მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    სტერეოტიპები ჩვენს ცხოვრებაში ნანახია (18276) - ჯერ 15 დეკემბერი 2011

    ადამიანზე სოციალური ზეგავლენის მნიშვნელობის უარყოფა შეუძლებელია. თითოეული ადამიანი საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძველზე ვითარდება და ორმხრივი ურთიერთქმედების ეს სისტემა ყოვლად აუცილებელია. თუმცა ამ სისტემის ერთ-ერთი მთავარი ნაკლი არის სტერეოტიპები (რწმენების ერთგვარი განზოგადებები), რომლებიც ადამიანში სოციუმთან ურთიერთქმედების აღქმის მყარი სქემებით არის წარმოდგენილი.

    საუბარია სოციალურ სტერეოტიპებზე. ერთის მხრივ, სტერეოტიპები ადამიანს საშუალებას აძლევენ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მთლიანობაში, ერთიანი კომპლექსის მსგავსად, აღიქვან სიტუაციები, რომლებიც მათ ცხოვრებაში ხვდებათ, რამდენადაც სტერეოტიპები შეიცავენ სტანდარტიზებულ კოლექტიურ გამოცდილებას და ადამიანს რაიმე მოვლენის უბრალო საერთო ფორმულას სთავაზობენ. ეს ეხმარება ადამიანის ცხოვრებაში ორიენტირებაში და განსაზღვრული წესით მიმართავს მის ქცევას. ასეთი სტერეოტიპული აღქმა ავტომატურად ხორციელდება, მაგალითად, კოლექტიურ სოციალურ რწმენას "უფროსებს პატივი  უნდა ვცეთ", ცნობიერება ავტომატურად იღებს და ადამიანი აღარ განიხილავს დაწვრილებით რატომ უნდა ვცეთ პატივი უფროსებს, როგორ უნდა ვცეთ მათ პატივი, უბრალოდ ადამიანში უკვე არსებობს გაგების მყარი სქემა. ამაშია სოციალური სტერეოტიპის პლიუსი, ჩვენ არ გვიხდება დიდი რაოდენობის ყველა შესაძლო ინფორმაციის ანალიზი, სხვაგვარად თითოეული ადამიანი ამა თუ იმ მოვლენის ყველა დეტალის ქაოსში ჩაიძირებოდა. მეორეს მხრივ, სოციალური სტერეოტიპები რეალობის აღქმას ამახინჯებენ,  სიტუაცია ან ობიექტი მასობრივი წარმოდგენის თვალსაზრისით განიხილება, ფაქტების, თანამედროვე მახასიათებლების და ინდივიდუალური მიდგომის გათვალისწინების გარეშე. ის რაც კოლექტიური რწმენაა (საზოგადოებაში ცნობილი და მიღებული), აღიქმება, როგორც "კარგი", ხოლო ის რაც არაა მიღებული - აღიქმება, როგორც "ცუდი". გამოდის, რომ თუ ახალგაზრდა ადამიანი მოქმედებს სოციალური სტერეოტიპის გავლენით "ახალგაზრდობა რომანტიულობის და მეამიტობის დროა", ეს ნიშნავს, რომ მას ყველაფერი რიგზე აქვს. რა ხდება, მაშინ, თუ ის  ადექვატური რეალისტია? ამ შემთხვევაში, მას აშკარად რიგზე ვერ აქვს. ამგვარად, სოციალური სტერეოტიპების გავლენით ადამიანები არა მხოლოდ "იარლიყებს აკრავენ", არამედ აფასებენ "სწორია-არასწორია", ამგვარ შემთხვევებში შესაძლოა მოისმინოთ ფრაზები "ასე არავინ აკეთებს" ან  "ყველა ასე ცხოვრობს".

