მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    რეკლამის თეორია(ფილოლოგიური ასპექტი) (2) ნანახია (6152) - ჯერ 18 სექტემბერი 2015

    1.შესავალის მაგიერ ( რეკლამა   –   უჩინარი     დიქტატურის         სამყარო (2).

             უფრო მეტიც, არქეოლოგების მიერ   მოპოვებული მასალებით ცხადი ხდება, რომ ეს განცხადებები მოსახლეობის უკმაყოფილებასაც იწვევდა. რომის   ხელისუფლება იძულებული გახდა გამოეცა სპეციალური ბრძანებაც კი. ,,მკაცრად დაისჯება ის, ვისი სახელიც   აქ   იქნება   მოხსენიებული,’’–ეწერა ერთერთ   ასეთ განცხადებაში.ჩვენამდე შემორჩა აგრეთვე ძველბერძნული ასეთი რეკლამა. ,,თუ გინდათ, რომ თვალები მუდამ გიბრწყინავდეთ, ახალგაზრდული სილამაზე შეინარჩუნოთ, ჭკვიანი   ქალი მხოლოდ ხელმისაწვდომ კოსმეტიკას შეიძენს ეკსპლიტოსთან’’(1;6).

                    წერითი რეკლამის გარდა გავრცელებული იყო აგრეთვე ზეპირი რეკლამაც. მოხეტიალე ვაჭრები ან ის პირები, მათ პროკოებს უწოდებდნენ, რომლებსაც ეს ფუნქცია ეკისრათ, დადიოდნენ ქალაქიდან ქალაქში და ხმამაღალი ყვირილით აცნობდნენ მოსახლეობას უახლოეს ინფორმაციას. ჰორაციო მათზე წერდა, როგორც სპეციალური დანიშნულების მქონე     ადამიანებზე, რომლებიც მოუწოდებდნენ   ხალხს, გაეკეთებინათ არჩევანი და სწორედ ის ნივთი შეეძინათ, რომლებსაც ისინი უკეთებდნენ ,,რეკლამას’’. როგორც ვხედავთ, თანამედროვე რეკლამა ჯერ კიდევ     უძველესი პერიოდის ზეპირი ,,რეკლამიდან’’ იღებს სათავეებს     და რადგანაც სიტყვა   ,,რეკლამა’’     წარმოდგება   ლათინური     ზმნიდან   ,,reclamo’’(ყვირილი, შეძახილი), ყველა საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, და         დავიმოწმებთ აგრეთვე რუსი მეცნიერის .ფეოფანოვის მოსაზრებასაც, რომ   წერილობით რეკლამას   ზეპირი რეკლამა უსწრებდა და პირველი რეკლამა სავარაუდოდ იყო ,,выкрики торговца, расхваливавшего свой товар’’(Феофанов О. США: Реклама     и     общество., М. 1978).

             თეირანის მახლობლად შემორჩენილია ცნობილი ბაგისტუნის კლდე, რომელზედაც ამოტვიფრულია რელიეფური სურათები და წარწერები. მასზე გამოსახულია მრისხანე მეფე დარიოს პირველი, რომელიც ფეხქვეშ თელავს აჯანყების   ხელშებორკილ ორგანიზატორებს. წარწერა გვამცნობს, რომ დარიოს პირველმა გაანადგურა აჯანყება და გახდა ,, ყველა ხალხთა მბრძანებელი აისიდან დაისამდე’’.

