მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    ლიდერობა_სოციალური სტატუსი თუ პიროვნული მახასიათებელი ნანახია (10063) - ჯერ 08 მარტი 2012
    ვინ არის (ან შეიძლება გახდეს) ლიდერი? რა განსაზღვრავს ლიდერობას? რა ძირითადი მახასიათებლები აერთიანებს სხვადასხვა დროის ლიდერებს?
    ლიდერია ის, ვინც ჯგუფს იყენებს ან ის, ვისაც ჯგუფი იყენებს მიზნის მისაღწევად. თუმცა ლიდერი, პირველ რიგში, არის პიროვნება, სოციალური როლებითა და მათი შესატყვისი სტატუსებით. ლიდერობაც ხომ სოციალური სტატუსია, რომელსაც პიროვნულ მახასიათებლებზე დაყრდნობით ანიჭებენ ჯგუფის წევრები მას, ვისაც შეუძლია გარკვეული მიზნის მისაღწევად, გავლენა მოახდინოს ჯგუფის სხვა წევერებზე. თუმცა ლიდერის ფენომენი არა მხოლოდ პიროვნების, არამედ მის მიერ შექმნილი ცალკეული პროდუქტის სტატუსიცაა (ვთქვათ ლიდერი ბლოგი, ლიდერი ტელევიზია, ლიდერი საწარმო...)  
    ადამიანის სოციალური ბუნება, სხვებთან ურთიერთობის მოთხოვნილება და მოთხოვნილებათა მრავალფეროვნება განაპირობებს საზოგადოების სპეციფიკურ, ურთიერთგადამკვეთ ჯგუფებად დაყოფას, სადაც მსგავსი მოთხოვნილებისა და ინტერესების მქონე ინდივიდები ერთიანდებიან. ასეთი ჯგუფის მაგალითად შეიძლება კალათბურთის მოყვარულთა ერთობა დავასახელოთ. ვიღაც შეიძლება მაღალი იყოს ან დაბალი, სპორტული აღნაგობის ან გამხდარი, მაგრამ თითოეულს სურდეს კალათბურთის უმაღლეს ლიგაში თამაში ან მსოფლიო პირველობის მოპოვება, თუმცა შედეგიანად, ყველა ვერ ითამაშებს. არსებობს საზოგადოებაში ჩამოყალიბებული სტერეოტიპი კალათბურთელის ფენომენთან დაკავშირებით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს, სხვადასხვა დროს, წარმატებულ კალათბურთელებზე დაკვირვების შედეგად ჩამოყალიბებულ და განზოგადებულ ინდივიდუალურ მახასიათებელთა ერთობლიობას. შესაბამისად, ზოგი არენაზე აღმოჩნდება და ზოგი ჩრდილში, თუმცა თამაშის შედეგი ყველასთვის საზიაროა. ასევე ხდება, კაცობრიობის ტოლი, ლიდერობის სტერეოტიპული ხატის შემუშავება, რომელიც იმ პიროვნულ მახასიათებლებს აერთიანებს, სხვადასხვა დროს არსებულ ლიდერთა წარმატებას რომ განსაზღვრავდა. წარმატებულ ლიდერთა განსაკუთრებულობით დაინტერესებულმა მკვლევარებმა შეიმუშავეს დიადი პიროვნების თეორია.
    ამ თეორიის მესვეურებმა გამოყვეს ძირითადი, პიროვნული მახასიათებლები,  არც დროის და არც კულტურის საზღვრებს რომ არ ცნობს და ყველა წინამძღოლისთვის საერთოა. ადამიანი, რომელიც ფლობს ისეთ ნიშნებს, როგორიცაა გამტანობა, სამართლიანობა, ლიდერობის მოტივაცია, თავდაჯერებულობა, მრავალი ინფორმაციის ინტეგრაციის და ინტერპრეტაციის უნარი, კრეატულობა, კომპეტენტურობა და შეგუებადობა, ამ თეორიის თანახმად უპირობო ლიდერია.
