მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    ეროვნული კულტურის სტერეოტიპები კულტურათშორის ურთიერთობებში ნანახია (10268) - ჯერ 02 აპრილი 2012

       სტერეოტიპების   კლასიფიკაცია   და   სოცოიკულტურული ურთიერთქმედება    

                                 ტერმინი ,,სტეროტიპი” როგორც ლინგვისტების, ასევე   სოციოლოგების, ეთნოლოგების, კოგნიტოლოგების, ფსიქოლოგების, ეთნო-ფსიქოლინგვისტების მეცნიერული კვლევის   ობიექტია       და   მათ ნაშრომებში ამ   მცნებაზე   საკუთარი ხედვა  და    კლასიფიკაცია   აქვთ   წარმოდგენილი.მაგალითად, გამოყოფენ სოციალურ სტერეოტიპებს, რომლებიც   წარმოადგენენ   პიროვნების   აზროვნების     და     ქცევის   სტერეოტიპებს,   ეთნოკულტურულ-სტერეოტიპებს,    ეს არის   ზოგადი   წარმოდგენა   იმ    თვისებებზე,   რომელიც ამა თუ იმ ხალხს გააჩნია(მაგალითად,გერმანელთა აკურატულობა,რუსების ,,იქნებ”(,,авось”),ფინელთა სიჯიუტე,ესტონელების სიზანტე, პოლონელთა გალანტურობა,ჩინური ცერემონიები, აფრიკული   ტემპერამენტი,იტალიელების სიფიცხე-ეს არის ყველა   სტერეოტიპული   წარმოდგენები მთელ ხალხზე, რომელიც თითოეულ მის   წარმომადგენელზე   ვრცელდება), ავტოსტერეოტიპებს, რომლებიც ასახავენ   იმას, თუ რას   ფიქრობს   ხალხი საკუთარ   თავზე, ჰეტეროსტერეოტიპებს, რომლებიც სხვა ხალხს მიეკუთვნება და სწორედ ისინი   უმეტესად კრიტიკულია(მაგალითად, ის რაც ჩვენი ხალხისათვის ითვლება ყაირათიანობად, სხვა   ხალხისათვის-სიძუნწის   გამოვლენაა).

                                  მაგალითისათვის   მოვიყვანოთ ინგლისელებისათვის დამახასიათებელი   სტერეოტიპული წარმოდგენები   გერმანელებზე(ზემოთ   მოყვანილი     სტერეოტიპის კლასიფიკაციის შესაბამისად ითვლებიან ჰეტეროსტერეოტიპებად).ინგლისელთა   ძირითადი  სტერეოტიპები   გერმანელთა   მიმართებაში,   მათ რეალობასთან  დამოკიდებულებაში,შემდეგია:

    1.ლუდის სიყვარული. არ   შეიძლება გადაჭრით    იმის   თქმა, რომ ლუდი  არის გერმანელების   ეროვნული დასალევი. სხვა ხალხებიც   სვამენ   ლუდს, მაგრამ ამასთან ერთად არ შეიძლება   არ დავეთანხმოთ ე. ვოდოვოზოვას, რომელიც   წერს, რომ, ,,Пиво до такой   степени немецкое   изобретение, что вся Германия, смело можно сказать течет этим   пенисым напитком   янтарного   бледно-желтого, бурого или   молочно-бурового цвета, страсть   к пиву и   умение превосходства     приготовлять его- характерная   черта немцев   и этим     онои отличаются уже с самых   древнейших времен” (Водовозова Е.Н. Как   люди на белом   свете   живут. Немцы. М.1904). უკვე შუა საუკუნეებში   ლუდი   ითვლებოდა   ერთ-ერთ კვების   პროდუქტად. გერმანელები   ლუდს   უწოდებენ-,, flüssiges Brot”- жидкий хлеб.

    2.ბიუროკრატიზმი.(გერმანელების   ბიუროკრატიზმი მითი არ   არის. მარტო   იმისათვის, რომ გერმანიაში მყოფმა თუნდაც ორი   დღე გაატაროს, უცხოელმა მრავალი   ფორმა უნდა შეავსოს).

    3. აკურატულობა, წესრიგის სიყვარული. გერმანელები ცნობილნი არიან თავიანთი სიყვარულით წესრიგისადმი,   სისუფთავისადმი, არიან   საოცრად პუნქტუალურნი(გერმანიაში საქმეებს   ზედაპირულად   არ აკეთებენ, მხოლოდ   და მხოლოდ   შვეიცარელები   არიან უფრო   სუფთები, ვიდრე   გერმანელები.საზოგადოებრივი   ტრანსპორტი   გერმანიაში     ყოველთვის     დროულად მოდის,ისევე   როგორც   ნებისმიერი ადამიანი, რომელიც   მოდის შეხვედრაზე).

