ოპერატიული მეხსიერება ელექტრონულ სქემებზე აგებული მეხსიერებაა, სადაც ინახება ის ინფორმაცია, რომელიც უშუალოდ იმყოფება დამუშავების პროცესში. კომპიუტერში შეიძლება გვქონდეს ოპერატიული მეხსიერების რამდე-ნიმე მოდული.
ოპერატიული მეხსიერების (RAM) სლოტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სლოტი დედაპლატაზე, რომლებიც შეიცავს მეხსიერების მოდულებს, რომელსაც უერთდება მეხსიერების ჩიპები, რაც შეადგენს პირველად მეხსიერებას, რომელიც შედგება პროცესორისთვის ინსტრუქციისგან და პროცესის შესასრულებლად საჭირო მონაცემების შესანახად.
დღესდღეობით არსებობს მეხსიერების სხვადასხვა ტიპები. უმეტესს შემთხვევაში, კომპიუტერები იყენებენ მეხსიერების ჩიპებს, რომლებიც წარმოადგენენ პატარა მიკროსქემებს. ამ მიკროსქემებს უწოდებენ DIMM (Dual Inline Memory Modules) მოდულებს. DIMM-ები განსხვავდებიან ერთმანეთისგან კონდუქტორების ანუ პინების რაოდენობით. ყველაზე ხშირი კონფიგურაცია არის 168-, 184-, 240- პინით. ლეპტოპის მეხსიერება არის პატარა ზომის (form factor), ცნობილია როგორც SoDIMM (Small Outline DIMM) და მიკრო DIMM.
ოპერატიული მეხსიერების სლოტები ადვილად არის ამოსაცნობი დედაპლატაზე. DIMM სლოტები ჩვეულებრივ არის შავი ფერის და ერთი მეორესთან ახლოს არის განთავსებული.
არსებობს ოთხი ყველაზე ხშირად გამოყენებადი განსხვავებული RAM-ის ტიპი. ესენი არის: SDRAM, DDR, DDR2 და RAMBUS.
DDR2 DIMM 240pin/ 1024MB/ 1066 Kingston HyperX KHX8500D2/1G
ამ ჩანაწერის თანახმად, ოპერატიული მეხსიერების მოდული არის DIMM, DDR2 ტიპის 240 ”პინიანი” (ფეხი), ხოლო მისი მეხსიერების ზომა შეადგენს 1024MB. |