მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    ბაზისური ემოციები ნანახია (12066) - ჯერ 14 თებერვალი 2013

    როდესაც ჩვენ ადამიანებს შორის კომუნიკაციაზე ვფიქრობთ, პირველი რაც გაგვახსენდება ვერბალური ურთიერთობაა. სიტყვები და ენა ადამიანებს შორის ურთიერთობის უმთავრესი საშუალებაა და ადამიანის ქცევის ფენომენოლოგიის გამორჩეული   თვისებაა. ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანები დიდ ყურადღებას აქცევენ ჩვენს მიერ გამოთქმულ სიტყვებს და იმას თუ როგორ გამოვთქვამთ მათ.

    მაგრამ არსებობს აგრეთვე ფრიად მნიშვნელოვანი მოვლენა ადამიანების ურთიერთობის პროცესში - ემოციები. როგორც სასიამოვნო, ასევე უარყოფით ემოციებს ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ემოციები ჩვენ განგვასხვავებს უსულო საგნებისგან - კომპიუტერებისგან, თუ სხვა მექნიზმებისგან. ამ ბოლო ათწლეულებში ტექნოლოგიურმა პროგრესმა დიდ წარმატებებს მიაღწია და კაცობრიობამ შექმნა ისეთი ხელოვნური სტუქტურები, რომლებიც ადამიანის აზროვნების პროცესებს დიდი სიზუსტით იმეორებენ. თუმცა, ჯერ არ შეუქმნიათ ისეთი მპიუტერი, რომელიც ისევე შეიგრძნობდა როგორც ჩვენ, ადამიანები, რადგან არ არსებობს ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც ამას შეძლებენ. ემოციების მრავალფეროვანი სამყარო ადამიანებს შორის მკვეთრ განსხვავებებს კიდევ უფრო ნათელს ხდის.

    თუმცა ფილოსოფოსები უკვე მრავალი საუკუნის განმავლობაში იკვლევენ ადამიანის სახის მიერ ემოციების გამოხატვის უნივერსალურობაზე, თანამედროვე კვლევების უმრავლესობა ეყრდნობა ჩარლზ დარვინის ნაშრომებს, კერძოდ, მის ნაშრომში (სახეობების წარმოშობის შესახებ, 1859) მოყვანილ ევოლუციურ თეორიას. დარვინი დაეყრდნო იმ მოსაზრებას, რომ ადამიანი წარმოიშვა მასზე უფრო პრიმიტიული ცხოველებისგან, როგორებიცაა ადამიანის მაგვარი მაიმუნები და შიმპანზე, და ადამიანის ქცევების ტიპები, რომლებმაც ჩვენს დრომდე მოაღწიეს, განიცდიდნენ ევოლუციური ადაპტაციის პროცესში გადარჩევას. თავის შემდგომ შრომაში - ემოციების გამოხატვა ადამიანში და ცხოველებში (1872) - დარვინმა განმარტა, რომ სახეზე ემოციის გამოხატვა, ისევე, როგორც ქცევის სხვა სახეები, აგრეთვე ევოლუციური ადაპტაციის შედეგია. დარვინი მიუთითებდა, რომ ადამიანები, მათი რასობრივი კუთვნილების მიუხედავად, ერთნაირად გამოხატავენ სახეზე ემოციებს. უფრო მეტიც - ასეთივე სახეზე ასახული ემოციები შეიძლება ვამჩნიოთ სხვა სახეობებში, მაგ. გორილებში. დარვინის მიხედვით, ემოციების მიმკის ფორმით გამოხატვას გააჩნია კომუნიკაციური და შეგუებითი ხასიათი და ხელს უწყობს სახეობების გადარჩენას და უზრუნველყოფს ადამიანს საკუთარ თავზე ინფორმაციით და გარემოსთან ურთიერთობას და მიაწოდებს საზოგადოების სხვა წევრებს სოციალურ ინფორმაციას.

