,,თარგმანი შემოქმედებაა და არა უცხო ენაზე შექმნილი ტექსტის მშობლიურ ენაზე გადმოტანის მექანიკური აქტი”(კ.ჩუკოვსკი)
მაინც რას ნიშნავს თარგმნა?ერთი შეხედვით-ყველაფერი იოლია. იმაზე, რაზეც იყო საუბარი საწყის ტექსტში, სხვა ენის სიტყვებით უნდა გადმოვცეთ, თან წინადადებები სწორად უნდა ავაგოთ, მაგრამ არის ძველი ანეკდოტი სემინარიელზე, რომელსაც უნდა გადაეთარგმნა ლათინურიდან წინადადება-,,Spiritus quidem promptus est, caro autem infirma”, სახარებაში ეს ნიშნავს -,,Дух бодр, плоть же немощна”. სემინარიელმა გადათარგმნა- ,,Спирт хорош, а мясо протухло”.სემინარიელის თარგმანი ამ შემთხვევაში სწორია იმდენად, რამდენადაც ყველა სიტყვა გადათარგმნილია სწორედ. მხოლოდ შინაარსი არ იყო სწორი, რადგანაც რაც უფრო რთულია სათარგმნი ტექსტის შინაარსი, რაც უფრო მრავალწახნაგოვანია მისი აზრი, უფრო ძნელია მისი თარგმნა.
თარგმნა (,,თარგმანი ენათშორისი კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალებაა. თარგმანის ამ ასპექტის შესწავლა მიზნად ისახავს თარგმანის ცნების განსაზღვრას, ლინგვისტური თუ ექსტრა-ლინგვისტური ფაქტორების გამოვლენას და საბოლოოდ ეკვივალენტობის პრობლემის შესწავლას”(ვ.კომისაროვი)), როგორც პროფესიული საქმიანობის ერთ-ერთი სახე, ასრულებს განსაზღვრულ,კონკრეტულ ფუნქციას, ე.ი. გააჩნია საზოგადოებრივი დანიშნულება, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს მის არს, და რის გამოსავლენადაც მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ენობრივი შუამავლობის სხვა სახეები, მაგალითად, რეფერირება(რეფერირება-რისამე რეფერატის გაკეთება.(:უცხო სიტყვათა ლექსიკონი)),შინაარსის გადმოცემა და სხვ., არ არის საწყისი ტექსტის(სტ) სრულფასოვანი ჩანაცვლება, პირიქით, ისინი განსხვავდებიან მისგან. მხოლოდ თარგმანი განიხილება როგორც იგივე, ასლი საწყისი ტექსტის, მხოლოდ სხვა ენაზე. შესაბამისად, თარგმანის საშუალებით კომუნიკაცია მხოლოდ შუალედური რგოლის-მთარგმნელის მონაწილეობითაა.
საზოგადოებაში დამკვიდრდა აზრი, რომ ორენოვანი კომუნიკაცია, განხორციელებული კარგი მთარგმნელის მიერ, თავისი შესაძლებლობისა და ეფექტურობის ფარგლებში, არ განსხვავდება ერთენოვანი კომუნიკაციისაგან. თარგმანის ასეთი გაგება საზოგადოებრივი ცნობიერების ფაქტია, ხოლო კომუნიკაციური პრაქტიკა არ უარჰყოფს ასეთ ხედვას აღნიშნულ პრობლემებზე.
ამგვარად, თარგმანის საზოგადოებრივი დანიშნულება შეიძლება განვსაზღვროთ შემდეგნაირად: თარგმნა უზრუნველჰყოფს ორენოვან კომუნიკაციას, რომელიც თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უახლოვდება ჩვეულებრივ, ერთენოვან კომუნიკაციას, თარგმანის პროცესი, მთარგმნელობითი საქმიანობა შეადგენს ძირითად ნაწილს(,,თარგმანი” და ,,თარგმანის პროცესის” გამიჯვნა(კერძოდ, კი გულისხმობს ერთ ენაზე შექმნილი ტექსტის ენათშორის გარდაქმნასა და ტრანსფორმაციას მეორე ენაზე (ლ.ბარხუდაროვი)), მედიატორული, შუამავლობითი ორენოვანი კომუნიკაციის ცენტრალურ რგოლს.გავერკვიოთ ტერმინოლოგიაში (Латышев Л.К. Технология перевода. М., 2001).