                              გერმანელების სიყვარული   წესრიგისადმი ასევე აისახება   ანდაზებში:

    ,, Ordnung ist das halbe Leben. ,,Порядок – душа всякого дела.

    ,, Ordnung muB sein. ,, Heilige Ordnung, segensreiche Himmelstochter”. ,,Святой порядок – благословенный сын небес.”

    4. უხეშობა-ქედმაღლობა(ბევრ   უცხოელს   მიაჩნია, რომ გერმანელები უხეში ერია, მაგრამ   სინამდვილეში ისინი პირდაპირნი   არიან, ნებისმიერი   გერმანელი გეტყვის   იმას,   რასაც   ფიქრობს თქვენზე).

    5.წესები   და წინაპირობები. გერმანიაში   ისინი ძალიან ბევრია   და უცხოელებს ისინი მიაჩნია მნიშვნელოვნად, რაც შეცდომაა(თუ თქვენ დაარღვევთ მითებულ წესებს, გერმანელი უცებ მიხვდება რომ უცხოელი ხართ).

    6. იუმორის გრძნობის არარსებობა.  არ შეიძლება იმის თქმა, ერომ გერმანელებს არ გააჩნიათ იუმორის  გრძნობა. გერმანული იუმორი   შეიძლება   სერიოზულად   მოგეჩვენოს, რაც   გერმანულ ბიუროკრატიზმს უკავშირდება(გერმანული ბიუროკრატიზმი   ეს არის   ბევრი წესების და   წინაპირობების ერთობლიობა).

    7. ხელის   ჩამორთმევა.( გერმანელები   ხელის ჩამორთმევის ჟესტს იყენებენ,   სადაც არ უნდა იყვნენ, ან ვისაც არ უნდა   შეხვდნენ. ხელის ჩამორთმევა ითვლება თავაზიანობის ჟესტად, მხოლოდ   ახალგაზრდები და ახლო ამხანაგები არ ხმარობენ   ხელის ჩამორთმევას   და ცვლიან მას სხვა ჟესტით).

                                  ეთნიკური ფსიქოლოგიის   სპეციალისტები, რომლებიც სწავლობენ ეთნოკულტურულ სტერეოტიპებს, თვლიან, რომ ერებს, რომლებიც   ეკონომიკური განვითარების   მაღალ   საფეხურზე იმყოფებიან, გააჩნიათ ისეთი თვისებები, როგორიცაა ჭკუა, გონება,   საქმიანობა, ხოლო    ეკონომიკურად ნაკლებად განვითარების-სიკეთე,   გულისხმიერება,   სტუმრისმოყვარულობა. ამის დასტურად შეგვიძლიათ     ს. ტერ-მინასოვას   კვლევებს   დავეყრდნოთ,   რომლის   შედეგების თანახმად, ,,В английском обществе более ценятся профессионализм, трудолюбие, ответственность и т.д.,а в русском–гостеприимство, общительность, справедливость(С..Тер-Минасова/Язык     и   межкультурная коммуникация.М.2000. с.255).ნ.უფიმცევა გამოჰყოფს ,,ეთნიკურ       სტეროტიპებს”   და  ,,კულტურულ სტერეოტიპებს”, და აღნიშნავს, რომ:,,Этнические стереотипы недоступны саморефлексии члена этноса и являются фактами поведения и коллективного бессознательного, им невозможно специально обучать, а культурные стереотипы доступны саморефлексии и являются фактами бессознательного и сознания, им уже можно обучать.ვ.კრასნიხის კლასიფიკაცია ასეთია:სტერეოტიპები-სახეები(Стереотипы-образы),მაგალითად,Пчела-труженица; Баран упрямый და სტეროტიპები-სიტუაციები(Стеретипы—ситуации),მაგალითად,Билет-компостер.Аист-капуста.(Павловская А.В.Этнические стереотипы   в свете   межкультурной   коммуникации(Вестник МГУ. Серия - Лингвистика   и межкультурная   коммуникация.1998№1.с.94-104).