          პირველი წერილობითი რეკლამა თარიღდება 1473 წლით. ამ წელს ინგლისელმა ტიპოგრაფმა იულიამ კოკსტონმა დაბეჭდა პირველი სარეკლამო განცხადება ბიბლიის დაბეჭდვის შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ რეკლამის პირველი შემკვეთები იყვნენ     ეკლესია   და   სახელმწიფო. ასეთი   სახის   რეკლამის ერთერთ   პირველ   ნიმუშად   შეიძლება მივიჩნიოთ     ,, ნოტრდამის     მოწყალება’’, რომელიც დაიბეჭდა 1489 წელს   ჟან   დიუ პრეს მიერ. სიახლეს არც   საქმიანი ადამიანები ჩამორჩნენ და დადგა   აღორძინების პერიოდი. 1611 წელს   გაიხსნა   პირველი ცნობათა ბიურო ლონდონში- სარეკლამოსაშუამავლო ორგანიზაცია. ამ პერიოდიდან უკვე გამოდის სარეკლამო გაზეთები. მაგალითად, საფრანგეთში   ,,გაზეთ   დე   ფრანსი’’. თუმცა   უნდა   ავღნიშნოთ ის ფაქტი, რომ საფრანგეთში ცენზურა   შემოიღეს   1629 წელს   ლუდოვიკ   მეცამეტის   მიერ. ამ განკარგულების მიხედვით პოლიციისა და ცენზურის ნებართვის გარეშე საერთოდ იკრძალებოდა   ნებისმიერი ინფორმაციის გამოქვეყნება, რომელიც რელიგიის, მეფისა და   სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული. ასეთი სახის დანაშაულისათვის ბასტილიაში 869 ავტორი იყო გამომწყვდეული. ცხადია, ყოველივე   ეს   გარკვეულ   გავლენას ახდენდა სარეკლამო საქმის განვითარებაზეც. საფრანგეთში ბეჭდვითი რეკლამის ფუძემდებლად ითვლებოდა ექიმი თეოფრასტი რენოდო, რომელმაც     1631   წელს გახსნა ცნობათა ბიურო. გერმანიაში მეთვრამეტე საუკუნეში დაიბეჭდა   სარეკლამო ცნობარი. მეთვრამეტე საუკუნეში ინგლისში გამოდიოდა ყოველკვირეული კომერციული გაზეთი ,,მერკური’’, სწორედ ამ გაზეთში გამოქვეყნდა 1625 წელს პირველად   მსოფლიო   ისტორიაში   ყავის რეკლამა, 1657 წელსკაკაოს და ..

                  მე–19 საუკუნიდან რეკლამის განვითარების ისტორიაში ბობოქარი ეპოქა იწყება, ვითარდებოდა     მრეწველობა     და     ინფორმაციული     უზრუნველყოფის საკითხი, ბუნებრივია, დგება დღის წესრიგში. 1812 წელს ინგლისში იხსნება პირველი სარეკლამო სააგენტო.         რეკლამის ისტორიკოსები   მე–19   საუკუნის რეკლამას ,,აგრესიულს’’უწოდებენ, რადგანაც თვით   ეკონომიური პროცესების არნახულმა ზრდამ, რეკლამის ფუნქციები გააძლიერა, გააფართოვა და ორგანიზებული ხასიათი მიიღო.რაც შეხება აშშ, აქ   პირველი რეკლამა დაიბეჭდა ბოსტონის გაზეთში ,,ნიუსლესტერი’’ 1704 წლის 1 მაისს და ეს დღე ამერიკული რეკლამის დაბადების დღეს ითვლება. 1729 წლიდან გამოდიოდა ნახევრად კომერციული გაზეთი, რომელიც დააფუძნა ბენჟამინ ფრანკლინმა, ამერიკული რეკლამის მამამთავარმა.   აშშში   პირველ   სარეკლამო აგენტად ითვლება ვოლნი პარმერი, რომელმაც თავისი კარიერა დაიწყო პრესაში მოღვაწეობით და ძალიან მალე არნახულ წარმატებას მიაღწია. ამერიკული რეკლამის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პირველი პროფესიონალური გაზეთისრომელიც მთლიანად რეკლამას ეძღვნებოდა, დამაარსებელს ჯორჯ როუელს და რომლის პირველი ნომერი 1869 წელს გამოვიდა.

                  ევროპის ქვეყნების მსგავსად რუსეთშიც სარეკლამო ბიზნესიც არნახული ტემპებით განვითარდა. 1878 წელს რუსეთში გაიხსნა პირველი სარეკლამო   სააგენტო, რომელიც დააარსა     გერმანელმა     მეწარმემ     მეცლერმა. სწორედ     მას     ეკუთვნის   ის   ლოზუნგი, რომელიც ასე პოპულარული იყო საბჭოთა პეროიდში–,,Реклама-двигатель торговли’’(2;59).რუსეთში   ივანე მრისხანის დროს საჯაროობის წინააღმდეგ საბრძოლველი იარაღი   ცენზურა   იყო.   ფაქტიურად       რუსეთში ეკატერინე მეორის გამეფებამდე არ არსებობდა კერძო     ტიპოგრაფიებიყოველგვარი ნაბეჭდი პროდუქცია, მათ   შორის რეკლამაც, გადიოდა ცენზურას. მხოლოდ 1783 წელს დაერთო ნება კერძო ტიპოგრაფიების ფუნქციონირებას.     საერთოდ თუ რუსული რეკლამის ისტორიას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ჯერ კიდევ მეათემეთერთმეტე საუკუნის რუსი ვაჭრები ხმამაღალი ყვირილითა და შეძახილებით ამა თუ იმ პროდუქციას აქებდნენ.

