მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    “ჯანდაბას ყველაფერი! მოჰკიდე საქმეს ხელი და აკეთე !“ ნანახია (6745) - ჯერ 19 აპრილი 2012

    “ჯანდაბას ყველაფერი!  მოჰკიდე საქმეს ხელი და აკეთე !“ რიჩარდ ბრენსონი/

    მრავალი ათასი წლის განმავლობაში კაცობრიობა მიმართავდა განსხვავებულ შელოცვებსა და რიტუალებს, რათა მოეღწია ბედ-იღბლის თავის მხარეზე გადაბირებისთვის და მოეხდინა გავლენა მოვლენათა განვითარებასა და შედეგებზე. იმავდროულად უხსოვარი დროიდან ცნობილია, რომ იღბლის თაობაზე თითოეულ ადამიანს  პირადი  წარმოდგენა, ხოლო ბედის წყალობის მიმართ საკუთარი  კრიტერიუმებიც გააჩნია. ადამიანთა  ნაწილი უიღბლობის მიზეზს მხოლოდ საკუთარ თავში პოულობს. სხვები  -  წარუმატებლობაში თავის თავს კი არა, არამედ მთლიანად სამყაროს ადანაშაულებენ.  ვფიქრობთ, რომ ადამიანი, რომელიც ბედნავსობის მიზეზს  საკუთარ თავში ეძებს, უფრო ახლოა ჭეშმარიტებასთან, ვიდრე ის, ვინც მარცხში მხოლოდ სხვებს ადანაშაულებს.

    ყველას სურს იყოს იღბლიანი და წარმატებული.თუ დააპირებთ გარე ვითარების შეცვლას, ანუ ისურვებთ შეატრიალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ, პირველ რიგში მოგიწევთ საკუთარი თავის შინაგანი შეცვლა. ყველაზე ხშირ შემთხვევაში წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ერთად ერთ სერიოზულ დაბრკოლებას ჩვენ თვითონვე წარმოვადგენთ. კონკრეტულ ქმედებებთან დაპირისპირებისთვის ჩვენი აზროვნება იგონებს ყველანაირ ზღუდეებს, სირთულეებს, წინააღმდეგობებს, ხოლო ჩვენი უმოქმედობის გამართლებისთვის - უამრავ მიზეზსა და საბაბს. ხომ იცით, რომ ჩვენი აზრები, იდეები, სურვილები რეალურად არსებობენ ჩვენს ცნობიერებაში და, რომ დროთა განმავლობაში   აუცილებლად ხდება ცხოვრებაში მათი მატერიალიზაცია, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ თქვენ თვითონვე საკუთარი ქმედებებით ან უმოქმედობით, ზოგჯერ კი უიღბლო ადამიანისთვის დამახასიათებელი აზროვნებით არ დაარღვევთ მათ.

    "ათას მილიანი მოგზაურობა პირველი ნაბიჯით იწყება.  დიდ დროს თუ მოახმარ ფიქრს  იმის თაობაზე სად დასრულდება ის, მით უფრო შენს წარმოდგენაში დახატავ გზის დასაწყისიდან მის დასასრულამდე გაუსაძლისად ხანგრძლივ მანძილს და წარმოიდგენ ყოველ ნაბიჯზე ჩასაფრებულ საფრთხეებს, შესაძლოა ვერც გადადგა პირველი ნაბიჯი“ - ეს სიტყვა ეკუთვნის რიჩარდ ბრენსონს, დიდ ბრიტანეთში ძალიან ცნობილ და მდიდარ ადამიანს. გირჩევთ წაიკითხოთ მისი წიგნი: „ჯანდაბას ყველაფერი!  მოჰკიდე საქმეს ხელი და აკეთე!“, რომელიც წარმოადგენს  ცხოვრების, მოქმედებისა და რისკის მიმართ ავტორის მანიფესტს. ვფიქრობთ, რომ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში ეს წიგნი გაგიწევთ გარკვეულ დახმარებას.

