კვების ბლოკი (POWER SUPPLY)
კვების ბლოკის დანიშნულებაა ქსელიდან 220/110ვ ცვლადი ძაბვის მიღება და გარდაქმნა მუდმივ ძაბვებად - ±3,3 ვ, ±5 ვ, ± 12 ვ. სისტემური პლატის, კონტროლერების და დისკური მოწყობილობების ციფრული სქემები +3,3 და +5 ვ, ხოლო დისკური მოწყობილობების და ვენტილატორების ძრავები +12ვ ძაბვას იყენებენ.
ადაპტერები (ADAPTER CARD)
ვიდეო ადაპტერის (Video Card ხშირად უწოდებენ ვიდეო კარტას) მეშვეობით პროცესორი მართავს მონიტორის ეკრანზე გამოსახულების გაცემის პროცესს. მისი მახასიათებლებია სწრაფქმედება და ვიდეომეხსიერების მოცულობა. ვიდეოპლატის მახასიათებლებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გრაფიკული ინფორმაციის ინტენსიური დამუშავებისას.
თანამედროვე ვიდეო კარტები არის AGP და PCIe გაფართოების კარტა, რომელიც უკავშირდება დედაპლატის შესაბამისი სლოტს.
CI Express 512MB/ Asus/ EN8600GT SILENT/HTDP/512M GeForce 8600GT DDRIII
ამ ჩანაწერის მიხედვით შესაბამისი ვიდეოადაპტერი გახლავთ PCI Express ტიპის და მისი ვიდეო მეხსიერებაა 512MB GeForce 8600GT DDRIII.
ქსელის კარტა Network Interface Card (NIC) არის გაფართოების კარტა, რომელიც აკავშირებს კომპიუტერებს ქსელში. იგი გარდაქმნის მონაცემებს პარალელური მონაცემთა ნაკადიდან (კომპიუტერის შიგნით) სერიულ მონაცემთა ნაკადის პაკეტებად, როგორიც გამოიყენება ქსელში. მას აქვს კონექტორი დედაპლატაზე გაფართოების სალტეს შესაბამისი ტიპის (PCIe, PCA, ISA და სხვა) და ქსელის ტიპის კონექტორი (RJ-45 UTP-სთვის ან BNC კოაქსიალური კაბელისთვის). ქსელის კარტასთან ერთად აუცილებელია თქვენ დააყენოთ ქსელისთვის საჭირო გამოყენებითი პროგრამები ან საჭირო დრაივერები კომპიუტერის ქსელში გამოსაყენებლად. ზოგ კომპიუტერს აქვს დედაპლატაზე ინტეგრირებული ქსელის კარტა და შესაბამისად არ არის საჭირო ქსელის კარტის დაყენება, თუმცა შეიძლება მეორე ქსელის კარტის გამოყენება.
ხმოვანი ანუ აუდიო ადაპტერი - ხმოვანი პლატა ემსახურება ხმის გენერირებას. ბევრი თანამედროვე პროგრამა გახმოვანებულია. თუ ეს სქემა არ გვაქვს, ხმოვანი თანხლება არ ფუნქციონირებს. აუდიო კარტას გააჩნია მცირე ზომის, მრგვალი 1/8 ინჩის ზომის ჯეკი მიკროფონის, ყურსასმენების და სპიკერების შესაერთებლად. აუდიო კარტას შეიძლება ჰქონდეს ასევე DA15 თამაშების პორტი, რომელზეც აერთებენ ჯოისტიკს. დედაპლატებში ხმოვანი პლატების უმრავლესობა ინტეგრირებულია.
|