მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი ნანახია (9396) - ჯერ 11 მაისი 2012

    ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომიარის ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება მოტორული და ვოკალური ტიკებით. დაავადება მუდმივ ხასიათს ატარებს პერიოდული შემსუბუქებით თუ ჩაცხრობით. ძალიან იშვიათია მონაცემები სრული გამოჯანმრთელების შესახებ. ხშირია მონაცემები იმის შესახებ, რომ მოზრდილობის ასაკში სიმპტომები სუსტდება.

    დაავადებას ეწოდა ფრანგი ნევროლოგის ჟილ დე ლა ტურეტის სახელი, რომელმაც მე-19 საუკუნის ბოლოს პირველად აღწერა იგი და დაახასიათა როგორც სამედიცინო მდგომარეობა. დაავადების სიმპტომების დასაწყისი მერყეობს 2-დან 15 წლამდე, ყველაზე ხშირად დაფიქსირებულია 7 წლის ასაკი. 11 წლისათვის პაციენტთა 96%-ს უკვე გამოხატული აქვს მოცემული სინდრომისათვის დამახასიათებელი ყველა სიმპტომი. როგორც წესი პირველი სიმპტომები მარტივი მოტორული ტიკებია.

     

    პაციენტთა 20-დან 45%-სათვის დამახასიათებელია ექოლალია_ სხვისი სიტყვებისა და ხმების იმიტაცია, გამეორება, 10-დან 35%-ში გვხვდება ექოპრაქსია _ სხვათა მოძრაობების გამეორება და იმიტაცია, 10%-ში კი გვხვდება პალილალია _ სიტყვის ბოლო ასოების, ან წინადადების ბოლო-სიტყვის გამეორება. პაციენტთა 8-25%-ს აქვს კოპროლალია _ უხამსი სიტყვების და ფრაზების უნებლიე წამოძახილი, ხოლო 1-6%-ს კი _ კოპროპრაქსია _ უნებლიე უხამსი ჟესტები და მოძრაობები. ცხოვრების განმავლობაში უნებლიე მოძრაობების ხასიათი იცვლება _ ძველი ტიკები შეიძლება გაქრეს, გაჩნდეს ახალი ტიკები. სინდრომის უჩვეულო მახასიათებელია ის, რომ ადამიანს დიდი ძალისხმევის შედეგად შეუძლია ტიკების კონტროლი დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში. როგორც წესი, ასეთი შეკავების პერიოდს მოსდევს ტიკების გაორმაგებული შეტევები. ტიკი ქრონიკული ხასიათისაა, თუმცა, ზოგჯერ, შეიძლება გაქრეს ერთი დღით, კვირით, რამდენიმე თვით, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა.  ამ სინდრომის დროს ყველა სახის ტიკი ძლიერდება და მწვავდება შფოთვის, სტრესის, დაღლილობის, უძილობის, ალკოჰოლის

    ჭარბი მიღების დროს. გარეგნულად რთული მოტორული და ვოკალური ტიკის მქონე ადამიანი აღიქმება როგორც მოუსვენარი, ფუსფუსა, შფოთიანი, ხანდახან როგორც უზრდელი, უხამსი, მასხარა, ოინბაზი. რადგანაც ზოგიერთ სიტუაციაში, ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტიკი ქრება.ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომს, ხშირად, თან ახლავს ჰიპერაქტივობა, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, ქცევითი აშლილობა.

    სინდრომის საფუძველი ნეირობიოლოგიური ხასიათისაა. ნეიროვიზუალური გამოკვლევების მიხედვით, შესამჩნევი ცვლილებებია უპირატესად თავის ტვინის შემდეგ სტრუქტურებში: ნუშისებრი ბირთვი, სარტყლის ხვეული და ბაზალური განგლიები (ქერქქვეშა სტრუქტურები) და შუბლის წილები. ერთი ჰიპოთეზის მიხედვით ამ ცვლილებებს საფუძვლადუდევს ცენტრალური ნერვული სისტემის ნეიროტრანსმიტერული აგენტების, განსაკუთრებით დოფამინის ცვლის დარღვევა.

    სინდრომი გვხვდება ყველა კულტურაში. სხვადასხვა ქვეყნების მონაცემების მიხედვით გავრცელების სიხშირე განსხვავებულია ბავშვებსა და მოზრდილებში. ბავშვებში პრევალენსია 5-30 : 10000 მოსახლეზე. მოზრდილებში კი გავრცელებაა 1-2 : 10000. ყოველი 4 შემთხვევიდან 3 მამაკაცია. ქალებში აღნიშნული სინდრომი იშვიათად გვხვდება.

    ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი ქრონიკული დაავადებაა და მისი სრული განკურნება დღეისათვის შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, არსებობს ამ სინდრომის მკურნალობის ორი სტრატეგია: მედიკამენტური და სოციალურ ფსიქოლოგიური. მკურნალობის სტრატეგია დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, ანუ სიმპტომების გამოვლენის ხარისხსა და გართულებებზე. ჩვეულებრივ, სინდრომის მკურნალობა მოიცავს უშუალო და თანმხლები პრობლემების მკურნალობას.

     

    ავტორი :გვანცა ჯინაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ინტერესები/კონკურსები სიახლე განათლების სფეროში ბავშვის კვება და მოვლა დასვენება/ტურიზმი საგანმანათლებლო დაწესებულებები მშობელი და ოჯახი საზოგადოებრივი ურთიერთობები სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა გართობა/თამაშები რელიგია მეცნიერება/ტექნიკა ადამიანთაშორის ურთიერთობა სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები მომზადება/ტესტირება/ჩაბარება ბუნება/ეკოლოგია განათლება საქართველოში და მსოფლიოში კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი სხვა მედიცინა და პროფილაქტიკა სასწავლო დაწესებულების მართვა გამოცემები/პუბლიკაციები პედაგოგიკა/ფსიქოლოგია კვალიფიკაციის ამაღლება სასარგებლო რჩევები შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა ფიზიკური კულტურა და სპორტი დასაქმება/კარიერა/ბიზნესი ბავშვის აღზრდა სარეკლამო მომსახურება გაერთიანებები/სოციალური ქცელები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2022