მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    რომანტიკული სიყვარულის კლასიფიკაცია ფსიქოლოგიაში ნანახია (6889) - ჯერ 23 იანვარი 2015

    თანამედროვე მსოფლიოში მეცნიერთა ყურადღებას ისეთი აქტუალური საკითხები იპყრობს, როგორიცაა სტრესი, ინტერნეტდამოკიდებულება, დეპრესია, სუიციდი. აღნიშნული პრობლემები უფრო და უფრო ფართოდ ვრცელდება, ამიტომაც ფსიქოლოგიის ერთ - ერთ მთავარ ამოცანას მათი საფუძვლიანი შესწავლა და   გაანალიზება წარმოადგენს.

    ამგვარი მწვავე პრობლემების ფონზე ხშირად ყურადღების მიღმა რჩება ისეთი ფუნდამენტური მოვლენები, რომლებიც ადამიანის არსებობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგეს - სწორედ ასეთი ფენომენია რომანტიკული სიყვარული.

    საუკუნეების განმავლობაში რომანტიკულ სიყვარულზე წერდნენ პოემებს, ლექსებს, სიმღერებს, სქელტანიან რომანებს. და მაინც, იგი ერთ-ერთ ყველაზე უფრო ამოუცნობ და ნაკლებად შესწავლილ მოვლენად რჩება - მისი ერთიანი, ამომწურავი დახასიათება მეცნიერებას არ გააჩნია.

    რომანტიკული სიყვარულის აქტიური შესწავლა სოციალურ ფსიქოლოგიაში მე-20 საუკუნიდან დაიწყო. შეიქმნა თეორიები და კლასიფიკაციები, რომლებიც ცდილობდნენ აეხსნათ, აღეწერათ რომანტიკული სიყვარული და დაედგინათ მისი კავშირი სხვადასხვა ფსიქიკურ პროცესებთან თუ პიროვნულ თვისებებთან.

     

    ერთ - ერთი მნიშვნელოვანი მკვლევარი, რომელმაც სათანადო სტატისტიკური ანალიზის შედეგად სცადა სიყვარულის ფენომენის მეცნიერული შესწავლა, არის ჯონ ალან ლი (Lee, 1973). მან მოახდინა სიყვარულის 6 ძირითადი სტილის იდენტიფიცირება: ეროსი (Eros); ლუდუსი (Ludus); მეგობრობა - სიყვარული (Storge); პრაგმა (Pragma); მანია (Mania); აგაპე (Agape).

    ტერმინი „ეროსი“, ისევე როგორც სიყვარულის სხვა ხუთი სტილის დასახელება, ძველი საბერძნეთიდან იღებს სათავეს. ეროსი ფსიქოლოგიურ და ფილოსოფიურ ლიტერატურაში ხშირად ფართო მნიშვნელობით გამოიყენება და აღნიშნავს სასიცოცხლო ენერგიას. ამგვარი ტიპის სიყვარულისათვის დამახასიათებელია ინტენსიური ვნება, ძლიერი ფიზიკური ლტოლვა და მიზიდულობა. ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ პარტნიორი შეუყვარდათ პირველივე დანახვისთანავე. ისინი ქორწინებას უყურებენ, როგორც ხანგრძლივ თაფლობის თვეს, ხოლო სექსუალურ აქტს აღიქვამენ ესთეტიურ გამოცდილებად. მათ აქვთ ტენდენცია საყვარელ ადამიანს დაარქვან კნინობითი სახელები - ზოგადად, ასეთი ადამიანები რომანტიკოსები არიან, აიდეალებენ თავიანთ პარტნიორს, სურთ ყველაფერი იცოდნენ მათ შესახებ, ხოლო განშორება სასოწარკვეთას იწვევს. მტკივნეულად აღიქვამენ მათი საყვარელი ადამიანის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას. ეროსის სტილის სიყვარული მთავარ თემას წარმოადგენს დასავლურ ლიტერატურაში, შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“ ეროსის საუკეთესო მაგალითია.