                                  არსებობს   ორი სახის სტეროტიპები:ზედაპირული (поверхностные) და სიღრმითი(глубинные). ზედაპირული სტეროტიპები-ეს არის წარმოდგენები ამა   თუ იმ   ხალხზე, რომელიც განპირობებულია საერთაშორისო,   ისტორიული   თუ   შიგაპოლიტიკური   სიტუაციებით   და სხვ.   ფაქტორებით. ეს   სიტუაციები იცვლება     მსოფლიოს     თუ სამყაროში ცვლილებებთან ერთად. მათი არსებობის   ხანგრძლივობა დამოკიდებულია   საზოგადოების   სტაბილურობაზე,  ეს, როგორც წესი, წარმოდგენებია, რომლებიც   დაკავშირებულია ამა   თუ იმ   ისტორიულ   რეალიასთან.

                            ზედაპირული   სტეროტიპებისაგან   განსხვავებით   სიღრმითი   სტერეოტიპები შეუცვლელია, ისინი   არ   იცვლებიან დროთა განმავლობაში. სიღრმითი   სტერეოტიპები საოცრად   მდგრადნი არიან, ისინი განსაკუთრებით საინტერესო არიან ეროვნული ხასიათის მკვლევართათვის.სიღრმით სტერეოტიპებში გამოჰყოფენ განსაკუთრებულ ჯგუფს, რომელიც დაკავშირებულია     ყოფაცხოვრებასთან. რუსულ ენაში   მათ   ხშირად   უწოდებენ   “клюква”-ს.მიუხედავად მუდმივი   ცვლილებებისა   ხალხთა   ცხოვრებაში, მსგავსი სტერეოტიპები   ძალიან ნაკლებად   განიცდიან ცვლილებებს.(ბეწვეული, სამოვარი, დიდი   მოსასხამი, ,,მატრიოშკა”   ითვლება   რუსული   ცხოვრების   განუყოფელ   ატრიბუტად მრავალი   საუკუნის   მანძილზე).

                                 სტეროტიპების   საერთო და სპეციფიკური თავისებურებანი საშუალებას იძლევა მათ   ინვარიანტებად   და   ვარიანტებად   დაყოფისა. ზოგადსაკაცობრიო, ინვარიანტული   მოდელები(იგულისხმება ქცევის)       დეტერმინირებულია   ადამიანის   ბიოლოგიური   თვისებებით, თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ ისინი   შესამჩნევ კორექტირებას განიცდიან   სოციალური, კულტურული მექანიზმებით.  ალტერნატიული ქცევა   ყოველთვის   გულისხმობს არჩევას, და შესაბამისად, ალტერნატიულ არჩევანს- შეიძლება მოიქცე ,, სწორად ”ან ,, არასწორად”.    ქცევის  ინვარიანტული   ფორმების   შემთხვევაში სტერეოტიპიზაციას   ექვემდებარება(უფრო სწორედ, განიცდის) მხოლოდ   ქცევის გარეგნული   ასპექტები, ვარიანტული   ფორმების შემთხვევაში სტერეოტიპიზაციას   განიცდიან როგორც   შინაარსობრივი(план содержания),ასევე გამოხატულებითი(план выражения) ფორმა,   (სამეცნიერო ლიტერატურაში   გვხდება   ასეთი   ტერმინები). რა თქმა უნდა ეთნიკური   თავისებურებანი მჟღავნდება   ქცევის   სტეროტიპების როგორც   სიღრმით, ასევე     სტერეოტიპულ   სტრუქტურებში,      და   თუ კი     საერთოსი    და განსაკუთრებულის   გამოვლენა   ქცევის   სტეროტიპებში   არ     წარმოადგენს რაღაც   სირთულეს, ანალოგიური პროცესები     სტეროტიპის გარეგნულ იერსა   და შინაარსთან დაკავშირებით   დაკავშირებულია წინააღმდეგობებთან, რადგანაც, ის,   როგორც წესი, რთულდება საყოფაცხოვრებო, ეთნიკური, რელიგიური   და სხვ. ფაქტორებით.

