სიტყვას ,,სტერეოტიპი”(,,სტერეოტიპი”-იდენტიფიცირებული ჯგუფის წევრების მსგავსების შესახებ ფართოდ გავრცელებული აზრი. სტერეოტიპები მუშაობენ როგორც სქემები ამ ჯგუფების აღქმის დროს.სტერეოტიპები თავდაპირველად გავლენას ახდენენ იმაზე, თუ რას აღვიქვამთ, შემდგომ კი იმაზე, თუ რას ვიმახსოვრებთ(წერეთელი მ. გენდერი-კულტურული და სოციალური კონსტრუქტი: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის. თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006)), ,,სტერეოტიპული”, ნეგატიური შეფერილობა გააჩნია როგორც რუსულ, ასევე ინგლისურ ენაში, რადგანაც განიმარტება, ერთის მხრივ, როგორც შაბლონი,ზედმეტი, რომელსაც არც ორიგინალურობა გააჩნია და არც გამომსახველობითობა, მაგრამ ეს არაა მართებული მიდგომა სტერეოტიპის განმარტებასთან, ხოლო რაც შეეხება კულტურათშორისი კომუნიკაციის პრობლემებს-მითუმეტეს. მიუხედავად მათი სქემატურობისა, და განსაზღვრულობისა, სხვა ხალხზე სტერეოტიპული წარმოდგენები (აგრეთვე სხვა კულტურებზეც), გვამზადებენ სხვა კულტურებთან შესახვედრად, კულტურული შოკის სიძლიერეს ამცირებენ. სწორედ სტერეოტიპები აძლევენ ადამიანებს საშუალებას შეიქმნან გარკვეული წარმოდგენები სამყაროზე მთლიანად, და თავისი ვიწრო სოციალური და გეოგრაფიული სამყაროდან გამოვიდნენ(ციტ:А.В Павловская, “Россия и Америка. Проблемы общения культур”,М.,1998.,с.17;).
სტერეოტიპული წარმოდგენების(იგულისხმება ეროვნული ხასიათი) ყველაზე პოპულარულ წყაროდ საერთაშორისო ანეგდოტები ითვლება, ე.ი. ის ანეგდოტები, რომლებიც შაბლონურ სიუჟეტებს ემყარება: სხვადასხვა ერის წარმომადგენლები, მოხვდებიან რა ერთი და იმავე სიტუაციაში, მასზე სხვადასხვაგვარად რეაგირებენ, იმ ხასიათის შესაბამისად და ეროვნული თავისებურებების გათვალისწინებით, რაც მათ ანეგდოტის პირველწყაროდ მიღებულ სამშობლოშია ცნობილი. ევროპული სტერეოტიპები კარგადაა ცნობილი შემდეგ ხუმრობაში: ,,Paradise is where cooks are French, mechanics are German, policemen are British, lovers are Italian, and it is all organized by the Swiss. Hell is where cooks are British, policemen are German, lovers are the Swiss, mechanics are French, and it is all organized by Italians(Рай там, где повара – французы, механики – немцы, полицейские – англичане, любовники – итальянцы, а организуют все швейцарцы. Ад – где повара англичане, полицейские - немцы, любовники - швейцарцы, механики – французы, а организуют все итальянцы)”.
ამგვარად: ერთი წყარო, სადაც ძალიან დიდი სიფრთხილით შეიძლება მოვიძიოთ ეროვნული თავისებურებები-ეს საერთაშორისო ხუმრობები და ანეგდოტებია. ამ კუთხით საინტერესოა ჯ. ორუელის სტატია ,,ინგლისელები”,სადაც ავტორი საუკეთესოდ გადმოგვცემს და ახასიათებს ინგლისელებს, მათ მენტალიტეტს, ტრადიციებს, გატაცებებს, ინტერესებს: ,,Стоит на минуту поставить себя на место иностранного наблюдателя, впервые оказавшегося в Англии, но непредубежденного и в силу рода занятий имеющего возможность общаться с рядовыми, полезными, неприметными людьми...... Почти наверное он сочтет основными чертами рядовых англичан их глухоту к прекрасному, благонравие, уважение к закону, недоверие к иностранцам, сентиментальное отношение к животным, лицемерие и одержимость спортом”.Наш воображаемый наблюдатель-иностранец, безусловно, поразится свойственному нам благонравию: упорядоченному поведению англичан в толпе, где никто не толкается и не скандалит; готовности ждать своей очереди, добродушию задерганных, перегруженных работой людей. Лицемерие столь широко вошло в английский характер, что заезжий наблюдатель будет готов столкнуться с ним на каждом шагу….”(Оруэлл Дж. “1984” и эссе разных лет. М., 1989.), ან ს. მოემი თავის ნაწარმოებში ,,Луна и грош”: ,,He was heart-broken because he had no whisky, wanted to make coffee for me...”(Maugham S. The Moon and Sixpence, Moscow, 1972. c.80).,,Он никак не мог оставить меня в покое, без конца сокрушался, что в доме нет виски, бросился варить для меня кофе избытка чувств….. ”.( Моэм У.С. Собрание сочинений. В 5 т. Т.2. М., 1991. c.60),ან უკვე განხილული და გაანალიზებული -small talk, რომელიც ევროპული კულტურის ტენდენციაა, მაგრამ ყველაზე კარგად ინგლისური კულტურული არეალისათვისაა დამახასიათებელი და ა.შ.
