წარმოდგენილი რეფერატის-,,ეროვნული კულტურის სტერეოტიპები კულტურათაშორის ურთიერთობებში” ნიმუში(მესამე ნაწილი),თარგმანი და კულტურათაშორისი კომუნიკაცია-სპეციალობის მაგისტრებისათვის შეიძლება დამატებით მასალად გამოყენებული იქნას სალექციო კურსთან და პედაგოგის მიერ მითითებულ სამეცნიერო ლიტერატურასთან ერთად.
ჩვენი ინტერესის სფეროა ნაციონალურ-ფსიქოლოგიური(ან სუბიექტური) ლაკუნები, რომლებიც მაშინ წარმოქმნებიან, როცა არ ემთხვევა კომუნიკაციის პროცესში მონაწილეთა ნაციონალურ-ფსიქოლოგიური ტიპაჟი. ამ სიტუაციურ არეალთან დაკავშირებით შეიძლება გამოვყოთ სუბიექტური ლაკუნების რამდენიმე ქვეჯგუფი. ,, დამახასიათებელი” ლაკუნების არსებობა განპირობებულია სხვადასხვა ლოკალური კულტურების სპეციფიკური ეროვნული თავისებურებებით. კულტურათაშორისი ურთიერთობის შედეგად ზოგ კულტურებში გარკვეული სტერეოტიპები ყალიბდება სხვა კულტურებთან მიმართებაში, კერძოდ, კი ისეთი, რომლებიც აფიქსირებენ ამა თუ იმ დამახასიათებელ თავისებურებას, რომლებიც სხვა ხალხებში სუსტადაა გადმოცემული. თვლიან, მაგალითად, რომ ინგლისელების ეროვნული თავისებურებაა გაწონასწორებულობა, ფრანგების-მგრძნობელობა, ამერიკელების-პრაგმატულობა, გერმანელების-პუნქტუალურობა, პუნქტუალურობა შეიძლება ჩავთვალოთ აგრეთვე როგორც მახასიათებელი ლაკუნა ესპანელებისათვის და ლათინური ამერიკის წარმომადგენლებისათვის (И. С.Кон К проблеме национального характера. История и психология. М. 1971.с.125).
აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ ყველა ,,დამახასიათებელი” ლაკუნები შედარებითია. თავისთავად ეროვნული ხასიათის მახასიათებლები ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობისაა და ერთობლიობაში წარმოადგენს ხალხთა ზნე-ჩვეულებების და ხასიათის თავისებურ ინვარიანტს, ხოლო (ზნე-ჩვეულებების და ხასიათის) ეროვნულ ვარიანტებში კი სხვადასხვა ადგილებს იკავებენ. კულტურათა ღირებულებების და ფასეულობათა სისტემები განსხვავდებიან მხოლოდ გავრცობის(გავრცელების) ხარისხით. ამას კარგად ადასტურებს ყველა ხალხისათვის დამახასიათებელი ეროვნული ხასიათის ის თავისებურება, როგორიცაა შრომისმოყვარეობა. შეიძლება დავინახოთ განსხვავება გერმანელებისა და ამერიკელების შრომისმოყვარეობას შორის. გერმანული შრომისმოყვარეობა-ეს არის სიზუსტე, საქმისადმი ძირფესვიანი მიდგომა, შაბლონურობა, კეთილსინდისიერება, დისციპლინა(სიყვარული და პატივისცემა), წინდახედულობა, მაგრამ რისკისა და ნოვაციების გარეშე. ამერიკელების შრომისმოყვარეობა-ეს გაქანებაა, ენერგიულობა, ამოუწურავი საქმიანი აზარტი, ინიციატურობა. (ნ. ფედენკო, ნ.ლუგანსკი და სხვ.)ამგვარად, ამერიკელთა შრომისმოყვარეობა განსხვავდება გერმანელთა მიერ შრომისმოყვარეობის გაგებისაგან, კარგად გამოხატული ამერიკული შრომისმოყვარეობის მახასიათებლები-ორგანიზაციული ნიჭი, სიტუაციაში კარგად გარკვევის უნარი, გერმანელთათვის ლაკუნიზირდება-წონასწორდება ორი მცნება, ერთის მხრივ, შრომისმოყვარეობა, მეორის მხრივ-დისციპლინა და წესრიგი.