    ლუდუსისათვის დამახასიათებელია „თამაში“ - მეტი ინტერესი ურთიერთობათა რაოდენობაში ვიდრე ინტიმურობაში. ასეთი ადამიანები ცდილობენ მიიღონ მაქსიმალური სიამოვნება და ხშირ შემთხვევაში ერთდროულად რამდენიმე პარტნიორი ყავთ. თავს არიდებენ ფიქრებისა და გრძნობების გამომჟღავნებას. ლუდუსის სტილისათვის დამახასიათებელია ქორწინების მიჩნევა მახედ, ხოლო სექსუალური აქტის განხილვა ერთგვარ დაპყრობად ან სპორტის სახეობად. ექსტრემალურ შემთხვევაში, ასეთი სიყვარული შესაძლოა გადაიზარდოს სექსუალურ მიდრეკილებაში (sexual addiction).

    მეგობრობა-სიყვარულის უმთავრეს ნიშანს წარმოადგენს ურთიერთობის დაწყება მეგობრობით, რომელიც თანდათანობით გადაიზრდება სიყვარულში. ხშირად შეუძლებელია იმის ზუსტი განსაზღვრა, თუ როდის შეიძინა მეგობრობამ განსხვავებული მნიშვნელობა. ურთიერთობა დამყარებულია მსგავსებაზე, საერთო ინტერესებსა და შეხედულებებზე, ერთმანეთისადმი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვაზე. პარტნიორებს ერთმანეთის მიმართ გარკვეული პასუხისმგებლობა და მოვალეობა გააჩნიათ. ხანდახან მეგობრობა განშორების შემდეგაც გრძელდება.

    პრაგმატული სიყვარულისათვის დამახასიათებელია რაციონალური და რეალისტური მოლოდინები პარტნიორის მიმართ, რომლის შერჩევაც წინასწარ განსაზღვრული , სასურველი კრიტერიუმების მიხედვით ხდება - საერთო რელიგია, მაღალი ხელფასი, განათლების დონე და ა.შ. პრაგმატიზმი ხშირად ხანგრძლივი ურთიერთობის წინაპირობა ხდება, რამდენადაც საერთო მიზნები და ღირებულებები დროსთან ერთად ნაკლებად იცვლება. ურთიერთობა დაფუძნებულია თანამშრომლობაზე და ემყარება სარგებლიანობის პრინციპს. კოლექტივისტულ კულტურებში, სადაც ქორწინება ხშირად გარიგების საფუძველზე ხდება, პრაგმატული სიყვარული საკმაოდ გავრცელებულია და ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. განვითარებად ქვეყნებში, სადაც გადარჩენა და ეკონომიკური მდგომარეობა ხშირად სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს, რაციონალური გადაწყვეტილება პრიორიტეტულად ითვლება. ამგვარი შემთხვევები მრავლად არის მხატვრულ ფილმებსა და ლიტერატურულ ნაწარმოებებში, მაგალითს წარმოადგენს პერსონაჟი შარლოტა, ჯეინ ოსტინის რომანიდან „სიამაყე და მცდარი აზრი.“ ასევე ქორწინება პოლიტიკური მოტივებით პრაგმატული სიყვარულის საუკეთესო ილუსტრაციას წარმოადგენს.

    მანიისათვის დამახასიათებელია ობსესიურ-კომპულსიური დამოკიდებულება პარტნიორისადმი და მისთვის გაზვიადებული როლისა და მნიშვნელობის მინიჭება. ასეთი ადამიანები ამბობენ, რომ მათ უბრალოდ სჭირდებათ აღნიშნული ურთიერთობა და ამასთანავე, საყვარელ ადამიანს საკუთრებად განიხილავენ. როგორც წესი, პარტნიორს შემთხვევითად არჩევენ მისი ფინანსური მდგომარეობის, განათლების დონისა თუ პიროვნული ნიშნების წინასწარ ცოდნის გარეშე.