ადრესანტი(პირი,რომელიც გზავნის წერილს, დეპეშას და მისთ.(უცხო სიტყვათა ლექსიკონი)(отправитель)
|
-კომუნიკაციის მონაწილე, რომელიც ქმნის საწყის ტექსტს, გამიზნულს კომუნიკაციის მეორე მონაწილესათვის.
|
საწყისი ტექსტი
(დედანი ტექსტი,
წყარო ტექსტი)
(исходный текст-ИП)
|
ორიგინალის ტექსტი.
|
მთარგმნელი(переводчик) და
თარგმანის პროცესი
|
|
ნათარგმნი ტექსტი
( текст перевода- ПТ)
|
|
ადრესატი(კომუნიკაციისმონაწილე)-(პირი, რომელსაც ეგზავნება წერილი, და მისთ.პირი, ვის სახელზეც ადრესია შედგენილი(უცხო სიტყვათა ლექსიკონი).
|
-რომლისთვისაცაა გამიზნული თარგმნის ტექსტი)
|
|
|
ამგვარად, ,,თარგმანი, როგორც სამეტყველი ენათშორისი კომუნიკაცის აქტი, სამ ფაზად იყოფა:
1) კომუნიკაცია გამგზავნსა და მიმღებს შორის, სადაც მთარგმნელი მიმღების როლში გვევლინება;
2) კოდის შეცვლა წყარო ენიდან თარგმანზე მთარგმნელის მიერ რომელიც ამ შემთხვევაში კოდის შემცვლელად გამოდის;
3) კომუნიკაცია გამგზავნსა და საბოლოო შეტყობინების მიმღებს (მკითხველს) შორის: (ოტო კალე).
მთარგმნელის ამოცანაა სხვა ენის საშუალებით მთლიანობაში, და ზუსტად გადმოსცეს დედნის შინაარსი და ამავე დროს შეინარჩუნოს მისი სტილისტური და ექსპრესიული თავისებურებანი(თარგმანის მთლიანობაში მოიაზრება ფორმისა და შინაარსის ერთიანობა სხვა ენობრივ საფუძველზე.”(ი.რეცკერი)), აუცილებლად უნდა ჰქონდეს სწორი წარმოდგენა თარგმანზე, როგორც პროცესზე, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რას წარმოადგენს თარგმანი, როგორც ტექსტი, რადგანაც გადათარგმნილი ტექსტი არის ის საბოლოო, რასაც მთარგმნელი ქმნის, ხოლო იმისათვის, რომ შეიქმნას რამე, წარმოდგენა უნდა გვქონდეს იმაზე, რის შექმნას ვაპირებთ. სათარგმნი ტექსტი ითვლება ნაწარმოებად საწყისი ტექსტიდან, მისი, ანუ საწყისი ტექსტის განსაზღვრული მახასიათებლების საფუძველზე, სხვა კულტურის პირობებში და სხვა ენის საფუძველზე წარმოადგენს საწყის ტექსტს(საწყის მატრიცას (მატრიცა.-1) .მონაცემთა (სიმბოლოების ან ნომრების) ნებისმიერი სახის თანმიმდევრობა, ყალიბი, რომელიც მოცემულია ტაბულაში რიგებისა და სვეტების სახით.2).ჩარჩო ან სტრუქტურა, რომელიც განაპირობებს ფორმას, მნიშვნელობას ან შინაარსს. გამოიყენება მეტაფორულადაც, გადატანითი მნიშვნელობით, განსაკუთრებით, შემეცნებით ან აღქმით შინაარსთან მიმართებაში, რაც ხელს უწყობს სიტუაციის განსაზღვრას ან ჩამოყალიბებას..:ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.),მოდური ტერმინოლოგიით თუ ვისარგებლებთ. ამასთან ერთად, ცხადია, რომ ნათარგმნი აუცილებლად უნდა განსხვავდებოდეს საწყისი ტექსტიდან, თუნდაც ორი ენის განსხვავებების ფარგლებში. ზემოთქმულს ადასტურებს, რომ მთარგმნელობითი საქმიანობის მთავარ პრობლემად ითვლება საკითხი იმის შესახებ, რა სახის იდენტურობა და განსხვავება უნდა იყოს საწყის (ИТ) და ნათარგმნ ტექსტს (ПТ) შორის.
