როგორც წესია, ლექტორებს მოსწონთ სტუდენტები, რომლებიც საგნის მიმართ იჩენენ გულწრფელ ინტერესს და უსვავენ კონკრეტულ შეკითხვას. ამიტომ მასწავლებელთან კარგი ურთიერთობების საწინდარია - საგნით დაინტერესება. გარდა ამისა: • ნუ აკრიტიკებთ მასწავლებლის ქცევას ან სიტყვას; • შენიშვნის მიცემას - ჯობია შეკითხვის დასმა; • ეცადეთ გაიგოთ მასწავლებლის თვალსაზრისი და თუ მისაღებია, გაიზიაროთ ის; • თუ შეგექმნათ უთანხმოება, სანამ უჩივლებთ, მოინდომეთ და პირად საუბარში გააბათილეთ გამომწვევი მიზეზები; • გააგებინეთ მასწავლებელს თუ რა მოგწონთ მის საგანში; • ყველა დავალება შეასრულეთ სემესტრის განმავლობაში; • აცნობეთ მასწავლებელს, რომ გსურთ წარმატებით აითვისოთ მისი საგანი; • თუ გეგმავთ მასწავლებელთან კონკრეტულ საკითხზე შეხვედრას - ხელთ იქონიეთ მისი საგნის სახელმძღვანელო; • საუბრის დროს ნუ გამოხატავთ უკმაყოფილებას, სჯობს გაიღიმოთ; • კარგად დაიმახსოვრეთ მასწავლებლის სახელი და გამოიყენეთ საუბრის დროს; • მოისმინეთ თუ მასწავლებელი რამეს გიყვებათ საკუთარ თავზე, ეს მისი მხრიდან თქვენდამი ნდობის გამოხატვაა; • ესაუბრეთ მასწავლებელს მისთვის ახლო და საინტერესო თემაზე; • ნუ უარყოფთ მასწავლებლის მნიშვნელობას; • უაზროთ ნუ ეკამათებით; • თუ მართალი არ ხართ, უმალვე და გულწრფელად აღიარეთ ეს. |