2012 წლის გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.
1600-მეტი სკოლის 41 500-მდე მოსწავლე ქართლი ენისა და ლიტერატურის დავალებებზე დაიწყებს მუშაობას.
პირველი სესია 09:00 საათზე დაიწყება.
წლევანდელი გამოსაშვები გამოცდებისათვის გამოცდების ეროვნულ ცენტრში სპეციალური პროგრამა, ე. წ. Gcat browser-ი შეიქმნა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს ტესტირების დაცულობასა და საიმედოობას, პროგრამა ზღუდავს ყველა სტანდარტულ პროცედურას ტესტირების განმავლობაში (მაგ.: ფრაზის, სიტყვის კოპირება და ა.შ.).
საგამოცდო ოთახებში იმუშავებს ვიდეო კამერა და ხმის ჩამწერი აპარატურა. საგამოცდო პროცესში 2000-ზე მეტი მეთვალყურეა ჩართული.
გამოცდების დაწყებამდე ყველა მოსწავლემ საკუთარ სკოლაში მიიღო საგამოცდო ბარათი, რომელზეც მითითებულია 8-ვე გამოცდაზე გამოცხადების თარიღი და დრო.
მოსწავლე მითითებულ დღესა და საათზე უნდა გამოცხადდეს შესაბამის სკოლაში და გაიაროს რეგისტრაცია.
მან თან უნდა იქონიოს:
- მოსაწვევი,
-პირადობის მოწმობა
- კალამი.
დასაშვებია მხოლოდ პირადი ჰიგიენის ნივთებისა და პლასტმასის ბოთლით წყლის შეტანა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლის გამოსაშვები, სამაგისტრო და მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდების განრიგი დაამტკიცა. საატესტატო გამოცდები 21 მაისს დაიწყება და 30 მაისს დასრულდება.
2012 წლის საატესტატო გამოცდების განრიგი:
21 მაისი - ქართულ ენა და ლიტერატურა, ქართული ენა, როგორც მეორე ენა
22 მაისი - უცხოური ენა
23 მაისი - ისტორია
24 მაისი - გეოგრაფია
25 მაისი - ფიზიკა
28 მაისი - ქიმია
29 მაისი - ბიოლოგია
30 მაისი - მათემატიკა
საჭიროების შემთხვევაში სარეზერვო დღეები:
26 ან/და 27 მაისი;
31 მაისი.
აღსანიშნავია, რომ 2011-2012 წლის საატესტატო გამოცდებში კომპეტენციის ზღვარი 5.5 იქნება. გასული წლის მსგავსად, გამოცდები ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით რვა საგანში ჩატარდება.
2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი:
28 და 29 ივნისი (პირველი სესია, მეორე სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა;
2 ივლისი (მეორე სესია) – უცხოური ენა (გერმანული ენა);
2, 3 და 4 ივლისი (მეორე სესია) - უცხოური ენა (ინგლისური ენა);
5 ივლისი (მეორე სესია) - უცხოური ენა (ფრანგული ენა);
5 ივლისი (მეორე სესია) - უცხოური ენა (რუსული ენა);
6 ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა;
6 ივლისი (მეორე სესია) - სტუდენტთა საგრანტო კონკურსი;
9 და 10 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) - ზოგადი უნარები;
11 ივლისი (მეორე სესია) - გეოგრაფია;
12 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა;
16 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) - ისტორია;
17 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) - მათემატიკა;
18 ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია;
19 ივლისი (პირველი სესია) - ქიმია.
2012 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგი:
12 ივლისი (მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;
13 ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.
2012 წლის მასწავლებლების სასერტიფიკაციო გამოცდები 2 ივლისიდან 19 ივლისამდე გაიმართება.
2012 წლის მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილების ჩატარების განრიგი:
2, 3, 4 და 5 ივლისი (პირველი სესია) - უნარები;
6 ივლისი (პირველი სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII);
11 ივლისი (პირველი სესია) - გეოგრაფია, ბიოლოგია, ისტორია, ქიმია, მათემატიკა (VII-XII);
12 ივლისი (პირველი სესია) - დაწყებითი (I-IV) კლასების პედაგოგებისთვის;
13 ივლისი (პირველი სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI), მათემატიკა (I-VI), ბუნებისმეტყველება (I-VI);
18 და 19 ივლისი (პირველი სესია) - უცხოური ენები (ინგლისური ენა, რუსული ენა, ფრანგული ენა და გერმანული ენა);
19 ივლისი (პირველი სესია) - სამოქალაქო განათლება, ფიზიკა.