    შეგიმჩნევიათ უიღბლობის პერიოდები, ზოლები თქვენს ცხოვრებაში?  როგორ ფიქრობთ, რატომ არ გვიმართლებს ხოლმე? რით „უმკურნალოთ“ ქრონიკულ ბედნავსობას?  

    უმჯობესია არ აჰყვეთ ეჭვებსა და შიშებს, მოიპოვოთ საკუთარ თავში ძალები, რათა ყველა სირთულის მიუხედავად შესძლოთ გამარჯვებისკენ წინსვლა. გსურთ გახდეთ იღბლიანი? ამისათვის უნდა გადადგათ საჭირო ნაბიჯები!  

    1. პირველ რიგში დამშვიდდით. თუ არ გაგიმართლათ, არ იფიქროთ, რომ საქმე მაინც და მაინც  ქრონიკულ უიღბლობასთან გაქვთ, ხომ შესაძლებელია, რომ ეს უბრალოდ დროებითი ზოლია თქვენს ცხოვრებაში. ნუ იდარდებთ - გაივლის! წარმატების მიღწევა შეუძლებელია საკუთარ თავში შესაბამისი განწყობის შექმნის გარეშე. მიიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ თქვენ აღარ გსურთ „იყოთ ისეთივე, როგოც ყველა“. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. დიდი მიზანი - გულადი და გაბედული ადამიანის ხვედრია. არ დაამციროთ პირველი ნაბიჯის მნიშვნელობა. უიღბლობის თავიდან აცილების პირველი ნაბიჯი ამ სახის გადაწყვეტილების მიღებით იწყება.

    2. დაადგინეთ რაშ გამოიხატება კონკრეტულად თქვენი უიღბლობა, რა სიტუაციებში და თქვენი ცხოვრების რომელ სფეროებში თან გდევთ უიღბლობა? შეადგინეთ მათი ნუსხა და თავიდან აცილებისთვის მოახდინეთ ყურადღების აქცენტირება.  

    3. გაიხსენეთ რას და როგორ აკეთებდით იმ პერიოდში, როცა ბედი გწყალობდათ. აგრეთვე გაიხსენეთ საკუთარი შეგრძნება, გუნება, რომელიც გაგაჩნდათ ცხოვრების იმ მომენტში როდესაც უდაოდ იყავით იღბლიანი. ეცადეთ ყოველთვის დარჩეთ ამ ტალღაზე.

    4. იფიქრეთ ადამიანებზე, რომლებსაც ყოველთვის უმართლებს. რა აქვთ მათ საერთო? როდესაც თქვენც გიმართლებთ რა გაგაჩნიათ მათთან საერთო? სხვებისგან მათ განასხვავებს და ერთმანეთში აერთიანებს  მიზნის მიღწევისთვის ყოველდღიურად საჭირო ნაბიჯის გადადგმის უნარი. სწორედ აქ არის დამალული იღბლიანობის მისაღწევი გასაღები, აქ წამყვან როლში სცენაზე გამოდის მოტივაცია. გახსოვდეთ, რომ წინსვლისთვის საჭირო რწმენის შესანარჩუნებლად აუცილებელია მისი საკუთარი მისწრაფებებით მუდმივი გამოკვება, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ რწმენის ცეცხლი თქვენში ჩაქრება.  

    5. დაფიქრდით როგორ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ქცევა ცხოვრების იმ სფეროებში, რომლებშიც დღეს არ გიმართლებთ? როგორც იღბლიანმა ადამიანმა რა შეგიძლიათ მოიმოქმედოთ დღესვე? ეცადეთ დაისახოთ მაღალი ამოცანები, ეს გაიძულებთ დაძაბოთ ძალისხმევა, გახსნის აქამდე ფარულ თქვენს შესაძლებლობებს, წაგიყვანთ პიროვნული განვითარებისკენ, რის შედეგადაც ყველა თქვენი მიღწევა უფრო მასშტაბური და შთამბეჭდავი გახდება და ხალისიც მოგემატებათ. დაიმახსოვრეთ ერთი წესიც: ამოცანა უნდა დაისახოთ არა ბუნდოვანი, არამედ კონკრეტული.  

