აქტიური მომხმარებლები |
|
ალექსანდრე ეჯიბაძე |
|
მზია გიგუაშვილი |
|
ნანა ხახუტაიშვილი |
|
მარიამი ნარიმანაშვილი |
|
ნინო ბაიდოშვილი |
|
ვიკა |
|
თიკა გამყრელიძე |
|
ნათია სორდია |
|
მარიამ დავითაშვილი |
|
ქეთევანი ვარდანაშვილი |
|
|
ახალი კომენტარები |
|
ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :* |
მე ვერ დავამატებ ტესტს? |
შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი. |
„ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ? |
mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas
... |
|
|
|
2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მნიშვნელოვანი სიახლეები |
26 თებერვალი 2012 |
2012 წლიდან აბიტურიენტებს არა 7, არამედ 20 საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისად, გაუქმდება
ე. წ. მეორადი ჩარიცხვები, რის შედეგადაც უნდა გაზარდის აბიტურიენტთა ჩარიცხვის ალბათობა, ხოლო ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის შესახებ ჩარიცხვებთან ერთად გახდეს ცნობილი,
უმაღლესი სასწავლებლები აღარ დაელოდებიან მეორადი ჩარიცხვების შედეგებს და დროულად დაიწყებენ სასწავლო წელს.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის, სავალდებულო და არჩევითი გამოცდების, სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის წესის, საგამოცდო პროცესის, პირველადი შედეგების გამოცხადების, აპელაციის შეტანის წესის, აბიტურიენტის უფლება-მოვალეობების, ჩარიცხვებისა და საბოლოო შედეგების გამოცხადების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ცნობარში.
2012 წელს ყველა სახის გამოცდისათვის რეგისტრაცია მოხდება მხოლოდ
ელექტრონულად – აპლიკანტები გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ. / სპეციალური სარეგისტრაციო სისტემა და დეტალური ინსტრუქციები რეგისტრაციის პროცესის დაწყებისას გასდება ცნობილი.
პროფესიულ პროგრამებზე (IV-V საფეხური) ჩაბარების მსურველები განაცხადში აღარ მიუთითებენ პროფესიულ მიმართულებებს - აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ ზოგადი უნარების გამოცდას, პროფესიულ მიმართულებებს კი გამოცდის ჩაბარების შემდეგ აირჩევენ.
მომავალი წლიდან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, ფარმაციისა და იურიდიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე კომპეტენციის მინიმალური ზღვარი გაიზრდება და უცხოურ ენაში 30% გახდება, ხოლო ამ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასაბარებელ სხვა გამოცდებში 35% (აბიტურიენტმა, ზღვარი რომ გადალახოს, უნდა მიიღოს მაქსიმალური ქულის 35%–ზე მეტი 3 გამოცდაში, ხოლო
მაქსიმალური ქულის 30%–ზე მეტი უცხოურ ენაში).
|
კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
|
კვლავ გამოცდები, გამოცდები…! ამჯერად - უკვე ერთიანი ეროვნული ! |
29 ივნისი 2011 |
რა აწუხებთ და ადარდებთ, რაზე საუბრობენ ყველაზე მეტად სკოლადამთავრებული ახალგაზრდები და მათი მშობლები? რაზე მსჯელობს (”პოლიტიკის” გარდა) საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ამჟამად? რა თქმა უნდა - კარზე მომდგარ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე!
მრავალი ათასი აბიტურიენტისთვის და გამოსაშვები გამოცდებით საგამოცდო სეზონი არ დასრულებულა, მორიგი ციებ - ცხელება, ანუ განცდებით აღსავსე ერთიანი ეროვნული გამოცდების რთული პერიოდი ჯერ კიდევ წინაა.
