მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    შეცბუნება, უხერხულობა ნანახია (7683) - ჯერ 14 მაისი 2012

     

    ოთხი თვის გოგონა, რომელიც მამას ხელში უჭირავს თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს, იგი ინტერესით ათვალიერებს გარემოს. როცა მამას ნაცნობი შეხვდება და ბავშვს მოეფერება, ბავშვი მაშინათვე ზურგს შეაქცევს უცნობს და თავს მამის მკერდში მალავს. ,, ბავშვი შეცბა’’. ბავშვების უმეტესობას შეცბუნების რეაქცია აღენიშნება ოთხი თვიდან და ეს გრძელდება ადრეულ ბავშვობაშიც. თვალნათლივ შეცბუნების მიმიკური რეაქცია ორი წლის ბავშვებში ვლინდება.

    ზემოთაღწერილი ქცევითი კომპლექსი არ არის კარგად შესწავლილი. შეცბუნებას ბავშვები სხადასხვანაირად გამოხატავენ, სხვადასხვა სიხშირით და სხვადასხვა ინტენსიობით. ჩვეულებრივ ნორმად ითვლება, როცა შეცბუნება გამოხატულია მსუბუქი და სწრაფად გამავალი რეაქციით. ამ დროს ის თითქმის შეუმჩნეველია და ამიტომ არ იქცევს მშობლების ყურადღებას. ბავშვს მალევე გასდის უხერხულობა, აღარ იმალება, გამოხედავს უცნობს ვინც მის მიმართ ემოცია გამოხატა. ამგვარად აღდგება ნორმალური სოციალური ურთიერთობა. თუმცა ზოგიერთ ბავშვს ეს ემოცია ძნელად გასდის და უჭირს სოციალური ურთიერთობის აღდგენა. აღსანიშნავია, ტყუპ გოგონებზე ჩატარებული გამოკვლევა. ისინი ძალიან გავდნენ ერთმანეთს, მაგრამ მათი დამოკიდებულება ექსპერიმენტატორის მიმართ იყო სრულიად განსხვავებული. ერთ-ერთი, როგორც კი მას მიუახლოვდა ექპერიმენტატორი გაიქცა დედასთან და მას ფეხზე შემოხვია ხელები, ხოლო მეორემ, რომელიც თოჯინით თამაშობდა, როცა დაინახა ეს სცენა, წამოდგა, მივიდა ექსპერიმენტატორთან და უთხრა, რომ მის დას შერცხვა უცნობის და დედასთან ამიტომ გაიქცა, თითონ კი შესთავაზა ექსპერიმენტატორს თოჯინით თამაში.

    ქცევის კონტრასტი ტყუპი დების შემთხვევაში განსაცვიფრებელია. დედის თქმიტ ბავშვები განსხვავებული ხასიატის იყვნენ დაბადებიდან, თუმცა დედა ცდილობდა ერთნაირად ჩაერთო ისინი სოციალურ ურთიერთობაში. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს განსხვავება წინასწარ განსაზღვრულია გენეტიკური ფაქტორებით. ჰეტეროზიგოტულ (სხვადასხვა კვერცხუჯრედის) ტყუპებს გენები არა აქვთ იდენტური და შეიძლება დებს გენეტიკურად სხვადასხვა ქცევის ტენდენციები გადაეცათ. ასე მაგალითად, ერთ-ერთმა გამოკვლევამ, რომელსაც ქვევით გავეცნობით გვაჩვენა, რომ შეიძლება არსებობდეს უხერხულობის გენი, ანუ გენეტიკური მიდრეკილება უხერხულობისკენ.

    სომატური ცვლილებები შეცბუნებისას.

    ბასი შეეცადა განესხვავებინა შეცბუნების ემოცია სირცხვილის ემოციისაგან ქცევისა და ფიზიოლოგიურ დონეზე. მიღებული რეზულტატებით ეს ორი ემოცია იწვევს ვეგეტატიური სისტემის განსხვავებულ რეაქციას. შეცბუნება იწვევს სიმპათიკური ნერვული სისტემის უფრო ძლიერ აგზნებას, ხოლო სირცხვილი-პარასიმპათიკურის.

