მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    ფსიქოთერაპია (ადლერის მიხედვით) ნანახია (14739) - ჯერ 15 დეკემბერი 2011

    განმარტება

    ფსიქოთერაპია– არის შესწავლის პროცესი, რომელიც შედგება ოთხი ფაზისგან:
    1)  მეგობრულისა და ფორმალური ურთიერთობის თანასწორობის დადგენა,
    2) პაციენტის ცხოვრების წესის, მისი მიზნების, თანდაყოლილი ლოგიკის ანალიზი ან ამოცნობა,
    3) ინტერპრეტაცია, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს უკეთ გაიცნოს საკუთარი თავი; განსაზღვროს მიზნები, რაც მის აზრებზე, გრძნობებსა და ქცევაზე აღიბეჭდება.
    4) პაციენტის რეორიენტაცია და გადამზადება, ფსიქოთერაპევტი ეხმარება კლიენტს შეცვალოს ცხოვრებისეული მიზნები, თავიდან აიცილოს ძირითადი შეცდომები, გააღვივოს საკუთარ თავში რწმენა, ეხმარება საზოგადოებაში ფუნცქიონირების, სოციალური გრძნობებისა და სოციალურ ინტერესის გაზრდაში და ასევე პაციენტის სიმპტომების აღმოფხვრაში.

