ადამიანის ბუნება საოცრად იდუმალი, ამოუცნობი და მისტიკურია. ძნელია პიროვნების სულის მთელი სირთულე მოიხელთო, ადამიანის შინაგან სამყაროში მოქმედი სხვადასხვაგვარი, წინააღმდეგობრივი ძალების ურთიერთკავშირს და ცვალებადობას ჩასწვდე. ანდა მშვიდად უყურო იმ ფაქტს თუ როგორ გადადის ჭეშმარიტი გზიდან და თან და თან ემსგავსება ადამსა და ევას ,რაც იმას ნიშნავს, რომ დაკარგოს ღვთის ბოძებული სისრულე და არა მხოლოდ დამდაბლდეს, არამედ ცოდვის მიერ ძლეული დამხობილი იქნეს. ზოგადად უამრავი მიზეზი არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ჩადის ადამიანი დანაშაულს. ერთის მხრივ, ნებისმიერი სულიერის ბუნება ასეა მოწყობილი.ჩვენ ხომ ადამისა და ევას შვილები ვართ, რომლებმაც დაივიწყეს თავიანთი პირველქმნილი ბუნებითი უბიწოება, ანუ "ღვთის ხატება" სწორედ რომ ცოდვის გამო დაკარგეს, ხოლო დაკარგული "ღვთის ხატების" ნაცვლად, მათ ბუნების მთელ სიღრმემდე უმძიმესი ხრწნადობა დაეუფლათ. შესაძლებელია ბევრს სურდეს საკუთარი თავიდან აღმოფხვრას ის უმანკო თვისებები, რომლის საფუძველზეც ჩვენმა წინაპრებმა დაკარგეს სამოთხეში ყოფნის პატივი, მაგრამ ეს საკმაოდ რთული მომენტია. მიზეზი კი ნათელია.ჩვენ ვიცით, რომ ღმერთია ყველა ადამიანის მეგზური, და ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სატანაც არ გვანებებს თავს. ის ცდილობს დაამხოს ესა თუ ის პიროვნება, ჩაითრიოს ცოდვის მორევში,ხოლო თუ ღვთის სიყვარული არ მძვინვარებს ამ ადამიანში, ეშმაკიც აღწევს თავის მიზანს, შესაბამისად, ამ დროს იღუპება ძე ღვთისა. უდიდეს ზეგავლენას ახდენს ცხოვრების მიმართულების ჩამოყალიბებაზე გარემო პირობები. დამეთანხმებით, რთულია ზურგზე აკიდებული მძიმე ტვირთის ტარება,შენ ღვთის წინაშე ხარ ვალდებული იცხოვრო სამართლიანად, მაგრამ როცა თავად დაუწერელი კანონები მოქმედებს შენ წინააღმდეგ, ალბათ გაგიჭირდება ცოდვასთან თავის არიდება.რთულია ამ დროს აკონტროლო საკუთარი ინსტინქტები და ძნელბედობის ჟამსაც კი შეინარჩუნო ის სულიერი სიმშვიდე, რომელიც დაგეხმარება ზეცისკე სწრაფვაში. ცნობილია ის ფაქტი, რომ სიღარიბე ძალიან აბოროტებს ადამიანს, მთავარი კი ის არის, რომ ამ დროს გაჩნდება სურვილი ჩაიდინო რაღაც საზარელი,გადადგა დაუფიქრებელი ნაბიჯი და ზოგადად, ყველაფერი გააკეთო საკუთარი მიზნის მისაღწევად. სამწუხაროდ, ხშირად სოციალური ურთანასწორობა უბიძგებს ბავშვს დანაშაულისაკენ, თუ მას გაცნობიერებული ექნება, რომ მისი ქმედება ცოდვაა და უფლის წინაშეა იგი დამნაშავე ალბათ ნაკლები საქმე ექნებათ სამართალდამცველ ორგანოებ. ჯერ კიდევ შოთა რუსთაველი გვასწავლის: "ყველა ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს " სწორედ ეს აზრი იკვეთება გურამ გეგეშიძის ერთ -ერთ ნაწარმოებში "შურისძიებაში". მაშინ, როცა უკიდურეს სასოწარკვეთაში გადავარდნილი რეზიკო დაუფიქრებლად ჩადის ცოდვას და რაც მთავარია, საშინლად სტკენს გულს საკუთარ ძმას. რეზიკოს ცხოვრება სხვა ადამიანებისაგან რადიკალურად განსხვავებულია. როგორც ჩანს ის ვერ დაუსხლტდა თვალბედითი ბედისწერის კლანჭებს, მან ვერ აიტანა მხრებზე დაწოლილი ტვირთის სიმძიმე და შესაბამისად ცხოვრებისაგან გაბოროტებულმა დანაშაულიც ჩაიდინა. ხშირია შემთხვევები, როცა "წარბზე ტყვიადაკრული", ცხოვრებისაგან დაღდასმული, სოციალურად დაუცველი ბავშვები ეშმაკის მსხვერპლი ხდებიან, ხოლო მათი ტანჯვა, მიუსაფარობა და მიტოვებულობა ააშკარავებს, რომ ადამიანთა ცხოვრება სიყვარულზე, გულისხმიერებაზე არ არის დამყარებული, რომ ეს ქვეყანა არაჰუმანური და ამდენად არანორმალურია. საზოგადოებისაგან გარიყული, ერთგვარად უარყოფილი ბავშევები კი გაუცნობიერებლად ცვივდებიან ცოდვის მორევში და ამის შემდეგ უჭირთ იმ ბადედან თავის გამოგება, რომელიც ეშმაკმა დაუგო მათ ცხოვრების სავალ გზაზე. ჩემის აზრით, თანამედროვე საზოგადოებას აკლია ქრისტიანული კაცთმოყვარეობა. ეს კი ტრაგიკული სიმწვავით ვლინდება დღევანდელობაში. მართალია, უცოდველი არავინაა, მაგრამ, ვფიქრობ, უნდა შეგვწევდეს იმის ძალა, რომ გულწრფელად მოინანიო საკუთარი დანაშაული და არ დაკარგო "ხორცის სიწრფელე", რაც იმაში გამოიხატება, რომ ცოდვით დაცემის მიუხედავად სიკეთის კეთების, თუნდ შეზღუდული, მაგრამ გარკვეული შესაძლებლობა გაგაჩნდეს. ვწერ ამ წინადადებებს და მებადება სურვილი რომ რჩევის სახით ჩამოვაყალიბო ჩემი აზრი. ვეცადოთ არ დავკარგოთ სულიერი სიმხნევე, ამაში ჩვენ ღმერთი დაგვეხმარება, ვიაროთ ჭეშმარიტ გზაზე და არ მოგვაკლდება ის მადლი, რომელსაც იესო ქრისტე გზავნის ზეციდან. ავაპყროთ თვალები ცისკენ და ჩვენი ბაგეებიდან დაცდენილი ყოველი სიტყვა ღვთისადმი სიყვარულით იყოს აღსავსე. ვეცადოთ დავემსგავსოთ იესო ქრისტეს, რომელმაც ძნელბედობის ჟამსაც კი არ დაივიწყა თანაგრძნობისა და თანაგანცდის საოცარი უნარი. შეუნდოთ ცოდვები სხვებს და მადგანაც მიგვეტევება. სიყვარულით ავავსოთ დედამიწა და ჩვენს გულებში ავანთოთ დაუშრეტელი სანთელი. ეს ყველაფერი კი თავისთავად დაგვეხმარება მოვიპოვოთ გარკვეული რაოდენობის სულიერი საზრდო. ღმერთი კი ძალას მოგვცემს, რომ საკუთარ თავში აღვადგინოთ დაცემული ადამი და ამაღლებული ცნობიერებით კვლავ დავიმკვიდროთ ზეცის სასუფეველში.
"მოდგმავ ადამის, უფლის შვილო. ჩემო კეთილო, ჰყავ სიყვარული- შენივ ღმერთის ხატად შექმნილო ! სძლიე სიკერპეს, თავსა შენსა ნუ განადიდებ, სუფევა ღვთისა გიხაროდენ, იგი ადიდე!" |