მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     
    განათლება ნიდერლანდების სამეფოში 03 იანვარი 2010

    უმეტესი უცხოელის სტერეოტიპში ნიდერლანდები (ჰოლანდია) ეს ტიტების, უამრავი არხების, წისქვილებისა და ეროვნულ - ისტორიული ტრადიციის მქონე ხის ფეხსაცმლის ანუ კლომპის სამყაროა. სინამდვილეში კი ნიდერლანდები წარმატებული მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის, უმსხვილესი სავაჭრო პოტენციალის ქვეყანაა, რომელმაც მნიშვნელოვანი ღვაწლი შეიტანა მსოფლიოს სახვითი ხელოვნების, ლიტერატურისა და მეცნიერების საგანძურში.

    ნიდერლანდები - დასავლეთი ევროპის ქვეყანაა, რომელიც შეიქმნა 1648 წელს მიუპსტერის სამშვიდობო ხელშეკრულების შედეგად.1815 წლიდან ის გარდაიქმნა სამეფოთ და დღეს არის საკონსტიტუციო მონარქია. ქვეყნის შემადგენლობაში შემავალი ერთ-ერთი ნაწილის სახელწოდებით, მას ხშირად ჰოლანდიასაც უწოდებენ. (ნიდელანდები - დაბლობ მიწებს, ჰოლანდია კი - ტყიან   ქვეყანას ნიშნავს). სხვა პროვინციებისა ან საგრაფოების გარდა სამეფოს შემადგენლობაში აგრეთვე ვესტ ინდოეთის კუნძული არუბა და ნიდერლანდური ანტილიის კუნძულები შედიან.  

    ნიდერლანდები დიდი ჰუმანისტის და მწერლის ერაზმ როტერდამელის, გამოჩენილი ფილოსოფოსის სპინოზას, უდიდესი მხატვრების - რემბრანტის, ბოსხის, იან ვან ეიკის, ვან დერ ვაიდენის, მემლინგის და ჰალსის სამშობლოა.
     ნიდერლანდების დედაქალაქი ამსტერდამი მსოფლიოში ერთ - ერთი უმსხვილესი საფინანსო ცენტრი, მრავალრიცხოვანი რეგიონალური და გლობალური ეკონომიკური ორგანიზაციების განლაგების ადგილია. მოსახლეობის რიცხოვნობით მეორე ქალაქი როტტერდამი ევროპის უმსხვილესი პორტია. ჰააგა - ”მსოფლიოს იურიდიული დედაქალაქია”. ოთხმა საერთაშორისო სასამართლომ და ევროპოლმა ნიდერლანდებში დაიდეს ბინა.

    ქიმიის, ფიზიკის, მედიცინის, ეკონომიკისა და მშვიდობის დაცვის დარგებში მიღწევებისათვის ნიდერლანდიელებმა მიიღეს თხუთმეტი ნობელის პრემია.
    დღეს - ეს საკმაოდ მაღალი დონის განათლების სისტემის მქონე ქვეყანაა, რომელშიც მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ათასობით სტუდენტი ღებულობს ცხოვრებისა და კარიერისათვის საჭირო ხარისხიან ცოდნას.

    ნიდერლანდების განათლების სისტემა.
    ნიდერლანდების განათლების სისტემას ახასიათებს სწავლების პროგრამების მოქნილობა, მუდმივი სრულყოფა, თანამედროების მოთხოვნებთან შესატყვისობა და ყველა სასწავლო დაწესებულებაში თანაბრად მაღალი სტანდარტების დაცვა. ნიდერლანდების უმაღლესი განათლების სისტემა აგებულია ევროპული ინიციატივის ანუ ბოლონიის დეკლარაციის შესაბამისად. ამ ქვეყნის უნივერსიტეტების დიპლომები სარგებლობენ დამსახურებული აღიარებით მთელ მსოფლიოში.

    უმაღლესი განათლება.
    ნიდერლანდების უმაღლესი განათლება დიდ ისტორიულ ტრადიციებზეა დაფუძნებული. პირველი უნივერსიტეტი 1575 წელს დაარსდა ქ. ლეიდენში.
    ნიდერლანდებში სამი ტიპის უმაღლესი განათლების სასწავლო დაწესებულებაა:
    უნივერსიტეტი, პოლიტექნიკური უმაღლესი სასწავლებელი და საერთაშორისო განათლების ინსტიტუტები.