თარგმანი, როგორც პროცესი, უზრუნველჰყოფს უპირველესად იმ ადრესატის რეაქციის ექვივალენტურობას, რომელიც იღებს თარგმანს, და იმ ადრესატის რეაქციის ექვივალენტურობას, რომელიც იღებს ორიგინალს, ამიტომაც ეს ორი ტექსტი (ИТ) და (ПТ) უნდა იყოს თანაბარღირებული და გამოიწვიონ რეაქციები, რომელსაც სამეცნიერო სივრცეში მარეგულირებელ ზემოქმედებას(регулятивные воздействие)უწოდებენ. მარეგულირებელი ზემოქმედება განსაზღვრავს აზრობრივ საქმიანობას, ემოციებს, ქცევებს სემანტიკურ-სტრუქტურული იდენტურობის(იდენტური-L. Identicus.მსგავსი, ერთნაირი; იგივეობრივი.e:უცხო სიტყვათა ლექსიკონი.)მისაღწევად. გავიხსენოთ, რომ ექვივალენტურობა არა მარტო თარგმანის ლინგვისტიკის საბაზო მცნებაა, არამედ მისი მახასიათებელია, ექვივალენტურობა არის- ,,конституирующий признак. Согласно традиционному лингвистическому взгляду именно эквивалентные отношения оригинала и перевода позволяют отделить перевод от других видов метатекстовой деятельности. Термин эквивалент становится "основным в лингвистическом инструментарии переводческого анализа,..без него невозможно провести четкую границу между "переводом" и "изложением", "рефератом"(Топер П.М. Перевод в системе сравнительного литературоведения. М.2000.с.176). ანალოგიური მტკიცება გვხდება დასავლეთ ევროპის მეცნიერებაში თარგმანის შესახებ: ,,Equivalence is crucial to translation because it is unique intertextual relation that only translation, among all conceivable text type are expected to show" (Routledge Encyclopedia of Translation Studies. London. 2001,p.80).
საქმე იმაშია, რომ ტექსტთან დაკავშირებით რეაქცია გამოწვეულია არა მარტო თვით ტექსტის თავისებურებებით(მისი სემანტიკითა და სტრუქტურით), არამედ იმ გარკვეული წინაპირობების არსებობით, რომლის ცოდნაც აუცილებელია ადამიანისათვის, რათა შესძლოს ადეკვატურად აღიქვას და ინტერპრეტირება გაუწიოს ტექსტს. ამ ფარგლებში განიხილება იმ ენის ცოდნა, რომელზეც არის ორიგინალის ტექსტი, იმ უნარ-ჩვევებისა ცოდნა, რომელიც შეესაბამება გარკვეულ ენობრივ სტანდარტებს და სტერეოტიპებს, აგრეთვე გარკვეული ცოდნის მარაგი, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა იმის განსაზღვრა, რაზეა საუბარი ტექსტში. ეს იმ წინაპირობების ერთობლიობაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია ენობრივი კომუნიკაცია-რასაც სამეცნიერო სივრცეში ეწოდება კომუნიკაციური, ენობრივი კომპეტენცია(Латышев Л.К. Технология перевода. М., 2001). კომუნიკაციური კომპეტენციის, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო კომუნიკაციის აქტებსა და ტექსტებში ასახულ მეტყველებისა და სამეტყველო ქცევის კულტურული ფენის ადეკვატურ გაგებას,, თითოეული კომპონენტი თავის როლს ასრულებს ტექსტის აღქმისა და ინტერპრეტაციისათვის.
