მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    სიახლეები საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში ნანახია (20161) - ჯერ 28 ნოემბერი 2010

    ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა მუშაობა დაასრულა 2011-2016 წლების ეროვნულ სასწავლო გეგმაზე. გეგმის შემუშავებაზე ცენტრის ექსპერტებთან ერთად, მოწვეული ექსპერტები - აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოქმედი პედაგოგებიც მუშაობდნენ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სწავლა-სწავლების მდგრადობისთვის სასწავლო გეგმა მინიმუმ 5 წლის განმავლობაში არ შეიცვლება.

    როგორც ცენტრში აცხადებენ, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მთავარი დანიშნულებაა მოსწავლეებს მისცეს ცოდნა, დაეხმაროს უნარ-ჩვევების, ღირებულებებისა და დამოკიდებულებების გამომუშავებაში, პიროვნებად ჩამოყალიბებაში, რომელსაც ანალიზისა და ლოგიკური მსჯელობის უნარი ექნება.

    ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ყურადღება გამახვილებულია საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ახლებურად ორგანიზებაზე. ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაძლიერება კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

    მათივე თქმით, საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების მიზანია - გააცნოს მოსწავლე   მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს  კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს შეიცნოს და გაითავისოს სამყარო, ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და  გარემოს მიმართ.

    მომავალ თაობებში მეცნიერების პოპულარიზაციის და ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების გაძლიერებულად შესწავლის მიზნით ხორციელდება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები -  მიმდინარეობს სკოლების ეტაპობრივი აღჭურვა ლაბორატორიებით (პროგრამა ”აინშტაინის” ფარგლებში), სადაც მოსწავლეები თავად ატარებენ ცდებს, კვლევებს და სხვა პრაქტიკულ სამუშაოებს. სწავლების პროცესში აქტიურად გამოიყენება ასევე ვირტუალური ლაბორატორიებიც, რაც წარმოადგენს დამატებით სასწავლო რესურსს მოსწავლეებისთვის. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ ტრენინგები ჩაუტარდა ქიმიის, ფიზიკისა და მათემატიკის 150 მასწავლებელს როგორც თბილისის, ასევე რეგიონების 50 საპილოტე სკოლიდან. ცენტრის ექსპერტების მიერ გადამზადებული პედაგოგები თავიანთ სკოლებში  საგნების სწავლების თანამედროვე მეთოდს გამოიყენებენ. სკოლებში პროგრამის დანერგვა და მისი სასწავლო პროცესში აქტიურად გამოყენება მასწავლებლებს  სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების უკეთ მიღწევაში დაეხმარება.

    2011-2016 წლების ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით გაიზარდა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების წლების რაოდენობა. ამ საგნების სწავლება პირველივე კლასიდან იწყება. I-VI კლასებში, საგნის დაწყებით საფეხურზე შეისწავლება საგანი ”ბუნებისმეტყველება”, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები მიიღებენ ცოდნას გეოგრაფიის, ასტრონომიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის და სამოქალაქო განათლების ზოგად საკითხებზე. სწავლების მეორე - საბაზო საფეხურზე - VII-კლასელი მოსწავლეები ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის საფუძვლების ზოგად კურსს გაივლიან, VIII კლასიდან კი (XI კლასის ჩათვლით) ბიოლოგიას, ქიმიას და ფიზიკას უკვე დამოუკიდებელ საგნებად შეისწავლიან.

    საშუალო  საფეხურზე მოსწავლეს შესაძლებლობა ექნება სურვილის მიხედვით აირჩიოს ერთი ან რამდენიმე კურსი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შემდეგი არჩევითი კურსებიდან: სამედიცინო  ბიოლოგია და ჯანმრთელობა, შესავალი თანამედროვე ფიზიკაში, გარემო და მდგრადი განვითარება, ქიმიური ტექნოლოგიები, ასტრონომია.  

    საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებაში დაინერგა ახალი მიმართულება - მეცნიერული კვლევა-ძიება, რომლის საშუალებითაც მოსწავლეს თავად შეეძლება კვლევითი პროცედურის და მისი ეტაპების განხორციელება, მონაცემების აღრიცხვა, მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით, მათი ანალიზი და შეფასება.

    XII კლასში მოსწავლეები შესწავლილ მასალას ”აბიტურის” პროგრამის ფარგლებში  გაიმეორებენ, რაც დაეხმარება მათ როგორც ზოგადი ცოდნის განმტკიცებასა და გაღრმავებაში, ასევე სკოლის დამამთავრებელი გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში.

    ”თითოეული საგანი, თითოეული საგნობრივი სტანდარტი ემსახურება ერთ გენერალურ მიზანს - მოაზროვნე, სამოქალაქო განათლებისა და შეგნების მქონე ინდივიდის აღზრდას, რომელიც პატივს სცემს სამშობლოს, ადამიანებს, საზოგადოებას და აქვს თვითრეალიზაციის საშუალებები, ანუ ყველა საგანი კომპლექსურად ემსახურება ასეთი მოქალაქის აღზრდას, - ამბობს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე, - ერთ-ერთი  მთავარი ფაქტორი, რომელზეც დამოკიდებულია შედეგი  - ხარისხიანი სასწავლო პროგრამებია. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა კი საკმაოდ რეალისტურია, შექმნილია თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით და მოსწავლეთა საჭიროებებზეა მორგებული”.

    წყარო:  http://www.onlinenews.ge

    ავტორი :Adminstrator კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    გამოცემები საბავშვო მაღაზიები სპორტული სკოლები, სტუდიები ხელოვნების სკოლები, სტუდიები განათლება საზღვარგარეთ კომპიუტერული ტექნიკა დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) უცხო ენები სახელმძღვანელოები სამეცნიერო პორტალები ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები უმაღლესი სასწავლებელი არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) ბიბლიოთეკები პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები საგანმანათლებლო რესურსები ავტოსკოლები წიგნების მაღაზიები საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა პედაგოგები რეპეტიტორები კოლეჯი სადღესასწაულო ცენტრები სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024