    უნივერსიტეტები (universiteiten), რომლებიც სპეციალიზირებული არიან ჰუმანიტარულ მეცნიერებზე და სამეცნიერო კვლევებზე. მათი კურსდამთავრებულები მუშაობენ სამეცნიერო-კვლევით სტრუქტურებში. ნიდერლანდების 14 უნივერსიტეტიდან სამი (დელფტის, ტვენტისა და ეინდხოვენის) სპეციალიზირებულია ინჟინრულ დისციპლინებზე.


    პოლიტექნიკური უმაღლესი სასწავლებელი (hogescholen) ამზადებენ ეკონომიკის სხვა და სხვა დარგების ფართო პროფილის სპეციალისტებს. ანალოგიისათვის შეიძლება შევადაროთ გერმანიის Fachhochschulen ან საფრანგეთის Ecoles des Commerces და Ecoles d'Ingenieurs

    საერთაშორისო განათლების ინსტიტუტები (Institutes of International Education - IE)
    ამ სახის სასწავლო დაწესებულებები შექმნეს 1950 წელს და ისინი ემსახურებიან უცხოელ სტუდენტებს. დღეს ფუნქციონირებს 15 ინსტიტუტი, რომელიც უცხოელ სტუდენტებს სთავაზობს 500 სასწავლო კურსს და პროგრამას.
    უცხოელ სტუდენტებს შეუძლიათ გაიარონ სწავლების კურსი ერთ-ერთ ნიდერლანდურ უნივერსიტეტში ან პოლიტექნიკურ უმაღლეს სასწავლებელში, ოღონდ ამისათვის საჭიროა ჰოლანდიური ენის მაღალი ცოდნა. საერთაშორისო განათლების ინსტიტუტებში კი სწავლა ხორციელდება ინგლისურ ენაზე და ასწავლიან მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნიდან ჩამოსული მასწავლებლები.
    ყოველწლიურად საერთაშორისო განათლების ინსტიტუტებში სწავლობს 13000 უცხოელი. IE პროგრამები პირობითად შეიძლება დაიყოს ხუთ ჯგუფად: მეცნიერება და ტექნოლოგიები, გარემო და ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა და ბუნებრივი რესურსები, ეკონომიკა და მართვა, საზოგადოება. პროგრამები შეიძლება იყოს რამდენიმე კვირიდან - ოთხ წლამდე ხანგრძლიობის. სწავლის უმეტესი კურსი სრულდება დიპლომით PhD. ინგლისურ ენაზე შესასწავლი სპეციალობებიდან ყველაზე პოპულარული და გავრცელებულია სამართალი, სასტუმროს მენეჯმენტი და МВА.

    სწავლის ხანგრძლიობა.
    უნივერსიტეტებში და სხვა სასწავლო დაწესებულებებში სწავლა იყოფა ორ პერიოდად: პირველი, ბაკალავრიატი - 3 წლიანია და სრულდება შესაბამისი ხარისხის გამოცდით; მეორე, მასტერის წოდების მისაღებად, 1 -2 წელი შესატყვისი გამოცდის ჩაბარებით. სწავლის ხანგრძლიობა აგრეთვე იხილეთ გვემოთ საგანმანათლებლო პროგრამებში.

    სწავლების ენა
    უნივერსიტეტში ან პოლიტექნიკურ უმაღლეს სასწავლებელში სწავლისათვის საჭიროა ნიდერლანდური ენის მაღალი ცოდნა. ნიდერლანდური ენა - მშობლიური ენაა 22 მილიონ ჰოლანდიელისა და ფლამანდიელისათვის ბელგიაში და ჩრდილოეთ საფრანგეთში. ნიდერლანდურ ენას ასწავლიან მსოფლიოს 250 უნივერსიტეტში. საერთაშორისო განათლების ინსტიტუტებში მოითხოვენ ინგლისური ენის ცოდნის კარგდონეს. მთელი რიგი პროგრამებისთვის აუცილებელია TOEFL - ის გამოცდაზე არანაკლებ 550 ქულის მიღება.

