამოცხადებულ  ვადებში  უნდა გაიარონ. აბიტურიენტის ავადმყოფობის შემთხვევაში რეგისტრაციის ადგილზე შესაბამის  საბუთებს  წარადგენს  და  განაცხადს  შეავსებს აბიტურიენტის მშობელი (ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი). თუ აბიტურიენტს შეუსრულდა 18 წელი, მშობელმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა. სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ აბიტურიენტები ვეღარ დარეგისტრირდებიან.
     
    2011 წელს შეგიძლიათ განაცხადი გააკეთოთ ერთი და  იმავე  ან  სხვადასხვა  საგანმანათლებლო დაწესებულების  აკადემიურ, პროფესიულ ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად. თქვენ უფლება გაქვთ  მიუთითოთ  7  არჩევანი;    
     
    რა უნდა გაითვალისწინოს აბიტურიენტმა განაცხადის (სარეგისტრაციო ანკეტის) შევსებისას?
     
    თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენი არჩევანი საბოლოოა, ნუ აჩქარდებით და განაცხადი შეავსეთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ (მაგრამ რეგისტრაციის დასრულებამდე).
    ყურადღებით შეავსეთ განაცხადი, რადგან მითითებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და  გამოცდების  ჩამონათვალი აღარ შეიცვლება!
    სანამ  განაცხადის შევსებას  შეუდგებით,  ცალკე ფურცელზე ამოიწერეთ საჭირო ინფორმაცია, გადაამოწმეთ საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი კოდები და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიტანეთ განაცხადის ფორმაში!
    შესაბამის  გრაფებში  გადაიტანეთ თქვენს  პირადობის  მოწმობაში  (ან  სხვა  დოკუმენტში)  მოცემული თქვენი სახელი, გვარი, მოწმობის სერია და პირადი ნომერი, ასევე სხვა საკონტაქტო ინფორმაცია.
    ზუსტად  განსაზღვრეთ  თქვენ  მიერ  არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების რიგითობა! ჩამონათვალში ცვლილების შეტანა აღარ მოხდება!
    დაკვირვებით  გადაიტანეთ აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ან პროფესიული პროგრამის კოდები (და არა დასახელებები),  დაკვირვებით  მონიშნეთ  გამოცდები,  რომელთა ჩაბარებასაც  აპირებთ,  რადგან  განაცხადში  მითითებული გამოცდების ჩამონათვალი აღარ შეიცვლება!
    კარგად დაფიქრდით, თუ რომელი უცხოური ენის ჩაბარება გსურთ ან რომელ ენაზე აბარებთ დანარჩენ გამოცდებს და მხოლოდ ამის შემდეგ მონიშნეთ შესაბამისი გრაფა, რადგან განაცხადში მითითებული არჩევანი საბოლოოა და ის აღარ შეიცვლება! გახსოვდეთ: თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ მხოლოდ ერთი უცხოური ენა; თუ საგანმანათლებლო პროგრამას მითითებული აქვს კონკრეტული უცხოური ენა, თქვენ ვალდებული ხართ ეს გამოცდა ჩააბაროთ. თუ საგანმანათლებლო პროგრამამ არ მიუთითა კონკრეტული უცხოური ენა ან მიუთითა რამდენიმე, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ერთ-ერთი.
    ყურადღება მიაქციეთ, ხომ არ გაზარდა უმაღლესმა სასწავლებელმა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი რამდენიმე ან კონკრეტული გამოცდისათვის.
    სწორად  მიუთითეთ  საგამოცდო  ქალაქი  –  ქალაქის შეცვლის უფლება აღარ გექნებათ.
     
    განაცხადის  შევსებისას  აბიტურიენტმა ასევე უნდა გაითვალისწინოს:
     
    –        აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა;
     
    –        კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამისათვის მხოლოდ 100 პროცენტიანი დაფინანსებაა გათვალისწინებული თუ ნაწილობრივი (70%; 50%; 30%) დაფინანსებაც გაიცემა;
     
    – უმაღლესი სასწავლებლის მიერ საგანმანათლებლო პროგრამზე ჩასაბარებელი გამოცდისათვის  მინიჭებული კოეფიციენტი;*
     
    – საგანთა პრიორიტეტი.**
     
    * უმაღლესი სასწავლებელი კოეფიციენტების მინიჭებით განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროგრამისათვის მეტად თუ ნაკლებად პრიორიტეტულ საგამოცდო საგნებს (იხ. ჩარიცხვა). საკონკურსო ქულები სწორედ კოეფიციენტების მიხედვით დაითვლება.    
     