    სოციალური სტერეოტიპების გარდა, რომლებიც ჯგუფთაშორისი ურთიერთობების სფეროზე მოქმედებს,  შეგვიძლია გამოვყოთ გენდერული (სქესის მიხედვით განსხვავებული) სტერეოტიპები - მამაკაცისა და ქალის გამარტივებული სქემატური და ემოციონალურად შეფერილი მყარი წარმოდგენები. ეს არის მასობრივი რწმენა იმისა, როგორ იქცევიან ნამდვილი მამაკაცები და ქალები. ამ სფეროში ჩატარებული კვლევების შედეგების თანახმად, გენდერული სტერეოტიპები ადამიანთა ქცევას არაცნობიერ დონეზე არეგულირებენ. თითოეულ ადამიანს აქვს კულტურის, აღზრდის და სოციალური ნორმების მოქმედების შედეგად ჩამოყალიბებული ქცევის გამარტივებული სქემების ნაკრები. აღნიშნულ სტერეოტიპებს ბავშვები უნებლიეთ ითავისებენ მშობლებთან, თანატოლებთან ურთიერთობის ასევე მიზანმიმართული აღზრდისა და სწავლების პროცესში. ბავშვი იბადება მდედრობითი ან მამრობითი სქესით, მაგრამ მხოლოდ აღზრდის შედეგად ხდება მამაკაცი ან ქალი, სწავლობს რა თავისი ქცევის შეწყობას მამაკაცის ან ქალისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნათა გარკვეულ ნაკრებთან. ამავე პრინციპით ხორციელდება ადამიანის  ქცევის კულტურული ნორმების სისტემაში შესვლის პროცესი. მისი ერთ-ერთო ცენტრალური ელემენტია გენდერული სტერეოტიპების (ვიზუალური, ემოციონალური და მორალურ-ეთიკური წარმოდგენები ქალისა და მამაკაცის შესახებ) გათავისება. ეს, რა თქმა უნდა, ამგვარი სტერეოტიპების არსებობის დადებითი მხარეა.

    მაგრამ ნებისმიერ მედალს ორი მხარე აქვს. ლიტერატურული წყაროების თანახმად, გენდერული სტერეოტიპი - ეს არის შეხედულება და შეფასება, რომელიც, როგორც წესი, დაფუძნებულია გენდერულ ცრურწმენებზე (წინასწარ შექმნილ უარყოფით აზრზე), და არა რაციონალურ ცოდნაზე. ამასთანავე, ამგვარი სტერეოტიპების უმრავლესობა ტრადიციულ პატრიარქარულ კულტურაში ჩამოყალიბდა, რომელიც ცხოვრების სხვადასხვა სფეროში (სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური) მთავარ როლს მამაკაცს ანიჭებდა. აქედან მოდის სტერეოტიპები: "ქალი სუსტი არსებაა", "ქალი დიასახლისი უნდა იყოს", "მამაკაცები საუკეთესი ხელმძღვანელები არიან", "მამაკაცი უნდა ფლობდეს ძალაუფლებას" და ა.შ.

    თანამედროვეობაში ეს სტერეოტიპები ძალას არ კარგავენ, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია "კოლექტიური გამოცდილების" სტერეოტიპებიც. ეს ის შემთხვევაა, როცა კონკრეტულ პიროვნებას მიეწერება ესა თუ ის თვისება მხოლოდ იმიტომ, რომ ის გარკვეული ჯგუფის წარმომადგენელია. მაგალითად, როდესაც მამაკაცი მეგობრებთან შეხვედრას აპირებს, ხშირად ქალის რეაქცია ასეთია: "რა თქმა უნდა ქალბატონებით გაერთობით თქვენს შეკრებაზე", ეს სხვა არაფერია, თუ არა სტერეოტიპი. ამ დროს, ქალი არ აღიქვამს თავის მამაკაცს, როგორც თავისას, ზუსტად მას როგორც პიროვნებას არ აფასებს, არ აკვირდება სიტუაციას. ამ მომენტში მოქმედებაში მოდის სტერეოტიპი "ყველა მამაკაცი ღალატობს ცოლს". და სადღაა პიროვნების ინდივიდუალური თვისებები?

