მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

    თვითოეულ ჩვენთაგანს გააჩნია მრავალნაირი პრობლემები და არ დავკვირვებივართ იმას, რომ ისინი აწუხებენ სხვებსაც. ამიტომ ყველანი ცალ-ცალკე ვეძებთ   მათ გადაწყვეტის გზებს. მიიღეთ სპეციალისტების რჩევა პრობლემათა დაძლევის თაობაზე.


                                                           

    საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში იწყება მობილობის პროცესი ნანახია (23639) - ჯერ 13 თებერვალი 2010

    სასარგებლო ინფორმაცია:
    სტუდენტებისთვის - ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის თაობაზე;
    უმაღლეს სასწავლებლებისთვის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შესახებ.


    2010 წლის 10 თებერვალს გამოქვეყნდა   სსიპ - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დირექტორის №9 ბრძანება ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესით გათვალისწინებული ვადების დადგენის შესახებ”.
    აღნიშნული ბრძანების შესაბამისად:

    •       მობილობით სხვა სასწავლებელში გადასვლის მსურველი პირი ვალდებულია 2010 წლის 16 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით   გაიაროს რეგისტრაცია       განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე;

    •       უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2010 წლის 10 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით.
    მობილობით წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების ცენტრში წარმოდგენის ვადაა - 2010 წლის 23 თებერვლიდან 26 თებერვლის ჩათვლით.
    ცენტრში წარმოსადგენია მხოლოდ იმ პირთა გადაყვანის წესით ჩარიცხვის შესახებ სრული დოკუმენტაცია, რომლებმაც სტუდენტის სტატუსი მოიპოვეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ან სამაგისტრო გამოცდების გარეშე.

    მობილობის პროცედურა

    1. რა ვადაში უნდა დავრეგისტრირდე მობილობის მსურველად? მობილობის უფლების მოპოვებისათვის თქვენ უნდა გაიაროთ ელექტრონული რეგისტრაცია 2010 წლის 1 ივლისიდან 30 ივლისამდე. 2. ვის აქვს ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის უფლება? სტუდენტს, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა კანონმდებლობით დადგენილი წესით და დარეგისტრირებულია სტუდენტების რეესტრში. 3. ელექტრონულ პორტალს რეგისტრაციის დროს გამოაქვს შეტყობინება შეცდომის თაობაზე ? თუ სტუდენტი არ არის რეესტრში დარეგისტრირებული, მობილობის განსახორციელებლად უნდა მიმართოს იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც სწავლობს (საიდანაც გაირიცხა/ამოირიცხა) და მოითხოვოს რეესტრში დაფიქსირება. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც სტუდენტი ირიცხება, აღარ არსებობს (ლიკვიდირებულია), მობილობის მსურველთა რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე სტუდენტმა რეესტრში რეგისტრაციისათვის უნდა მიმართოს აკრედიტაციის ცენტრს. ამ შემთხვევაში აუცილებელია პირადი საქმის (ატესტატი, ჩარიცხვის ბრძანება, აკადემიური ცნობა ან კურსიდან კურსზე გადაყვანისა და ამორიცხვის ბრძანებათა ასლები) ცენტრში წარმოდგენა. 4. როგორ განვახორციელო ელექტრონულ პორტალზე მობილობის მსურველად რეგისტრაცია? ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია ხდება სტუდენტის თერთმეტნიშნა პირადი ნომრით. პირადი ნომრის სწორად შეტანის შემთხვევაში, პორტალი ავტომატურად გამოიტანს სტუდენტის შესახებ რეესტრში არსებულ მონაცემებს. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის შესახებ რეესტრში ასახულ მონაცემებში უზუსტობას აღმოაჩენთ, მიმართეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელშიც ირიცხებით. 5. როგორ დავარეგისტრირო ჩემი არჩევანი? განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ რეგისტრირებული ადგილები ფაკულტეტების ან/და საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით. მობილობის მსურველს უფლება აქვს, აირჩიოს არა უმეტეს 5 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ფაკულტეტი ან საგანმანათლებლო პროგრამა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების/პროგრამების არჩევანის რეგისტრაციისას ყურადღება მიაქციეთ მათ თანამიმდევრობას - რამდენიმე პროგრამაზე მობილობის განხორციელების უფლების მიღების შემთხვევაში, პრიორიტეტი მიენიჭება სტუდენტის მიერ პირველი ნომრით რეგისტრირებულ არჩევანს. 6. რომელ პროგრამებზე შემიძლია მობილობა? პროგრამის რეგისტრაციისას აირჩიეთ იმავე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა (ბაკალავრმა - ბაკალავრიატის პროგრამა, მაგისტრანტმა - მაგისტრატურის და ა.შ.). დასაშვებია მობილობა სამედიცინო/სავეტერინარო განათლების პროგრამიდან ბაკალავრიატის პროგრამაზე, და პირიქით, ასევე ბაკალავრიატის პროგრამიდან პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე. 7. როგორ დავადგინო, მოვიპოვებ თუ არა ამა თუ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მობილობის უფლებას? სტუდენტების რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ პორტალზე გამოქვეყნდება იმ პირთა სია, რომლებმაც მოიპოვეს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მობილობის უფლება. გახსოვდეთ! - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები, მასთან, სტუდენტების ჩარიცხვასთან დაკავშირებით (შიდა გამოცდა, შემოქმედებითი ტური, გასაუბრება და ა.შ). ასეთ შემთხვევაში, ამ დაწესებულებაში მობილობის უფლების მოპოვებისათვის მოგეთხოვებათ საუნივერსიტეტო გამოცდის წარმატებით გადალახვა. საუნივერსიტეტო გამოცდის არსებობა აისახება ელექტრონულ პორტალზე, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის შენიშვნების გრაფაში. 8. როგორ ჩავირიცხო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მობილობის საფუძველზე? იმ შემთხვევაში, თუ , ელექტრონული პორტალის მონაცემების შესაბამისად, სტუდენტმა მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება, მან განცხადებით უნდა მიმართოს დაწესებულებას და წარადგინოს პირადი საქმის ასლი.

    წყარო: განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი

    ავტორი :Adminstrator კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ეკონომიკა პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი გეოგრაფია დასაქმება და კარიერა განათლება საქართველოში და მსოფლიოში ფიზიკა პრესა განათლების შესახებ სოციოლოგია, პოლიტოლოგია ჟურნალისტიკა, PR ქიმია მშობლიური ენა და ლიტერატურა ბავშვის მოვლა და აღზრდა გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული მათემატიკა ფინანსები სხვა გართობა და თამაშები ბუნება, ეკოლოგია ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი კინო და მუსიკა ოჯახი, მშობლები და ბავშვი მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია ხელოვნება და კულტურა სიახლე განათლების სფეროში სპორტი და ექსტრიმი ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა ბიოლოგია მოდა და დიზაინი ფსიქოლოგია სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება აბიტურიენტი და გამოცდები სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება საგანმანათლებლო დაწესებულება უცხო ენები რელიგია სკოლა და მოსწავლე იურისპრუდენცია განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024