         რუსული რეკლამის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს ეპოქად შეიძლება ჩაითვალოს 1703 წელი, როდესაც     პეტრე   პირველის ბრძანებით გამოვიდა   პირველი გაზეთი, სადაც დაიბეჭდა     სარეკლამო     ხასიათის განცხადებები, კერძოდ, ოლონცოს მინერალური წყლების შესახებ.1728     წელს პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიამ გამოუშვა გაზეთი ,,სანკტპეტერბურგის უწყებანი’’, სადაც იბეჭდებოდა იმ წიგნების სია, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაცია უშვებდა. ამ გაზეთში უხვად იყო წარმოდგენილი კომერციული განცხადებები.

          .სერგიენკოს     სტატიაში   ,,რეკლამის ბიოგრაფია’’ ვკითხულობთ, რომ სადღესასწაულო     ვაჭრობებმა       ვაჭრებს     ბედნიერი იდეა   ,,მიაწოდა’’ ჩამოფასებული და გაუსაღებელი საქონლის სარეალიზაციოდ მოეწყოთ სპეციალური გაყიდვები, მოწოდებით ,,ყველაზე იაფად’’. მკვლევარის     აზრით, ეგრეთ     წოდებულ ,,სეილის’’ სისტემას სწორედ რუსეთში ჩაეყარა     საფუძველი. ეს იყო 1808 წელს(4;12).       რუსეთში გამოდიოდა ცნობები, კატალოგები, იმართებოდა ბაზრობებიშესაბამისად       გამოდიოდა ამ მოვლენის აღმნიშვნელი ლიტერატურა.

           1908 წელს ოდესაში გამოიცა პირველი ნომერი თეორიულპრაქტიკული ჟურნალისა,,რეკლამისტი’’. ეს იყო ამ ტიპის პირველი ჟურნალი რუსეთში. მასში ქვეყნდებოდა     სარეკლამო განცხადებები, უცხოელ   მწერალთა     ნაწარმოებები, იუმორესკები, კარიკატურები.გამომცემელს     მიაჩნდა, რომ არასარეკლამო პუბლიკაციები აუცილებლად მიიპყრობდა მკითხველის ყურადღებას და არც სარეკლამო განცხადებები დარჩებოდა წაუკითხავი. თუ ჟურნალის     მაღალ რეიტინგსა და პოპულარობას გავითვალისწინებთ, გამომცემელთა სტრატეგია აბსოლიტურად გამართლებული და გონივრული აღმოჩნდა.

           რევოლუციამდე       სარეკლამო საქმის     განვითარებამ     პიკს     მიაღწია, მაგრამ 1917 წელს ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ ლენინმა გამოაცხადა მონოპოლია მასობრივი ინფორმაციის     საშუალებებზე, გამოიცა სპეციალური დეკრეტი, აიკრძალა თავისუფალი პრესა რეკლამასთან ერთად.

           რეკლამა იდეოლოგიურ მექანიზმად იქცა. შეიქმნა სპეციალური სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც გამოსცემდა სარეკლამო განცხადებებს ახალი მოთხოვნების შესაბამისად.ამ პერიოდში სარეკლამო საქმეში დაკავებული იყვნენ ვლ.მაიაკოვსკი, როდჩენკო, იონი, გრაფიკოსები: კუსტოდიევი, დეინეკი და სხვები. ვლ. მაიაკოვსკის ეკუთვნის 100–ზე მეტი სარეკლამო განცხადება, რომლებსაც თავად უკეთებდა ილუსტრაციებსაც.   ვლ.მაიაკოვსკი რეკლამის თეორეტიკოსადაც გვევლინება. მაგალითად, მას ეკუთვნის ასეთი სიტყვები:,,არც ერთი, თუნდაც ყველაზე გარანტირებული საქმე, განწირულია რეკლამის გარეშე.მან უნდა შეგვახსენოს დაუსრულებლად, თუნდაც არაჩვეულებრივ ნივთზე.იფიქრეთ რეკლამაზე’’(11).

          ვლ. მაიაკოვსკი რეკლამას უკეთებდა გაზეთებს, ჟურნალებს, სახელმძღვანელოებს და სხვადასხვა   საყოფაცხოვრებო ნივთებს. ის

    ავტორი :ნანა ხახუტაიშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები სახელმძღვანელოები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი კოლეჯი სამეცნიერო პორტალები ავტოსკოლები არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) გამოცემები წიგნების მაღაზიები ხელოვნების სკოლები, სტუდიები პედაგოგები რეპეტიტორები განათლება საზღვარგარეთ საგანმანათლებლო რესურსები უცხო ენები კომპიუტერული ტექნიკა საბავშვო მაღაზიები სპორტული სკოლები, სტუდიები ბიბლიოთეკები სადღესასწაულო ცენტრები მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) უმაღლესი სასწავლებელი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024