    მოკლე აღწერა
    ფსიქოთერაპია ადლერის მიხედვით, განსხვავდება სხვა სახის ფსიქოთერაპიისგან,   ფსიქოთერაპიული ურთიერთობის ბუნებით, ფორმით და პიროვნების შეფასების შინაარსით (რომელიც ცხოვრების წესის ანალიზით ხორციელდება.), ყურადღებით, რომელიც ეთმობა პაციენტის ცხოვრების წესის სოციალურ შედეგებს; ასევე, პაციენტის ორიენტაციის შესაცვლელად   და სოციალურ სფეროში გადამზადებისთვის გამოყენებული მეთოდის ეკლეკტურობით. ფსიქოთერაპიის ამ მიმართულებას, საფუძვლად უდევს ადლერის მიერ შემუშავებული ინდივიდუალური ფსიქოლოგიის თეორია.
    ინდივიდუალური ფსიქოლოგია შეიძლება შეფასდეს, როგორც „ჰოლისტური, ფენომენოლოგიური, თელეოლოგიური. თეორიულ–დარგული და სოციალურ–ორიენტირების მიდგომა, რომლის დროსაც ყოველი ადამიანი ითვლება უნიკალურ, მისწრაფებებისას თანმიმდევრულ, აქტიურ და ხელოვან(ცხოვრების წესი), დინამიკურ სისტემურ მოტივაციისთვის ღია (სწრაფვა სუბიექტურ წარმატების მიღწევისკენ) და სოციალური ცხოვრების პოტენციალის (სოციალური ინტერესების) თანდაყოლილ  არსებად.
    ამგვარად,   ფსიქოთერაპიულ ურთიერთობაში ხაზი ესმება მონაწილეთა თანასწორობას. ეს კეთდება იმისთვის, რათა ვაჩვენოთ და აღმოვფხვრათ კლიენტისთვის სპეციფიკური, არასრულფასოვნება– უპირატესობისა და სოციალურობის (სწრაფვა ეკუთვნოდე, შეესაბამებოდე რაღაცას)   პრობლემები. ინდივიდუალური ფსიქოლოგიის მიზანი არის სოციალური მიზნებისა და კლიენტის ქცევის განვითარება. ფსიქოთერაპევტი და კლიენტი არიან პირისპირ, ხოლო ფსიქოთერაპიის პროცესი მოიცავს სწავლებას, რომელშიც მონაწილეობს 2 ექსპერტი: კლიენტი, რომელიც ექსპერტია იმ საკითხებში, რომელიც თავად მას ეხება და ფსიქოთერაპევტი– ექსპერტი, რომელიც კლიენტს ეხმარება თეორიის კითხვით დასმითა   და ხაზის გასმით იმის მნიშველობაზე, რასაც „სოციალურ ინტერესს“ ვუწოდებთ.
    ფსიქოთერაპიაში, ადლერის მიხედვით, ანალიზი ან ადამიანის შეფასება ხდება კლიენტის კვლევით, რომელშიც ძირითადი ყურადღება ექცევა ცხოვრების წესს.  ეს მეთოდი მთლიანად შეესაბამება „აღწერის“ ქვეთავში მოცემულ დებულებებს. კლიენტის ცხოვრების სტილის შეფასება საშუალებას გვაძლებს დავინახოთ მისი მიზნები. ნათელი ხდება, თუ როგორ ჩამოაყალიბა კლიენტმა ეს მიზნები ოჯახში, რომლისგანაც ის მოდის, და როგორ შეიძლება ამ მიზნების ინტერპრეტაცია, ოჯახურ კონსტელაციის, პაციენტის მოგონებების, რომელიც უკავშირდება ღრმა ბავშვობას და ასევე სიზმართა ანალიზის საფუძველზე.   ეს ყოველივე, ერთად, წარმოადგენს ცხოვრების სტილის ანალიზის ბირთვს.  ცხოვრების სტილის ანალიზი აჩვენებს ინდივიდის მიზნების ცხოვრების განმავლობაში მუდმივობას სოციალურ სიტუაციებში, ასევე შეცდომებს, გაზვიადებასა და უკიდურესობას, ამ მიზნების თანდაყოლილობას, კლიენტი როგორ იგებს მათ და ა.შ. დასახული მიზნები და მასთან დაკავშირებული ქცევა შეიძლება შემდეგ განიხილოს დისფუნქციის, სოციალური ცხოვრების საღი აზრის შეუსაბამობის, სოციალური თანასწორობის გაგებისა და სოციალური ინტერესის თვალსაზრისით.  
    ამ ანალიზის   „ინდივიდუალური რეგულირება“ ხდება დისკუსიით, მანამ სანამ ფსიქოთერაპევტი და კლიენტი არ მიაღწევენ შეთანხმებას,   და შემდეგ იწყება ინტერპრეტაციის პროცესი. კლიენტი თანდათანობით იგებს საკუთარ ცხოვრების სტილსა და მიზნებს–აზრებში, გრძნობებსა და მოქმედებაში, როგორც წარსულში, ისე აწმყოში.
    მას შემდეგ, რაც კლიენტი მიხვდება და იგრძობს თავის პასუხისმეგლობას წარსულისა და აწმყოს ცხოვრების სტილისა და ცხოვრებისეული სიტუაციის ფორმულირებაში, შესაძლებელი ხდება დაიწყოს ფსიქოთერაპიის მეოთხე ფაზა, როცა ფსიქოთერაპევტი ასტიმულირებს კლიენტს შეცვალოს მიზნები, მისი სოციალური ფუნქციონირების გამოსწორების შედეგად და პირიქით: სოციალური ფუნქციონირების გამოსწორება, მიზნების შეცვლის ხარჯზე.  ეს პრობლემები ურთიერთდაკავშირებულია: არასრულფასოვნების გრძნობის შემცირება იწვევს კლიენტის მიერ სხვების მიმართ უპირატესობის დემონსტრირების სწრაფვის შემცირებას და შესაძლებლობას აძლევს იფუნქციონიროს სხვებთან ერთად და არა სხვათა წინააღმდეგ. და ასევე, შესაძლებელია პირიქით: სხვებთან ერთად ფუნქციონირება იწვევს სხვების მიმართ უპირატესობის დემონსტრირების სწრაფვის შემცირებას და ა.შ. ამ მიზნის მისაღწევად,  ადლერის თეორია ფსიქოთერაპევტს, უფლებას აძლევს გამოიყენოს თეორიის შესაბამისი და წარმატების იმედის მომცემი   ნებისმიერი ტექნიკა.