სამყაროს ენობრივი სურათი, სტერეოტიპები და მხატვრული ტექსტი
ენისა და რეალობის ურთიერთქმედების პრობლემებს მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება ამ ურთიერთობის ფორმებისა და ეფექტურობის, ასევე უცხოური ენების შესწავლის დროს.ის, რომ ენა უმნიშვნელოვანესი საშუალებაა ადამიანის მიერ სამყაროს შეცნობისათვის, ეჭვს არ იწვევს. ასახავს რა ობიექტურ სამყაროს ქმედების(მოღვაწეობის) დროს, ადამიანი სწორედ სიტყვებით გადმოგვცემს ამ შეცნობის შედეგებს. ამ ცოდნათა ერთობლიობა, ობიექტური სამყარო, ასახული ან რეპრეზენტირებული ენობრივი ფორმით, წარმოადგენს იმას, რასაც სხვადასხვა კონცეპციები ,,ენობრივ შუალედურ სამყაროს”, ,,სამყაროს ენობრივ რეპრეზენტაციას”, ,,სამყაროს ენობრივ მოდელს”, უწოდებენ. უფრო ხშირად სამეცნიერო სივრცეში სწორედ ბოლო ტერმინი გამოიყენება.სამყაროს სურათი, მათ შორის ენობრივიც, დაფუძნებულია ადამიანის წარმოდგენებზე სამყაროზე, და თუ ეს სამყარო- ადამიანი და გარემოა მათ ურთიერთქმედებაში, მაშინ სამყაროს სურათი, ,,это не зеркальное отражение мира, а некоторая интерпретация мира, осуществляемая отдельными субъектами, которые отличаются друг от друга. Поэтому можно сказать, что картина мира — динамичное явление: она постоянно уточняется”(Роль человеческого фактора в языке. Отв. ред. Серебренников Б.А. М.,1988.с.29).ალბათ ამიტომაცაა,რომ კოგნიტიური ლინგვისტიკა სრულიად სამართლიანად ამტკიცებს, რომ ჩვენი კონცეპტუალური სისტემა, ასახული (წარმოდგენილი) სამყაროს ენობრივი სურათით, დამოკიდებულია ფიზიკურ და კულტურულ გამოცდილებაზე, და უშუალოდ კავშირშია მასთან. ფინელი მეცნიერი პაული კაიკონენი(Паули Кайкконен) გვთავაზობს რა სამყაროს ,,კულტურული სურათის” მცნებას, სამართლიანად აღნიშნავს, რომ სამყაროს კულტურული სურათი შედგება ,,из родной культурной среды, родного языка и ценностей и норм, входящих в родную культуру. Чужая культурная среда, чужой язык и чужие ценности и нормы представляют собой вторую сторону культурной картины мира” (цит: по Kaikkonen P. Kulttuurien välinen oppiminenja kasvatus. Teoksessa K. Matinheikki-Kokko (toim.) Monikulttiiurinen koulutus. Perusteita ja kokemuksia. Helsinki: Opetushallitus, 1999. P.17—18; 40).
