მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    როგორ გავზარდოთ შრომითი მოტივაცია ჯგუფში ნანახია (11426) - ჯერ 27 ივლისი 2012

    თანამედროვე საზოგადოებაში უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ ჯგუფურ სამუშაოებს,მათ შორის ორგანიზაციებშიც.მაგრამ ჯგუფურ მუშაობას აქვს უარყოფითი მხარე,ჯგუფი ყოველთვის არ იყენებს მთელ თავის პოტენციალს,არ მოქმედებს თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე მაქსიმალური პროდუქტულობით.ამ ფაქტს სტეინერმა უწოდა "პროცესუალური დანაკარგი".მან განიხილა პროცესუალური დანაკარგის ორი ძირითადი მიზეზი: კოორდინაციული დანაკარგები, როდესაც ჯგუფის წევრები ოპტიმალურად არ ახდენენ თავიანთი მოქმედების ორგანიზებას და მოტივაციური დანაკარგები, როდესაც ჯგუფის წევრები სუსტად არიან მოტივირებულნი. სუსტად მოტივირებული მუშაკი გულისხმობს ადამიანს, რომელიც არ ცდილობს კარგად შეასრულოს სამუშაო,არ მიმართავს მთელ ძალასა და მონდომებას ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად.მოტივაციური დანაკარგების სამი განსხვავებული ტიპი გამოიყოფა:სოციალური სიზარმაცე,უბილეთო მგზავრობა და არასამართლიანობა.სოციალური სიზარმაცე გულისხმობს,რომ ჯგუფის ზრდასთან ერთად ინდივიდის მოტივაცია და გაწეული ძალისხმევა მცირდება.უბილეთო მგზავრობა არის სხვების ხაარჯზე სარგებლის მიღება,ხოლო არასამართლიანობა გულისხმობს იმ შეუსატყვისობას,რომელიც არსებობს ადამიანის მიერ სამუშაოში შეტანილ წვლილსა და მიღებულ შედეგს შორის სხვა ადამიანის წვლილ-შედეგთან მიმართებაში.

    იმისათვის, რომ  შევამციროთ მოტივაციური დანაკარგები,უნდა ავამაღლოთ ჯგუფის თითოეული წევრის მოტივაცია.განვიხილოთ შრომითი მოტივაციის თანამედროვე თეორიები,რომელთა ერთი ჯგუფი ძირითად ყურადღებას ამახვილებს მოთხოვნილების ცნებაზე, ასეთებია: მასლოუს, ალდერფერის, მაკლელანდის და ჰერცბერგის თეორიები.

    მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქიული მოდელის მიხედვით,მუშაობა უპირველეს ყოვლისა განპირობებულია პიროვნების აქტუალური მოთხოვნილებებით. მასლოუს მიხედვით,ადამიანს აქვს შემდეგი ბაზისური  მოთხოვნილებები: ფიზიოლოგიური,უსაფრთხოების,სოციალური, ეგოს მოთხოვნილებები   და თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილებები. სამუშაოს ტერმინებში ეს იერარქია შემდეგნაირად შეიძლება გადმოვცეთ: 1.ფიზიოლოგიური მოთხოვნილება 2.სამუშაო პირობების უსაფრთხოება 3.მეგობრობა და ჯგუფის წევრობა 4.მიღწევის შინაგანი გრძნობა და აღიარება 5.შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზაცია.მასლოუს მიხედვით,მხოლოდ დაბალი რანგის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შემდეგ აქტიურდება და იწყებს განსაზღვრას უფრო მაღალი რანგის მოტივები,სწორედ იერარქიულობის ეს პრინციპი გახდა მისი თეორიის კრიტიკის ძირითადი საგანი.

    ალდერფერის თანახმად არსებობს სამი ძირითადი მოთხოვნილება: 1.ეგზისტენციალური მოთხოვნილება (ფიზიოლოგიური+უსაფრთხოების) 2.სოციალური მოთხოვნილება 3.ზრდის (თვითშეფასება და თვითაქტუალიზაცია) მოთხოვნილება. ალდერფერი ნაკლებ როლს ანიჭებს იერარქიულობას და უშვებს ადამიანის მოტივირებულობას ერთდროულად რამდენიმე რიგის მოთხოვნილებებით.