განსაკუთრებით უნდა ავღნიშნოთ ,,თვითრეფლექსური” ლაკუნები. საილუსტრაციოდ განვიხილოთ, უცხოელთათვის ძნელად გასაგები ფინური მცნება ,,სისუ”, რომელიც შეადგენს ფინური ეროვნული ხასიათის საფუძველს. ლექსიკონში ეს მცნება ასეა განმარტებული, ,,სისუ”-ცხოვრებისეული ძალების მარაგია, გამძლეობის, სიმტკიცის, მოთმენის, შემწყნარებლობის, სიმამაცის, გამძლეობის სიმბოლოა”(Кучкина О. Зеленый цвет-цвет надежды. Театр. 1981. №4 .с.140). ცხოვრებისეული გაგებით, ეს არის, თვით ფინელების აზრით, სიძნელეების გადალახვის უნარი.ფინელი ,,სისუს” მიმართავს, როგორც ენერგიის საცავს, იმ შემთხვევაში, როცა სხვა ყველაფერი(ენერგიის მარაგი) ამოწურულია. ფინელების აზრით, ზოგჯერ ,,სისუ” ნიშნავს სიჯიუტეს, განკარგულების არშეცვლას, შეცდომების არააღიარებას, იმ შემთხვევაში, როცა აუცილებლობას წარმოადგენს ორიენტირების შეცვლა.ამგვარად, ,,დამახასიათებელი” ლაკუნები შეიძლება იყოს სამი სახის:
1.ლაკუნები, რომლებიც გადმოგვცემენ ტრადიციულსა და ზოგიერთ შემთხვევაში სტერეოტიპულ აღქმას სხვა ხალხთა ხასიათის(მაგალითად, ინგლისელები გაწონასწორებულები არიან).
2.ლაკუნები, რომლებიც სხვადასხვა ხალხისათვის რაიმე კონკრეტულ მახასიათებლებს (ანალოგიურს) სხვადასხვაგვარად გადმოგვცემს(მაგალითად, ზემოთხსენებული შრომისმოყვარეობა).
3.თვითრეფლექსური ლაკუნები, რომლებიც ასახავენ, თუ როგორ გადმოგვცემს ეროვნული ხასიათს თვით კულტურის მატარებლები(მაგალითად, ფინური ,,სისუ”).
ეროვნულ-ფსიქოლოგიურ ლაკუნებს შორის უნდა გამოვყოთ ისეთი, რომლებიც უკავშირდებიან ,,გონებრივი მოწყობის” გადმოცემას სხვადასხვაგავარად სხვადასხვა კულტურებში, ე.წ. ,,სილოგისტური” (силлогистические) ლაკუნები. მკვლევარები აღნიშნავენ სხვადასხვაგვარ გაგებას ეროვნული ფსიქოლოგიის ამ სფეროში: გერმანული აზროვნებისათვის დამახასიათებელია ფსიქოლოგიური გაგება და სიღრმე, ინგლისელებისათვის-აბსტრაქციებისაგან თავის დაღწევა, ფრანგებისათვის სიფიცხე, და წარმოდგენების სიცოცხლისუნარიანობა. მათთვის იდეები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფაქტები, საპირისპიროდ, ინგლისელები თავშეკავებულნი არიან,ისინი ორიენტირებული არიან ფაქტებზე, რიცხვებზე, და არა თეორიებზე.( Бромлей Ю .В.Этнос и этнография.М.1973. с.83-85). ,,მენტალური ლაკუნების”(კომუნიკაციური ლაკუნების) არსებობა მხოლოდ მაშინ დასტურდება, როცა რეციპიენტი ხსნის აზროვნებასთან დაკავშირებულ იმ ,,რებუსებს”, რომლებიც მიეკუთვნება უცხო ლინგვისტურ-კულტურულ არეალს. (ასეთი სახის ლაკუნები მაშინ წარმოიშობიან, როდესაც რაღაც კულტურის მატარებლებს სთავაზობენ ამოხსნან, მაგალითად, გამოცანა სხვა ენიდან ნათარგმნი. ამ შემთხვევაში რეციპიენტი ვერ ხსნის სწორედ გამოცანას იმიტომ, რომ სხვა კულტურის სპეციფიკის მატარებელია. ამ შემთხვევაში ლაკუნათა არსებობა კულტურათაშორისი ქმედებისა და ურთიერთობის პროცესს არღვევს და იმისათვის, რომ ეს თავისებური კულტურათაშორისი ურთიერთობა შედგეს(ესე იგი გამოცანები სწორედ ამოიხსნას), აუცილებელია არამარტო ითარგმნოს ტექსტები ერთი ენიდან მეორეზე, აგრეთვე აუცილებელია მათი სათარგმნი ენის მატარებელთა ფორმებში ჩაყენება, მისი კულტურის, ტრადიციებისა და სხვა ეთნოგრაფიული თუ სხვა სიმბოლიკის შესაბამისად).