ასე, მაგალითად, ურთიერთობის, კომუნიკაციის ენის არცოდნა საერთოდ შეუძლებელს ხდის ენობრივ კომუნიკაციას, ხოლო წინასწარი ინფორმაციის არცოდნას მიჰყავს იმ სიტუაციამდე, როდესაც სიტყვები გასაგებია, მაგრამ შინაარსის აღქმა შეუძლებელია. ასეთ სიტუაციებში ვართ, როდესაც ვხვდებით უცხო, ადამიანების საუბრის მოწმე, ხოლო რაც შეეხება ტექსტის შეუსაბამობას მიღებულ, (დადგენილ) სამეტყველო სტანდარტებთან, მან შეიძლება გამოიწვიოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ეფექტი.
მოვიყვანოთ მთარგმნელობითი ტრანსფორმაციის მაგალითები, რომლებიც გამოიყენება იმ ტექსტების თაარგმნის დროს, რომლებიც შეიცავენ კულტურის სტერეოტიპებს.
1. აღწერითი თარგმანი-თარგმანის სახეა, რომლის დროსაც საწყისი ერთეულის მნიშვნელობის აღწერა გამოიყენება რეგულარული შესაბამისობისის(რეცკერი თარგმანის პროცესში გამოჰყოფს შესატყვისობის შემდეგ კატეგორიებს.
1)ეკვივალენტები, დადგენილნი აღსანიშნის იგივეობის საფუძველზე და ასევე დაფიქსირებული ენობრივი კონტაქტების ტრადიციით:
2)ვარიანტული და კონტექსტუალური შესიტყვებები;3)თარგმანის ტრანსფორმაციის ყველა სახეობა)) არ არსებობის ან იმ შემთხვევაში, როდესაც არ ემთხვევა ერთმანეთს საწყისი ენის(საწყისი ენა-- Исходный язык(ИЯ)(Resource language)-язык оригинала, язык с которого делается перевод. -ორიგინალის ენა, ენა რომელიდანაც თარგმანი სრულდება) და სათარგმნი ენის(სათარგმნი ენა-Переводящий язык(ПЯ)(Target language)-язык, на который делается перевод.–ენა, რომელზედაც თარგმანი სრულდება)ერთეულების სემანტიკური ფუნქციები,
მაგალითისათვის, ,,Dann ... versucht er sich an die Gegend zu erinnern und an die Zeit, als er hier ein paarmal mit seinem Käfer durchgefahren ist. (G. Karau. Go oder Doppelspiel im Untergrund) ”.თარგმნში-,Затем ... пытается припомнить и те времена, когда он здесь проезжал на своем “жуке“ – “фольксвагене“ старой модели”. (Г. Карау. Двойная игра).-ამ შემთხვევაში მთარგმნელის ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ შექმნას ისეთი არათანაბარი შესაბამისობა საწყის ტექსტთან დამოკიდებულებაში, რაც შეავსებდა, კომპენსირებას გაუწევდა მკითხველის მიერ იმის არცოდნას, რომ, მაგალითად, ,,фольксваген” -ის მარკის მანქანების პირველმა მოდელებმა თავიანთი საბარგულის ფორმის გამო მიიღეს სახელწოდება ,,жук“.
არცთუ იშვიათად, საწყისი ტექსტი შეიცავს იმ ინფორმაციას, რომელიც საწყისი ენის მატარებლებისათვისაა ცნობილი, და არამც და არამც სათარგმნი ენის მატარებლისათვის. ეს გარემოება აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მთარგმნელმა და შესაბამისი კორექტივები უნდა შეიტანოს თარგმანში.,
..Der Blackout einundsechzig war wie eine Explosion. (Ebenda). Сюрприз шестьдесят первого, когда была закрыта граница между Восточным и Западным Берлином, был подобен взрыву”((Г. Карау. Двойная игра).-სახეზეა ლინგვოეთნიკური მახასიათებელების არდამთხვევა საწყისი ენისა და სათარგმნი ენის მატარებელთათვის, რომელთაც გააჩნიათ კულტურულ-ისტორიული და აქტუალურ-საინფორმაციო, მოვლენითი ხასიათი. ამ შემთხვევაში მთარგმნელი იყენებს კულტურულ-ისტორიული წინაინფორმაციის მეთოდს-ანუ აქაც საქმე გვაქვს აღწერით მეთოდთან.