    **    საგანთა პრიორიტეტის გათვალისწინება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი აბიტურიენტი დააგროვებს ერთნაირ საკონკურსო ქულას  საგანმანათლებლო პროგრამისათვის  გამოყოფილი  ადგილების  მიჯნაზე.
     
    მაგალითად:  კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე  არის  20  ადგილი.  ცხადია,  უნდა  ჩაირიცხოს საუკეთესო შედეგის მქონე 20 აბიტურიენტი, მაგრამ მე-20 პოზიციაზე აღმოჩნდა ორი ზუსტად ერთნაირი საკონკურსო ქულის მქონე აბიტურიენტი. ამ შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება მას, ვისაც უფრო მაღალი შეფასება ექნება პრიორიტეტულ გამოცდაში.  
     
     
    ასევე უნდა გაითვალისწინოთ:
     
    – საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა;
     
    – საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლების საფასური;
     
    – ორი არჩევითი გამოცდის მითითების შემთხვევაში ამ გამოცდებისათვის დაწესებული კვოტები;
     
    _ თუ რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლა ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით.
     
    რეგისტრაციის სკოლაში ან რესურსცენტრში გავლის შემთხვევაში რა უნდა მიუთითოს აბიტურიენტმა განაცხადში?
     
    განცხადებაში აბიტურიენტმა უნდა მიუთითოს:
     
    – საკუთარი რეკვიზიტები (სახელი, გვარი, მოწმობის
     
    ნომერი და ა.შ.);
     
    _ საკონტაქტო ინფორმაცია (ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი);
     
    – ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი;
     
    – შერჩეული პროგრამის კოდები სასურველი არჩევანის რიგითობის მიხედვით (პირველ  ნომრად უნდა  მიუთითოთ  ყველაზე  სასურველი პროგრამა, შემდეგ მომდევნო და ა.შ.);
     
    – ქალაქი, სადაც გსურთ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება;
     
    –  რაიმე  ფუნქციონალური  დარღვევის  შემთხვევაში (მოტორული, სმენითი, მხედველობითი და სხვ.) ივსება განაცხადის შესაბამისი გრაფა. საბუთებს თან უნდა ერთვოდეს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა.
     
    გამოცდებამდე ან გამოცდების  პერიოდში  ინფექციური  დაავადების აღმოჩენის  შემთხვევაში,  დაუყოვნებლივ  უნდა  ეცნობოს გამოცდების ეროვნულ ცენტრს ან საგამოცდო ცენტრს გამოცდების დაწყებამდე მაინც, რათა ცენტრმა უზრუნველყოს მათთვის სპეციალური პირობების შექმნა.
     
    გახსოვდეთ, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტს არ აქვს უფლება შეცვალოს განაცხადში მითითებული მონაცემები, გარდა ტექნიკური მონაცემებისა (სახელი, გვარი, მამის სახელი, დაბადების წელი, საფოსტო მისამართი, ტელეფონი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები).
     
    აბიტურიენტმა განაცხადის შევსებისას შეცდომის დაშვების შემთხვევაში არ უნდა გადაასწოროს განაცხადში გაკეთებული  ჩანაწერი  –  ასეთ  შემთხვევაში  უნდა შეივსოს ახალი განაცხადი!
     
    მას შემდეგ, რაც აბიტურიენტი ჩააბარებს შევსებულ განაცხადსა და სხვა საჭირო საბუთებს, განაცხადში მითითებული პროგრამები, მათი რიგითობა, მონიშნული გამოცდების  ჩამონათვალი,  გამოცდის  ჩაბარების  ენა  და საგამოცდო ქალაქი აღარ შეიცვლება!
     
    რა საბუთები უნდა ერთვოდეს განაცხადს, თუ აბიტურიენტი რეგისტრაციას სკოლაში ან რესურსცენტრში გაივლის?
     
    განაცხადს უნდა დაერთოს:
     
    ფერადი ფოტოსურათი – 3X4;
    პასპორტის  ან  მოქალაქის  პირადობის  მოწმობის ასლი მისივე დედნის წარდგენით.
    საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი მისივე დედნის წარდგენით. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი დამამთავრებელ კლასში სწავლობს – სკოლის დირექტორის მიერ გაცემული ცნობა, რომ პირი სწავლობს სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დამამთავრებელ კლასში; ან ცნობა გაცემული სკოლიდან ან რესურსცენტრიდან, რომ პირი დარეგისტრირებულია დამამთავრებელი კლასის ექსტერნის გამოცდებზე;Aან თუ პირს აქვს უმაღლესი განათლება, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. იმ შემთხვევაში, თუ პირი არის სტუდენტი, ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომ ის სწავლობს ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
    ნოტარიალურად დამოწმებული დოკუმენტი, თუ ზემოაღნიშნული დოკუმენტები უცხოურ ენაზეა წარმოდგენილი.
    სად უნდა წარადგინოს აბიტურიენტმა ცნობა ფუნქციონალური დარღვევის არსებობის თაობაზე?
     
