მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    იცნობენ თუ არა უბნის ექიმებს ნანახია (7148) - ჯერ 12 ოქტომბერი 2009

    2009 წლის 7 სექტემბერს ახალციხის რაიონული პოლიკლინიკის დირექტორს თინათინ აბულაძეს წერილობით მივმართეთ. მიმართვაში ვითხოვდით შემდეგ ინფორმაციას: რამდენი სამედიცინო უბანია ქალაქ ახალციხეში ; რამდენი მედპერსონალი ემსახურება თითოეულ უბანს; ფასიანია თუ უფასო უბნის ექიმის მომსახურება და რა შემთხვევაში შეუძლია მოქალაქეს მიმართოს უბნის ექიმს. გარდა ამისა, წერილობით მიმართვაში ვთხოვდით, მოეწოდებინა ახალციხის ყველა უბნის ექიმის საკონტაქტო ინფორმაცია ( სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და რომელ უბანს ემსახურება) .

    იმ შემთხვევაში, თუ წერილობით მოთხოვნაზე პასუხის გაცემა არ მოითხოვს სხვა დასახლებული პუნქტიდან ან არქივიდან ინფორმაციის მოძიებას , სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფთან კონსულტაციას ან მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი დოკუმენტაციის მოძიებასა და დამუშავებას, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ. ხოლო თუ საჭიროა 10 -დღიანი ვადა, მაშინ ეს დაწესებულებამ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მიმართვის ავტორს. მას შემდეგ 35 დღე გავიდა, თუმცა პოლიკლინიკიდან არც 10 -დღიანი ვადის შესახებ უცნობებიათ და არც პასუხი მიგვიღია. როცა პოლიკლინიკაში წერილობითი მიმართვა დავტოვეთ, იმ შემთხვევაში, თუ წერილობით მოთხოვნაზე პასუხის გაცემა არ მოითხოვს სხვა დასახლებული პუნქტიდან ან არქივიდან ინფორმაციის მოძიებას , სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ გვითხრეს, რომ უბნის ექიმებზე ინფორმაციას ყველა ფლობს და საჭიროდ არ მიიჩნევენ, ეს ინფორმაცია გაზეთის საშუალებით გაავრცელონ. 9 ოქტომბერს, ამაო ლოდინის შემდეგ, პასუხზე რომ მივაკითხეთ, განგვიმარტეს, რომ დირექტორი არ იმყოფებოდა სამსახურში და როცა დაბრუნდებოდა, მაშინ მოგვცემდა მხოლოდ უბნის ექიმების საკონტაქტო ინფორმაციას. იმის გასარკვევად, ნამდვილად საჭირო იყო თუ არა ჩვენი ჩარევა, გადავწყვიტეთ, ქუჩის გამოკითხვა ჩაგვეტარებინა. ქუჩაში შემხვედრ სხვადასხვა ასაკისა და სოციალური ფენის მოქალაქეებს ვკითხეთ: იციან თუ არა უბნის ექიმების უფლება-მოვალეობებისა და ვინაობის შესახებ.  გამოკითხული ათი მოქალაქიდან კითხვაზე მხოლოდ სამი დადებითი პასუხი მივიღეთ. ამ პიროვნებებმა იციან უბნის ექიმის არსებობის შესახებ, თუმცა მათთვის უცნობია ექიმის ვინაობა და უფლება-მოვალეობები . "რა თქმა უნდა უნდა, ვიცი ვინც არის ჩვენი უბნის ექიმი, მაგრამ სახელი არ მახსოვს. ინფარქტი მაქვს გადატანილი და ამიტომ ხშირად მჭირდება მისი დახმარება. ხან ის მოდის და ხან, როცა შემიძლია , მე მივდივარ", - გვითხრა გამრეკელის ქუჩაზე მცხოვრებმა ნათელა იაძემ. მთვარისა ღამბაშიძე ცოტა ხანია, რაც ქალაქში გადმოვიდა საცხოვრებლად. ახლა 9 აპრილის ქუჩაზე ცხოვრობს, მანამდე კი სოფელში ცხოვრობდა, სადაც, ცხადია, სხვა უბნის ექიმი ემსახურებოდათ : "პატარა ბავშვები მყავს და ამიტომ უბნის ექიმთან აქტიურად ვთანამშრომლობ . ყოველთვის დროულად მახსენებს როდის უწევს აცრა". ხშირად სჭირდება უბნის ექიმის დახმარება პაატა ნათენაძის ქუჩაზე მცხოვრებ სარა ბერიძესაც: "სამი პენსიონერი ვცხოვრობთ , ამიტომ ექიმი ხშირად გვჭირდება და ამაში ჩვენი უბნის ექიმი გვეხმარება, თუმცა მისი სახელი არ ვიცი". უბნის ექიმებზე ინფორმაციას ძირითადად ხანდაზმულები, ან პატარა ბავშვების დედები ფლობენ. ნაკლებად ინფორმირებულები არიან ახალგაზრდები. "საიდან მეცოდინება?! ვინმე უნდა მოვიდეს, გააკეთოს აღწერა და დაგვიტოვოს კოორდინატები", - ამბობს ასპინძის ქუჩაზე მცხოვრები ახალგაზრდა გოგონა. უბნის ექიმის ვინაობა არც რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებმა ნაილი ჩადუნელმა იცის: "ნამდვილად არ ვიცი ვიცი, ჩვენი უბნის ექიმი ვინ არის. არც მათი მოვალეობების შესახებ ვიცი. ჩემთან არავინ მოსულა და არც ის უთქვამთ უთქვამთ, შენი უბნის ექიმი ეს არისო". უბნის ექიმის ვინაობა არც კოსტავას ქუჩაზე მცხოვრებლებმა იციან: : "არასოდეს დამჭირვებია უბნის ექიმი და არც მისი ვინაობა ვიცი", - ამბობს სილვა ბერცეივიჩი . ანალოგიური მდგომარეობაა გრიგოლ ხანძთელისა და შევჩენკოს ქუჩებზეც. "არ ვიცი, ვინ არის ჩვენი უბნის ექიმი, ბავშვი ყოველთვის ჩვენ თვითონ მიგვყავს ექიმთან", - გვითხრა შევჩენკოს ქუჩაზე მცხოვრებმა ქალბატონმა, რომელსაც ოჯახში პატარა ბავშვიც ჰყავს. პოლიკლინიკაში კი გვარწმუნებენ, რომ უბნის ექიმების შესახებ ყველამ ყველაფერი იცის.

    გაზეთი ”სამხრეთის კარიბჭე” # 257 12.10.2009  

    ავტორი :Adminstrator კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ხელოვნება/კულტურა ვცვლი ვყიდი ვიყიდი სხვა ფიზიკური კულტურა/სპორტი კურსები/ტრენინგები/სტაჟირება ტურიზმი/დასვენება/გართობა ვეძებ სპეციალისტს განათლება/სწავლება გავაჩუქებ ვარ სპეციალისტი სტიპენდიები ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა მომსახურება ტენდერები/გრანტები სასწავლო პროგრამები კონფერენციები/ღონისძიებები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024