ტიმოტი ლირიმ (ინგლ.Timothy Leary; 22 ოქტომბერი - 31 მაისი 1996) განათლება მიიღო ალაბამის და ბერკლის უნივერსიტეტებში. 1960 წლიდან ასწავლიდა ჰარვარდში. შექმნა ფსიქოდიაგნოსტიკური მეთოდიკა - ”ლირის პიროვნებათა შორის ურთიერთობების ტესტი”, რომელიც ცნობილია ფსიქოლოგებში და აქტიურად გამოიყენება ა.შ.შ. სპეცსამსახურების მიერ. სკანდალური პოპულარობას მიაღწია ადამიანის ფსიქიკაზე და ნერვულ სისტემაზე ფსიქოდელიკური პრეპარატების ზეგავლენის კვლევის შედეგად. ამ კვლევებს მან შესწირა საკუთარი პროფესიონალური კარიერა და აკადემიური მეცნიერის რეპუტაცია. ტიმოტი ლირი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ”ჰიპების” მოძრაობის დროს. მას მრავალ ჯერ ჰქონდა ძალზე სერიოზული გართულებები კანონთან და ხელისუფლებასთან. ერთ-ერთი ამ სახის ეპიზოდის შემდეგ მან განაცხადა, რომ კენჭს იყრის კალიფორნიის გუბერნატორის თანამდებობაზე, ამით გამოწვევა განუცხადა სხვა პრეტენდენტს - რონალდ რეიგანს. ტ.ლირის წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა ლოზუნგით: ”შეიკრიბეთ და მოვაწყოთ წვეულება” (ინგლ."Come together, join the party"). 80-ან წლებში ტ.ლირი გატაცებული იყო კომპიუტერებით და შექმნა რიგი პროგრამული პროდუქტი. მძიმედ ავადმყოფი, მომაკვდავი ტ.ლირის თხოვნით მისი გარდაცვალების პროცესი ჩაწერილი იყო ვიდეოზე. უკანასკნელი ფრაზა, რომელიც წარმოთქვა მან სიკვდილის წინ იყო: ”რატომაც არა?” (ტიმოტი ლირი: ”ცდუნება მომავლით”). ცნობილი ამერიკული Progressive Rock ჯგუფი ” Tool” კონცერტებზე სიმღერის ” Third Eye” შესრულების დროს იყენებს ტ.ლირის გამოსვლის ჩანაწერს, რომელიც იწყება სიტყვებით "Think for yourself, question authorities..."
დიდი აღიარებისა და ხშირად სკანდალური პოპულარობის მქონე ამერიკელი ფსიქოლოგის ტიმოტი ლირის ტესტი (ეგრეთ წოდებული ლირის კითხვარი) ჩატარების მოხერხებულობითა და ინფორმატიულობით საყოველთაოდ არის ცნობილი. ტესტის მოხერხებულობა გამოიხატება იმაში, რომ მისი საშუალებით შეგიძლიათ შეაფასოთ როგორც საკუთარი თავი, აგრეთვე სხვა ადამიანიც. ჯერ გამოსცადეთ თვითონ: შეაფასეთ საკუთარი თავი, შემდეგ კი სთხოვეთ ახლობელს, რომ მან შეგაფასოთ თქვენ. ტესტი შესდგება 128 კითხვისგან, რომლებიც ავტორმა დაყო 8 დამოუკიდებელ, მაგრამ დაკავშირებულ ნაწილად (ოქტანტად). სრული სურათის მისაღებად უნდა გაიაროთ ყველა ოქტანტა და შეაჯამოთ მათი შედეგები. ეს ტესტი შეიძლება იყოს გამოყენებული პიროვნებათა შორის ურთიერთობათა დიაგნოსტიკისთვის და მას გააჩნია სხვა ინტერპრეტაციებიც, რომელთა განხილვა შეიძლება გავაგრძელოთ შემდგომში, თუ ეს გამოიწვევს თქვენს ინტერესს.
I ოქტანტა (16 კითხვა): მბრძანებლურობა - ლიდერობა.
II ოქტანტა (16 კითხვა): დამოუკიდებლობა - დომინირება.
III ოქტანტა (16 კითხვა): პირუთვნელობა - აგრესიულობა.
IV
ოქტანტა (16 კითხვა): უნდობლობა - სკეპტიციზმი.
V
ოქტანტა (16 კითხვა): მორჩილება - მორიდებულობა.
VI
ოქტანტა (16 კითხვა): დამოკიდებულება (შეპირობება) - მორჩილება.
VII
ოქტანტა (16 კითხვა): თანამშრომლობა - შემთანხმებლობა.
VIII
ოქტანტა (16 კითხვა): პასუხისმგებლობა - დიდსულოვნება. |