სამყაროს სურათის სტრუქტურულ ნაწილი მოიცავს კულტურის საბაზისო კონცეპტის მცნებას(ключевые концепты культуры)-ეს კულტურის ,,საბაზისო(ядерные,(базовые)ერთეულებია”,რომლებსაც ეგზისტენციალური მნიშვნელობა გააჩნია როგორც პიროვნებისათვის,ასევე ლინგვოკულტურული ერთიანობისათვის. კულტურულ საბაზისო კონცეპტებს მიეკუთვნება ისეთი აბსტრაქტული მცნებები, როგორებიცაა სინდისი (совесть), ბედი (судьба), ნება (воля), წილი(доля), ცოდვა (грех), კანონი(закон), სამშობლო(родина) თავისუფლება(свобода), ინტელიგენცია, (интеллигенция) და სხვ. კონცეპტები ადამიანის გონებაში ჩნდებიან როგორც არამარტო მითითება შესაძლებელ მნიშვნელობებზე, არამედ წინა ენობრივი, პოეტური, პროზაული, სამეცნიერო, სოციალური, ისტორიული გამოცდილების გამოძახილი ადამიანის ცნობიერებაში.
ა.გურევიჩი კულტურის კონცეპტებს ჰყოფს ორ ჯგუფად-კოსმიური, ფილოსოფიური კატეგორიები(космические, философские категории), რომლებსაც ის უწოდებს უნივერსალურ კატეგორიებს(დრო, სივრცე, მიზეზები, ცვლილება, მოქმედება) და სოციალური კატეგორიები(социальные категории), ე.წ. კულტურული კატეგორიები(культурные категории) (თავისუფლება, უფლება, სამართლიანობა, შრომა,სიმდიდრე,საკუთრება). ჩვენთან მიმართებაში გამოვყოფთ კიდევ ერთ ჯგუფს, რომელიც საინტერესოა ჩვენი პრობლემატიკის მეცნიერული გადაწყვეტისათვის, ეროვნული კულტურის კატეგორიებს(რუსული კულტურისათვის ეს არის ნება (воля), წილი (доля), ეკლესიურობა(соборность),) ინტელიგენტურობა (интеллигентность), და სხვ .
უნდა გავმიჯნოთ მცნებები კულტურული სტერეოტიპები და კულტურის კონცეპტები.,,კულტურის სტერეოტიპი” სუბიექტური შეფასებაა, წარმოდგენაა, ხოლო ,,კულტურის კონცეპტი”, რეალობასთან ობიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს, მაგრამ ამასთან ერთად, სიტყვა რომ კულტურის კონცეპტად იქცეს, აუცილებელია იყოს ხშირ მოხმარებაში.გერმანული კულტურისათვის საბაზო კონცეპტია(Ordnung), რომელიც ითარგმნება როგორც ,,წესრიგი”. დრო და სივრცე ,,в Германии пропитаны духом строгого порядка (Ordnung). Этому идеалу в Германии подчинены семейная жизнь и бизнес, правительство, свободное время, школьная жизнь. Женщина хочет содержать свой дом и воспитывать своих детей в порядке (in Ordnung); рабочие места на заводе также должны быть в порядке (in Ordnung). Кабинет учителя, вся человеческая жизнь должны быть в порядке (in Ordnung). Понятие Ordnung – неотъемлемая часть стереотипа, создаваемого иностранцами о Германии, это то, что их поражает в немцах. Подчинение времени и пространства порядку – одно из величайших достижений германского общества” [цит. по McIver Weatherford Jack. Deutsche Kultur, amerikanisch betrachtet. Berlin. 1978; 3, с185].
თუ ჩავუღრმავდებით კონცეპტების ანალიზს, აღმოვაჩენთ, რომ კულტურულ-სპეციფიკური კონცეპტები ნებისმიერ ენაში ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. მაგალითად, კულტურულ-სპეციფიკურ კონცეპტად შეიძლება ჩავთვალოთ ,,картошка” (იგულისხმება რუსული გარემო-როგორც კულტურული არეალი).რუსებისათვის ეს არის მწირი კვების ეტალონი, ამით აიხსნება ისეთი ფრაზეოლოგიზმი, როგორიცაა ,,сидеть на одной картошке”, ბელორუსებისათვის ეს ჩვეული ეროვნული საკვებია, რომელიც მეორე პურია(,,პური ჩვენი არსობისა”), ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პირველზე.