თუმცა ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ არამარტო ვერბალური ქმედებაა მნიშვნელოვანი, მიმიკური ნიშნებითაც შეიძლება ამა თუ იმ სპეციფიკური თავისებურებების გადმოცემა. ამ შემთხვევაში მცნება ,,ქმედება” ზოგიერთი კულტურის მატარებელთათვის აერთიანებს სხვადასხვა ასპექტებს- კინესიკა(მიმიკა, ჟესტიკულაცია),დამახასიათებელი ამა თუ იმ კულტურისათვის. საყოფაცხოვრებო(ყოველდღიური)ქმედება, რომლებიც ტრადიციითაა განპირობებული, აქვე შეიძლება დავამატოთ აგრეთვე ცხოვრების წესიც, რომელიც მიღებულია ამა თუ იმ კულტურაში, აგრეთვე ურთიერთობის ეტიკეტიც, რომლის ფრაგმენტად შეიძლება ჩავთვალოთ კინესიკა(კინესიკური ლაკუნები) და ყოველდღიური ლაკუნები (რუტინული ლაკუნები). ამგვარად, ჩვენეულ გაგებას სტერეოტიპისას დავამატებთ იმას, რომ სტერეოტიპი კონტექსტში ნიშნავს, რომ მის გაგებაშია აგრეთვე კინესიკა, ყოველდღიური ქმედება, აგრეთვე ურთიერთობის ეტიკეტი-ქცევის სტერეოტიპები, რომლებიც ადამიანებს უყალიბდებათ იმ კულტურული გარემოს გავლენით, რომელშიაც ცხოვრობს.
განვიხილოთ მოცემული მცნებები უფრო დაწვრილებით. კინესიკური ლაკუნები მიგვანიშნებენ სხვადასხვა კულტურების ჟესტიკალურ და მიმიკურ კოდებზე. ამის საუკეთესო მაგალითის რუსებისა და ბელორუსების ჟესტიკულაციის(თანხმობა-არათანხმობა ,,да” ,,нет”),კონფრონტაციული ხასიათი. კინესიკური ლაკუნები შეიძლება იყოს აბსოლიტური და შედარებითი.რუსულ კულტურაში არ არის ასეთი ჟესტი: თითებით მაგიდაზე დაკანუნება პატივისცემის, მოწიწების ნიშნად,რაც გერმანული კულტურისათვისაა დამახასიათებელი(Мальцева Д.Г. Германия: страна и язык. Лингвострановедческий словарь.М. 1998.)-ასე და ამგვარად, რუსული კულტურის მატარებელთათვის ეს აბსოლიტური ლაკუნაა, ჟესტი-ხელის ჩამორთმევა მისალმების ნიშნად მიღებულია რუსული, აგრეთვე ინგლისური კულტურებისათვის, მაგრამ რუსულ კულტურაში ის ხშირად მოიხმარება, ვიდრე ინგლისურში, და ლაკუნად შეიძლება ჩაითვალოს ინგლისელებისათვის(Верещагин Е.М. Костомаров В. Г. Язык и культура. Лингвострановедение.М.1976.с.157).