    საგანმანათლებლო პროგრამები:
    Regular Study Programmes – სრული სადიპლომო პროგრამები (4-5 წელი) უნივერსიტეტებში ნიდერლანდურ, იშვიათად ინგლისურ ენაზე, doctorandus ხარისხის მიღებით (მაგისტრის ექვივალენტი). უნივერსიტეტები სთავაზობენ მოსამზადებელ ენობრივ პროგრამებს.

    Undergraduate Certificate Programmes – 3 თვიდან - ერთ წლამდე ხანგრძლიობის სპეციალიზებული ინგლისურ ენოვანი საუნივერსიტეტო პროგრამებია სხვა და სხვა დონის აკადემიური მომზადების მქონე სტუდენტებისთვის, რომელთა დასრულების შედეგად სტუდენტი ღებულობს სერტიფიკატს.

    Bachelors Programmes – უნივერსიტეტებში - სამ, ხოლო პროფესიულ ინსტიტუტებში - 4 წლიანი საბაკალავრო ინგლისურ ენოვანი პროგრამები ცალკეულ დისციპლინებში.

    Master Programmes – უნივერსიტეტების, პოლიტექნიკური უმაღლესი სასწავლებლებისა და საერთაშორისო განათლების ინსტიტუტების 1 - 2 წლიანი ინგლისურ ენოვანი პროგრამები დიპლომირებული სპეციალისტებისათვის, მაგისტრის ხარისხის მინიჭებით.

    Advanced Master Programmes –   1 წლიანი ინგლისურ ენოვანი საუნივერსიტეტო პროგრამები სპეციალობით მუშაობის მცირე სტაჟის მქონე მაგისტრებისათვის შემდგომი სამაგისტრო ხარისხის მისაღებად.

    Postgraduate Certificate Programmes – უნივერსიტეტებისა და საერთაშორისო განათლების ინსტიტუტების ერთ წლიანი ვიწრო სპეციალიზებული პროგრამები სპეციალისტებისთვის, რომლებსაც სურთ კვალიფიკაციის ამაღლება. დასრულებისას გაიცემა სერტიფიკატი.

    Doctorate (PhD) Programmes – სადოქტორო დისერტაციაზე სამეცნიერო მუშაობის პროგრამა სპეციალისტებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ მაგისტრის საერთაშორისო ხარისხი. ხანგრძლიობა - 4 წელი.

    Сourses –   სხვა და სხვა სახის, მ.შ. საზაფხულო საერთაშორისო ინგლისურ ენოვანი საერთაშორისო კურსები სტუდენტებისათვის.

    MBA (Master of Business Administration) – ძალიან პრესტიჟული პროგრამა სპეციალისტებისათვის, რომელსაც ნიდერლანდებში ახორციელებს 17 MBA სკოლა.

    სწავლის ღირებულება
    უცხოელი (არა ევროკავშირის ქვეყნების) სტუდენტებისათვის:
    •       საბაკალავრო პროგრამით სწავლის ღირებულება უნივერსიტეტში ვარირებს 3500 – 7000 ევრომდე წელიწადში;
    •       სამაგისტრო პროგრამით სწავლა 7,000 - 10,000 ევრომდე წელიწადში.

    საცხოვრებელი
    ნიდერლანდებში არ არის ბევრი სტუდენტური ქალაქი (კამპუსი). ამას ხსნიან იმით, რომ სტუდენტები წარმოადგენენ საზოგადოების ნაწილს და ამიტომ არა რაციონალურია მათი იზოლირება. სინამდვილეში კი შესაძლოა იმის გამო, რომ მცირე მიწიან ქვეყანას უჭირს სტუდენტური ქალაქებისთვის დიდი ფართობების გამოყოფა. ნებისმიერ შემთხვევაში სწავლის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ ეს ფაქტორი და კერძო ბინებში ეძებონ დაბინავების ხელსაყრელი შესაძლებლობები.

    მუშაობა სწავლის პერიოდში
    ნიდერლანდების საიმიგრაციო კანონმდებლობა უცხოელ სტუდენტებს აძლევს დროებითი მუშაობის უფლებას და განსაზღვრავს მის ხანგრძლიობას: სეზონური სამუშაოების პერიოდში (ივნისი, ივლისი, აგვისტო) - სრული სამუშაო დღე, ხოლო სასწავლო წლის განმავლობაში - კვირაში არაუმეტეს 10 საათისა. დასაქმებისათვის საჭიროა შესაბამისი ნებართვა, რომელიც გაიცემა დამსაქმებლის ან დასაქმების სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე მართვის ადგილობრივი ორგანოს მიერ. სამუშაოს მოძებნა შეიძლება ადგილობრივი პრესის ან ინტერნეტის მეშვეობით.