ერთ - ერთმა აბიტურიენტმა თავის წერილში ამ პრობლემისადმი დამოკიდებულება ამგვარად გამოხატა:"ისე მიგვაჩვიეს გაუთავებელ და მოულოდნელ გამოცდებს, რომ შემოდგომაზეც თუ გამოგვიცხადეს ახალი გამოცდები, იქაც გავალთ, ყველაფერს შევეგუეთ, უკვე აღარაფრის გვეშინია". რა თქმა უნდა, ამ ფრაზაში გამოცდების გამოცხადება - ჩატარების პრაქტიკის მიმართ გარკვეული სარკაზმი და უტრირებაც ჟღერს, მაგრამ ”რა” და ”როგარ” არ უნდა ვთქვათ, უმაღლესში განათლების გაგრძელების მსურველებისთვის და ”ქართული ტრადიციით” მშობლების, ბებია - ბაბუების და ნათესავების დიდი ჯარისთვის მორიგი გამოცდის ჩაბარება და ნერვიულობა - გარდაუვალია. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი აბიტურიენტების და მათი ახლობლების ნერვიულობა შეუდარებელია გამოსაშვები გამოცდების ჩაუბარებლობის გამო საერთოდ ატესტატის გარეშე დარჩენილი თანაკლასელების და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი მშობლების განცდებთან, დღევანდელ აბიტურიენტებსა და მათ მშობლებსაც უდაოდ ”ცხელი ზაფხული” ელით.
|
გამოცდები ... გამოცდები ... გამოცდები?! ... |
03 აპრილი 2011 |
უფროსკლასელებისთვის, მათი მშობლებისთვის და ოჯახის წევრებისთვის, მასწავლებლებისთვის - საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის დღეს სხვა საჭირბოროტო და მწვავე საკითხებისა და პრობლემების რიგში ალბათ ერთ-ერთი აქტუალური გამოცდების თემაც გახდა: მაისში მე-12 კლასის მოსწავლეებს - გამოსაშვები, ივლისში კი აბიტურიენტებს - ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება მოუწევთ. გამოცდის ჩატარების პირობებში გაურკვევლობისა და, ხშირ შემთხვევაში, პრესაში ან მასმედიიაში გამოქვეყნებული გაუგებრობების (ჩატარების ვადები, ადგილი, მოთხოვნები) შედეგად მე-12 კლასელთა ნაწილი შიშმა, პანიკამ მოიცვა.
|
2011 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი |
23 ნოემბერი 2010 |
აღმოსავლურ ჰოროსკოპში 2011 - არის თეთრი ლითონის ბოცვერის (კატის, კურდღლის) წელი. ეს წელიწადი მიეკუთვნება წელთა ციკლს, რომლის სახელწოდება ითარგმნება, როგორც - “ბოცვერი, რომელიც იყურება სოროდან” და ხასიათდება არაერთმნიშვნელობითა და მოჩვენებითი სიმშვიდით. მასთან შეხებაში შესვლის დროს, ზედაპირულად რომ შევხედოთ ყველაფერს, უჩვეულოს ვერაფერს ვერ შევნიშნავთ. სინამდვილეში კი უდარდელობის, დაუდევრობისა და ოპტიმისტური განწყობის ნიღაბის ქვეშ იმალება კურდღლის ბუნება. ამის სრული უგულველყოფა შეუძლებელია ვინაიდან ამ დამალული ბუნების გამო 2011 იქნება დიდი ვარდნებისა და აღმავლობების, მაქსიმალურიდან - მინიმალურ მაჩვენებლებამდე ნახტომების წელი და ამ ნახტომების დროს ნებისმიერი ჩვენთაგანი ყოველთვის შეიძლება აღმოჩნდეს პანიკური განცდებიდან რამოდენიმე ნაბიჯში.
გაეცანით ვრცლად>>
|
შემოქმედ პედაგოგთა კონკურსი ”ნოვატორი” |
19 თებერვალი 2010 |
პატივცემულო პედაგოგებო,
ჯერ კიდევ 2009 წლის სექტემბრის თვეში პორტალმა Education.ge მოგმართათ შემოქმედ პედაგოგთა კონკურსის ჩატარების წინადადებით (პედაგოგებს >> მთავარი თემა). თქვენი წერილების გათვალისწინებით იდეამ მიიღო საბოლოო სახე. კონკურსის ჩატარებას მხარი დაუჭირეს და თანაინიციატორები გახდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი, DVV International - ის წარმომადგენლობა საქართველოში, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაცია, პროფესიული მომზადებისა და განათლების ცენტრი “One World”, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა. დაიხვეწა ჩატარების ორგანიზაციული საკითხები, დადგინდა ვადები, შემუშავდა დებულება და კონკურსის ჩატარება იქცა რეალობად.