ლაკუნიზირებული ხასიათი შეიძლება ჰქონდეს არავერბალური და ვერბალური საშუალებების შეფარდებას მამაკაცისა და ქალის ურთიერთობებათა ვარიანტებში, რომლებიც თავისი არსით შეიძლება ჩავთვალოთ ქცევის იმ სტერეოტიპებად, რომელიც დამახასიათებელია ამა თუ იმ ერთიანობისათვის: მაგალითად(Текст как явление культуры. Под редакцией Антипова Г.Ф. и др. Новосибирск. 1989.с.124 ) ადიღიელი მამაკაცისათვის ხშირად საკმარისია მხოლოდ შეხედვა, მიმიკური ჟესტი იმ სიტუაციებში, სადაც ქალისათვის აუცილებელია სიტყვიერი ქცევები. უნდა ავღნიშნოთ, რომ ქალი და მამაკაცი სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს მიეკუთვნებიან, და სხვადასხვა სოციალურ ფუნქციებს ასრულებენ, ამიტომაც მათგან საზოგადოება ქცევის განსაზღვრულ მოდელთა განხორციელ;ებას ელოდება.კომუნიკაციის მამრი ტიპი-ეს ნაკლებად დრეკადია, მაგრამ უფრო მეტად დინამიური და ნაკლებადაა ორიენტირებული კომუნიკაციის მონაწილეზე, ამ შემთხვევაში მოსაუბრეზე. მამაკაცთა ყველაზე გავრცელებული ჟანრია კომუნიკაციის საუბარი-ინფორმაცია, ქალისათვის-კერძო საუბარი. კომუნიკაცის მდედრი ტიპი უფრო მეტად ორიენტირებულია მოსაუბრეზე, დიალოგზე, დაქვემდებარებულ როლზე ურთიერთობებში, სადაც მამაკაცი ირჩევს ან ცვლის საუბრის თემას.ერთის მხრივ, საზოგადოება ირჩევს ქცევის ისეთ სტერეოტიპებს, რომლის თანახმადაც ქალს დაქვემდებარებული როლი უჭირავს მამაკაცთან შედარებით, ქალი ყოველთვის ნეგატიურად ფასდება მამაკაცის საზოგადოებაში, რის დამამტკიცებელ საბუთად შეიძლება ჩავთვალოთ ფილოსოფიური, ისტორიულ-ლიტერატურული დისკუსიები, პოლიტიკური მოვლენები.ენა აფიქსირებს პატრიარქალურ ურთიერთობებს და ღირებულებებს. მტკიცედ დამკვიდრდა ნეგატიური შეფერილობის სტერეოტიპები, რომლის მიხედვითაც ქალს გააჩნია მრავალი ნაკლი:,,მოლაპარაკე”, ,,ცნობისმოყვარე”, ,,თავმოყვარე(უფრო ზუსტად ნარცისი)”, ,,ისტერიული როგორც ქალი”, ,,ქალის ლოგიკა”. ამ კუთხით ქალის შედარება მამაკაცთან ლოგიკურია და ქალს აამაღლებს ისეთი სტერეოტიპებით სარგებლობა როგორებიცაა ,,მამაკაცის ჭკუა”, ,,ალოგიკურობა”, ,,მამაკაცის ინტუიცია,” ,,კაცური ხასიათი” (Маслова В.А. Лингвокультурология . М.2001.с. 126 ).სტერეოტიპად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე ის, რომ ქალს არ შეუძლია საიდუმლოს შენახვა, აგრეთვე ,,სიბრიყვე”, ,,ალოგიკურობა”. მოვიყვანოთ შესაბამისი ანდაზები:Бабье дорога от печи до порога.//Бабьи умы разоряют дома. ინგლისურ ენაში -A woman's advice is best at a dead lift-У бабы волос долог да ум короток. უამრავ ანდაზებსა და გამონათქვამებში ქალთან დაკავშირებით ზედაპირული დამოკიდებულებაა და მფარველობითი ტონი. მოვიყვანოთ ამის დამამტკიცებელი მაგალითები:Мое дело сторона, а муж мой прав.//Мужнин и грех за порогом остается, а жена все домой несет.//Женщина льстит-лихое норовит.ინგლისურ ენაში - If I never see you again, it’ll be too soon- //Баба с возу-кобыле легче.
