მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    რა არის სიყვარული ნანახია (9640) - ჯერ 02 იანვარი 2013

    ფაქტია, რომ ხშირად ადამიანებს შორის ურთიერთობა სცილდება უბრალო ნაცნობობის და მოწონება არმოწონების ფარგლებს, მყარდება საკმაოდ ღრმა ხშირად გაუგებარი ემოციონალური ურთიერთობა. ერთი სიტყვით ჩნდება სიყვარულის შესაძლებლობა.

    რა არის სიყვარული? არის ის მოწონების უფრო ინტენსიური ფორმა თუ რაღაც თვისებრივად ახალ გრძნობასთან გვაქვს საქმე?

    ადამიანები აღმერთებენ სიყვარულს, ცოცხლობენ და თავს სწირავენ მისთვის, მაგრამ მისი მეცნიერული ახსნა (შესაძლებელია საბედნიეროდ) არ არსებობს. უფრო მეტი, სიყვარული დაერქვა საკმაოდ განსხვავებულ ადამიანურ ურთიერთობას როგორიცაა ურთიერთობა შეყვარებულებს შორის, ცოლ-ქმარს შორის, მშობლებსა და შვილებს შორის და ახლო მეგობრებს შორის. ერთი სიტყვით სიყვარულის მეცნიერული შესწავლა ჯერ კიდევ შორსაა სრულყოფისაგან.

    როგორ გავზომოთ სიყვარული? დადგა საკითხი სიყვარულის მიზეზების შესახებ. ფსიქოლოგები გვთავაზობენ განსხვავებულ მიზეზებს. ჩვენ გავარჩევთ ფსიქოლოგების მიერ შემოთავაზებულ მოსაზრებებს. რობერტ სტერნბერგი გვთავაზობს სიყვარულის .. სამკუთხოვან თეორიას თეორია გამოყოფს სამ ბაზისურ კომპონენტს: ინტიმურობა, ვნება, გადაწყვეტილებავალდებულება (ანუ ერთგულება). ავტორის აზრით სიყვარული შეიძლება ემყარებოდეს პირველ რიგში რომელიმე ერთ ამ კომპონენტს, ან ორი კომპონენტის კომბინაციას, ან სამივეს.. ეს სამი ბაზისური კომპონენტი შემდეგ მახასიათებლებს გულისხმობს.

    ინტიმურობა - სიახლოვე, რომელსაც გრძნობენ პარტნიორები.

    ვნება - სექსუალური მოტივი და სექსუალური აღძვრა, რომელიც ასოცირებულია გაწყვილებით ურთიერთობასთან.

    გადაწყვეტილება - ვალდებულება - კოგნიტური ელემენტი, რომელიც მოიცავს გადაწყვეტილებას რომ ვინმეს უყვარს ვიღაცა და ავალდებულებს შეინარჩუნოს ეს ურთიერთობა.

    ამ სამი ბაზისური კომპონენტების კომბინაციით სტერნბერგი გამოყოფს შვიდი სახის სიყვარულს:

    1. მოწონება - რომელიც შეიცავს მხოლოდ ინტიმურობას (მეგობრობა ვნების ან ვალდებულების გარეშე).

    2. რომანტიკული სიყვარული - შეიცავს ინტიმურობას და ვნებას (ინდივიდები ფიზიკურად და ემოციონალურად მიიზიდები ან ერთმანეთისაკენ, მაგრამ ვალდებულებების გარეშე).

    3. მეგობრობა -სიყვარული - შეიცავს ინტიმურობას და ვალდე¬ბულე¬ბებს (ხანგრძლივი ვალდებულება - მეგობრობა, როგორიცაა ქორწინება, რომელშიც ვნება გაფერმკრთალებულია).

    4. ძლიერი გატაცება - შეიცავს მხოლოდ ვნებას (ვნებიანი, მოზღვავებული სიყვარული ინტიმურობის ან ვალდებულებების გარეშე).

    5. განუსჯელი სიყვარული - შეიცავს ვნებას და ვალდებულებას (ვალდებულება რომელიც ემყარება ვნებას, მაგრამ დროის გარეშე რათა ჩამოყალიბდეს ინტიმურობა - ზედაპირული ურთიერთობა როგორც ქარბორბალა აშიკობა).

