გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
ქვეყანაში დაიწყო რეფორმების ახალი ტალღა. ყოველ დღე ტელევიზიით გვამცნობენ ამა თუ იმ დარგში დასახული გარდაქმნების შესახებ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების რეფორმის თაობაზე გამოქვეყნდა სახელმწიფო კომისიის ხედვა , რომელმაც მეცნიერთა აქტიურ წრეებში გამოიწვია საკმაო ვნებათა ღელვა. მოკლე დროში კომისიის წევრთა ნაწილმა ააჟღერა სასკოლო რეფორმის ფრაგმენტალური ხედვაც, რომელსაც, შეიძლება ითქვას, დიდი რეაქცია არ მოჰყოლია. გარდაქმნების წარდგენის რიგი ამჟამად კვლავ დაუდგა პროფესიული განათლების დარგსაც. რა გეზს ავირჩევთ მისი რეფორმირებისთვის ამჯერად? კვლავ გავაგრძელებთ "პოტიომკინის სოფლების" შენებას? თუ დავადგებით მისი ადექვატურ სისტემად გარდაქმნის გზას?
ამ კითხვებთან დაკავშირებით გთავაზობთ სისტემაში არსებული მდგომარეობის საქართველოს პროფესიული განათლების ფონდის მიერ ჩატარებულ ანალიზს და ტრანსფორმაციის საკმაოდ აქტუალურ მოსაზრებებს.
ათეული წლების განმავლობაში სახელმწიფოს პოლიტიკა პროფესიული განათლების მიმართ არ იყო თანმიმდევრული. ის არ ეყრდნობოდა ანალიტიკურ მიდგომებს, უმეტეს შემთხვევაში ხასიათდებოდა უკიდურესი ვოლუნტარიზმით და ამის გამო ვერ შეიძინა როგორც მიმდინარე ეტაპისთვის, აგრეთვე სტრატეგიული სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილებისთვის საჭირო სისტემური ხასიათი. რის შედეგადაც პროფესიული განათლება ადეკვატურად ვერ პასუხობდა მიმდინარე თუ მომავალ გამოწვევებს.
საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე გადასვლას მოჰყვა შრომის ბაზრის სტგნაცია და დასაქმების სფეროს კრიზისი. სასწავლებლებისთვის აქტუალური გახდა ახალი ტიპის პროგრამების შემუშავება, რომლებიც უფრო მოქნილად მოახდენენ შრომის ბაზრის მოთხოვნებზე რეაგირებას და გაითვალისწინებენ მიღებული კვალიფიკაციის ტრანსფორმაციის შესაძლებლობას.
მომზადებული კადრების დასაქმებაზე, სასწავლებელთა მატერიალურ - ტექნიკური ბაზის განვითარებაზე, პრაქტიკის ჩასატარებლად სამუშაო ადგილების გამოყოფაზე საწარმოების მიერ უარის თქმამ უარყოფითი გავლენა მოახდინა სასწავლო დაწესებულებების საქმიანობის სტაბილურობაზე და კვალიფიცირებული მუშახელის მომზადების ხარისხზე.
სასწავლებლების საქმიანობა ხშირ შემთხვევაში მიმართული იყო საგანმანათლებლო მომსახურებაზე უშუალოდ პიროვნების მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე იმ პირობით, რომ მას არ ექნებოდა მიღებული პროფესიით დასაქმების გარანტირებული შესაძლებლობა, მაგრამ შეექმნებოდა ცოდნის გამოყენების შანსი.
ამჟამად, საქართველოს პროფესიულმა განათლებამ უნდა განვლოს ინსტიტუციონალური ტრანსფორმაციის სიღრმისეული და თვისობრივად რთული ეტაპი: ეკონომიკური და სოციოკულტურული მიზნების ცვლილებიდან დაწყებული - სისტემის ორგანიზების და მართვის მექანიზმის შეცვლით დასრულებული. აქამდე მართვა აწყობილი იყო ვერტიკალურ-იერარქიული სქემით, ამის გათვალისწინებით საჭირო ხდება მართვის მოქნილ ფუნქციონალურ მოდელზე გადაყვანა, დეცენტრალიზაცია, კომპეტენციების გადანაწილება, მეწარმეთა გაერთიანებებისა და საზოგადოებრივი სტრუქტურების ჩართულობის უზრუნველყოფა, მიზნობრივ-პროგრამული მიდგომებზე გადასვლა.
ჩვენი აზრით, ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობის და განსახორციელებელი პოლიტიკური და სოციალური ცვლილებების განსხვავებული სცენარების გათვალისწინებით პროფესიული განათლების პოლიტიკა უნდა გახდეს უფრო მოქნილი. პირველ რიგში ჩამოსაყალიბებელია მკაფიო, სისტემური ხედვა, მიდგომები და პრინციპები, რომლებიც დაეფუძნებიან სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმდინარე და სტრატეგიულ ინტერესებს. გასაზიარებელი იქნება მსოფლიო თანამეგობრობის „ათასწლეულის დეკლარაციაში“ ფორმულირებული განვითარების ამოცანები, აგრეთვე პროფესიული განათლების განვითარების პერსპექტივებისადმი მიძღვნილი მესამე საერთაშორისო კონგრესის რეკომენდაციები.
ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, რომელიც ხასიათდება დიდი სოციალური უსამართლობით, აგრეთვე გაეროს, იუნესკოს, ევროკავშირის და რიგი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული გეზიდან გამომდინარე, ტექნიკური და პროფესიული განათლებისა და მომზადების სისტემა უნდა იქცეს აღიარებულ პოლიტიკურ პრიორიტეტად. ამ შემთხვევაში ის რეალურად შეუწყობს ხელს უმუშევრობის დაძლევის პრობლემების გადაწყვეტას, მეწარმეებისა და დაუსაქმებელი მოსახლეობის მოთხოვნათა დაკმაყოფილებას.