    დიადი პიროვნების თეორიაში ხაზგასმულ ნიშანთა ერთობლიობა იდეალური ლიდერის ხატს ქმნის. იდეალურის ნაკლებ რეალურობას თუ გავითვალისწინებთ, აშკარა ხდება რომ ყოველი წინამძღოლი, ამ ნიშანთა გარკვეულ კომბინაციას, ინდივიდუალობას ამატებს და ქმნის ლიდერის უნიკალურ პიროვნებას. ისევ კალათბურთს და კალათბურთელებს თუ დავუბრუნდებით ხომ შეიძლება, ვიღაც სამ ქულიანებს ისროდეს, ვიღაც ერთქულიანებს, მაგრამ ორივე თავდამსხმელი იყოს და ორივე გამარჯვებისუნარიანი... ასევე ლიდერი შეიძლება ჭარბად კომპეტენტური იყოს ან ჭარბად კრეატიული, მაგრამ ორივე არჩეული და წარმატებისუნარიანი.
    დიადი პიროვნების თეორიის მიხედვით ლიდერებად იბადებიან, მაგრამ ხომ შეიძლება მაღალი არ იყოს კალათბურთელი უბრალოდ იმიტომ, რომ არ სურს (მიუხედავად სიმაღლისა)... იქნებ ამ მაღალს, არენაზე თასისთვის ბრძოლას, ტრიბუნიდან თასისთვის მებრძოლთა გამხნევება ურჩევნია და ასე მიღწეული მიზანი უფრო ბედნიერს ხდის...  
       
    ცხადია, ლიდერი მიმდევრების გარეშე წარმოუდგენელია. მიმდევართა არსებობას კი წინამძღოლისადმი ნდობა და თანხმობა განაპირობებს. თანამოაზრეთა როლი წინაა წამოწეული კონსტიტუენტებისა და მიმდევართა თეორიაში, რომელიც მიმდევართა მოთხოვნებისა და ინტერესების საფუძველზე არჩეულ პიროვნებას ლიდერად ქმნის და თუ ლიდერი არ შეესატყვისება მის წარმმართველ მიმდევართა ინტერესებსა და შეხედულებებს, უარყოფილი ხდება. თუ ამ დაშვებას დავეყრდნობით, მაშინ ქართველთაგან, რჩეულ წინამძღოლად აღიარებული აღმაშენებელი, არც თუ ისე სასურველი ლიდერი უნდა ყოფილიყო მისგან დასაპყრობად განწირულ ხალხებში, თუმცა ხდებოდა კი და არა პოტენციურ მიმდევართა გავლენით, არამედ იარაღის დახმარებით. ამ შემთხვევაში გავლენის უზრუნველმყოფი იარაღია, არც პიროვნულობა და არც სოციუმისგან მიღებული აღიარება.
    საინტერესოა ფსიქოანალიტიკოსთა შეხედულება ლიდერობის, როგორც ნევროზის განსაზღვრული სახის განხილვის და საზოგადოების ნორმალურ და არანორმალურ მხარეებად გაყოფის შესახებ. მათი აზრით ლიდერობისკენ მიდრეკილება „არანორმალურებს“ აქვთ. მაგრამ ნორმალური ხომ პირობითი ცნებაა და ის საზოგადოების უმრავლესობაში ასახული მახასიათებლებით განისაზღვრება. ამ ჭრილში თუ განვიხილავთ ფსიქოანალიტიკოსთა მიერ დანახული, არანორმალური, ლიდერი დიადი პიროვნების თეორიის იმ მოსაზრების დადასტურებაა, რომლის თანახმადაც ლიდერი უნიკალური და უნივერსალური (ანუ არა ნორმაულური) ადამიანია. მაგრამ რეალურად რომ შევხედოთ ნორმალური ადამიანი სწორედ იმიტომ ანიჭებს არანორმალურს ლიდერის სტატუსს, რომ საკუთარი ნორმალურობით შეზღუდული, არანორმალური იდეების, ხორცშესხმა თვითონ არ შეუძლია.