                                  სტერეოტიპების ფორმირების   გზები, მათი   გავრცობისა   და გადმოცემის ხერხები(რადგანაც სიღრმითი სტერეოტიპების   უმრავლესობა ძალიან დიდი   ხნის   წინათ ჩამოყალიბდა)სხვადასხვაა. მაგალითისათვის დავასახელოთ დიდი   ბრიტანეთი, სადაც     ეროვნული სტეროტიპები   ჩამოყალიბდნენ სხვადასხვა   ისტორიული   პროცესების   ფონზე. ინგლისელთა   ეთნოსის   ჩამოყალიბდა იმ სუბსტრატიდან, რომელიც   შედგებოდა სხვადასხვა   გერმანული ტომებისაგან   და ძალიან დიდი    ხნის განმავლობაში  მათი    არსებობა კუნძულზე  განაპირობებდა    მათ     ქცევის   სტეროტიპებს. ამ სახის   სტერეოტიპების დომინირებულ, სტერეოტიპულ ფუნქციად   ითვლება   ლოგიკური აზროვნება, რომელიც   განაპირობებდა პრაგმატიზმსა   და ანგარიშიანობას(უფრო სწორედ, წინდახედულობას), რაც  უპირველესად   მჟღავნდებოდა სახელმწიფო   პოლიტიკაში, ასევე ყოველდღიურობაში.    ეთნიკური  სტერეოტიპებში(მათ რიცხვში   ინტუიციასთან   დაკავშირებული)-მეტნაკლებად იგულისხმება ქცევის სტერეოტიპები(ეროვნულ კულტურასთან მიმართებაში).მათ გააჩნიათ ინფანტილური(инфантильные),პრიმიტიული  (примитизированные)ფორმები. (მაგალითად,გამოიხატებოდა კატოლიციზმის უარყოფაში. ამ რელიგიურ   მიმდინარეობას ინგლისელები   არასოდეს   არ ცნობდნენ   და როგორც უცხოს, ისე აღიქვამდნენ; აგრეთვე დაუმთავრებელი კონფლიქტები ირლანდიელებთან, რაც ალბათ იმით იყო გამოწვეული, რომ მუდმივად ეჯახებოდა ორი ეთნოსის   ეთნიკური სტერეოტიპები(სამყაროს   გრძნობითი აღქმა ირლანდიელების მიერ   და ინგლისელების გონებრივი რაციონალიზმი)).  

                                 სტეროტიპები   ყოველთვის ეროვნული   და თვითმყოფადია, ხოლო თუ მოიძებნება მათი   ანალოგიები სხვა კულტურებში, ეს უკვე კვაზისტეროტიპებია, რადგანაც   ემთხვევიან რა მთლიანობაში ერთმანეთს, განსხვავდებიან ნიუანსებით, დეტალებით, რომლებსაც პრინციპული მნიშვნელობა გააჩნიათ. მაგალითად, რიგის   კულტურა სხვადასხვა   ხალხებში სხვადასხვაა, და ბუნებრივია, განსხვავებული იქნება   აგრეთვე ქცევის   სტეროტიპებიც. მაგალითად, რუსეთში კითხულობენ-,,Кто   последний?” ან უბრალოდ დგებიან   რიგში, ხოლო ბევრ   ევროპულ ქვეყანაში არსებობს სპეციალურად დამონტაჟებული   აპარატურა, რომლის მეშვეობითაც თვალყურს ადევნებენ ციფრებსა   და შეასაბამისად ახდენენ რეაგირებას(მაგალითად, ფოსტაში).

                                  ეთნიკური აზროვნებისა   და კულტურის   ჩამოყალიბებაში ადამიანის ქცევის   რეგულატორად ითვლება     როგორც თანდაყოლილი, ასევე   შეძენილი     სოციალიზაციის         ზე ფაქტორები- კულტურული სტეროტიპები, რომლებიც   იმ მომენტიდან აღიქმებიან, როდესაც ადამიანი აცნობიერებს თავს   როგორც რაღაც ეთნოსის   წარმომადგენელი(უფრო მეტად რაღაც კულტურის)   და წევრი. ამგვარად, ჩვენ იმ სტეროტიპების სამყაროში ვცხოვრობთ, რომელსაც თავს   გვახვევს კულტურა. ეთნოსის მენტალური სტერეოტიპების ერთობლიობა ცნობილია   ეთნოსის   რიგითი წევრიდან დაწყებული, ყველასათვის. სტერეოტიპია,მაგალითად, ისეთი გამონათქვამები, რომელშიაც გლეხი, სოფლის კულტურის წარმომადგენელი ნათელ, მთვარიან ღამეს იტყვის ,,Светло так, что можно шить”, მაშინ, როდესაც ქალაქის მცხოვრები ამ ტიპობრივ სიტუაციაში იტყვის ,,Светло так что можно читать”. ასეთი სტეროტიპები ქცევის სტანდარტულ   სიტუაციებში გამოიყენება და რაც მნიშვნელოვანია, სტერეოტიპებში დომინანტად შეიძლება იქცეს პრაქტიკულად ნებისმიერი   და არამარტო ლოგიკურად მთავარი ნიშანი.