    მეორე მაგალითი, როდესაც მამაკაცი ქალის მიმართ თავის გრძნობებს მხოლოდ საჩუქრების გამოყენებით ამჟღავნებს, ამავე დროს არ თვლის საჭიროდ გაესაუბროს, მოუსმინოს, გაუგოს, გამოვლინოს ზრუნვა, სითბო და ალერსი. ის ფიქრობს, რომ ოქრო და ბრილიანტები ან ცხოველის ბეწვი (ქურქის სახით) - მხოლოდ ესაა ყველაფერი რაც ქალს სჭირდება. ამასთანავე ოჯახში წარმოქმნილ კონფლიქტებსაც ის მატერიალურ დონეზე აგვარებს. ამგვარად ცოლისთვის ნაჩუქარი თითოეული ბეჭედი, სამაჯური ან ძვირფასი თეთრეული აღმოჩნდება მისი "მაპატიე, არ ვიყავი მართალი" ან  "მე შენ მიყვარხარ". სულიერი ღირებულებები იმდენად უფასურდება, რომ ადრე თუ გვიან, თავმოყვარე ქალი დაიღლება ურთიერთობებში სულიერი ნაწილის არარსებობით და გადაუწრვეტელი პრობლემებით, რომლებიც საჩუქრების მიუხედავად, შინაგანად ღრმა კვალს ტოვებენ. ეს ყველაფერი კი იმის გამო ხდება, რომ მამაკაცი მოექცა სტერეოტიპის "ქალებს მხოლოდ ფული სჭირდებათ" მოქმედების ქვეშ. მოცემულ შემთხვევაში მამაკაცი არ აღიქვამს თავის მეუღლეს, როგორც ინდივიდს, ვერ ხედავს მის თვისებებს, მოთხოვნილებებს, სურვილებს. ის მას უცხო სახეს არგებს, იქცევა ილუზიური აღქმის თანახმად და მეუღლისგანაც ამ ილუზიისადმი შესატყვისობას მოითხოვს.

    ჩვენს ცხოვრებაზე სტერეოტიპების მოქმედების უსასრულოდ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ერთი კი ფაქტად რჩება, არ შეიძლება სტერეოტიპებს ცალსახად ვუწოდოთ კარგი ან ცუდი, ბევრია დამოკიდებული თავად ადამიანზე, ჩვენ ხომ ყველაფერს, რასაც ვითვისებთ სოციუმისგან, ჩვენი თავის გავლით ვუშვებთ ჩვენში და ვაკეთებთ არჩევანს "მე ისეთივე ვარ, როგორიც სხვები" ან "მე მე ვარ და Yველაფერი ჩემებური მაქვს". დამეთანხმებით უცნაურია ისე მოექცე ახლობელ ადამიანს, როგორც ვიღაც უცნობს და ააწყოთ მასთან ურთიერთობა არა ისე, როგორც ამას თავად გააკეთებდით, არამედ უცხო "კოლექტიური გამოცდილების" თანახმად.

    ნუ დაივიწყებთ, რომ თქვენ ეს თქვენ ხართ და შეუძლებელია გქონდეთ ყველაფერი ისე, როგორც ეს თქვენი ქუჩის მეორე ბოლოში მცხოვრებ მეზობელს აქვს. მნიშვნელოვანია საკუთარ თავში დარწმუნებული იყოთ და ყოველთვის დარჩეთ ადამიანად. ამ შემთხვევაში სტერეოტიპებთან ერთად ცხოვრებაც შეიძლება.

    ავტორი :ნატო კორახაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი ავტოსკოლები განათლება საზღვარგარეთ უმაღლესი სასწავლებელი პედაგოგები რეპეტიტორები საბავშვო მაღაზიები უცხო ენები ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები სპორტული სკოლები, სტუდიები არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) კოლეჯი სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები საგანმანათლებლო რესურსები გამოცემები მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) სამეცნიერო პორტალები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა სახელმძღვანელოები ბიბლიოთეკები კომპიუტერული ტექნიკა სადღესასწაულო ცენტრები წიგნების მაღაზიები ხელოვნების სკოლები, სტუდიები საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2022