    ლიდერობის, როგორც სოციალური სტატუსის განხილვისას მნიშვნელოვანია გენდერული თავისებურებების და ლიდერის ფენომენის კავშირის ხაზგასმა. თუ დიადი პიროვნების თეორიას დავუჯერებთ, პიროვნული მახასიათებლების ერთობლიობა ქმნის ლიდერს და ეს ლიდერი უნივერსალურია. შესაბამისად, პიროვნული მახასიათებლების კონცენტრაციისა და ლიდერობის სტილის თვალსაზრისით, არსებითი სხვაობა სქესთა შორის, კვლევებში, არ დაფიქსირებულა(Pოწელლ.,1990) იგლიმ და ჯონსონმა 150 კვლევის გაანალიზების საფუძველზე დაასკვნეს, რომ ქალ ლიდერთა მართვის სტილი, კაცებთან შედარებით, ლოიალური და დემოკრატიულია. თუმცა, მიუხედავად ამისა, უნივერსალური ლიდერის ხატი სპეციფიურ ჩარჩოებში ვიწროვდება, როგორც კი ქალი მოირგებს მას. იგლის და მისი კოლეგების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალი ლიდერი ნაკლებ წარმატებულად არის შეფასებული ვიდრე კაცი, მიუხედავად სხვაობის არ არსებობისა. აქედან ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ სიტუაციაში, სადაც ლიდერობის თვალსაზრისით იდენტური ქალი და კაცი კონკურენტები არიან, ჯგუფი, ლიდერის სოციალურ სტატუსს კაცს მიანიჭებს. ეს კი, როგორც დიადი პიროვნების თეორიის, ასევე მიმდევართა თეორიის  აბსოლიტურ ჭეშმარიტებას ეჭვქვეშ აყენებს.  
    რა ხდება როცა ადამიანები არ ხდებიან აღიარებულნი ლიდერებად, მაგრამ პიროვნულ ნიშნებს ფლობენ და გავლენაც აქვთ საზოგადოებაზე? ამის მაგალითად ზიგმუნდ ფროიდიც კმარა. ის ფაქტიურად ლიდერია, მის გავლენას დღესაც განიცდიან, მისი უშუალო და აქტუალური არსებობის გარეშე. ამ, მახვილგონიერი, პიროვნების მიერ შექმნილმა პროდუქტმა, მას საზოგადოებისგან (იქნებ სულაც ცნობიერების ჩარევის გარეშე) ლიდერის ფუნქცია მიანიჭა, სტატუსი-არა. საზოგადოებამ მიიღო მისგან გავლენა, მისივე ნააზრევის სახით.  
    საზოგადოებამ გარდაცვლილი ნიკო ფიროსმანი გენიალურ ხელოვანად აღიარა და დღემდე განიცდის მისგან, შემოქმედებით გაშუალებულ, გავლენას. თითოეული შედევრი ფიროსმანის მიერ, ცხადია, სიცოცხლეშივეა შესრულებული, მაგრამ მისთვის ლიდერის სტატუსის მიკუთვნებაზე, მაშინ, არავის „უზრუნია“. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ლიდერის დეფინიციაში ჩადებულ არსს ზედმიწევნით აკმაყოფილებენ; ფლობენ შესაბამის პიროვნულ მახასიათებლებს, გავლენით ავითარებენ საკუთარ შეხედულებას, ისინი ლიდერებად არ მოიხსენიებიან, რამეთუ მათთვის საზოგადოებას არ მიუნიჭებია ეს სტატუსი.
    და მაინც, ვფიქრობ, რომ ლიდერობა არც მხოლოდ პიროვნული განსაკუთრებულობაა და არც მხოლოდ სოციალური სტატუსი. ის ლიდერსა და მიმდევრებს შორის არსებული სპეციფიკური ურთიერთდამოკიდებულება უფროა, ორივე მხარის მოთხოვნათა უზრუნველყოფას რომ ახერხებს. ასეთ შემთხვევაში, საინტერესოა ვინ ვის იყენებს გამარჯვებისთვის; ლიდერი ჯგუფს თუ ჯგუფი ლიდერს?
    გამოყენებული ლიტერატურა
    ავტორი :ნათია სორდია კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სახელმძღვანელოები დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები სადღესასწაულო ცენტრები ხელოვნების სკოლები, სტუდიები განათლება საზღვარგარეთ საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა კომპიუტერული ტექნიკა გამოცემები კოლეჯი ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები სპორტული სკოლები, სტუდიები უცხო ენები საგანმანათლებლო რესურსები წიგნების მაღაზიები ბიბლიოთეკები სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები საბავშვო მაღაზიები პედაგოგები რეპეტიტორები პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი სამეცნიერო პორტალები ავტოსკოლები უმაღლესი სასწავლებელი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2022