    აბიტურიენტმა ფუნქციონალური დარღვევის არსებობის ცნობა გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარადგინოს იმის მიუხედავად, ინტერნეტით გაიარა რეგისტრაცია თუ სკოლაში (პუნქტში).
     
    რომელ ქალაქებში გაიხსნება საგამოცდო ცენტრები?
     
    საგამოცდო  ცენტრები  გაიხსნება  შემდეგ  ქალაქებში:
     
    ბათუმი,  ფოთი,  ზუგდიდი,  ოზურგეთი,  ქუთაისი, ახალციხე,  გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი, სიღნაღი, ხულო.
     
    რა შემთხვევაში გაუქმდება აბიტურიენტის განაცხადი?
     
    აბიტურიენტის განაცხადი უქმდება, თუ მან:
     
    დაწერა განცხადება და მოითხოვა განაცხადის გაუქმება;
    ვერ ჩააბარა სკოლის გამოსაშვები გამოცდები და ვერ მიიღო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი;
    20 ივნისამდე არ წარმოადგინა უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.
    ყველა აბიტურიენტის განაცხადი ელექტრონული ფორმით განთავსდება  გამოცდების  ეროვნული  ცენტრის ვებგვერდზე.
     
    იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცენტრის ბრალეულობით დაშვებულია შეცდომა, ცენტრი აბიტურიენტის მიმართვის შემთხვევაში შეასწორებს მას. თუ აბიტურიენტმა შესაბამისი წლის 20 ივნისამდე არ მიმართა ცენტრს, ძალაში რჩება საგანმანათლებლო პროგრამების ის რეიტინგული ჩამონათვალი, რომელიც საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათთან ერთად ეგზავნება აბიტურიენტს.
     
     
     სავალდებულო და არჩევითი გამოცდები
     
     რამდენი გამოცდის ჩაბარებაა აუცილებელი უმაღლეს  საგანმანათლებლო  დაწესებულებებში აკადემიურ  პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად?
     
    აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მიზნით აბიტურიენტი აბარებს 4 გამოცდას _ აქედან 3 სავალდებულოსა  (ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხოური ენა) და 1 არჩევითს  _ შემდეგი საგნებიდან: ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, იმ საგანს, რომელსაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კონკრეტული პროგრამისთვის ითხოვს.
     
    როგორ უნდა მოიქცეს აბიტურიენტი, თუ საგანმანათლებლო პროგრამამ მიუთითა ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
     
    აბიტურიენტი ვალდებულია, ჩააბაროს ის უცხოური ენა, რომელსაც საგანმანათლებლო პროგრამა მოითხოვს.
    საგანმანათლებლო პროგრამის მიერ ორი ან მეტი უცხოური ენის მითითების შემთხვევაში აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს ერთ-ერთი უცხოური ენის გამოცდა დასახელებულთაგან, რომელსაც თავად აირჩევს.
    უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამა უფლებამოსილია, არ აირჩიოს გამოცდა კონკრეტულ უცხოურ ენაში. ამ შემთხვევაში ამა თუ იმ უცხოური ენის გამოცდის არჩევის უფლება აბიტურიენტს ენიჭება.
    აბიტურიენტი სარეგისტრაციო განცხადებაში უთითებს მხოლოდ ერთ უცხოურ ენას.
       არაქართულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულებს უფლება აქვთ რუსული აირჩიონ უცხოურ ენად.
     
     როგორ უნდა მოიქცეს აბიტურიენტი, თუ საგანმანათლებლო პროგრამამ მიუთითა ორი ან მეტი არჩევითი საგანი?
     
    უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამისთვის შეუძლია აირჩიოს არა ერთი, არამედ რამდენიმე (ყველა) არჩევითი საგანი და დააწესოს მინიმალური კვოტა თითოეული გამოცდით მისაღები კონტინგენტისათვის. ამ შემთხვევაში აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს დასახელებულთაგან ერთ-ერთი საგნის გამოცდა, რომელსაც თავად აირჩევს (აბიტურიენტს უფლება აქვს ჩააბაროს ყველა საგნის გამოცდა).
     