გაეცანით მიმაგრებული ფაილის სახით:საქართველოს პროფესიული განათლების ფონდის ანალიზს სფეროში არსებული მდგომარეობის თაობაზე და ტრანსფორმაციის პროგრამის 12 ძირითად მიმართულებას
საყოველთაოდ ცნობილია, რომ სოციალური პარტნიორობახელს უწყობს თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის სოციალიზაციას, დემოკრატიზაციის პროცესების გაღრმავებას და საზოგადოების როლის ამაღლებას სახელმწიფოს მართვაში.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა და საქართველოს პროფესიული განათლების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ ალექსანდრე ეჯიბაძემ.
მემორანდუმის მიზანია:
•პროფესიული მომზადება - გადამზადების მობილური სისტემის მეშვეობით ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა;
•შრომით რესურსებზე ბიზნესის რეალური მოთხოვნების შესწავლა და სათანადო კადრებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა დასახვა;
• ინოვაციური პროექტების რეალიზაციისთვის პარტნიორებისა და დონორების მოძიებაში ორგანიზაციული ურთიერთმხარდაჭერა და სხვა.
უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს განათლების სფეროში პერმანენტულად იწყება, შემდგომ ზოგიერთი განხრით ჩერდება ან წყდება, ზოგი მიმართულებით კი გრძელდება სარეფორმო ღონისძიებების გატარება. სიტყვა „განათლება“-ს გვერდით მუდმივად ჟღერს თითქმის სინონიმად ქცეული ტერმინი - „რეფორმა“. მაგრამ სამწუხაროდ სერიოზულად არც გაგვიანალიზებია რა მივიღეთ დღემდე, ან რას ველით საბოლოოდ ამ რეფორმისტული მცდელობებისგან ????
2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდები წარმატებით დასრულდა. მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები 8 საგანში გამოსცადეს. გამოსაშვები გამოცდებში ათასობით ადამიანი იყო ჩართული. გამოცდების ორგანიზება და მაღალ დონეზე ჩატარება სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრისა და სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის თანამშრომლებმა უზრუნველყვეს. მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად გატარებული საკადრო პოლიტიკისა საატესტატო გამოცდებს საფრთხე არ შექმნია და მაღალი შედეგებით დასრულდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით 2012 წლის 2 აპრილიდან დაიწყო პირველკლასელთა ონლაინრეგისტრაცია. რეგისტრაცია მხოლოდ ინტერნეტით განხორციელდება. 17 აპრილამდე პირველკლასელების ინტერნეტრეგისტრაცია იმ სკოლებში იქნება შესაძლებელი, სადაც მათი დედმამიშვილები სწავლობენ, ან მშობლები მუშაობენ. დანარჩენების რეგისტრაცია კი, 17 აპრილიდან - 17 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.
2012 წლიდან აბიტურიენტებს არა 7, არამედ 20 საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისად, გაუქმდება
ე. წ. მეორადი ჩარიცხვები, რის შედეგადაც უნდა გაზარდის აბიტურიენტთა ჩარიცხვის ალბათობა, ხოლო ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის შესახებ ჩარიცხვებთან ერთად გახდეს ცნობილი,
უმაღლესი სასწავლებლები აღარ დაელოდებიან მეორადი ჩარიცხვების შედეგებს და დროულად დაიწყებენ სასწავლო წელს.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის, სავალდებულო და არჩევითი გამოცდების, სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის წესის, საგამოცდო პროცესის, პირველადი შედეგების გამოცხადების, აპელაციის შეტანის წესის, აბიტურიენტის უფლება-მოვალეობების, ჩარიცხვებისა და საბოლოო შედეგების გამოცხადების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ცნობარში.
აღმოსავლური ჰოროსკოპით 2012 - დრაკონის წელია. ტრადიციულად ამ ნიშნის წელიწადს წარმატებულს უწოდებენ. მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებულად წარმატებულია ის ქორწინებისთვის, ბავშვის გაჩენისთვის, უკვე მოქმედი ბიზნესისთვის და ახალი საქმიანი წამოწყებისთვის. ეს დიდი ენთუზიაზმის და ენერგიის, ოპტიმიზმისა და საკუთარ თავში მაღალი რწმენის პერიოდია. ამ წლის განმავლობაში მოსალოდნელია მოვლენათა ფანტასტიკური სცენარებით განვითარება, რაც განსაკუთრებულად გაახარებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს. წაიკითხეთ ვრცლად >>>>>>>>>>>>>>>
ახალი 2011-2012 სასწავლო წელიც მოგვადგა კარს. სასწავლო წლისთვის ემზადებიან მოსწავლეები, განსაკუთრებით პირველკლასელები, მშობლები, პედაგოგები, სასწავლო დაწესებულებები. მთელი საზოგადოება ელის ახალ სასწავლო წელს და თვალ-ყურს ადევნებს მასთან დაკავშირებულ სიახლეებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც აქტიურად ემზადება ახალი 2011-2012 სასწავლო წლისთვის და საზოგადოებას სთავაზობს სიახლეებს, რომლებიც გამომდინარეობენ სამინისტროს 2010-2015 წლების სტრატეგიიდან, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში საერთაშორისო დონის სტანდარტების დანერგვას.