                                  გარკვეული ეთნოსის   კულტუროსფერა შეიცავს   ისეთ     სტერეოტიპული   ხასიათის ელემენტებს,რომლებიც, როგორც წესი, სხვა კულტურათა   წარმომადგენელთა მიერ არ   აღიქმებიან. ეს   ის ელემენტებია,     რომლებსაც      ი. საროკინი და ი. მარკოვინა   ლაკუნებს(лакуна )უწოდებენ. ყველაფერი, რაც აკულტურულ სამყაროში რეციპიენტისათვის   შესამჩნევია, მაგრამ გაურკვეველია, რაც მას უცნაურად ეჩვენება და მოითხოვს   ინტერპრეტაციას, იმის მანიშნებელია, რომ  უცხო ეროვნული კულტურის     ელემენტია(ლაკუნაა).

                                 კულტურათა მდგრადობა, მათი სიცოცხლისუნარიანობა იმითაა   განპირობებული, რამდენად     არის განვითარებული ის სტრუქტურები, რომლებიც მის ერთიანობასა და მთლიანობას განაპირობებენ. კულტურის სიმრთელე გულისხმობს კულტურის გარკვეული   სტეროტიპების ჩამოყალიბებას-ქცევის აღქმის, გაგების, ურთიერთობათა სტეროტიპების, ესე იგი   სამყაროს   მთლიანი   სურათის აღქმისა. სტეროტიპების ჩამოყალიბაში ძალიან დიდ როლს თამაშობენ იმ მოვლენათა   გამეორება ადამიანთა ცხოვრებაში, რაც გამოიხატება იმაში, რომ ისინი ნელნელა   სტერეოტიპებად იქცევიან.(Маслова В.А. Лингвокультурология.М.2001.с.108-109) ქცევის სტერეოტიპები-ყველაზე მნიშვნელოვანია სტეროტიპებში. მათ ძალიან ბევრი საერთო   გააჩნიათ ტრადიციებთან, ადათებთან, მითებთან, რიტუალებთან(ავტორის სტატია   ,,რიტუალი   და   ტექსტი”     გამოქვეყნებულია ბსუ-ს შრომებში, სერია ჰუმანიტარული მეცნიერებანი, (რუსულ ენაზე),1990 წელს), მაგრამ რიტუალებისაგან იმით განსხვავდებიან, რომ ტრადიციები   და ადათები განაპირობებენ მათ   ობიექტივირებულ მნიშვნელობას, სხვათათვის მისაწვდომობას, ხოლო   სტეროტიპები რჩებიან იმ გონებრივ მაჩვენებლად ან მახასიათებლად, რომლებიც მხოლოდ მათ წრეშია   მისაღები. ადათები   და ქცევები, როგორც, სტერეოტიპიზირებული ქცევის სხვადასხვა სახეები, ეთნოგრაფიული კვლევის ობიექტებად იქცნენ და ეს შემთხვევითი არაა, რადგანაც სწორედაც ქცევის სტერეოტიპებში ჩნდება კულტურათა   თავისებურებანი.

                                იმის გამო, რომ ადამიანის ქცევა ვარიაციულია და მრავალმხრივია, ბუნებრივია სამართლიანია აგრეთვე ის მტკიცებულება, რომ   ადამიანის ქცევა   საზოგადოებაში ტიპიზირებულია. ის ექვემდებარება   იმ ნორმებს, რომლებიც   მიღებულია საზოგადოებაში, ამიტომ გარდაუვალია და სტანდარტული,   და მრავალ შემთხვევაში   ასეთი მდგომარეობა   ორი, დიამეტრულად საწინააღმდეგო, კულტურათა შეჯახების შედეგია. პირველი ტენდენცია შეიძლება ჩაითვალოს პრიორიტეტულად-ის ვლინდება ქცევის მრავალფეროვნებაში, მის ვარიაციულობაში. სწორედ ქცევის    ეს მხარე იგულისხმება,   როდესაც საუბრობენ   ეგრეთ წოდებულ   ქცევის ,,სტილისტიკაზე”, მაგრამ ქცევის სიმრავლე   არასოდეს არ არის   დაუსრულებელი(მაშინ შეუძლებელი იქნებოდა   ხალხთან ურთიერთობანი, მათი   გარკვეულ სოციალურ ჯგუფებად ჩამოყალიბება).