    კაგანმა, რეზნიკმა და შნიდმანმა განაზოგადეს მონაცემები ბავშვებში გულ-სისძარღვთა სისტემის ფუნქციონირების შესახებ. ესენი იყვნენ ის ბავშვები, რომლებიც ქცევითი გამოხატულება უკიდურესად იყო დათრგონული.   ასეთი ქცევა ახასიათებთ ძალიან მორცხვ ბავშვებს. თუ მორცხვი       ბავშვი ძალიან ძალიან შებოჭილია უცხო გარემოში მას აღენიშნება გახშირებული სუნთქვა, სტაბილური გულისცემა ახალი სტიმულის საპასუხოდ. მრავალი ექსპერიმენტის მიუხედავად პასუხგაუცემელი დარჩა შეკითხვა, როგორია თანაფარდობა ქცევითი რეაქციის დათრგუნვის უკიდურეს ხარისხსა და ნორმალურ შეცბუნებას შორის ან სხვა დისკრეტულ ემოციებთან, მაგ. შიშთან.

    შეცბუნების გამოხატვა

    არ არსებობს არც ერთი ქცევითი რეაქცია და არც ერთი მიმიკური კონფიგურაცია, რომელსაც უსიტყვოდ მივაწერ შეცბუნების ემოციას, ანუ რომელიც სპეციფიურია შეცბუნების ემოციისათვის. თუ ადამიანი მალავს თვალებს, შებრუნდება ზურგით ან ჩაქინდრავს თავს ეს შეიძლება მივაწეროთ შეცბუნებას, მაგრამ ეს მიმიკური რეაქცია ხომ სირცხვილის დროსაც ვლინდება. ზოგიერთი მონაცემებით შეცბუნების ემოციას სირცხვილის ემოციისაგან განსხვავებით ღიმილი, რომელიც გაურბენს ადამიანს სახეზე მანამ ის შებრუნდება.   შეცბუნებული ადამიანი, როდესაც შებრუნდება ან თავს ჩახრის, მალულად უთვალთვალებს (ამოხედავს) იმ ადამიანს, რომელმაც ის შეაცბუნა.

    მიუხედავად იმისა,რომ შეცბუნების რეაქცია ხასიათდება მინიმალური მიმიკური გამოვლინებებით ყველა ადამიანი მაინც განასხვავებს შეცბუნებას სხვა ემოციისაგან. თუ პატარა ბავშვი უცხო ადამიანის მიახლოებისას მალავს თავს და ეკვრის მშობლებს ამ რეაქციას ჩვენ ვაფასებთ, როგორც შეცბუნება. ამ ტიპის ქცევა შეიმჩნევა 3-4 თვის ასაკიდან.

    შეცბუნების განცდა

    მორცხვმა ადამიანებმა კარგად იციან რა მნიშვნელოვან როლს ასრულებს შეცბუნების ემოცია პიროვნების ფორმირებასა და სოციალური ურთიერთობების ფორმირებაში.

    ნებისმიერი შეცბუნების განცდის ძირითადი ბირთვი არის დაუცველობის შეგრძნება სოციალური ურთიერთქმედების სიტუაციაში.

    ეს გრძნობა აიძულებს მორიდებულ ადამიანს ნებისმიერი საშუალებით თავი აარიდოს (მისთვის ასაფორიაებელ) კონტაქტებს, მაგრამ საერთოდ ადამიანთან კონტაქტის გაწყვეტამდე, როგორც წესი საქმე არ მიდის. მართლაც, სპეციალურმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ შეცბუნებასა და გულღია ურთიერთობებს   შორის არის ან ძალიან სუსტი ურთიერთდამოკიდებულება, ან ის საერთოდ არ არსებობს. მორცხვ ადამიანს, ისევე როგორც სხვა დანარჩენს შეუძლიათ მიიღონ ურთიერთობებისგან სიამოვნება, მაგრამ მათთვის აუცილებელია გარკვეული პირობები. ისინი თავს კარგად გრძნობენ ოჯახის წევრებთან, ახლო მეგობრებთან და კარგად ნაცნობ ადამიანების წრეში, მათ შეცბუნებას იწვევს უცხო ადამიანთა გარემოცვა. აქ ისინი თავს გრძნობენ უცხოდ და ხედავენ პოტენციური კრიტიკის (მის მიმართ) წყაროს, თავს გრძნობენ უხერხულად და განიცდიან დისკომფორტს.

    Zimbardo (2005) შეცბუნებას აღწერს, როგორც „ინდივიდუაციის გაზრდილ მდგომარეობას“, რომლის დროსაც ადამიანი მწვავედ აღიქვამს ოზომორფიზმს თავის თავსა და თავის საქციელს შორის. ეს ნიშნავს, რომ მორცხვი ადამიანი თავის ნებისმიერი საქციელის კრიტიკას აღიქვამს თავისი პიროვნების კრიტიკად. მორცხვი ადამიანები თავის თავს ახასიათებენ,როგორც მოუხერხებლებს, არაადეკვატურებს. მათ ეშინიათ „ბოროტი ენების“, ვერ იცავენ მყარად თავის პოზიციას და განწირულები არიან მარტოობისათვის.