გარე სამყაროს მოვლენები და საგნები ადამიანურ ცნობიერებაში შინაგანი ასახვის ფორმითაა გადმოცემული. ა.ლეონტევის აზრით,არსებობს ასეთი მცნება ,,пятое квазиизмерение”,в котором представлена человеку окружающая его действительность: это – “смысловое поле”, система значений. Тогда картина мира – это система образов”. სამყაროს სურათსა(იგულისხმება რეალური სამყაროს ასახვა) და მის ენობრივ ფიქსაციას შორის არსებობს გარკვეული წინააღმდეგობები. შევეცდებით ავხსნათ. სამყაროს სურათი შეიძლება წარმოდგენილი იყოს სივრცითი(ზევით-ქვევით, მარჯვნივ-მარცხნივ, დასავლეთი-აღმოსავლეთი, ახლო-შორს) , დროის(დღე-ღამე, ზამთარი-ზაფხული), რაოდენობრივი, ეთიკური და სხვ. პარამეტრებით.მათ ფორმირებაზე გავლენას ახდენს ენა, ტრადიციები, ბუნება და ლანდშაფტი, აღზრდა, სწავლება და სხვა სოციალური ფაქტორები.
და ბოლოს, ავღნიშნავთ, რომ სამყაროს ენობრივი სურათი არ შედის სამყაროს სპეციფიკური სურათების ასახვის ჩამონათვალში, ის წინ უსწრებს მათ და ახდენს ფორმირებას, იმიტომ, რომ ადამიანს შეუძლია სამყაროს, საკუთარი თავის შეცნობა როგორც ზოგადსაკაცობრიო არეალის, ასევე ეროვნული, ენის საშუალებით. ეს უკანასკნელი განაპირობებს ყველა დონეზე ენის სპეციფიკურობას, ენის მატარებლის ცნობიერებაში ყალიბდება სამყაროს ასახვის გარკვეული ენობრივი სურათი, რომლის ჭრილიდანაც ადამიანი აღიქვამს სამყაროს.ი. აპრესიანი არაერთხელ აღნიშნავს ,,донаучный характер языковой картины мира, называя ее наивной картиной ”.სამყაროს ენობრივი სურათი თავისებურად ავსებს მასზე ობიექტურ ცოდნას (ხშირად არასწორადაც).
სამყაროს შეცნობა ადამიანის მიერ, რა თქმა უნდა, არაა თავისუფალი შეცდომებისაგან, მისი კონცეპტუალური სამყარო ცვალებადია, მაშინ როდესაც სამყაროს ენობრივი ასახვა, გადმოცემა, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ინახავს ამ შეცდომების კვალს. მაგალითად, ძალიან ხშირად ემოციური აფეთქების გადმოსაცემად მოსაუბრე იყენებს ფრაზეოლოგიზმს -,,воспарить душой “, რა თქმა უნდა, ვერ აცნობიერებს ფრაზეოლოგიზმის არქაულ ძირებს-ადამიანის კავშირს ისეთ სუბსტანციასთან, როგორიცაა სული(душа), რომელსაც მიფოლოგიურ სამყაროში შეიძლება დაეტოვებინა სხეული და ციური სხეულებისაკენ გამართულიყო. სამყაროს ენობრივი სურათი აყალიბებს ადამიანის სამყაროსთან დამოკიდებულების ტიპს(სახეს) ბუნებასთან, სამყაროსთან, ცხოველებთან, საკუთარ თავთან მიმართებაში, ის ადგენს ადამიანის ქცევის ნორმებს სამყაროში, განსაზღვრავს მის დამოკიდებულებას სამყაროსთან მიმართებაში.
ყველა ბუნებრივი ენა ასახავს სამყაროს კონცეპტუალიზაციის, ასახვისა და აღქმის განსაზღვრულ ხერხებსა და საშუალებებს. მათში ასახული მნიშვნელობები ყალიბდება შეხედულებათა ერთიან სისტემად, თავისებურ ,,კოლექტიურ ფილოსოფიად“, რომელიც ენის მატარებელთათვის სავალდებულო ხდება.
მცნება ,,სემანტიკური სივრცე“(пространство значений),-ეს არის ენაში დამკვიდრებული ცოდნა სამყაროზე, ნაციონალურ-კულტურული, კონკრეტული ენობრივი გამოცდილება, მოცემულ ენაზე მოსაუბრეთა სამყარო, ენობრივი სურათი, რომელიც გადმოცემულია ლექსიკაში, ფრაზეოლოგიზმებში და გრამატიკაში.