                                ეთნოლინგვისტიკის   სამეცნიერო   არელში   ამ პრობლემასთან დაკავშირებით მკაცრად   ჩამოყალიბებული ხედვაა- ქცევის სხვადასხვა   ვარიანტების მოწესრიგება დაკავშირებულია    ქცევის უნიფიკაციის ტენდენციასთან, მის ტიპიზაციასთან, ქცევის გარკვეული სტანდარტების მიღებასთან. ეს მეორე ტენდენციაა, მისი ტიპიზაცია იმაში გამოიხატება, რომ ნებისმიერი   საზოგადოება, რომელიც ზრუნავს თავისი   საკუთარ ერთიანობაზე და აზრობრივ სიმრთელეზე, აყალიბებს სოციალური კოდების(პროგრამების) ერთობლიობას, რომლებიც სავალდებულოა მისი ყველა წევრისათვის.   კოლექტივი(ნებისმიერი) ყოველთვის წარმოადგენს ტიპიური პროგრამების ერთობლიობას, ისინი მიმართულია იმისაკენ, რომ აღმოფხვრან ქცევის ინდივიდუალიზირებული   გამოვლინებანი, შეაჩერონ მათი ვარიანტების   გამოვლინება   და არსებობა, რადგანაც კონტროლის გარეშე დარჩენილი   ზრდის ტენდენცია(იგულისხმება   ინდივიდუალიზმის გამოვლინება) აუცილებლად საზოგადოების   გათიშვასთან მიგვიყვანს. მიუხედავად   ამისა, სოციალურად მოწონებული ქცევის პროგრამები, ყოველთვის   ვერ მოიცავენ ადამიანის ქცევის ყველა სფეროს საზოგადოებაში. ქცევის   ზოგიერთი ფრაგმენტები არ ექვემდებარებიან რეგლამენტს, რადგანაც სოციალურ ფასეულობას მოკლებულნი არიან. უფრო მეტიც, ყველა ეთნიკური კულტურისათვის მნიშვნელოვანია და დამახასიათებელია ქცევის   სხვადასხვა ფრაგმენტების მნიშვნელობა, ე.ი. გააჩნია ეგრეთ წოდებული საზღვრის   კონფიგურაცია ტიპიზირებულ, სავალდებულო და თავისუფალ(ინდივიდუალურ) ქცევას შორის და რაც უფრო მნიშვნელოვანია ქცევის სფეროები, უფრო მეტად რეგლამენტირებულნი არიან, ძლიერია კონტროლი სტანდარტების განხორციელებაზე(Этнические   стереотипы поведения.Л.1985.с. 9).

                                               სამეცნიერო პოსტულატებს დავიმოწმებთ მაგალითებით.    სტანდარტიზირებულ ქცევას თავისი ვარიანტები გააჩნია. მოცემულ ქცევით სტანდარტებთან(იგულისხმება სოციალური) შედარებით გამოჰყოფენ სხვადასხვა ტიპებს-გლეხის, მეომრის, მონადირის და ხელოსნის ქცევა, და სხვ. ხოლო მეორე მხრივ, ცხოვრებისეული გზის ბიოსოციალურ დაყოფასთან დაკავშირებით გამოჰყოფენ-ბავშვების ქცევას, აგრეთვე მოზრდილების, მოხუცების, მამაკაცების და ქალების. სხვადასხვა კოორდინანტების შემოღება-დანერგვასთან(იგულისხმება კონფესიონალური   და ეთნიკური) დაკავშირებით შეიძლება   ვილაპარაკოთ იმაზე, რომ იაპონელის ქცევა განსხვავებულია   ევროპელის ქცევისაგან, ქრისტიანის-მუსლიმანისაგან,და    აბსტრაქციის კიდევ უფრო მაღალ დონესთან დაკავშირებით      შეიძლება ვილაპარაკოთ-მაგალითად, შუასაუკუნეების ადამიანების ქცევაზე,თანამედროვესთან მიმართებაში. ადამიანის რეალური ქცევა-ყოველთვის რამდენიმე ტიპის, რამდენიმე პროგრამის სინთეზია.                                                                        

                                         სტერეოტიპები-პრეცედენტული   ფენომენები. ფონური ცოდნა.

