მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     
    მთავარი
  • მთავარი თემა
  • სიახლეები კატეგორიების მიხედვით
  • ახალი შეკითხვები
  • იპოვეთ სასწავლებელი
  • გაიარეთ ტესტი

  • დაუსვით კითხვა სპეციალისტს
  • ახალი მასალები
  • პოპულარული სტატიები
  • ჩვენი მეგობრები
  • გამოკითხვები
  • მთავარი >>მთავარი თემა
     
    პირველკლასელთა ინტერნეტ-რეგისტრაცია დაიწყო 05 აპრილი 2012

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით 2012 წლის 2 აპრილიდან დაიწყო პირველკლასელთა ონლაინრეგისტრაცია. რეგისტრაცია მხოლოდ ინტერნეტით განხორციელდება. 17 აპრილამდე პირველკლასელების ინტერნეტრეგისტრაცია იმ სკოლებში იქნება შესაძლებელი, სადაც მათი დედმამიშვილები სწავლობენ, ან მშობლები მუშაობენ. დანარჩენების რეგისტრაცია კი, 17 აპრილიდან - 17 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.  

     

    შვილის დასარეგისტრირებლად მშობელს მხოლოდ პირადი მონაცემის შევსება დასჭირდება, რაც რამდენიმე წუთს მოითხოვს. ბავშვის ონლაინ რეგისტრაციისათვის მშობელს მოუწევს შემდეგი ფორმის შევსება: ბავშვის სახელი და გვარი, პირადი ნომერი. მშობელი ირჩევს მხოლოდ ერთ სკოლას და როდესაც სისტემა დაუდასტურებს მას რეგისტრაციას, მას ოფიციალურად საბუთების წარდგენა უკვე სკოლაში მოუწევს.
     
    მშობელი რეგისტრაციის წარმატებით დასრულებისთანავე მიიღებს პასუხს შვილის სასურველ სკოლაში ჩარიცხვის შესახებ  და ასევე, სმს-ის საშუალებით.
    მშობლებს, რომლებსაც ინტერნეტთან ხელი არ მიუწვდებათ, შეუძლიათ დასარეგისტრირებლად  თავიანთი რაიონის  რესურსცენტრს მიმართონ. ონლაინ რეგისტრაცია მხოლოდ საჯარო სკოლებზე ვრცელდება. კერძო სკოლები პირველკლასელთა მიღებას ახორციელებენ ინდივიდუალური გადაწყვეტილების საფუძველზე.
     
    შეგახსენებთ, რომ ბავშვის სკოლაში მიყვანა მშობელს შეუძლია  5 წლის ასაკიდან.  პროცესი  ნებაყოფლობითია და მშობელი თავად აკეთებს არჩევანს. რეგისტრაციის პროცესი არის თავისუფალი, ნებისმიერ მშობელს შეუძლია დაარეგისტრიროს მოსწავლე მისთვის სასურველ სკოლაში. ონლაინრეგისტრაციისათვის საცხოვრებელ ადგილს მნიშვნელობა არ ენიჭება. ყველა დარეგისტრირებული ბავშვი 15 სექტემბერს პრეზიდენტისაგან საჩუქრად   პერსონალურ კომპიუტერს ”ბუკს” მიიღებს.
     
    2011 წლიდან  სკოლებში პირველკლასელთა  მიღების წესი შეიცვალა და  ამისთვის კონკრეტული ვადები დადგინდა. წელს, ცვლილება  პირველკლასელთა დარეგისტრირების წესში შევიდა და პროცესი კიდევ უფრო გამჭირვალე და ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა.
    წყარო: http://mes.gov.ge/  
    გაზიარება
    კომენტარები  
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  • არქივი  
    სოციალური პარტნიორობა - ფასადური ატრიბუტი, თუ ეპოქის გარდაუვალი მოთხოვნაა? 16 ივნისი 2014

     საყოველთაოდ ცნობილია, რომ სოციალური პარტნიორობა   ხელს უწყობს თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის სოციალიზაციას, დემოკრატიზაციის პროცესების გაღრმავებას და საზოგადოების როლის ამაღლებას სახელმწიფოს მართვაში.

    საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და საქართველოს პროფესიული განათლების ფონდს შორის ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი 30 მარტი 2013

     მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა და საქართველოს პროფესიული განათლების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ ალექსანდრე  ეჯიბაძემ.

    მემორანდუმის მიზანია:  
    პროფესიული მომზადება - გადამზადების მობილური სისტემის  მეშვეობით ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა;  
    შრომით რესურსებზე ბიზნესის რეალური მოთხოვნების  შესწავლა და სათანადო კადრებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა დასახვა;
     ინოვაციური პროექტების რეალიზაციისთვის პარტნიორებისა და დონორების მოძიებაში ორგანიზაციული  ურთიერთმხარდაჭერა და სხვა.

     

     

    პროფესიული განათლების მდგომარეობის ანალიზი და ტრანსფორმაციის პროექტი 28 თებერვალი 2013

    ქვეყანაში დაიწყო რეფორმების ახალი ტალღა. ყოველ დღე ტელევიზიით გვამცნობენ ამა თუ იმ დარგში დასახული გარდაქმნების შესახებ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების რეფორმის თაობაზე გამოქვეყნდა სახელმწიფო კომისიის ხედვა , რომელმაც მეცნიერთა აქტიურ წრეებში გამოიწვია საკმაო ვნებათა ღელვა. მოკლე დროში კომისიის წევრთა ნაწილმა ააჟღერა სასკოლო რეფორმის ფრაგმენტალური ხედვაც, რომელსაც, შეიძლება ითქვას, დიდი რეაქცია არ მოჰყოლია. გარდაქმნების წარდგენის რიგი ამჟამად კვლავ დაუდგა პროფესიული განათლების დარგსაც. რა გეზს ავირჩევთ მისი რეფორმირებისთვის ამჯერად? კვლავ გავაგრძელებთ "პოტიომკინის სოფლების" შენებას?   თუ დავადგებით მისი ადექვატურ სისტემად გარდაქმნის გზას?

    ამ კითხვებთან დაკავშირებით გთავაზობთ სისტემაში არსებული მდგომარეობის  საქართველოს პროფესიული განათლების ფონდის მიერ ჩატარებულ ანალიზს და ტრანსფორმაციის საკმაოდ აქტუალურ მოსაზრებებს.

    ათეული წლების განმავლობაში სახელმწიფოს პოლიტიკა პროფესიული განათლების მიმართ არ იყო თანმიმდევრული. ის არ ეყრდნობოდა ანალიტიკურ მიდგომებს, უმეტეს შემთხვევაში ხასიათდებოდა უკიდურესი ვოლუნტარიზმით და ამის გამო ვერ შეიძინა როგორც მიმდინარე ეტაპისთვის, აგრეთვე სტრატეგიული სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილებისთვის საჭირო სისტემური ხასიათი. რის შედეგადაც პროფესიული განათლება ადეკვატურად ვერ პასუხობდა მიმდინარე თუ მომავალ გამოწვევებს.  

     

    მთავარი თემა 30 ოქტომბერი 2012

    განათლების თუ გამოცდების რეფორმა …? 03 ივნისი 2012

    უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს განათლების სფეროში პერმანენტულად იწყება, შემდგომ ზოგიერთი განხრით  ჩერდება ან წყდება, ზოგი მიმართულებით კი გრძელდება სარეფორმო ღონისძიებების გატარება. სიტყვა „განათლება“-ს გვერდით მუდმივად ჟღერს თითქმის სინონიმად ქცეული ტერმინი - „რეფორმა“. მაგრამ სამწუხაროდ სერიოზულად არც გაგვიანალიზებია რა მივიღეთ დღემდე, ან რას ველით საბოლოოდ ამ რეფორმისტული მცდელობებისგან ????  

    2012 წლის საატესტატო გამოცდების შედეგები 02 ივნისი 2012

    2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდები წარმატებით დასრულდა.  მოსწავლეებმა  თავიანთი შესაძლებლობები 8 საგანში გამოსცადეს. გამოსაშვები გამოცდებში ათასობით ადამიანი იყო ჩართული. გამოცდების ორგანიზება და მაღალ დონეზე ჩატარება სამინისტროს  გამოცდების   ეროვნული ცენტრისა და  სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის თანამშრომლებმა უზრუნველყვეს. მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად გატარებული საკადრო პოლიტიკისა საატესტატო გამოცდებს საფრთხე არ შექმნია და მაღალი შედეგებით დასრულდა.  