    6. ჩამქრალი სიყვარული - შეიცავს მხოლოდ გადაწყვეტი ლება-ვალდებულებას ინტიმურობისა და ვნების გარეშე. ვალდებულება გრძელდება ინერციით.

    7. სრულყოფილი სიყვარული - შეიცავს სამივე კომპონენტს - ინტიმურობას, ვნებას და გადაწყვეტილება-ვალდებულებას - იდეალი, რომლის მიღწევაც სწადიათ.

    სიყვარული განიხილება როგორც ემოციონალური მდგომარეობა. ემოციები კი წარმოადგენენ ერთის მხრივ ფსიქოლოგიურად აგზნებულ მდგომარეობას და მეორეს მხრივ ეს ფსიქოლოგიური მდგომარეობა განსხვავებულ ემოციონალურ ელფერს იღებს   იმისდა მიხედვით თუ რა იარლიყს მივაწერთ მას.

    ერთ-ერთ კვლევაში    მიმზიდველ გოგონებს სთხოვეს ბიჭებისაგან აეღოთ ინტერვიუ, რომლებმაც ეს ესაა გადაკვეთეს მდ. კაპილანო (ბრიტანეთის კოლუმბიაში) სახიფათო დაკიდული ხიდით, რომლის სიგრძე დაახლოებით 137 მეტრი იყო, ხოლო სიმაღლე 80 მეტრი (როგორც აღწერიდან ჩანს, დაკიდებულ ხიდზე გადასვლა არც თუ ისე სასიამოვნო იყო). გოგონები ბიჭებს სთხოვდნენ ანკეტის შევსებას. ამის შემდეგ გოგონები სთავაზობდნენ მათ თავიანთ საფოსტო ბარათს ტელეფონის ნომრით, იმ მიზნით, რომ თუ მოისურვებდნენ კვლევის შედეგების და არსის გაცნობას დაერეკათ და მიიღებდნენ პასუხს. ბიჭების უმრავლესობამ გამოართვა გოგონებს სავიზიტო ბარათი და მათ შორის თითქმის 50% -მა მართლაც დარეკა. იგივე პროცედურა ჩატარდა ბიჭებთან, რომლებმაც მდინარე გადაკვეთეს სხვა ადგილას ჩვეულებრივი მყარი ხიდის გავლით, რომელიც არავითარ ემოციებს არ იწვევდა. აღმოჩნდა, რომ მათ შორის და იმ შემთხვევაშიც, როცა დაკიდებული ხიდის გავლის შემდეგ ბიჭებს ინტერვიუს სთხოვდნენ ბიჭები და არა გოგონები, თითქმის იშვიათი იყო შემთხვევა დარეკვისა რათა გაეგოთ ექსპერიმენტის შედეგები. მაშ, ფიზიოლოგიური აგზნება აძლიერებდა რომანტიულ რეაქციას. იგივე დადასტურდა სხვა კვლევებში, მაგ. ძლიერი ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ და ..

    როგორც ვხედავთ, მიუხედავად სირთულეებისა და საკითხის სპეციფიკურობისა, მაინც ნათელია მიდგომა პრობლემისადმი. თუმცა ძნელია ზუსტად განისაზღვროს ის ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანებისათვის ამ ძალიან საინტერესო და მაცდური ელფერის მქონე ფენომენზე.

    ავტორი :ნინო ბაიდოშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    პედაგოგები რეპეტიტორები ბიბლიოთეკები სახელმძღვანელოები ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები საგანმანათლებლო რესურსები სადღესასწაულო ცენტრები ავტოსკოლები სამეცნიერო პორტალები დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) სპორტული სკოლები, სტუდიები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა უმაღლესი სასწავლებელი ხელოვნების სკოლები, სტუდიები მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) განათლება საზღვარგარეთ წიგნების მაღაზიები კოლეჯი გამოცემები სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები კომპიუტერული ტექნიკა უცხო ენები საბავშვო მაღაზიები საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2022