მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    ვილიამსის სინდრომი ნანახია (10568) - ჯერ 11 მაისი 2012

    ვილიამსის სინდრომი გენეტიკური დაავადებაა, რომელსაც თან ახლავს დამახასიათებელი ფიზიკური ნიშნები, ფსიქიკური განვითარების შეფერხება, სწავლის უნარის დაქვეითება და ყურადღების დეფიციტი.

    ფიზიკური მახასიათებლები: დამახასიათებელი სახის ნაკვთები: პატარა, მაღლა აწეული ცხვირი, დიდი და მსხვილი ტუჩები, გრძელი ზედა ტუჩი, ფართო პირი, მომცრო ნიკაპი, შეშუპება თვალების გარშემო (უბეები), მსხვილი ლოყები, მომცრო, მეჩხერი კბილები, ფართო ღიმილი, ხშირად განსაკუთრებულად ღია ფერის თვალები. ასაკთან ერთად ეს ნიშნები უფრო თვალსაჩინო ხდება.გულ-სისხლძარღვოვანი პრობლემები: შევიწროებული აორტა ან შევიწროებული ფილტვის არტერიები; მათი შევიწროების ხარისხი, შეიძლება, სხვადასხვა იყოს ჰიპერკალცემია _ სისხლში კალციუმის მოჭარბება, რაც იწვევს `ძლიერი ტკივილის~ მსგავს სიმპტომებს და ძლიერ გაღიზიანებადობას. ჩვილ ბავშვებში, განსაკუთრებით 4-დან 10 თვემდე, დარღვეულია კალციუმისა და D ვიტამინის მეტაბოლიზმი. დაბადებისას მცირე წონა და მისი ნელი ტემპით მატება პირველი წლის განმავლობაში კვების პრობლემა ჩვილობის ასაკში _ რაც დაკავშირებულია სახის კუნთების დაბალ ტონუსთან; ბავშვის ზრდასთან ერთად ჭამის სიძნელეები ქრება. ხშირია თირკმელებთან დაკავშირებული სამედიცინო პრობლემები ჰიპერაკუზია _ ზედმეტად გაძლიერებული სმენა; ამის გამო ხმაური და ხმამაღალი ბგერები ბავშვებს აშინებს, ან მათში უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევენ. ეს მდგომარეობა ასაკის მატებასთან ერთად უმჯობესდება კუნთების დაბალი ტონუსი და საერთო სისუსტე. ასაკთან ერთად ვლინდება ბავშვის მოუქნელობა და მოტორული კოორდინაციის  პრობლემები.

    ფსიქოლოგიური მახასიათებლები: ძლიერი ექსპრესიული მეტყველება: კარგი არტიკულაცია, ფრაზული მეტყველება, ლექსიკონის მარაგი. ფსიქიკური განვითარების შეფერხება: გვიან იწყებენ სიარულსა და მეტყველებას, გვიან ითვისებენ ყოველდღიურ და თვითმომსახურების ჩვევებს.  პრობლემები მსხვილ მოტორიკაში (მოძრაობების კოორდინაციაში, წონასწორობაში, კუნთების ძალაში, სხეულის პოზებში), წვრილ მოტორიკაში (თასმებისა და ღილების შეკვრა, მაკრატლის, დანის, კალმისტრის, ფანქრის ხმარება).  პრობლემები სივრცითი მიმართებების აღქმასა და ცნობაში.  ყურადღების კონცენტრაციის სირთულე, გაფანტულობა.  არამდგრადი ემოციური სფერო, რაც იმას ნიშნავს, რომ სიხარულისას ბავშვი უაღრესად იგზნება, ხოლო წყენისას ადვილად ტირის, აშინებს მოულოდნელი სტიმულები; აქვს მიდრეკილება ძლიერი შფოთვისადმი.  რეჟიმის მოულოდნელი ცვლილება ან სიტუაციის მოულოდნელი შეცვლა იწვევს ბავშვის შფოთვასა და აგზნებას. სასაუბრო თემის ამოჩემება, აზრის გამეორება. თვითსტიმულაცია კანის ჩქმეტის, რწევის და სხვა მოძრაობების სახით. უაღრესად სოციალური ბუნება. ბავშვები ადვილად შედიან კონტაქტში, არ ეშინიათ უცხო პიროვნების, ადვილად ურთიერთობენ უფროსებთან. ბავშვები მგრძნობიარენი არიან სხვისი განწყობილების მიმართ; კარგად იგებენ სხვის ემოციებს, ურთიერთობაში მეგობრულები და გახსნილნი არიან. აქვთ კარგი ხანგრძლივი მეხსიერება. აქვთ კარგი ხანმოკლე მხედველობითი მეხსიერება და კარგი მხედველობითი აღქმა. გააჩნიათ შესანიშნავი მუსიკალური სმენა.

    გაურკვეველი მიზეზის გამო ვილიამსის სინდრომის მქონე ადამიანებს არა აქვთ გენეტიკური მასალა მე-7 ქრომოსომაზე იმ გენის ჩათვლით, რომელიც ცილის ელასტინს ქმნის. ელასტინის გენის ნაკლებობა, შეიძლება, ვილიამსის სინდრომის ბევრი ფიზიკური მახასიათებლის მიზეზი იყოს. ვილიამსის სინდრომის მქონე პირიდან შთამომავლობაზე ამ სინდრომის გადაცემის რისკი 50%-ია.

    პოპულაციაში აღნიშნული სინდრომის გამოვლენის სიხშირე დაბალია: ყოველ 20 ათას ახალშობილზე _ 1 ბავშვი. სინდრომი თანაბრად ვლინდება ორივე სქესში.

    დღეისათვის სინდრომის მკურნალობის ტაქტიკა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია. თუმცა, წარმატებულია სიმპტომური მკურნალობა იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვს რომელიმე სამედიცინო პრობლემა აქვს. დიაგნოზი დგინდება დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის (დნმ) გენეტიკური ანალიზის საფუძველზე, როდესაც მე-7 ქრომოსომაში ვლინდება ელასტინის ნაკლებობა. ვილიამსის სინდრომის მკურნალობაში მეტად ეფექტურია ფიზიკური თერაპია, ჩვევების თერაპია, მეტყველების თერაპია ბავშვის მსხვილი და წვრილი მოტორიკისა და მეტყველების პრობლემების მოსაგვარებლად. ქცევითი პრობლემების შემთხვევაში კი მიზანშეწონილია ფსიქოლოგიური ჩარევა.

    ვილიამსის სინდრომის ასოციაციის ოფიციალური საიტი:  http://www.williams-syndrome.org/

    ლიტერატურა:

    Williams JC, Barratt-Boyes BG, Lowe JB (1961). "Supravalvular aortic stenosis"

    Beuren AJ (1972). "Supravalvular aortic stenosis: a complex syndrome with and without mental retardation"

    ავტორი :გვანცა ჯინაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა სასწავლო პროგრამები ფიზიკური კულტურა/სპორტი კურსები/ტრენინგები/სტაჟირება ვარ სპეციალისტი მომსახურება ვცვლი კონფერენციები/ღონისძიებები გავაჩუქებ ვყიდი ვეძებ სპეციალისტს ხელოვნება/კულტურა სტიპენდიები განათლება/სწავლება ტურიზმი/დასვენება/გართობა სხვა ვიყიდი ტენდერები/გრანტები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2022