    Zimbardo (2005) შეისწავლა ადამიანები, რომლებიც თავიანთ თავს მორცხვებს უწოდებენ. ეს ადამიანები ხასიათდებიან ნაკლები ექსტრავერტულობით, ვერ აკონტროლებენ თავიან   საქციელს სოციალურ გარემოში, აწუხებთ ურთიერთობის პრობლემები. ამ მეცნიერთა მონაცემების მიხედვით მორცხოვების მაჩვენებელი კორელაციაშია ნეიროტიზმის მაჩვენებელთან, მაგრამ ასეთი კანონზომიერება აღმოჩენილია მხოლოდ მამაკაცებში. მეცნიერები ამას იმით ხსნიან, რომ მორცხვობა მიიჩნევა ქალური ხასიათის ნიშნად. თუმცა, მორცხვ ქალებშიც, რომლებიც მიდრეკილები არიან თვითაპათიისაკენ   აღინიშნება ნეიროტიზმის მაღალი მაჩვენებელი.

    Zimbardo (2005) მიერ ჩატარდა კვლევა სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებში. 42% აღნიშნავდა, რომ ისინი მიდრეკილნი არიან შეცბუნებისკენ და ამტკიცებდნენ, რომ მორცხვობა არის მათი პიროვნული თვისება. მათგან 79% პროცენტი აღნიშნავდა ნეგატიურ დამოკიდებულებას ხასიათის ამ თვისების მიმართ, ხოლო 63% ამ თვისებას რეალურ პრობლემად მიიჩნევდა. ამგვარად, შეცბუნება და მორიდებულობა იწვევს სიმპატიას გარეშე პირებისა, მაგრამ როგორც წესი იგი არასასიამოვნოა თავად მორცხვი ადამიანისათვის.

    მორცხვობის ემოცია და შეცბუნების ემოცია გარკვეულწილად დამოკიდებულია ადამიანურ „მესთან“ მის „მე-კონცეფციასთან“ და თვითშეფასებასთან. რათქმაუნდა დანაშაულის ემოციაც მიმართულია „მესკენ“, ადამიანი აღიქვამს საკუთარ „მეს“, რომელმაც დაარღვია გარკვეული ნორმები.

    სირცხვილი დიდწილად მიმართულია მომავლისკენ, ჰიპოთეტური შესაძლებლობისკენ, რომ აღმოჩნდეს შეფასებული და მხილებული. შეცბუნება კი როგორც წესი იღებს მდგომარეობის ფორმას, მყისიერი გრძნობა სისუსტისა და კონკრეტულ სიტუაციაში მოთხოვნების არაშესატყვისი ქმედებაა.

    მორცხვი ადამიანები ერთისმხრივ ელტვიან ადამიანებთან ურთიერთობას, მაგრამ ამავდროულად მათ „ტანჯავთ“ კითხვა იმისა, რა შთაბეჭდილებას მოახდენენ ისინი ამ ადამიანებზე. ისინი არ არიან თავისთავში დარწმუნებულები, რომ დატოვებენ სასიამოვნო შთაბეჭდილებას სხვებზე.

    შეცბუნების ფუნქციები

    ყოველი ბაზისური ემოცია ასრულებს ადაპტაციის ფუნქციას. სუსტი და ზომიერი უხერხულობა იცავს ბავშვს ადვილად დაუახლოვდეს ან შევიდეს კონტაქტში უცხო ადამიანებთან.

    Zimbardo (2005) იკვლევდა რა მორცხვ ადამიანებს, სთხოვდა მათ მიეთითებინათ ის სიტუაციები და ადამიანები, რომლებიც მათში უხერხულობის შეგრძნებას იწვევდნენ. აქაც, ისევე როგორც წინა შემთხვევებში ხდება ემოციების გამიჯვნა: სირცხვილი, უხერხულობა, დანაშაულის გრძნობა.

