2012 წლიდან აბიტურიენტებს არა 7, არამედ 20 საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისად, გაუქმდება
ე. წ. მეორადი ჩარიცხვები, რის შედეგადაც უნდა გაზარდის აბიტურიენტთა ჩარიცხვის ალბათობა, ხოლო ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის შესახებ ჩარიცხვებთან ერთად გახდეს ცნობილი,
უმაღლესი სასწავლებლები აღარ დაელოდებიან მეორადი ჩარიცხვების შედეგებს და დროულად დაიწყებენ სასწავლო წელს.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის, სავალდებულო და არჩევითი გამოცდების, სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის წესის, საგამოცდო პროცესის, პირველადი შედეგების გამოცხადების, აპელაციის შეტანის წესის, აბიტურიენტის უფლება-მოვალეობების, ჩარიცხვებისა და საბოლოო შედეგების გამოცხადების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ცნობარში.
2012 წელს ყველა სახის გამოცდისათვის რეგისტრაცია მოხდება მხოლოდ
ელექტრონულად – აპლიკანტები გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ. / სპეციალური სარეგისტრაციო სისტემა და დეტალური ინსტრუქციები რეგისტრაციის პროცესის დაწყებისას გასდება ცნობილი.
პროფესიულ პროგრამებზე (IV-V საფეხური) ჩაბარების მსურველები განაცხადში აღარ მიუთითებენ პროფესიულ მიმართულებებს - აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ ზოგადი უნარების გამოცდას, პროფესიულ მიმართულებებს კი გამოცდის ჩაბარების შემდეგ აირჩევენ.
მომავალი წლიდან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, ფარმაციისა და იურიდიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე კომპეტენციის მინიმალური ზღვარი გაიზრდება და უცხოურ ენაში 30% გახდება, ხოლო ამ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასაბარებელ სხვა გამოცდებში 35% (აბიტურიენტმა, ზღვარი რომ გადალახოს, უნდა მიიღოს მაქსიმალური ქულის 35%–ზე მეტი 3 გამოცდაში, ხოლო
მაქსიმალური ქულის 30%–ზე მეტი უცხოურ ენაში).
|