|
გაკვეთილებზე დასწრების საკითხის აქტუალურობა?! |
09 ნოემბერი 2009 |
ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც შეხება ჰქონია სკოლასთან ან სხვა საფეხურის სასწავლო დაწესებულებასთან და მით უმეტეს განათლების დარგის მუშაკისთვის, კარგად არის ცნობილი თუ რამდენად რთულია სასწავლო პროცესის ორგანიზება და მისი წარმართვა, ხოლო განათლების მესვეურებმა ალბათ ყველაზე უკეთ უნდა იცოდნენ ამ პროცესში არსებული სუსტი მხარეებისა და გამოკვეთილი მავნე, ზოგ შემთხვევაში კი დამანგრეველი, ტენდენციების შესახებ. |
ქართველები საზღვარგარეთ |
03 ნოემბერი 2009 |
ინტერვიუ მარიკა ლაფაური-ბურკთან, რომელიც 20 წელია ჰამბურგში ცხოვრობს; იქ ჩასვლის დღიდან დღემდე 130 ქართული პროექტი მის მიერ არის ინიცირებული და განხორციელებული.
როდესაც მივმართეთ ქალბატონ მარიკას თხოვნით, რომ აცნობოს თანამემამულეებს პირადად მისი და ორგანიზაცია “ლილეს” საქმიანობის შესახებ, მან მოგვაწოდა მხოლოდ განხორციელებული ღონისძიებების მშრალი ჩამონათვალი, რომელიც ჩვენის აზრით საკმაოდ შთამბეჭდავია. მაგრამ, როგორც მოკრძალებულმა, ინტელიგენტმა ადამიანმა მან არ გამოკვეთა უშუალოდ მისი საქმიანობა და ღვაწლი. ჩვენ გვესმის და ვაფასებთ ქალბატონი მარიკას მოკრძალებას, მაგრამ გვსურს გაცნობოთ იმის თაობაზე თუ როგორ შეუძლია წარმოაჩინოს თავისი ქვეყანა სამშობლოზე უსაზღვროთ შეყვარებულ ქართველ ქალბატონს. |
საფრთხეები და დაძლევის გზები |
26 ოქტომბერი 2009 |
საქართველოს მედია და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ბავშვის
სიღარიბის დაძლევისათვის, რათა არც ერთი ბავშვი არ დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა!
ახალი სასწავლო წელი და ახალ საფეხურზე გადასვლა მოსწავლის ფსიქიკაში ძალიან შთამბეჭდავია. უსახსრობა კი ის მოვლენაა, რამაც შეიძლება ბავშვის მოლოდინი უარყოფით ემოციაში გადაზარდოს და შეაფერხოს პიროვნების განვითარება.
ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე
გაზეთი ”სამხრეთის კარიბჭე” # 259 25.10.2009
|
გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ! |
17 სექტემბერი 2009 |
პატივცემულო კოლეგებო, მეგობრებო!
ყველას, მშობლებს, სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელებს, თვითოეულ პედაგოგს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს ვულოცავთ ახალი 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებას!
გისურვებთ წინსვლასა და წარმატებას თქვენ უკეთილშობილეს მოღვაწეობაში, რომელსაც ეწევით ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, მისი მომავლის - ახალგაზრდა თაობის განათლებისა და მამულის ღირსეულ შვილებად აღზრდისათვის.
დიდი პატივისცემითა და კეთილი სურვილებით www.education.ge.
|
|
|
|
|
მთავარი |
|
მოსწავლეებისთვის |
|
სტუდენტებისთვის |
პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:
|
|
|
|
|
|
მშობლებისთვის |
|
პედაგოგებისთვის |
|
ადმინისტრატორებისთვის |
|
|
|
|
|
|
|