    მაკლელანდის მიხედვით შრომითი მოტივაციის გასაგებად საჭიროა სამი ძირითადი მოთხოვნილების დახასიათება,ესენია: მიღწევის,ძალაუფლებისა და აფილაციის.მიღწევის მოთხოვნილებაში მაღალი სტანდარტის შესაბამისად საქმიანობა და კონკურენტულ ვითარებაში წარმატების მიღწევის სურვილი იგულისხმება. ძალაუფლების მოთხოვნილება სხვების მოქმედებათა გაკონტროლების სურვილს წარმოადგენს,აფილაციის მოთხოვნილება კი სხვებთან მეგობრული და ახლო პიროვნებათშორისი ურთიერთობების დამყარების სურვილს ნიშნავს.

    ჰერცბერგის ორფაქტორიანი თეორიის მიხედვით,ადამიანს აქვს: 1. ბაზისური,ბიოლოგიური მოთხოვნილებები,რომელსაც ის უწოდებს ჰიგიენურ მოთხოვნილებებს 2.სპეციფიკური ადამიანური მოთხოვნილებები,რომელსაც ის უწოდებს მოტივატორებს.

    არსებობს ასევე მოტივაციის კოგნიტივისტური თეორიები,რომლებიც შრომის სუბიექტს მოტივაციის განსაზღვრაში გადამწყვეტ მნიშვნელობას შემეცნებით პროცესებს ანიჭებენ. მათ შორის ერთერთი არის სამართლიანობის მოდელი,რომელიც შემოგვთავაზა ადამსმა. ამ მოდელის მიხედვით მომუშავის მოტივაცია მის მიერ სოციალური შედარების ფუნქციას წარმოადგენს.მომუშავემ საკუთარი თავი შეიძლება შეადაროს საკუთარ გამოცდილებას ან ორგანიზაციაში ან მის გარეთ არსებულ სხვა მომუშავეს ან ჯგუფს. უსამართლობის გრძნობა წარმოიშვება ნაკლები ან ზედმეტი ანაზღაურების შემთხვევაში,ეს იწვევს მასში დაძაბულობის განცდას და წარმოიქმნება მისი მოხსნის მოტივაცია,რის საფუზველძეც მომუშავე ცვლის თავის ქცევას.

    არსებობს ასევე მოლოდინის თეორია,რომელიც წარმოგვიდგინა ვრუმმა.ამ მოდელის თანახმად,გარკვეული მიმართულებით მოქმედი სუბიექტის აქტივობის სიძლიერე მისი ქცევიდან გამომდინარე შედეგთან დაკავშირებული მოლოდინის ინტენსივობით და მისთვის ამ შედეგის მიმზიდველობით არის განსაზღვრული.

    მიზნის დასახვის მოდელი წარმოადგინა ლოკმა,რომლის მიხედვითაც მუშაობის პროცესში ადამიანის მიერ მიზნის დასახვა შრომითი მოტივაციის გაზრდას და საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების ძირითად საფუძველს წარმოადგენს. ამ თეორიის მიხედვით, რაც უფრო რთული და კონკრეტულია მიზნები, მომუშავე თავის საქმეს მით უფრო კარგად ასრულებს.

    ბიჰევიორისტული თეორიის თანახმად მოტივაციური ძალა გააჩნია ქცევის განმტკიცებას.

    იმისათვის,რომ შევამციროთ ჯგუფის მოტივაციური დანაკარგები პირველ რიგში უნდა მოვახდინოთ ჯგუფის თითოეული წევრის წვლილის იდენტიფიცირება,თითოეულ მათგანს უნდა დავუსახოთ კონკრეტული მიზნები,რომლის შედეგადაც მივაღწევთ საერთო მიზანს, უნდა დავაკმაყოფილოთ თითოეული თანამშრომლის ბაზისური მოთხოვნილებები,შევუქმნათ კარგი და უსაფრთო სამუშაო პირობები,ანაზღაურება მოვახდინოთ თითოეული მათგანის მიერ შესრულებული სამუშაოს მიხედვით.

     

     

    ავტორი :თამარ ჩხეიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სკოლამდელ დაწესებულებაში სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სხვა განმანათლების მართვის ორგანოებში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში უმაღლეს სასწავლებელში პროფესიულ ცენტრში კოლეჯში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2022