კინესიკური ლაკუნების ქვეჯგუფშს მიეკუთვნებიან მიმიკური ლაკუნები, რომლებიც სხვადასხვა კულტურებში არსებობენ. მაგალითად, ერთ-ერთ მიმიკურ ნიშნად შეიძლება ჩავთვალოთ ღიმილი. სხვადასხვა კულტურებში ღიმილი არსებული ეტიკეტური ნორმებიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს ჰქონდეს განსხვავებული იკონოგრაფიული მნიშვნელობა.დასავლეთის კულტუროლოგების, და არამარტო კულტუროლოგების, მთლიანად დასავლეთის ერთსულოვანი აზრი რუსებზე ასეთია-ეს არამომღიმარი ერია.რუსული კულტურის წარმომადგენლები, როცა ისინი ხვდებიან ინგლისურენოვან სამყაროში, გაოცებას ვერ მალავენ ღიმილთან დაკავშირებით და ასეთ დასკვნას აკეთებენ: დასავლეთში უღიმიან ყველას, ყოველთვის და ყველგან.რუსების წარმოდგენით ღიმილი დასავლური კულტურის განუყოფელი ნაწილია და დამოკიდებულია ქცევის ნორმებზე, შესაბამისად, ჩვენ ღიმილს შეიძლება ვუწოდოთ სტერეოტიპი, რადგანაც ამა თუ იმ ხალხთა გონებაში(აქ იგულისხმება რუსი ხალხი), ის იწვევს აბსოლიტურ კონკრეტულ ასოციაციებს დასავლეთელ ხალხზე. დასავლეთში მთლიანად, და ინგლისურენოვან სამყაროში, ეს კულტურის ნიშანია(კულტურის ეთნოგრაფიული მნიშვნელობით). ეს ტრადიციებია, ადათებია, ეს არის ერთ-ერთი საშუალება გარშემოთათვის ფორმალური დემონსტრაციისა იმისა, რომ მიეკუთვნებით მოცემულ კულტურას, მოცემულ საზოგადოებას. ამერიკულ კულტურაში ღიმილი keep smiling --ამერიკული ცხოვრების წესია. ,,რაც არ უნდა მოხდეს, გაიღიმე”. ღიმილი- keep smiling ამერიკელისათვის ნებისმიერ სიტუაციაში მთავარი მახასიათებელია. რუსებს სულ სხვა მენტალიტეტი გააჩნიათ, სხვა კულტურა, სხვა ტრადიციები, სხვა ცხოვრება-სრულიად საწინააღმდეგო.ამიტომაც მიმიკა, ჟესტი, სხეულის მოძრაობები შეადგენენ იმ პირადი ნიშნების სისტემის ლაკუნიზირებულ კინესიკურ ფონს, რომლებიც გამოიყენებიან სხვადასხვა კულტურების მატარებელთა ცხოვრებაში. ქცევითი ლაკუნების განსაკუთრებულ ჯგუფს შეადგენენ ეგრეთ წოდებული საყოფაცხოვრებო ,,бытовые.” (,,рутинные”), ლაკუნები, რომლებიც მიგვითითებენ ცხოვრების ტრადიციულ მოწყობაზე, ჩვევებზე, ყოფაცხოვრების თავისებურებებზე, იმაზე, რასაც უწოდებენ რაღაც კულტურის წარმომადგენელთა ყოველდღიურ ქცევას.მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: ინგლისელები სვამენ ჩაის საღამოს 5 საათზე,სხვა ევროპელ ხალხებს ასეთი თვისებები არ გააჩნია.
განვიხილოთ სტერეოტიპი mall talk -უსაგნო, უაზრო, უშინაარსო საუბარი. დასაწყისისითვის განვიხილოთ თუ რა არის small talk და როგორ განიხილება ისინი სხვადასხვა ლექსიკონებში.
1.small talk ინგლისურ-რუსული ლექსიკონში(Мюллер В.К.Англо-русский словарь.М.1990)განსაზღვრულია შემდეგნაირად:. უსაგნო, უშინაარსო, საუბარი.