,In der Gaststätte bestellte er Hackepeter”. (Ebenda).
,,В ресторанчике он заказал хакепетер, блюдо из мелко рубленного сырого мяса с пряностями”(Там же).აქ საქმე გვაქვს ორი მეთოდის კომბინაციასთან- ტრანსლიტერაციას( ტრანსლიტერაცია [ლათ. trans-ით, გავლით და littera ასო] – (ლინგვ.). ერთი დამწერლობის ასოების გადაცემა სხვა დამწერლობის ასოებით. უცხო სიტყვათა ლექსიკონი)) პლუს აღწერითი თარგმანი.
2. ტრანსლიტერაცია-აღწერითი კომენტარები.
,,Da endlich steht er unter der heiBen Dusche, trinkt, schon im Halbschlaf, einen Magenbitter, genieBt wie sich alles in ihm entspannt und löst”.
,,Потом он стоит под горячим душем, полусонный пьет магенбиттер* и с наслаждением ощущает во всем теле приятную теплоту и покой”..ამ თარგმანს ერთვის კომენტარი, რომ ,,магенбиттер”-ეს არის არაყის სასაუბრო სახელწოდება.ალბათ სწორედ ამიტომაც ამ მეთოდის გამოყენება-ანუ ეროვნულ-კულტურული ლექსიკის ელიმინირება(ელიმინაცია-. Elimino."განვდევნი".1. წიგნ. თავიდან მოშორება, მოცილება. 2. მათემ. განტოლებათა სისტემიდან უცნობი წევრის გამორიცხვა..Synonym: ელიმინირება.Source:უცხო სიტყვათა ლექსიკონი), უფრო სწორედ კი კომპენსაცია, იმაში მდგომარეობს, რომ შეიცვალა სიტყვა ,,Магенбиттер”, რუსული კულტურის მატარებელთათვის გასაგები სიტყვით “водка”,.
,,In keinem Fall ergibt die Űberprüfung der Zeitdifferenzen zwischen Ein- und Ausreise ein Verdachtsmoment. Wer hereingekommen ist, ist auch wieder hinaus. Es ist das übliche Feuer-Wasser-Kohle Spiel, bei dem man immer zu hören bekommt Wasser”.. (Ebenda).,,Ни в том, ни в другом случае дополнительная проверка разницы между временем въезда и выезда не выявила ничего подозрительного. Кто въехал, тот выехал. Одним словом как при гадании “любит не любит”, когда все время выходит “не любит“. Ebenda).ამ შემთხვევაში თანაბარი, ექვივალენტური, ამ მიახლოებითი ადექვატური ფონის მიღწევა შესაძლებელი ხდება იმიტომ, რომ რუსული კულტურის მატარებელთათვის უცნობი გერმანული თამაში შედარებულია კარგად ნაცნობ რუსულ რეალიასთან, რომელიც მაქსიმალური სიზუსტით გადმოცემს გერმანული კულტურის ამ კონცეპტის სემანტიკურ ფონს.
ეროვნულ-კულტურული ლექსიკის ელიმინაციის სანიმუშოდ გამოდგება ა.პუშკინის ნაწარმოების ,,Евгений Онегин”-ის თარგმანი ინგლისურ ენაზე:
Привычки милой старины; At Carnival in savory cheer,
У них на масленице жирной Eating the pancakes custom hallowed;
Водились русские блины; They took communion twice a year;
Два раза в год они говели; At Christmas carols were their pleasure;
Любили круглые качели, They liked to tread a country measure;
Подблюдны песни, хоровод; At Whitsun, when the populace
В день Троицын, когда народ Yawned through the long thanksgiving Mass
Зевая, слушает молебен, To sentiment the pair conceded
Умильно на пучок зари A tear upon the kingcups shed
Они роняли слезки три; To certain habits they were wed
Им квас как воздух был потребен As men need air, ‘twas kvass they needed
И за столом у них гостям Liked hearty guests who ate and drank,
Носили блюда по чинам. And served each course to them by rank
.(А.С. Пушкин Translated by“Евгений Онегин”, гл.2. Babette Deutsch.).