ტერმინი ,,სამყაროს ენობრივი სურათი“-(,,языковая картина мира“)- ეს უფრო მეტია, ვიდრე მეტაფორა, რადგანაც რეალობაში ეროვნული ენის სპეციფიკური თავისებურებები, რომლებშიაც დაფიქსირებულია ადამიანთა ნაციონალური კავშირების უნიკალური საზოგადოებრივ-ისტორიული გამოცდილება, ქმნიან ამ ენის კონკრეტული მატარებლისათვის არა რაღაც განუმეორებელ, განსხვავებულ სურათს სამყაროსი, რომელიც განსხვავებულია ობიექტურად არსებულისაგან, არამედ სამყაროს მხოლოდ სპეციფიკური შეფერილობას, რომელიც განპირობებულია საგანთა ნაციონალური მნიშვნელობით, პროცესებით, არჩევითი დამოკიდებულებებით მათთან მიმართებაში(რომელიც განაპირობებს ენის მატარებელთა ცნობიერებას და სამყაროს მათეულ სურათს).
არ ვაზვიადებთ, თუ ვიტყვით, რომ ენის შინაარსობრივი მხარე(ყველაზე ნაკლებად გრამატიკის), მოცემული ეთნოსის სამყაროს სურათის ამსახველია, რომელიც ყველა კულტურული სტერეოტიპების ფუნდამენტს შეადგენს.(სამყაროს ენობრივი სურათი იქმნება მიფოლოგემებით(Мифологе́ма (от др.-греч. μῦθος — сказание, предание и др.-греч. λόγος — мысль, причина) — термин, используемый для обозначения мифологических сюжетов, сцен, образов, характеризующихся глобальностью, универсальностью и имеющих широкое распространение в культурах народов мира.Примеры: мифологема первочеловека, мифологема Мирового дерева, мифологема Потопа (шире — гибели человечества, и спасения избранных) и т. д. Употребляется также термин «мифологический архетип».Понятие было введено в научный оборот К. Г. Юнгом и К. Кереньи в монографии «Введение в сущность мифологии» (1941). Термин «мифологема» имеет амбивалентную природу: это и мифологический материал, и почва для образования нового материала:/Википедия/), კონოტაციური სიტყვებით და ა.შ. მისი ცოდნა გვეხმარება იმის გაგებაში, რითაა განპირობებული ნაციონალური კულტურები, როგორ ავსებენ ისინი ერთმანეთს მსოფლიო კულტურის დონეზე. ამასთან ერთად, ყველა ამ სიტყვის მნიშვნელობა რომ იყოს კულტურულ-სპეციფიკური, შესაძლებელი იქნებოდა კულტურათა განსხვავებების შესწავლა. ამიტომაც კულტურულ-ნაციონალური ასპექტების შესწავლისას აუცილებელია ენობრივი ერთეულების უნივერსალურ მახასიათებელთა გათვალისწინება.
ამგვარად, სამყაროს ენობრივი და კულტურული სურათი მჭიდრო ურთიერთკავშირშია, უფრო მეტიც, განუწყვეტელი ურთიერთქმედების მდგომარეობაშია რეალურ სამყაროსთან, ადამიანთან მიმართებაში. რა თმა უნდა, სამყაროს ნაციონალურ-კულტურული სურათი პირველადია ენობრივ მიმართებაში- ის უფრო მომცველია, ვიდრე შესაბამისი ენობრივი, მაგრამ სწორედ ენა უწევს სამყაროს ნაციონალურ სურათს რეალიზებას, ვერბალურს ხდის მას, იცავს და გადასცემს თაობიდან თაობებს.
საჭიროების შემთხვევაში ენა, როგორც ფენომენი, სესხულობს სიტყვებს იმ მცნებების გამოსახატავად, გადმოსაცემად, რომელიც უცხო ენობრივი აზროვნებისათვისაა დამახასიათებელი, სხვა ენობრივი გარემოდან. თუ მაგალითად, რუსულ გარემოში არ არის ისეთი სასმელები, როგორებიცაა ,,виски“ და ,,эль“, ხოლო ინგლისურენოვან სამყაროში არ არის ისეთი კერძები, როგორებიცაა ,,блины“ და ,,борщ“-. ისინი გამოისახებიან იმ სიტყვების საშუალებით, რომელიც შესაბამისი ენებიდანაა ნასესხები. ეს შეიძლება იყოს სიტყვები ნაციონალური კულტურის ელემენტების გადმოსაცემად(балалайка, матрешка, блины, водка; футбол, виски, эль), პოლიტიკური, ეკონომიკური და სამეცნიერო ტერმინები(большевик, перестройка, спутник, импичмент, лизинг, дилер, файл, компьютер, бит)(Текст как явление культуры. Под ред. Антипова Г.А. и др. Новосибирск, 1989) .