2.სხვა წყარო, ინგლისურ-რუსული ლექსიკონი, შედგენილი ი.გალპერინის მიერ, გვთავაზობს small talk-ის ასეთ თარგმანს: small talk- ჭორაობა, მსუბუქი საუბარი, თუმცა ასეთი თარგმანების წაკითხვის შემდეგ გაუგებარი ხდება, მაინც რა არის- small talk.
3. The Longman Dictionary of English Language and Culture ასე ხსნის ამ გამოთქმას: “small talk - light conversation on unimportant or non-serious subjects”-,(მსუბუქი საუბარი არასერიოზულ და უმნიშვნელო თემებზე) და მოჰყავს ასეთი მაგალითი: “people making small talk at a cocktail party”-(-The Longman Dictionary of English Language and Culture, Addison Wesley Longman 1998.)
4..Oxford Advanced Dictionary of Current English by A.S. Hornby small talk-ს-განსაზღვრავს შემდეგნაირად: “conversation about everyday and unimportant social matters” (საუბარი, უაზრო უსაგნო თემებზე).თუმცა ამ უკანასკნელი განმარტებით თუ ვისარგებლებთ, არ შეიძლება იმის თქმა, რომ small talk --ეს უაზრო, უშინაარსო უსაგნო საუბარი. Oxford Advanced Dictionary of Current English by A.S. Hornby).
small talk ან სწორი სასაუბრო თემის არჩევის უნარი, აუცილებელია სხვა კულტურული ერთიანობის წარმომადგენელთან ურთიერთობისას .,არასაშიში”სასაუბრო თემატიკა, რომელიც ხელსაყრელია სხვა ხალხებთან ურთიერთობების დროს(ან ნაკლებად ცნობილ ხალხებთან ურთიერთობებისას) სხვადასხვა ქვეყნებში. განვიხილოთ და შევადაროთ თემები small talk-ის არეალიდან რუსულ და ინგლისურენოვან კულტურებში.
სასუბრო თემები
|
პოპულარული რუსულ ი
კულტურის არეალში
|
პოპულარული ინგლისურენოვბნ
კულტურის არეალში
|
მოგზაურობა
|
-1
|
+
|
ამინდი
|
-2
|
+
|
პოლიტიკა
|
+++
|
-
|
ჰობი, ინტერესი
|
+
|
+
|
ლიტერატურა, ხელოვნება
|
++
|
6
|
სამუშაო
|
+
|
+
|
ფული, შემოსავალი, ხელფასი
|
+
|
_ _ _
|
წარმოშობა
|
3
|
+
|
ასაკი
|
_
|
_
|
ჯანმრთელობა
|
+ + 4
|
_
|
რელიგია, სარწმუნოება
|
_
|
_
|
რასობრივი ურთიერთობები
|
+
|
_
|
ოჯახური ცხოველები
|
+ +
|
|
აქტუალური თემები(ავტოკატასტროფები, და სხვ.)
|
+ - 5
|
_
|
ციფრების განმარტება ცხრილში:
1.დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ შეზღუდულები ვიყავით.
2. პოპულარული თემაა, განსაკუთრებით უფროს თაობაში,
3.ამაზე საუბარი ითვლება არაკულტურულად(ყველა სიტუაციაში).
4. ეს თემა განსაკუთრებით პოპულარულია უფროს თაობაში,მაგრამ ზოგჯერ საკუთარ ჯანმრთელობაზე საუბარი უყვართ მოზარდებს,მაგალითად, ფიზკულტურის შემდეგ.
5..ბოლო დრომდე ამაზე საუბარი ითვლებოდა ,,ცუდ ტონად”, მაგრამ ,, ყვითელი პრესის ”გამოჩენასთან ერთად სიტუაცია შეიცვალა, განათლებული ხალხი ამაზე საუბარს ერიდება.
6. ამ თემებზე საუბარი გსურთ, თქვენ უნდა იყოთ ინფორმირებული, რომ თქვენი მოსაუბრე თქვენ ინტერესებს იზიარებს(The Clash of Cultures in Small talk//Hello!1999. №4. p.34).