    ცხოვრების ღირებულება.
    საცხოვრებელი ბინის, კვებისა და დაზღვევის მინიმალურმა ღირებულებამ, ოფიციალური ინსტანციების გაანგარიშებით, დაახლოებით შეიძლება შეადგინოს 9100 ევრო წელიწადში (760 - თვეში).
    ანუ სწავლისა და ცხოვრების ღირებულებამ წელიწადში, ისევ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, შეიძლება შეადგინოს:
    საბაკალავრო პროგრამით სწავლის შემთხვევაში - 14 – 16 ათასი ევრო;
    სამაგისტრო პროგრამით - 15 – 19 ათასი ევრო.  

    სტიპენდიები და გრანტები
    ნიდერლანდების მთავრობა და თვით უნივერსიტეტები დახმარებას უწევენ უცხოელ სტუდენტებს და ამ მიზნით სთავაზობს ორი სახის სტიპენდიას:
    გრანტები, რომლებიც სრულად ფარავენ სწავლის ღირებულებას, განსაკუთრებულად ნიჭიერი პრეტენდენტებისთვის, (მაგალითად სტიპენდია Huygens).
    ზოგი უნივერსიტეტიც (Research Universities) გამოყოფს ნიჭიერი სტუდენტებისთვის ამ სახის სტიპენდიას. მაგალითად University of Twente და TU Delft.  
    გრანტები, რომლებიც ვარირებენ 500 – 5500 ევრომდე და ნაწილობრივ ფარავენ სწავლის ღირებულებას, როგორც საბაკალავრო, აგრეთვე სამაგისტრო პროგრამებით. უმეტეს წილად ამ სახის სტიპენდიებს გამოყოფენ გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტები. მაგალითად:      

    NHTV Breda University,
    Han University,
    Fontys University.
    InHolland University
    Wittenborg Business School
    ხშირად აკადემიური უნივერსიტეტები ( Research Universities) სამაგისტრო პროგრამებისათვის გამოყოფენ სტიპენდიებს, რომლებიც ფარავენ სწავლისა და ცხოვრების ღირებულების 75%.

    სასწავლო დაწესებულებების, პროგრამებისა და სხვა საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ მისამართებზე:


    www.justlanded.com/english/netherlands
    www.vrom.nl
    www.eurogates.nl
    www.nuffic.nl/international-students/about-holland
    www.nuffic.nl /
    www.infoplease.com
    www.uu.nl                                          

    ავტორი :Adminstrator

    გაზიარება
       
     
    საკვანძო სიტყვები  
    საბირჟო საქმე არქიტექტურა გეოგრაფია ისტორია სხვა სამართალი ფიზკულტურა და სპორტი კულტურა და ხელონება ლოგისტიკა პედაგოგიკა საბანკო საქმე მეტალურგია ტრანსპრტი გეოდეზია ქიმია მენეჯმენტი მარკეტინგი და რეკლამა ინფორმატიკა ზოოლოგია კულტუროლოგია პროგრამირება ტურიზმი საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია მასმედია ლოგიკა ტექნოლოგია მუსიკა ფილოსოფია ბიოლოგია საბაჟო სისტემა ფსიქოლოგია სოფლის მეურნეობა მიფოლოგია კულინარია ინვესტიციები რელიგია ფინანსები და კრედიტი გადასახადები ჟურნალისტიკა ასტრონომია ვეტერინარია ფიზიკა პოლიტოლოგია მართვა მეცნიერება და ტექნიკა მეწარმეობა სახელმწიფო მოწყობა და მართვა სოციოლოგია ელექტრონიკა ეკონომიკა სტატისტიკა გეოპოლიტიკა ეკოლოგია ბუღალტერია და აუდიტი საერთაშორისო ურთიერთობები სექსოლოგია ავიაცია მშობლიური ენა და ლიტერატურა კრიმინალისტიკა ჟურნალისტიკა და PR გეოლოგია მრეწველობა, წარმოება დაზღვევა უცხოური ლიტერატურა მათემატიკა მედიცინა, ჯანმთელობა უცხო ენები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024