ნაბიჯი პირველი იყავი თვით კრიტიკული საკუთარი პიროვნების მიმართ იმისათვის რომ ”ზუსტად აიღო კოორდინატები დროში და სივრცეში”, მაგრამ ნუ შეაფასებ საკუთარ თავს და შესაძლებლობებს ძალიან დაბალ დონეზე. ხშირად გაიხსენე საკუთარი წარმატებები.
ნაბიჯი მეორე არასდროს არ ილაპარაკოთ საკუთარ თავზე ცუდად. განსაკუთრებით მოერიდეთ პიროვნული თვისებების უარყოფით შეფასებას, როგორიც არის ”უჭკუო”, ”უნიჭო”, ”უიღბლო”.
ნაბიჯი მესამე ზოგჯერ თავს მიეცით განტვირთვის უფლება, განმარტოვდით და ყური დაუგდეთ საკუთარ თავს,პირად აზრებს, დასაქმდით სასიამოვნო საქმიანობით და თქვენ უკეთ გაუგებთ საკუთარ თავს.
ნაბიჯი მეოთხე თქვენი ქმედება შეიძლება იმსახურებდეს ნებისმიერ შეფასებას. თუ საქმე გექნებათ კონსტრუქტიულ კრიტიკასთან, გამოიყენეთ ის თქვენ სასარგებლოთ, მაგრამ ნუ მისცემთ ყველას თქვენს მიმართ პიროვნული კრიტიკის უფლებას.
ნაბიჯი მეხუთე გახსოვდეთ, რომ ზოგი მარცხი - წარმატებაზე არანაკლებ ღირებულია, ვინაიდან ის მოგცემთ შესაძლებლობას მიუხვდეთ იმას, რომ თქვენ ისახავდით და მისდევდით ყალბ მიზნებს, რომლებიც არ იმსახურებენ ძალისხმევას და შესაძლოა გადაურჩით უფრო სერიოზულ უსიამოვნებას, |