    6. თვალყური ადევნეთ საკუთარ წარმატებებსა და წარუმატებლობას. ოდნავ მეტი ყურადღება დაუთმეთ ამ ამოცანას და სულ ცოტა ხანში გახდებით იღბლიანი. დაისახეთ ამოცანები, რომლებიც პასუხობენ თქვენს ცხოვრებისეულ ღირებულებებს, უშუალოდ თქვენს სურვილებს, ეცადეთ მიაღწიოთ  მატერიალური და სულიერი მისწრაფებების ჰარმონიულობას. დასახული მიზანი კი ხელსაყრელი უნდა გახდეს არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ თქვენს გარშემო მყოფ  ადამიანებისთვისაც.  

    7. გაიხარეთ ნებისმიერი გამარჯვებით, დროულად შეამჩნიეთ და გამოიყენეთ გარემოებათა ბედნიერი  დამთხვევა. არ გაუშვათ ხელიდან, დაიჭირეთ წარმატების მომენტი! თვითონ შექმენით ხელსაყრელი, სასიკეთო სიტუაცია. თვით პროცესით დატკბით! როგორ თვითოეული წინა ნაბიჯი ეს ნაბიჯიც მნიშვნელოვანი და საჭიროა. ის არ ითხოვს განსაკუთრებულ ძალისხმევას, მაგრამ არ დაივიწყოთ ამის გაკეთება! თუ შეამჩნიეთ ის, რომ ჩვენ არ გეუბნებით, რომ გაიხაროთ, როდესაც მიაღწევთ სანუკვარს, თვით პროცესი თქვენთვის უნდა იქცეს ღირებულ ჯილდოთ და დიდ სიამოვნებად.

    რა დასკვნამდე მიხვედით: არსებობს თქვენს ცხოვრებაში მიზეზი ან მიზეზთა „კონა“, რომელიც იწვევს წარუმატებლობას? როგორ შეგიძლიათ არსებული ვითარების, სიტუაციის შეცვლა? ჩვენი აზრით საჭიროა იაზროვნოთ და იმოქმედოთ ისე, რომ ყველაფერი გამოგდიოდეთ.  

    ეთანხმებით მოცემულ რეკომენდაციებს, „ინსტრუქციას“- «როგორ გახდე იღბლიანი»? თუ იღბლიანობის და წარმატების მიღწევის განსხვავებული, საკუთარი რეცეპტი გაგაჩნიათ? საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრებების გაცნობა. დაწერეთ მათ შესახებ ამ მასალის კომენტარებში...  

    სულ ბოლო, საინტერესო და ფრიად სასიამოვნო რჩევა - გაიღიმეთ და ღიმილით შეუდექით გზას წინსვლისაკენ!  ეს ხომ ძალ-ღონის დიდ დაძაბვას და განსაკუთრებულ დანახარჯს არ მოითხოვს:        ღიმილი - უფასოა, მაგრამ რასაც ის ქმნის - შეუფასებელია!  

     

    ავტორი :ალექსანდრე ეჯიბაძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სახელმძღვანელოები გამოცემები არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) სამეცნიერო პორტალები პედაგოგები რეპეტიტორები საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი წიგნების მაღაზიები ავტოსკოლები უმაღლესი სასწავლებელი სპორტული სკოლები, სტუდიები მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები ბიბლიოთეკები სადღესასწაულო ცენტრები ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ხელოვნების სკოლები, სტუდიები საბავშვო მაღაზიები დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) საგანმანათლებლო რესურსები განათლება საზღვარგარეთ კოლეჯი პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი უცხო ენები კომპიუტერული ტექნიკა სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2022