როგორც ვხედავთ, small talk-სათვის რეკომენდირებული თემები ინგლისურენოვან ქვეყნებში შემდეგია:მოგზაურობები, ამინდი, სამუშაო(და არა ხელფასი და სხვა მსგავსი თემები ფულის შესახებ), წარმოშობა,(სად დაიბადეთ, რომელ ქვეყანაში ან ქალაქში), ჰობი, გატაცება, ახალი ამბები, მხოლოდ ის, რაც არ ეხება პოლიტიკას. რაც შეხება თემებს, რომელზედაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ამერიკელების აზრით, საშიშია ორ თემაზე საუბარი-პოლიტიკასა და რელიგიაზე. ინგლისში ასეთ თემათა რიცხვს მიეკუთვნება შემდეგ-სამეფო ოჯახი, რასობრივი ურთიერთობანი, ხელფასი-შემოსავალი, ჯანმრთელობა, ოჯახური ცხოველები და ჩრდილოეთი ირლანდია. რუსეთში ამ თემებიდან უმრავლესობა ითვლება ძალზე პოპულარულად განათლებულ ხალხთა შორის, როცა ისინი იკრიბებიან რაიმეზე მიზეზით-ბუნებრივია ის ფაქტიც, რომ რუსი ხალხი საუბრობს ამ თემებზე ინგლისურენოვანი ქვეყნების წარმომადგენლებთან, მაგრამ ასეთ სიტუაციას გაუგებრობამდე მივყავართ, იგივე შეიძლება ითქვას გერმანულენოვან კულტურაზე, სადაც ბევრი თემა საუბრის ითვლება ,,არასაშიშად”. მაგალითად, მოვიყვანოთ ნაწყვეტი რემარკის რომანიდან ,, სამი ამხანაგი”:
.Es entstand eine Pause. Ich blickte zu Lenz hinűber. Aber der letzte Romantiker grinste nur, zuckte mit der Nase und lies mich im Stich. Die Birken raschelten. Ein Huhn gackerte hinter dem Haus.
“Wunderbares Wetter”, sagte ich endlich, um das Schweigen zu unterbrechen.
“Ja, herrlich”, erwiderte das Mädchen.
“Und so milde”, fűgte Lenz hinzu.
“Sogar ungewöhnlich milde”, ergänzte ich
,,Возникла пауза. Я посмотрел в сторону Ленца. Но последний романтик только ухмыльнулся, повел носом и не стал меня выручать. Где-то за домом закудахтала курица. - Прекрасная погода, - проговорил я, наконец, чтобы как-то нарушить молчание.
-Да, чудесная, -ответила девушка. И такая мягкая, - добавил Ленц.
Просто необыкновенно мягкая, - дополнил его мысль”.(Зиброва Г.Г. Учебное пособие по немецкому языку для развития навыков устной речи (с использованием оригинального текста романа Э.М. Ремарка “Три товарища”). М., 1998.).`.
2. “Wie kommen Sie eigentlich zu Ihrem englischen Vornamen?” fragte Gottfried Parice Hollmann, die neben ihm saB.
“Meine Mutter war Engländerin. Sie hieB auch so, Pat.”
“Ah, Pat, das ist was anderes. Das spricht sich viel leichter.”
Er holte ein Glas und eine Flasche hervor. “Also auf gute Kameradschaft, Pat! Ich heiBe Gottfried.” [Ebenda]
,,Откуда у вас собственно английское имя? спросил Готфрид Патрицию Хольман сидевшую рядом с ним.- Моя мать была англичанка. Ее тоже звали Пат. - Ну, Пат-это другое дело. Это гораздо легче произносить. Он достал стакан и бутылку. За крепкую дружбу Пат. Меня зовут Готфрид» (Ремарк Э.М. Три товарища. М. 2000). ვსწავლობთ რა ინგლისურ და სხვა უცხო ენას, უნდა გავითვალისწინოთ არამარტო კულტურული განსხვავებანი სხვადასხვა ქვეყნებს შორის, არამედ უნდა გამოვიმუშაოთ უნარი small talk - ის შესახებ.