    რეფლექსია
    ფსიქოთერაპია, ადლერის მიხედვით, გამოჩენიდანვე კრიტიკის ობიექტი გახდა. უნდა განვიხილოთ ამ კრიტიკის ისტორიული და თანამედროვე კონტექსტები. ადლერის თეორიის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი (მასზე მუშაობა დაიწყო ფროიდთან თანამშრომლობამდე და დასრულების შემდეგ გააგრძელა) აღმოჩნდა რეაქცია იმ უკიდურესობასა და შეცდომებზე, რომელსაც ადლერი ფროიდის შრომებში ხედავდა.   მათ შორის ურთიერთობის სწრაფმა გაწყვეტამ და ფროიდის შემდეგმა მცდელობებმა ადლერისთვის ხელი შეეშალა მუშაობაში და ფროიდისტთა მიერ კრიტიკამ ადლერის მხარდამჭერთა   ყურადღება მიიქციეს. დამცველობითმა პოზიციამ შეზღუდა ადლერის ფსიქოთერაპიის გავრცელება. თუმცა, გამოჩნდნენ ფსიქოთერაპიის ახალი მიმართულებები, რომელთა საფუძველი იყო ადლერის თეორია და მისი პრაქტიკა და ყურადღება ექცეობა   ფროიდისა და ადლერის მიდგომების როგორც მსგავსებას, ისე განსხვავებას.  
    წარსულში, ადლერის ფსიქოთერაპიის კრიტიკა მჭიდროდ იყო დაკავშირებული მის თეორეტიკულ ბაზასთან. ადლერის თეორია გამოარჩევს მის ფსიქოთერაპიას, ბიჰევიორისტულ და ფსიქოანალიტიკურ მიდგომებისგან, რომლებიც ეფუძნებიან   საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა ან რედუქციონისტულ მოდელებს, ბიოლოგიურ ინსტინქტებსა და მისტიკას. ადლერის ფსიქოთერაპიას აკრიტიკებდნენ პირველ რიგში, მისი ჰოლიზმის გამო, ასევე, რომ ის ზედმეტად კოგნიტურია, ზედმეტად სოციალურად ორიენტირებული და ზედმეტად მარტივი, რადგან ეყრდნობა ჯანსაღ აზრს. ფსიქოანალიზის ევოლუციამ და ნეოფსიქოანალიზის და კოგნიტურ–ქცევითი მიმართულებების ფსიქოთერაპიის განვითარებამ, ასევე ფსიქოთერაპევტთა–ადლერისტების მზაობამ, პრაქტიკაში გამოიყენონ სინთეზური და   გაფართოებული ინტერპრეტაცია, შეამცირეს განსხვავება თეორიასა და სხვა მიმართულებების პრაქტიკისა და ფსიქოთერაპიის ადლერის მიხედვით თეორიის და პრაქტიკას შორის.    და დღეს ფსიქოთერაპევტი–ადლერისტები მიიღებიან ფსიქოანალიზურ წრეში, ხოლო კოგნიტურ–ბიჰევიორისტები არიან ჰუმანისტურად ორიენტირებულ ადლერისტების რიგებში, თუმცა, რამოდენიმე მნიშვნელოვანი და პრინციპული განსხვავება, რომელიც ეხება თეორიასა და ტექნიკას, ისევ რჩება.
     