    მორცხვობა როგორც პიროვნული თვისება

    დანიელმა და პლომინმა გვიჩვენეს, რომ შეცბუნების გამოხატვის ინდივიდუალური განსხვავება ახალშობილებში განისაზღვრება, როგორც მემკვიდრეობითობით ასევე გარემო პირობებით. ჩაატარეს ცდა 152 აყვანილ ბავშვზე, მათ ახლობლებზე და ოჯახებზე. საკონტროლო ჯგუფი იყო 120 ჩვეულებრივი ოჯახი. ბავშვების მორცხვობას აფასებდნენ მშობლები.მორცხვობასთან დაკავშირებული ტემპერამენტის მახასიათებლები მშობლებში კი ფასდებოდა სტანდარტული კითხვარებით. იმ ოჯახებში, სადაც სოციალური ფაქტორი გამყარებული იყო მემკვიდრეობით (ჩვეულებრივი ოჯახები) ბავშვის მორცხვობა 12-24 თვის ასაკში პირდაპირ კავშირში აღმოჩნდა დედის მორცხვობასთან. მორცხვობის მაჩვენებელი   თითქმის ასეთივე იყო   აყვანილი ბავშვების შემთხვევაშიც. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ერთისმხრივ მორცხვობა როგორც პიროვნული თვისება დიდწილად განისაზღვრევა გარემო-სიტუაციით. მეორესმხრივ, გამოაშკარავდა მნიშვნელოვანი კორელაცია აყვანილი ბავშვების მორცხვობასა (24 თვის) და მათი ბიოლოგიური დედის ინტროვერტულობის ხარისხს შორის, რაც მოწმობს მემკვიდრეობითი ფაქტორის მნიშვნელობას.

    კეტელი პიროვნულობის გამოჩენილი მკვლევარი, მორცხვობას განიხილავს, როგორც ბიოლოგიურად განპირობებულ თვისებას, რომელიც დაკავშირებულია ნერვული სისტემის აგძნებასთან.

    სუომიმ კვლევა ჩაატარა განსაკუთრებულ მახასიათებლებზე და ტემპერამენტზე მაკაკა რეზუსებში. მან შეიმუშავა ქცევითი და ფიზიოლოგიური ტესტები ერთისმხრივ მორცხვი და პასიური, მეორესმხრივ კი აგრესიული და შეუპოვარი მაიმუნების გამოსავლენად. მან მორცხვი და პატარა მაიმუნები მოათავსა აგრესიული მდედრების ვოლიერში და პასიური მდედრები-აგრესიულ პატარებთან. ექვსი თვის შემდეგ პატარა მაიმუნებმა გადაიღეს „დედის“ ქცევის სტილი. ეს ექსპერიმენტი დასტურია იმისა, რომ პატარებს აქვთ უნარი აღიქვან მშობლების ქცევა და მიესადაგონ სოციალურ გარემოს.

    სუომის გამოკველები ადასტურებს, რომ მორცხვობას,ისევე როგორც სოციალურ ექსტრავერსიას აქვს ევოლუციურ-ბიოლოგიური საფუძველი.

    არის მონაცემები, რომელიც მოწმობს შეცბუნების ორმაგ ბუნებას. კოგანი და სხვები სწავლობდნენ შეცბუნების უკიდურეს გამოვლინებას, ან მათი ტერმინოლოგიით ქცევითი შეკავების ფენომენს სკოლამდელი ასაკის ბავშვებზე. ამ ფენომენს განსაზღვრავდნენ შემდეგი გარეგანი გამოვლინებებით, როგორიცაა: ტირილი, მოუსვენრობა, მოწყენილობა, გაუცხოვება და სპონტანურობის არ არსებობა ექსპერიმენტატორთან ურთიერთობისას. დაძაბულობასთან დაკავშირებულ ექსპერიმენტში მკვლვარი ბავშვებს უზომავდა გულისცემას და აკვირდებოდა ცვლილებებს. აღმოჩნდა რომ მორცხვ ბავშვებს ექსპერიმენტულ სიტუაციაში გულისცემა (პულსი) უჩქარდებოდათ, მაგრამ რჩებოდა სტაბილური, მაშინ როცა გახსნილ ბავშვებს არასტაბილური და დაბალი გულისცემა ჰქონდათ.

    პირველადი და შემდგომი ეხპერიმენტის შედეგებიდან გამომდინარე მეცნიერებმა დაადგინეს ორი ,,ფრთხილი,, დასკვნა:

    1.           უაღრესად მორცხვი ბავშვები მიდერკილი არიან შეცბუნებისკენ სხვადასხვა სიტუაციაში და ექსპრიმენტის მთელი პერიოდის განმავლობაში.

    2.           21-31 ასაკის მქონე ბავშვებში გულისცემის ცვალებადობასა და ქცევის შეკავებას შორის აღინიშნება ზომიერი უარყოფითი კორელაცია.