ბევრად უფრო რთულია ის სიტუაცია, როდესაც ერთი და იგივე მცნება ზედმეტად ან არასაკმარისად აისახება სხვადასხვა ენაში. მაგალითად, ენის რეალობის ფაქტის გადმოცემა, როგორიცაა თითი -fingers. ინგლისურიდან რომ ეს სიტყვა გადმოვცეთ, უნდა დავაზუსტოთ, რას ვგულისხმობთ-ხელის თუ ფეხის თითებს. ხოლო თითები, კონკრეტულად რომელი თითი, რადგანაც ხელის თითები, დიდი თითის გარდა, ინგლისელებისათვის, იწოდება-fingers,დიდი თითი -thumb, ხოლო ფეხის თითები- toes.. იგივე შეიძლება ითქვას გერმანულ ენაზე, სადაც ხელის და ფეხის თითების აღსანიშნავად გამოიყენება სხვადასხვა სიტყვები( (der Finger и die Zehe -შესაბამისად).
ეტალონებისა და სიმბოლოების არჩევა სამყაროს ,,მიამიტურ სურათში” (наивная картина), მოტივირებულია კონცეპტუალური სისტემის ხასიათიდან გამომდინარე და შეიძლება გამოვლინდეს ზოგ შემთხვევაში სამყაროს ენობრივი ფიქსაციის დონეზე.
ამგვარად, სამყაროს ენობრივი სურათის შესწავლის პრობლემა მჭიდრო კავშირშია სამყაროს კონცეპტუალურ სურათთან, რომელიც ასახავს ადამიანს, მისი ყოფიერების სპეციფიკას, სამყაროსთან ურთიერთკავშირს, მისი არსებობის პირობებს, ექსპლიცირებას უწევს სამყაროს სხვადასხვა სურათს და ასახავს სამყაროს მთლიან სურათს, ადამიანის საქმიანობას, რომლის შემადგენელ ნაწილს შეადგენს აგრეთვე სიმბოლურიც, ანუ კულტურული, და უნივერსალური ნაციონალურ-სპეციფიკური, სამყარო. ეს მისი თავისებურება განაპირობებს, როგორც სამყაროს ენობრივ სურათის თავისებურებას, აგრეთვე მის უნივერსალურობას. ამგვარად, აფიქსირებს რა ,,სტერეოტიპებსა” და ,,ეთნიკურ წარმოდგენებს”. რომლებიც ობიექტურად ასახავენ ადამიანის აზროვნებას, ქმედებას და ხდის მას ხელმისაწვდომს შესასწავლად და კვლევისათვის, ამა თუ იმ ეთნოსის სამყაროს სურათი იქცა კულტურული სტერეოტიპების ფუნდამენტად, მისი ანალიზი კი გვეხმარება მოვიძიოთ ამა თუ იმ ხალხთა ნაციონალურ კულტურაში განსხვავებანი.
სტერეოტიპების გადმოცემის თავისებურებანი მხატვრულ თარგმანში
მაინც რას ნიშნავს თარგმნა?ერთი შეხედვით-ყველაფერი იოლია. იმაზე, რაზეც იყო საუბარი საწყის ტექსტში, სხვა ენის სიტყვებით უნდა გადმოვცეთ, თან წინადადებები სწორად უნდა ავაგოთ, მაგრამ არის ძველი ანეგდოტი სემინარიელზე, რომელსაც უნდა გადაეთარგმნა ლათინურიდან წინადადება -,,Spiritus quidem promptus est, caro autem infirma”, სახარებაში ეს ნიშნავს -,,Дух бодр, плоть же немощна”. სემინარიელმა გადათარგმნა -,,Спирт хорош, а мясо протухло ”. სემინარიელის თარგმანი ამ შემთხვევაში სწორია იმდენად, რამდენადაც ყველა სიტყვა გადათარგმნილია სწორედ. მხოლოდ შინაარსი არ იყო სწორი, რადგანაც რაც უფრო რთულია სათარგმნი ტექსტის შინაარსი, რაც უფრო მრავალწახნაგოვანია მისი აზრი, უფრო ძნელია მისი თარგმნა(მეხუთე ნაწილი).
( საავტორო უფლებები დაცულია)
ნანა ხახუტაიშვილი
19-04-2012
|