    ფსიქოთერაპიის, ადლერის მიხედვით, მთავარი ღირსება  მდგომარეობს მისი თეორიის მთლიანობასა და ჩართულობაში, და ასევე პირდაპირ კავშირში, რომელიც არსებობს თეორიასა და ფსიქოთერაპიის პრაქტიკას შორის. ადლერის თეორია მარტივად და მთლიანად, ჯანსაღი აზროვნების შესაბამისად გამოიყურება. კლიენტები იგებენ ამას და მაშინვე შეუძლიათ საკუთარი თავის პრიზმით განხილვა, საკუთარი ცხოვრების უნიკალური ინტერპრეტაციების დანახვა. თელეოლოგიური კონცეფცია, თუ შევხედავთ აბსტრაქტულად,  არის რთულად გასაგები, მაგრამ თუ ყურადღებას გაამახვილებ, თუ რისკენ მიისწრაფვით ყოველდღიურ ცხოვრებაში, თქვენს მიზნებზე, განსაკუთრებით იმაზე, რომლებიც განსაზღვრავენ სიძნელეებს, მაშინ მას მარტივად გაიგებთ.
    ადლერის თეორიის მიხედვით, ადამიანის ყველაზე მთავარი სურვილი არის სურვილი იყო რაღაც   საზოგადოების წევრი, შეხვიდე მასში და იპოვო შენი ადგილი. ამ სურვილის ასრულებისთვის, ადამიანები ისახავენ განსაზღვრულ მიზნებს, განსაზღვრავენ რა უნდა გააკეთონ ან ვინ გახდნენ. ამასთანავე, მართალია, ისინი არიან საკუთარი სრულყოფილებით აღფრთოვანებულები და ხშირად აქვთ არასწორი წარმოდგენა ადამიანურ ცხოვრებაში. კლიენტებს შედარებით ადვილად შეუძლიათ აღიარონ, რისკენ მიისწრაფიან და შემდეგ დაინახონ საკუთარი თავი ამ მიზნისკენ მიმავალნი განსხვავებულ სიტუაციებში. ფსიქოთერაპევტ–ადლერისტებს უფლება აქვთ კლიენტთან მუშაობისას გამოიყენონ ნებისმიერი ტექნიკა, რომელიც არ ეწინააღმდეგება ადლერის თეორიის ძირითად დებულებებს. ისინი ეხმარებიან თავინთ კლიენტებს დასახონ რეალური მიზნები განსხვავებულ სიტუაციებში და განავითარონ   უნარები, რომლებიც საჭიროა როგორც ინტერპერსონალურ ურთიერთობებში ასევე ცხოვრებისეული სირთულეების გადაჭრაში.  ისინი აკეთებენ კლიენტთა ირაციონალური რწმენების კონფრონტაციას, უფლებას აძლევენ თავისუფლად   ასოცირების, მაგრამ ამას აკეთებენ განსაზღვრული  შეზღუდვებით, რაც ანახებს კლიენტებს საკუთარ პასუხისმგებლობას, იმაზე, რასაც აკეთებენ და რასაც წარმოადგენენ.        
    ფსიქოთერაპევტ–ადლერისტებს არ აქვთ ხისტი წარმოდგენები ფსიქოთერაპიის ხანგრძლივობაზე, და იმ შემთხვევებში, როცა ეს შესაძლებელია, ისინი აკეთებენ მოკლე ფსიქოთერაპიას. ფსიქოთერაპევტ–ადლერისტები არ იყენებენ პროფესიულ ჟარგონს. ამ სამყაროში თავის თანასწორად გრძნობა, იმის მიხედვით, თუ ეს რეალურია, ისინი პროფესიონალურად და ეფექტურად ეხმარებიან კლიენტებს იყვნენ პასუხიმგებლობიანები, საზოგადოების მნიშნელოვანი წევრნი.
    გამოყენებული მასალა:  

    http://www.psystatus.ru/partner_article.php?id=202

     

    ავტორი :მარიამ დავითაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) კომპიუტერული ტექნიკა სახელმძღვანელოები საბავშვო მაღაზიები ბიბლიოთეკები ხელოვნების სკოლები, სტუდიები პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ავტოსკოლები მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები პედაგოგები რეპეტიტორები დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) უმაღლესი სასწავლებელი გამოცემები სამეცნიერო პორტალები წიგნების მაღაზიები განათლება საზღვარგარეთ კოლეჯი საგანმანათლებლო რესურსები სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები უცხო ენები სადღესასწაულო ცენტრები სპორტული სკოლები, სტუდიები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2022