    მანიის უკიდურესი ფორმა უახლოვდება ობსესიურ - კომპულსიური შფოთვითი აშლილობის მსგავს კლინიკურ სურათს. რეალური ცხოვრებიდან კარგ მაგალითს წარმოადგენს ჯონ ჰინქლი უმცროსის (John Hinckley, Jr.) შემთხვევა, რომლის სიყვარულის ობიექტს წარმოადგენდა ამერიკელი მსახიობი ჯუდი ფოსტერი. იგი მსახიობს ელექტრონული ფოსტის საშუალებით უგზავნიდა სასიყვარულო წერილებს. 1981 წლის 30 მარტს, აღნიშნული პიროვნება მკვლელობის მიზნით თავს დაესხა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს -   რონალდ რეიგანს, რის შედეგადაც დაიჭრა როგორც პრეზიდენტი, ისე სამი სხვა პიროვნება. ჯონ ჰინქლის განცხადებით, მისი ქცევის მოტივს წარმოადგენდა მსახიობის მოხიბვლა და მისი ყურადღების მიპყრობა. ამ შემთხვევაში ჩანს, რომ საქმე გვაქვს სწორედ მანიის ფორმის სიყვარულთან.

    აგაპე წარმოადგენს თავგანწირულ, სულგრძელ, ალტრუისტულ, უპირობო სიყვარულს. პარტნიორი ბედის საჩუქრად მიიჩნევა და მასზე ზრუნვა უპირველეს მოვალეობას წარმოადგენს. ამგვარი სიყვარულის დროს ადამიანები ყველანაირად ცდილობენ აარიდონ ტკივილი პარტნიორს და ხშირად განშორების შემდეგაც მოთმინებით ელოდებიან მასთან შერიგებას.

    აგაპეს ტიპის სიყვარული გულისხმობს პატიებას, სიმშვიდეს, ერთგულებას და პარტნიორისათვის მსხვერპლის გაღებას. აგაპე ფსიქოლოგიურად არაჯანსაღ ფორმას იღებს, როდესაც ყურადღება საერთოდ არ ექცევა საკუთარ სურვილებსა და მოთხოვნილებებს.  

    ამგვაარად,სიყვარულის აღნიშნული 6 ტიპი ერთმანეთისაგან განსხვავდება რაციონალურობის ხარისხისა და ემოციების/ვნებების ინტენსივობის მიხედვით და ცდილობს აღწეროს რომანტიკული სიყვარული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი და ნაკლებად შესწავლილი ფენომენი მეცნიერებაში.

    გამოყენებული ლიტერატურა:

    1.           Emanuele, E., Brondino, N., Presenti, S., & Geroldi, D. (2007). Genetic loading on human Loving Styles. Neuro Endocrinol Lett.  28  (6): 815–         21.  PMID  18063936

    2.           Fricker, J., Moore, S. (2002). Relationship Satisfaction: The role of Love Styles and Attachment Styles. Current Research on Social Psychology   7 (11)

    3.           Morrow, G., Clark, E., & Brock, K. (1995). Individual and Partner Love Styles: Implications for the Quality of Romantic Involvements. Journal of Social and Personal Relationships  vol. 12  no. 3  363-38

    4.           Montgomery, M., & Sorell, G. (1997). Differences in Love Attitudes across Family Life Stages. Family Relations Vol.46, No.1; pp. 55-61

     

    5.           Davies, M. F. (2001). Socially desirable responding and impression management in the endorsement of love styles. Journal of Psychology: Interdisciplinary and Applied, 135, 562-570.

    ავტორი :თამთა777 კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | სიახლე განათლების სფეროში |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში სხვა სკოლამდელ დაწესებულებაში უმაღლეს სასწავლებელში განმანათლების მართვის ორგანოებში კოლეჯში პროფესიულ ცენტრში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024