                                  საზოგადოების   და ურთიერთობის   გადაუდებელ პირობად ითვლება არამარტო   ენის   ცოდნა, არამედ   დაგროვებული   ცოდნისაც. ურთიერთქმედებისა და   ურთიერთობისათვის აუცილებელია ის, რომ   მათ   ჰქონდეთ   რაღაც საერთო   ის სოციალური ისტორია, რომელიც   აერთიანებს მათ წარმოდგენებს   საზოგადოებაზე. სწორედ   ამ ცოდნას უწოდებენ   ფონურ ცოდნას(фоновые   знания).ო. ახმანოვას განმარტებით, ,,фоновые   знания-это   обоюдное знание   реалий говорящим и слушающим, являющееся основой языкового   общения”( Ахманова   О.С     Словарь   лингвистических   терминов. М.1969. с. 498).რუსი მეცნიერები    ე. ვერეშჩაგინი    და      ვ.კოსტომაროვი გამოჰყოფენ ფონური ცოდნის სამ სახეს-ზოგადსაკაცობრიოს(общечеловеческие)(მაგალითად,   ყველა  ადამიანისათვის   ცნობილია მზე, ქარი, დრო, დაბადება და სხვ.). რეგიონალურს( региональные)(მაგალითად, ტროპიკების   ყველა მცხოვრებისათვის   არაა ცნობილი, რა არის   თოვლი), ქვეყანათმცოდნეობის     (страноведческие ). ეს ბოლო სახე- ის   ინფორმაციაა,რომელიც ცნობილია     ეთნიკური და ენობრივი   გაერთიანების ყველა წევრისათვის   და რომლებიც დაკავშირებულია   ნაციონალური კულტურის ცოდნასთან.   სწორედ     ქვეყანათმცოდნეობის ფონური ცოდნაა   ის   ფენომენი, რომელიც აერთიანებს   მსოფლმხედველობას, იმ შეხედულებებს, რომლებიც   მოცემულ საზოგადოებაშია მიღებული და არაა ცნობილი   უცხოელთათვის.ყოველივე ამან   განაპირობა სტერეოტიპების წარმოშობა მოცემულ კულტურულ არეალში. ამიტომაც ნებისმიერი უცხო ენა უნდა შევისწავლოთ   ქვეყნის ისტორიის და კულტურის ფონზე, ალბათ იმიტომაც, რომ   ბევრ   ენობრივ ერთეულში მოცემული     არეალის ეროვნული თავისებურებებია   გადმოცემული, ქვეყნის ცხოვრების ფაქტები, ბუნებრივ-გეოგრაფიული     თავისებურებები, კულტურის მახასიათებლები.   ენობრივი ერთეულები,   ლინგვოქვეყანათმცოდნეობის ასპექტში       გვაძლევს ფონური ცოდნის დიდ მოცულობას, რომელიც საჭიროა უცხო ენის   ეფექტურად და სწორად შესწავლისათვის(Томахин Г.Д.   Фоновые   знания   как   основной   предмет лингострановедения. В   журнале: ИЯШ. 1980. №4.с.85).

                                უცხო კულტურის   ტექსტის აღქმა   ფონური   ცოდნის გარეშე   არასრულყოფილი   იქნება. ტექსტი   ამ შემთხვევაში  ლინგვისტიკისა     და   ლინგვოკულტუროლოგიის  გადაკვეთაა,   რადგანაც ის   მოცემული კულტურის   ენობრივი ფრაგმენტი და   უმაღლესი იარუსია, ე.ი. ტექსტი კულტურის არსებობის   ფორმაა. ეს   პრობლემა   ლინგვოკულტუროლოგიის შესწავლის ობიექტია, რომელიც სწავლობს,  თუ როგორ   ხორცშეისხმება ცოცხალ ეროვნულ ენაში მატერიალური კულტურა   და მენტალიტეტი და მათი შეკავშირება(იგულისხმება   ენობრივი პროცესები) ეთნოსის   ენასა და კულტურასთან             მიმართებაში. ძალიან დიდი   ადგილი მიეკუთვნება ლინგვოკულტუროლოგიაში პრეცედენტული   სახელებისა   და საბაზო კონცეპტების(იგულისხმება კულტურა) შესწავლას.   პრეცედენტულ სახელებს ამ შემთხვევაში მიეკუთვნება ინდივიდუალური სახელები, რომლებიც უკავშირდება ამა   თუ იმ   ტექსტებს( Обломов, Тарас Бульба), იმ სიტუაციებს, რომლებიც ცნობილია მოცემული ერის უმრავლესობისათვის(Иван Сусанин,дед Талаш). უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისაგან   სტერეოტიპი და პრეცედენტული სახელი .          