    სიახლე 2012 წლის გამოცდების მომზადებასა და ჩატარებაში 24 აპრილი 2012
    პრეტესტები და სხვა  სიახლე 2012 წლის გამოცდების მომზადება და ჩატარებაში.  
    საატესტატო, ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო და სასერტიფიკაციო გამოცდების განრიგი.
    2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მნიშვნელოვანი სიახლეები 26 თებერვალი 2012

    2012 წლიდან აბიტურიენტებს არა 7, არამედ 20 საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისად, გაუქმდება  

    ე. წ. მეორადი ჩარიცხვები, რის შედეგადაც  უნდა გაზარდის აბიტურიენტთა ჩარიცხვის ალბათობა, ხოლო ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის შესახებ ჩარიცხვებთან ერთად გახდეს ცნობილი,  
    უმაღლესი სასწავლებლები აღარ დაელოდებიან მეორადი ჩარიცხვების შედეგებს და დროულად დაიწყებენ სასწავლო წელს.
     
    ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის, სავალდებულო და არჩევითი გამოცდების, სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის წესის, საგამოცდო პროცესის, პირველადი შედეგების გამოცხადების, აპელაციის შეტანის წესის, აბიტურიენტის უფლება-მოვალეობების, ჩარიცხვებისა და საბოლოო შედეგების გამოცხადების შესახებ შეგიძლიათ  იხილოთ  ცნობარში.
    აღმოსავლური ჰოროსკოპით 2012 - დრაკონის წელია 21 ნოემბერი 2011
    აღმოსავლური ჰოროსკოპით 2012 - დრაკონის წელია. ტრადიციულად ამ ნიშნის წელიწადს წარმატებულს უწოდებენ. მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებულად წარმატებულია ის ქორწინებისთვის, ბავშვის გაჩენისთვის, უკვე მოქმედი ბიზნესისთვის და ახალი საქმიანი წამოწყებისთვის. ეს დიდი ენთუზიაზმის და ენერგიის, ოპტიმიზმისა და საკუთარ თავში მაღალი რწმენის პერიოდია. ამ წლის განმავლობაში მოსალოდნელია მოვლენათა ფანტასტიკური სცენარებით განვითარება, რაც განსაკუთრებულად გაახარებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს. წაიკითხეთ ვრცლად >>>>>>>>>>>>>>>
    ახალი სასწავლო წელი 23 აგვისტო 2011

     

     

    ახალი 2011-2012 სასწავლო წელიც მოგვადგა კარს. სასწავლო წლისთვის ემზადებიან მოსწავლეები, განსაკუთრებით პირველკლასელები, მშობლები, პედაგოგები, სასწავლო დაწესებულებები. მთელი საზოგადოება ელის ახალ სასწავლო წელს და თვალ-ყურს ადევნებს მასთან დაკავშირებულ სიახლეებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც აქტიურად ემზადება ახალი 2011-2012 სასწავლო წლისთვის და საზოგადოებას  სთავაზობს სიახლეებს, რომლებიც გამომდინარეობენ სამინისტროს 2010-2015 წლების  სტრატეგიიდან,  რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში საერთაშორისო დონის სტანდარტების დანერგვას.

    <<2 3

    <<2 3
     
    საკვანძო სიტყვები  
    მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები პედაგოგები რეპეტიტორები არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) სახელმძღვანელოები საგანმანათლებლო რესურსები განათლება საზღვარგარეთ წიგნების მაღაზიები ბიბლიოთეკები კოლეჯი ავტოსკოლები უცხო ენები დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) უმაღლესი სასწავლებელი კომპიუტერული ტექნიკა სამეცნიერო პორტალები პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი სპორტული სკოლები, სტუდიები გამოცემები სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები სადღესასწაულო ცენტრები ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა საბავშვო მაღაზიები საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი ხელოვნების სკოლები, სტუდიები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024