თუ დავეყრდნობით ანალიზს, ვნახავთ რომ აქ საქმე გვაქვს რუსული კულტურის რეალიების ინგლისურ კულტურულ გარემოსათვის დამახასიათებელ და ადვილად გასაგებ სიტუაციებით აღწერასთან.
Масленица- Carnival.
Блины- pancakes.
Говеть- to take communion.
Пподблюдные песни- carols.
Троицын день- Whitsun.
Молебен- Mass.
Квас- kvass.
მოყვანილი ნაწყვეტის შესაბამისი თარგმანი კარგად ადასტურებს, რომ მთარგმნელმა შეცვალა რუსი ხალხის კულტურის მახასიათებლები ინგლისური კულტურის შესაბამისი მცნებებით, გამოყენებული იყო კომპენსაციის მეთოდი- Православный молебен შეიცვალა კათოლიკური Mass, ხოლო Троицын день დასავლეთ-ევროპული Whitsun. ხოლო იმის გამო, რომ სიტყვა квас არ გააჩნია შესაბამისობა ინგლისურ ენაში, ის გადათარგმნილი იყო ტრანსლიტერაციის მეთოდით(Кабакчи В.В. Практика англоязычной межкультурной коммуникации. СПб, 2001. с..223).როგორც ვხედავთ, თავისებური და განუმეორებელი პოეტური ენა შეიცავს მუხტს ესთეტიკური ზემოქმედებისა და საერთოდ, ,,,მხატვრულ თარგმანში ყველაზე ძნელი და ყველაზე მნიშვნელოვანია არალინგვისტური, არამედ მხატვრული მხარე, მთარგმნელის უნარი გადმოსცეს ნაწარმოების მხატვრული სამყარო”.(ა.ლილოვა) და ,,მხატვრული თარგმანი მხატვრული შემოქმედების ფორმაა,რომელშიაც დედანი ასრულებს იმავე როლს,რასაც ორიგინალური შემოქმედებისთვის ცოცხალი სინამდვილე.”მ.შიშმარიოვი.)d. fanjikiZe: ,,mxatvruli Targmanis Teoria”).
ამგვარად, მთარგმნელობითი ტრანსფორმაციის მიზეზებია-შეუსაბამობაა საწყისი ენის(ИЯ) მატარებლის კომუნიკაციური კომპეტენციის(КК) სათარგმნი ენისასთან (ПЯ),და ნიველირების აუცილებლობა თანაბარი ზემოქმედების მისაღწევად.
თარგმანი ის პროცესია, სადაც მთარგმნელი კომუნიკაციის მონაწილეებს ეხმარება დასძლიონ კომუნიკაციური კომპეტენციების შეუსაბამობა ლინგვისტური, სტრუქტურული ერთეულების დონეზე, ანუ მთარგმნელი ნაკლებად ცდილობს სოციალური, პირადი კომპეტენციის შეუსაბამობაზე და ამიტომაც როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საწყისი ენის (ИЯ) და სათარგმნი ენის (ПЯ) მატარებელთა კომუნიკაციური კომპეტენციის შეუსაბამობაზე, მხედველობაში გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ლინგვისტური ერთეულების, სტრუქტურული ელემენტების დონე.