ეთიკური ნორმების სხვადასხვა სახეობის არსებობა და როგორც ამის შედეგი-სხვა კულტურისათვის დამახასიათებელი სტერეოტიპის ცნობა-არცნობა, აუცილებლად შექმნის კულტურათა ურთიერთობების დროს წინააღმდეგობებს. ამის შედეგად კომუნიკანტებს შორის შეიძლება წარმოიშვას გაუგებრობები: (მაგალითად, როცა ვერ ვიგებთ სხვა კულტურის ჟესტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ რეციპიენტისათვის მისაღებ მშობლიურ კულტურაში), ან ერთ-ერთ მოსაუბრეს შეიძლება შეექმნას არახელსაყრელი, არაჯანსაღი წარმოდგენა სხვა კულტურის წარმომადგენელზე.მაგალითად, იაპონურ კულტურაში არ შეიძლება იჯდე ფეხებგადაჯვარედინებული ან ფეხგაჭიმული, ინგლისელებისათვის კი ეს ქცევის ნორმაა) მოსაუბრენი შეიძლება აღმოჩნდნენ ფრუსტრაციის(,,კულტურული შოკის) მდგომარეობაში(Верещагин Е.М. Костомаров В.Г. Язык и культура. Лингвострановедение.М.1976.с.156-158).
სხვა ხალხთა კულტურის სტერეოტიპის აღქმა აყალიბებს ამ ხალხთან ურთიერთობებს, ხშირ შემთხვევაში ისინი აღიქმებიან როგორც რაღაც უცხო. ასე წარმოიშობა კულტურათა კონფლიქტები-შედეგი საკუთარი და სხვა კულტურებში მიღებული სტერეოტიპების არდამთხვევის შემთხვევაში. სტერეოტიპების შეჯახება, რომელიც დამახასიათებელია სხვადასხვა კულტურებისათვის(იგულისხმება კულტურათა კონფლიქტი), ხშირ შემთხვევაში იწვევს ურთიერთობებისა დ ურთიერთქმედების დროს წინააღმდეგობებს, შეიძლება გამიოწვიოს კულტურული შოკი, და თარგმანის პროცესში სემანტიკური ,,დევალვაცია” ან პირიქით, აზრობრივი უტრირება(გაზვიადება),ანუ მთარგმნელობით სივრცეში ,, происходит "столкновение смыслов", которое может обеспечить сбой в понимании текста”( Д.Захаров Д.В. Кушнина Теория и практика перевода и профессиональной подготовки переводчиков. Пермь. 2005.с16)). და დასტურად ასეთი მაგალითი, მეცნიერულ და ემპირიულ მასალის ღირებულებას მოკლებული, მაგრამ კულტურათა კონფლიქტის საილუსტრაციოდ მისაღები. ინგლისური ენიდან რუსულ ენაზე მულტფილმის ,,მადაგასკარი” რუსი მაყურებლისათვის ნაკლებად ცნობილი ტოპონიმის ,,კონექტიკუტი” ამერიკის ერთ-ერთი შტატის აღმნიშვნელი, მთარგმნელმა გამოიყენა ,,ბრაიტონ-ბიჩი”- სახელწოდება კურორტის, რომელიც მდებარეობს ნიუ-იორკში, კონენქტიკუტის შტატის მეზობლად, მაგრამ რუსი რეციპიენტისათვის კარგად ცნობილი და მისაღები. ეს თარგმანის ჰარმონიულობის მიღწევის და კულტურათა კონფლიქტის შენელების ან თავიდან აცილების მაგალითია.(Л.В.Кушнина Переводческий хронотип-новая философия перевода.,,Индустрия перевода и информационное обеспечение внешнеэкономической деятельности”.Материалы второй международной научно-практической конференции(Пермь,. 28-30 мая 2008 г),Пермь.2008. с.27).კულტურათა სიტუაციური კონფლიქტის ანალოგიურ მაგალითად შეიძლება ჩავთვალოთ ინგლისური ხუმრობა, კალამბურით გადმოცემული. ადამიანი მიდის გასვენებაში და კითხულობს: I’m late?. პასუხად ესმის: Not you,sir.ინგლისური სიტყვა late ნიშნავს ,,გვიანი” და ,, გარდაცვლილი”. ჯენტლმენი კითხულობს: |