    50-იანი წლების დასაწყისში ჩატარდა მთელი რიგი კვლევები რათა შემოწმებულიყო დარვინის მიერ წარმოდგენილი თეორია ემოციების გამოხატვის უნივერსალურობის შესახებ. სამწუხაროდ, ამგვარი კვლევების უმეტესობა ხასიათდება მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური ხარვეზებით; შესაბამისად, ამ კვლევების საფუძველზე რაიმე დასკვნების გამოტანა ნაკლებად საიმედოა. იმავე პერიოდში სხვა კვლევებმა უჩვენა, რომ ემოციები შესაძლოა ზოგჯერ არ ექვემდებარებოდეს უნივერასლურობის პრინციპს. ამ კვლევების მიხედვით (Ekman, 1972) სახის მიერ გამოხატული ემოციები ისევე შეისწავლება როგორც ამას ადგილი აქვს დედაენის შემთხვევაში.

     

    60-იანი წლების დასაწყისში ზოგიერთმა ფსიქოლოგმა (Ekman, 1972) ჩაატარეს მეთოდოლოგიურად კორექტული კვლევები, რომლებმაც ბოლო მოუღეს ამ მიმართულებით არსებულ მოსაზრებათა მრავალფეროვნებას. ამ მეცნიერებმა ჩაატარეს ოთხი სხვადასხვა სახის კვლევა, რომლებსაც ამჟამად უწოდებენ „უნივერსალურობის კვლევებს“.  ამ კვლევების პირველმა სერიამ უჩვენა, რომ  სხვადასხვა (როგორც განვითარებული ისე ნაკლებად განვითარებული დამწერლობის მქონე) კულტურების ერების წარმომადგენლები საკმაოდ ერთნაირად აფასებენ ადამიანის სახეზე გამოხატულ ემოციებს (Ekman, 1972). შემდეგ ფრიზენმა (Friesen, 1972) უჩვენა, რომ განსხვავებული კულტურის მქონე ერების წარმომადგენლები სახეზე გამოხატავდნენ ერთნაირ ემოციებს როდესაც უყურებდნენ ემოციების გამომწვევ ფილმს. უნივერსალურობის პირველი კვლევების შემდეგ 30-ზე მეტმა ნაშრომმა დაამტკიცა სახეზე ემოციების გამოხატვის უნივერსალურობის თეორია (Matsumoto et al., 2008). ასევე, 75-ზე მეტმა ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ სახეზე აღიბეჭდება ასეთივე ემოციები, როდესაც ისინი გამოწვეულია სპონტანური   გამაღიზიანებლებით (Matsumoto et al., 2008). ამ კვლევების მიერ მიღებული შედეგები ფრიად შთამბეჭდავია, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ლაბორატორიაში (სხვადასხვა მეთოდიკის გამოყენებით) იქნა ჩატარებული. შესაბამისად, არსებობს დამაჯერებელი ცოდნა იმის შესახებ, რომ არსებობს შვიდი უნივერსალური სახის ემოცია - ბრაზი, სევდა, შიში, გაკვირვება, სიხარული, ზიზღი, სიძულვილი (სურათი აღებულია: © D. Matsumoto 2008).

    ცალკეულმა კვლევებმა უჩვენა, რომ სახის ემოციების გამოხატვა მჭიდროთ არის დაკავშირებული ბიოლოგიურ და გენეტიკურ ფაქტორებთან. ასე მაგ., როდესაც ადგილი აქვს ემოციების სპონტანურად გამოწვევას, დაბადებიდან ბრმა ადამიანებიც კი გამოხატავენ ისეთივე სახის ემოციებს, როგორც ნორმალური მხედველობის მქონე პირები (Matsumoto et al., 2008).

    მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვან, აღმოჩენას წარმოადგენს ემოციის „მიკროგამომეტყველებების“ არსებობა. როდესაც ცალკეული ემოცია გამოიხატება სახეზე, და ამავე დროს არ არსებობს ამ ემოციის მოდიფიცირების ან დამალვის სტიმული, იგი გრძელდება 0,5 – 4.0 წამი (Ekman, 2003). ასეთ ემოციებს უწოდებენ მიკროგამომეტყველებას. როგორც წესი, ასეთ ემოციებს ადგილი აქვს როდესაც ადამიანი მარტოა ან ოჯახის წევრების ან მეგობრების გარემოში. ასეთი ემოციის დაფიქსირება ადვილია, თუკი ჩვენ ვიცით რას ვეძებთ, რადგან მიკროგამომეტყველება სწრაფად მთავრდება - ხშირად მხოლოდ 1/30 წამი გრძელდება. შესაძლოა, მიკროგამომეტყველებები დაფარული ემოციების ნიშანია. მიკროგამომეტყველებების იდეა ჯერ კიდევ დარვინის (1872) დროიდან მოდის, კერძოდ ინჰიბიციური ჰიპნოზის მოსაზრებიდან, როდესაც სახის გამომეტყველება, რომელიც ვერ გაკონტროლდება სუბიექტის მიერ წარმოიშობა უნებლიედ, თუმცა სუბიექტი ცდილობს გააკონტროლოს ასეთი უნებლიე ემოციები. ასეთი მოვლენა აიხსნება სახის გამომეტყველების რეგულირების მექნიზმების მეშვეობით, რომლების მიხედვით არსებობს გამომეტყველების რეგულირების ორი გზა - თითოეული მათგანი წარმოიქმნება ტვინის სხვადასხვა უბანში (Rinn, 1984). ე.წ. პირამიდალური ტრაქტი განაპირობებს სახის გამომეტყველების ნებით (კონტროლირებად) რეაქციებს, მაშინ, როდესაც ექსტრა-პირამიდალური ტრაქტი - უნებლიე რეაქციებს. როდესაც სუბიექტი იმყოფება ინტენსიურ ემოციურ მდგომარეობაში ჩაირთვება ორივე მექანიზმი და შესაბამისად, ადგილი აქვს სიტუაციის კონტროლის ქვეშ მოქცევის მცდელობას, თუმცა ამ დროს უნებლიე ემოციები მაინც გამოსჭვივის სახეზე.

    ემოციების უნივერსალურობის ფაქტი და მიკროგამომეტყველების არსებობა ეხმარება პროფესიონალებს სხვადასხვა პროფესიებში, სადაც საჭიროა პირისპირ ურთიერთობა სხვა სუბიექტთან.   ძნელია ჩამოითვალოს ყველა ის პროფესია, სადაც ეს ცოდნა შეიძლება გამოადგეს ადამიანს -   მედიცინა, კრიმინალური მეცნიერებები, ბიზნესი, ადამიანების რესურსები მართვა და სხვა.

    იმდენად, რამდენადაც სახის გამომეტყველება არის ადამიანის ევლუციური განვითარების განუყრელი ნაწილი, ჩვენ ყველას შეგვიძლია ამ ემოციების წაკითხვა; და ასეთი კითხვის სიზუსტე და ხარისხი ვარჯიშის შემთხვევაში გაუმჯობესდება.

    ემოციების ამოკითხვის მაღალი ხარისხი მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ურთიერთქმედების პროცესში არანაკლებ მნიშვნელოვანია თუ როგორ გამოვიყენოთ გამოცნობილი ემოციების შესახებ ინფორმაცია, ეს კი ცალკე ფარ კვლევის საგანია.


    ლიტერატურა

     

    1.       Darwin, C. (1998). The esxpression of the emotions in man and animal. New York: Philosophical Library. In: M. Lewis and J. Haviland-Jones (eds). Handbook of emotions, 2nd edition. Ney York: Guilford Publishers, Inc.

    2.       Ekman, P. (1972). Universals and cultural differences in facial expressions of emotion. In J. Cole (Ed.), Nebraska symposium on motivation, 1971 (Vol. 19, pp. 207–282). Lincoln: University of Nebraska Press.

    3.       Ekman, P. (2003).  Emotions revealed  (2nd ed.). New York: Times Books.

    4.       Friesen, W. V. (1972).  Cultural differences in facial expressions in a social situation: An experimental test of the concept of display rules.  Doctoral dissertation, University of California, San Francisco.

    5.       Matsumoto, D., Keltner, D., Shiota, M. N., Frank, M. G., & O'Sullivan, M. (2008). What's in a face? Facial expressions as signals of discrete emotions. In M. Lewis, J. M. Haviland & L. Feldman Barrett (Eds.),  Handbook of emotions  (pp. 211-234). New York: Guilford Press.

    6.       Rinn, W. E. (1984). The neuropsychology of facial expression: A review of the neurological and psychological mechanisms for producing facial expressions.  Psychological Bulletin, 95, 52-77.

    ავტორი :თიკა გამყრელიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში პროფესიულ ცენტრში სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში უმაღლეს სასწავლებელში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში სკოლამდელ დაწესებულებაში სხვა განმანათლების მართვის ორგანოებში კოლეჯში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2022