                               სტეროტიპი ეს არის   მოცემულ   ხალხზე წარმოდგენა , რომელიც შეიძლება იყოს ,,სწორი, ან   ,,მცდარი -პრეცედენტული სახელი   მხოლოდ(საუკეთესო შემთხვევაში უცხოელთათვის) მოცემული ერის წარმომადგენელისათვისაა     გასაგები, რადგანაც მისთვის   ცნობილია   ის სიტუაციები, რომელიც ტექსტებშია აღწერილი.მოვიყვანოთ მაგალითი   გერმანული ენიდან-შუა   საუკუნეებში გერმანულ კულტურაში სახელი ,, Michel ”   ძალიან გავრცელებული იყო და იქცა საზოგადოდ. გამოთქმა,, der deutsche Michel   პირველად დაფიქსირდა 1541 წელს და საუკუნეების განმავლობაში შინაარსობრივ მოდიფიცირებას განიცდიდა(ე.ი. იცვლებოდა მისი შინაარსი). მე18   აუკუნეეში მას ჯერ   კიდევ   გააჩნდა დადებითი მნიშვნელობა და გვახსენებდა   სახელის- ,, Michel წარმოშობას:,, Erzengel Michael, Schutzheiliger des deutschen Volkes(архангел Михаил, покровитель немецкого народа). მე-XVIII     საუკუნეში  გამოიყენებოდა პერიოდულად ,, tűchtiger, ,,tapferer Bauer, ან,,ein einfältiger,plumper, stumpfsinniger Mensch მნიშვნელობებით.მე-XVIII     საუკუნის     ბოლოსათვის   ამ გამოთქმას საბოლოოდ   დაუმკვიდრდა     მნიშვნელობა-,, ein gutműtiger, doch geistig unbeweglicher, ungebildeter Mensch, eine Schlafműtze (соня, тюфяк).გამათავისუფლებელ ომებსა   და 1848 წლის   რევოლუციებს შორის   გერმანიაში გამოთქმა ,, deutscher Michel გახდა   ეროვნულ-შეზღუდელი   მცნება გერმანელი ბიურგერისა, რომელიც აერთიანებდა ეროვნული ჩამორჩენილობისა ტიპიურ თვისებებს   და პროვინციალიზმის   სიმბოლო   იყო, ხოლო   პოლიტიკური მნიშვნელობი “немецкий Михель” რეაქციულობისა   და შოვინიზმის სიმბოლოდ   იქცა.თანამედროვე გერმანულ სალაპარაკო,ენაში- ,, Michel, der (kurz von Michael) 1)разг. дурак, простофиля. 2) немец.*der deutsche Michel шутливо-ироническое прозвище немецкого мещанина-ირონიული   ზედმეტსახელია გერმანელი საშუალო ფენის   წარმომადგენლის. სწორედ მოცემული გამოთქმის ისტორიის   არცოდნას, რომელიც გერმანული კულტურული არელის   პრეცედენტული სახელია,მივყავართ გერმანულენოვან   გარემოში   გაუგებრობამდე.

                                ამგვარად, იმისათვის, რომ   წარმატებით განხორციელდეს   კომუნიკაციური აქტი სხვადასხვა   ერებს შორის, საჭიროა არამარტო ენის სრულყოფილი ცოდნა, არამედ     ყველაფერი იმის ცოდნა,   რაც მოცემული     ქვეყნის   კულტურასა   და სხვა თავისებურებებთანაა დაკავშირებული. სწორედ ასეთი ცოდნააა ფონური. კომუნიკაციურ პროცესებში   დიდი ადგილი უჭირავს პრეცედენტულ სახელებს,-ინდივიდუალურ სახელებს, სიტუაციებს, რომლებშიც კარგადაა     ცნობილი     ამა თუ იმ ერის     წარმომადგენელთათვის. ჩვენი   აზრით, პრეცედენტული სახელები სწორედ   ასეთი ფონური ცოდნის   შემადგენელი ნაწილებია.როგორც ფონური ცოდნა, ასევე   პრეცედენტული სახელები, ძალიან   მნიშვნელოვანია კულტურული სტეროტიპების ინტერპრეტაციისათვის     და გაშიფრვისათვის, მათი სწორედ გაგებისა და გააზრებისათვის.

    სტერეოტიპები მხატვრულ   ტექსტებში, მათი გამოყენების, აღქმის   და თარგმანის თავისებურებები.სტეროტიპები

    ავტორი :ნანა ხახუტაიშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | უცხო ენები |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ვიყიდი ვყიდი მომსახურება გავაჩუქებ სტიპენდიები სასწავლო პროგრამები ტენდერები/გრანტები ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა ვეძებ სპეციალისტს ხელოვნება/კულტურა ფიზიკური კულტურა/სპორტი განათლება/სწავლება კურსები/ტრენინგები/სტაჟირება ვცვლი კონფერენციები/ღონისძიებები ტურიზმი/დასვენება/გართობა სხვა ვარ სპეციალისტი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024