     მაგალითად: სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის საგანმანათლებლო პროგრამა აცხადებს, რომ მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობაა 150, ამასთან საგანმანათლებლო პროგრამამ მეოთხე გამოცდად აირჩია ქიმია და ბიოლოგია და განსაზღვრა, რომ 150-დან 120 ადგილზე მიიღებს აბიტურიენტებს, რომლებმაც ჩააბარეს ბიოლოგია, დანარჩენ 30 ადგილზე კი იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც ჩააბარეს ქიმია. აბიტურიენტი ქიმიისა და ბიოლოგიის გამოცდებიდან ირჩევს ერთ-ერთს.
     
    ვთქვათ, იმ აბიტურიენტთაგან, რომლებმაც ამ კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გააკეთეს განაცხადი და მეოთხე გამოცდად ბიოლოგია ჩააბარეს, ჩაირიცხა მხოლოდ 100 აბიტურიენტი. დარჩენილი 20 ადგილი შეივსება იმ აბიტურიენტებით, რომლებიც ამავე საგანმანათლებლო პროგრამაზე აბარებდნენ მეოთხე გამოცდად ქიმიას და თავდაპირველად არ ეყოთ ქულები ამ გამოცდისთვის გამოყოფილ ადგილებზე ჩასარიცხად.
     
    რამდენი გამოცდის ჩაბარებაა აუცილებელი სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად?
     
    საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა ერთიან ეროვნულ გამოცდამდე უნდა გაიარონ შესაბამისი კონკურსი (შემოქმედებითი ან სპორტული ტური, რომლისთვისაც რეგისტრირდებიან უშუალოდ უმაღლეს სასწავლებელში) და ჩააბარონ:
     
    a)  3 სავალდებულო გამოცდა (ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხოური ენა), თუ სასწავლებელმა (საგანმანათლებლო პროგრამამ) მიუთითა მეოთხე, არჩევითი გამოცდა, აბიტურიენტები ამ გამოცდასაც ჩააბარებენ.
     
       ბ) ზოგადი უნარების გამოცდა სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად.
     
    ზემოაღნიშნული კონკურსი (შემოქმედებითი ან სპორტული ტური) ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდების  დაწყებამდე.  ზუსტი  ინფორმაციის  მისაღებად აბიტურიენტებმა უნდა მიმართონ შესაბამის სასწავლებლებს (ტურების ჩატარების განრიგი გამოქვეყნდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეც).
     
     შეუძლია თუ არა აბიტურიენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება ქართულის გარდა სხვა ენაზე?
     
    აბიტურიენტს უფლება აქვს მათემატიკის, ისტორიის, გეოგრაფიის, ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის გამოცდა ჩააბაროს რუსულ ენაზე.
    ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
     
    რამდენი გამოცდის ჩაბარებაა აუცილებელი ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად?
     
    აბიტურიენტებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან ამა თუ იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების პროგრამისათვის განსაზღვრულ ადგილებზე, მოუწევთ მხოლოდ ერთი გამოცდის – ზოგადი უნარების ჩაბარება  სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე. ეს აბიტურიენტები ერთმანეთს გაუწევენ კონკურენციას და ჩარიცხვის შემთხვევაში ისწავლიან 1 წელი (60 კრედიტი) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე. Aამ პროგრამის დასრულებისა და შესაბამისი სერტიფიკატის მიღების შემდეგ სტუდენტები, დამატებითი გამოცდების გარეშე, თავიანთი არჩევანის შესაბამისად სწავლას გააგრძელებენ უმაღლესი დაწესებულების ბაკალავრიატის  (4 წელი _ 240 კრედიტი), დიპლომირებული სტომატოლოგის/ვეტერინარის (5  წელი _ 300 კრედიტი) ან დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამით (6 წელი _ 360 კრედიტი).
     
    ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე ჩარიცხვის მსურველები, რომლებიც ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლით აპირებენ სწავლას საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე, ვალდებული არიან ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე გაიარონ შესაბამისი კონკურსი სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულების მიერ დადგენილი წესით;
    ეს პროგრამები განკუთვნილია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისათვის.
     
    2011 წელს ექნება თუ არა აბიტურიენტს განაცხადში უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მითითების შესაძლებლობა?
     
    უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც 2011 წლამდე არსებობდა, გაუქმებულია. ინფორმაცია პროფესიული განათლების შესახებAდა პროგრამების ჩამონათვალი გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება მოგვიანებით. აბიტურიენტმა, რომელიც აკადემიურ პროგრამებთან ერთად აპირებს პროფესიული პროგრამის არჩევას, განაცხადი ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ უნდა შეიტანოს (განაცხადების მიღება შეწყდება 25 მარტს).
     
    აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად აბიტურიენტებს უფლება აქვთ რეიტინგულ ჩამონათვალში მიუთითონ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან/და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. ამ შემთხვევაში აბიტურიენტები აბარებენ ამ პროგრამისთვის განსაზღვრულ ყველა გამოცდას.
     
     
    სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის წესი
     
    როგორ გაიცემა სახელმწიფო სასწავლო გრანტი?
     
    ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს.
     
    სახელმწიფო სასწავლო გრანტი არ გაიცემა:
     
    იმ პირებზე, რომლებიც   არააკრედიტებულ პროგრამებზე ჩაირიცხებიან;
    იმ პირებზე, რომლებსაც სახელმწიფო სასწავლო გრანტი ერთხელ მიღებული აქვთ ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამაზე;
    იმ პირებზე, რომლებმაც დააგროვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვებისათვის საკმარისი ქულა, მაგრამ ვერ მოიპოვეს 2011 წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის უფლება;
    იმ პირებზე, რომლებმაც ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი საგამოცდო ბარათში მითითებულ ყველა გამოცდაში (აღნიშნული არ ეხება ქართულ ენაში მომზადების და აგრეთვე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს).
    უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა შესაძლებელია სახელმწიფოს მიერ სასწავლო გრანტისათვის გამოყოფილი თანხის წლიური მოცულობის არა უმეტეს 2%-ის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული სპეციალური სახელმწიფო პროგრამით, საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე, ან ნაცვალგების პრინციპით.
     
    აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე  სახელმწიფო დაფინანსების წესი:                            
     
    აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა ყველა გამოცდის (3 სავალდებულო და  ერთ-ერთი არჩევითი საგნის) შედეგის მიხედვით.
    გაზიარება
    კომენტარები  
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  • არქივი  
    2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი 17 აპრილი 2014

     

     
    2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივნისი 2013
    ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა   და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. გამოცდები ორ სესიად იმართება. პირველი სესიისათვის რეგისტრაცია   08:00 საათზე,   გამოცდა კი, 09:00 საათზე იწყება. მეორე სესიისთვის რეგისტრაცია 14:00 საათზეა, გამოცდა 15:00 საათზე.
    უმაღლესი სასწავლებლები სწავლის გადასახადს ვეღარ გაზრდიან! 09 აგვისტო 2010
    ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასული 36 ათასზე მეტი აბიტურიენტი შედეგების მოლოდინშია. რამდენი აბიტურიენტი მოხვდება სასურველ ფაკულტეტზე, მათგან რამდენი მიიღებს დაფინანსებას, აგვისტოში გახდება ცნობილი. ახალი სასწავლო წლიდან სტუდენტებს არაერთი ნოვაცია ელით. სულ რამდენიმე დღეში ძალაში შევა ახალი კანონი, რომლის თანახმად, უმაღლესი სასწავლებლები სტუდენტებს სწავლის საფასურს თვითნებურად ვეღარ გაუზრდიან.
     
    რა ვითარებაში ჩაიარა გამოცდებმა, რა სიახლეები ელით მომავალ სტუდენტებს, ამ და სხვა სიხლეებზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საუბრობს.
    2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სიახლეები 01 ივლისი 2010
    აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო სწავლის გაგრძელების მიზნით ყველა აბიტურიენტი აბარებს 4 გამოცდას

    2010 წლიდან აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა არა მარტო ზოგადი უნარების, არამედ 4 გამოცდის შედეგის საფუძველზე (ზოგადი უნარების გამოცდის წონაა 1,5).  

     
    საკვანძო სიტყვები  
    ბავშვის აღზრდა ფიზიკური კულტურა და სპორტი შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა ბუნება/ეკოლოგია დასაქმება/კარიერა/ბიზნესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მეცნიერება/ტექნიკა მომზადება/ტესტირება/ჩაბარება სარეკლამო მომსახურება გაერთიანებები/სოციალური ქცელები სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები კვალიფიკაციის ამაღლება საზოგადოებრივი ურთიერთობები ბავშვის კვება და მოვლა გამოცემები/პუბლიკაციები მშობელი და ოჯახი რელიგია სიახლე განათლების სფეროში განათლება საქართველოში და მსოფლიოში კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი დასვენება/ტურიზმი სხვა მედიცინა და პროფილაქტიკა სასარგებლო რჩევები გართობა/თამაშები ადამიანთაშორის ურთიერთობა სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები პედაგოგიკა/ფსიქოლოგია სასწავლო დაწესებულების მართვა სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა ინტერესები/კონკურსები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024