ლინგვოეთნიკური ბარიერი, რომელიც სხვადასხვა კულტურების მატარებლებს ჰყოფს, შეიძლება განვსაზღვროთ როგორც ლინგვოეთნიკური ერთეულების შეუსაბამობა მათი კომუნიკაციური კომპეტენციების ფარგლებში. ასეთ სიტუაციაში ორი ხალხის ეთნიკურმა და კულტურულმა განსხვავებებმა, შეიძლება გამოიწვიოს სუპერტრანსფორმაცია(,,супертрансформация”).ყველა ხალხს გააჩნია თავისი მიდგომა(იგულისხმება ნაციონალური) ზოგიერთ საგნებთან და მოვლენებთან, რომლებიც ძირეულად
განსხვავდება მათზე სხვა ხალხებისა წარმოდგენებისაგან. სწორედ ეს ის განსხვავებაა, რომელიც არ ექვემდებარება ნიველირებას-აზრობრივ გათანაბრებას მთარგმნელობითი ტრანსფორმაციის დახმარებით,.
ასე, მაგალითად, სამხრეთ-დასავლეთის აზიის ზოგიერთი ხალხისათვის, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს,დასაფლავების რიტუალი(რიტუალური ტექსტები არის ჟანრობრივი შემადგენლობით რთული და მრავალფეროვანი ტექსტები, რომელთა ყველაზე მნიშვნელოვან და სპეციფიკურ სემანტიკურ მარკერად შეიძლება ჩავთვალოთ ტრადიციულობა, პოეტურობა და გამეორება.ეს უკანასკნელი აღიქმება არა აუცილებლობად, არამედ მიზნად, მთლიანობაში კი, პირდაპირი ფუნქციით განპირობებული-კომუნიკაციური აქტის აზრად. ამ ტიპის ტექსტებში ვერბალური ნაწილი (ბმული), დასრულებული "შემოქმედებითი" კომუნიკაციური პროცესის მნიშვნელოვან ნაწილად " ტექსტ-მოქმედებად" შეიძლება აღვიქვათ(ნ.ხახუტაიშვილი რიტუალი და ტექსტი. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები. სერია-ჰუმანიტარული მეცნიერებანი.1999, რუსულ ენაზე))საზეიმო დღესასწაულია. შეკრებილ საზოგადოებას სჯერა, რომ გარდაცვლილი უკეთეს სამყაროშია და ამ რიტუალს დღესასწაულის სახე აქვს. ამ შემთხვევაში. როგორ უნდა მიაღწიოს მთარგმნელმა მარეგულირებელი ზემოქმედების თანაბარღირებულებას ამ რიტუალის, როგორც სიუჟეტის, თარგმანის დროს...,.ან როგორ უნდა მიაღწიოს თანაბარღირებულ აზრობრივ მოცვას, ასახვას, მაგალითად, ღორის ძეხვის რეკლამის თარგმანის დროს მუსულმანური ქვეყნებისათვის, რომლებთათვისაც ღორის ხორცი, როგორც საკვები, შეუსაბამისია მათ რელიგიურ მრწამსთან... იქნებ უმჯობესია ამ შემთხვევაში გაცილების რიტუალის ... სხვა დღესასწაულით შეცვლა, ან ღორის ძეხვის ცხვრით….. მაგრამ ასეთი ტრანსფორმაცია აბსურდულია, რადგანაც სემანტიკური ველის(სემანტიკური ველი-შინაარსობრივი თვალსაზრისით ერთმანეთთან დაკავშირებული სიტყვების ერთობლიობა),პრინციპი მთლიანად ირღვევა, არაფერი რომ არ ვთქვათ იმაზე, რომ საწყისი ტექსტის შინაარსისაგან არაფერი არ რჩება.
ერთის მხრივ, თანაბარღირებულებების მიღწევა მარეგულირებელი ზემოქმედების დონეზე არაა უსაზღვრო, მეორეს მხრივ, ტრანსფორმაციის ჩარჩოები განსაზღვრულია. თანაბარღირებული თარგმანი, ბევრ შემთხვევაში თითქმის მიუღწეველია, თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, სხვადასხვა ხალხების წარმომადგენლები ერთმანეთთან ძალიან წარმატებულად ურთიერთობენ სწორედ თარგმანის საშუალებით, აღწევენ რა მოქმედებების შეთანხმებას, ერთმანეთს აცნობენ მათ კულტურულ ღირებულებებს და ა.შ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პრაქტიკა ადასტურებს თარგმანის საკმაოდ მაღალ დონეს (მეექვსე ნაწილი).
|