    ადამიანების დაახლოებით 10-15% შეცბუნება გამოვლინდება, როგორც ორგანული თვისება. შესაბამიასად,   უკიდურესი უხერხულობის აქტუალიზაციისთვის აუცილებელია არა მარტო თანდაყოლილი მიდრეკილების არსებობა, არამედ გარემოს მხრიდან მუდმივი   სტრესის არსებობა.

    შიშის, სირცხვილის და შეცბუნების ემოციები შესაძლოა დიდ როლს ასრულებდეს სექსუალური განწყობის ფორმირებაში. მაგ. ,ჰომოსექსუალური მიდრეკილება, თუნდაც ნაწილობრივ მაინც, შეიძლება მიეკუთვნოს საპირისპირო სქესთან კონტაქტისადმი შიშს ან მორცხვობას.

    შეცბუნება და სოციალური ადაპტაციის პრობლემატიკა

    Zimbardo (2005) მორცხვი ადამიანების გამოკვლევა ჩაატარა და დაადგინა სამი უარყოფითი შედეგი უკიდურესი მორცხვობისა: 1. მორცხვობა ხელს უწყობს სოციალურ იზოლაციას და ამით მთლიანად ან ნაწილობრივ ართმევს ადამიანს სოციალური ურთიერთობის სიხარულს; ასეთი ადამიანი მოწყვეტილია არა მარტო სოციალურ აქტივობას, არამედ სოციალურ თანადგომასაც. 2.სოციალური თანადგომის არქონა, მეგობრების არ ყოლამ ადამიანი შეიძლება გახადოს უსუსური და ჩააგდოს სტრესში. ჯონსმა   და კარპენტერმა გამოიკვლიეს, რომ ასეთი ადამიანების ურთიერთობის წრე ძალიან ვიწროა და ოჯახის წერვრებით შემოიფარგლება. 3. მორცხვ ადამიანებს არ აქვთ გულწრფელი და გულახდილი ურთიერთობის გამოცდილება და ამიტომ ისინი თავს თვლიან ზიანის მომტანებად. მათ უბრალოდ არ იციან, რომ სხვა ადამიანებსაც აქვთ თავიანთი სისუსტეები და ისინიც შეიძლება განიცდიდნენ უხერხულობას.

    პირველ შემთხვევაში ადამიანებს აწუხებთ ის, რომ ისინი ვერ ამართლებენ გარშემომყოფების მოლოდინს და აწუხებთ ის თუ როგორ შთაბეჭდილებას ახდენენ ისინი გარშემომყოფებზე. მეორე შემთხვევაში ადგილი აქვს სუბიექტურ დისკომფორტს. გარეგნულად ისინი წარმატებულებიც კი არიან, მაგრამ უხერხულობის შეგრძნება, რომელსაც ისინი განიცდიან ფითავს მათ. ორივე ტიპის ადამიანები სოციალურ სიტუაციაში იბნევიან და არ იციან რა გააკეთონ, მათ უერევნიათ მიყვნენ „ლიდერს“, ვიდრე აიღონ პასუხისმგებლობა. საბოლოოდ ამან ისინი შეიძლება მიიყვანოს დაბალ თვითშეფასებამდე.

    ლიტერატურა

    1. Izard, C. E. (1991).  The psychology of emotions. New York: Plenum.
    2. Zimbardo, Philip G. Psychology And Life, 17/e, Allyn & Bacon Publishing, 2005,  ISBN 0-205-41799-X
    3. Jones W.H., Cheeks J. M., Briggs S. R. (eds.). Shyness: perspectives on research and treatment. New York, 1986.
    ავტორი :თიკა გამყრელიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    მათემატიკა ბიოლოგია ხელოვნება და კულტურა განათლება საქართველოში და მსოფლიოში ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა მოდა და დიზაინი სოციოლოგია, პოლიტოლოგია ფსიქოლოგია ქიმია მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი ფინანსები გეოგრაფია ბუნება, ეკოლოგია დასაქმება და კარიერა პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი ოჯახი, მშობლები და ბავშვი იურისპრუდენცია გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული სპორტი და ექსტრიმი ბავშვის მოვლა და აღზრდა აბიტურიენტი და გამოცდები სიახლე განათლების სფეროში სხვა კინო და მუსიკა განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა საგანმანათლებლო დაწესებულება სკოლა და მოსწავლე ფიზიკა სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება ჟურნალისტიკა, PR პრესა განათლების შესახებ მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია ეკონომიკა რელიგია კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი მშობლიური ენა და ლიტერატურა გართობა და თამაშები უცხო ენები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2022