- იცოდე, რომ ემოციების გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. არ არსებობს აბსოლუტურად ცუდი ან კარგი, მავნე ან სასარგებლო ემოცია.
- გახსოვდეს ჯონატან სვიფტის გამონათქვამი: ”მიეცე რისხვას - ხშირად ტოლფასია იმისა,რომ სხვისი ბრალეულობის გამო შური იძიო საკუთარ თავზე.” აქციე ამ სიტყვების არსი ცხოვრების დევიზად და იგრძნობ მეტ სულიერ წონასწორობასა და ოპტიმიზმს.
- შენი ბედნიერი და მხიარული განწყობის საწინდარია - კარგი ურთიერთობა ადამიანებთან. სიკეთით და პატივისცემით მოექეცი გარშემო მყოფთ და ისინიც იგივე დამოკიდებულებას გამოამჟღავნებენ შენს მიმართ. ამ შემთხვევაში ცხოვრების გზაზე იშვიათად მოხვდები ვითარებაში, რომელიც ბადებს უარყოფით ემოციებს.
|