მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    ფლორისტული დიზაინი - შთაგონება პროფესიაში ! ნანახია (8302) - ჯერ 02 სექტემბერი 2013

    ფლორისტიკით გატაცება მუდმივად, ყოველდღიურად იზრდება, ადამიანებს სურთ მიიღონ მონაწილეობა ფლორისტული კომპოზიციების შედგენაში და დაეუფლონ სათანადო ცოდნას. ამ ადამიანთა წრე  არ იზღუდება მხოლოდ სპეციალისტებით, ფლორისტიკაში მოდიან სხვა და სხვა სფეროებიდან და ყველას ამოძრავებს ერთი სურვილი - ფლორისტიკის ჯადოსნური სამყაროს გათვითცნობიერება.  

    ბოლო წლებში გამოკვეთილი ტენდენციები ცხადყოფენ, რომ  წარმოიშვა ბაღის მოწყობის, მაგიდის გაწყობის, დეკორირების კულტურის სრულიად ახალი ნაერთი, რომლის განსაზღვრაში უკვე ვერ შეიზღუდები ტერმინით - „ფლორისტიკა“ და რომელიც, ჩვენის აზრით, მოითხოვს სრულიად ახალ განმარტებას - „ფლორისტული დიზაინი“. ახალმა რეალობამ წარმოქმნა დიზაინის ამ სახეობის პროფესიის თანამედროვე განმარტებისა და აღწერილობის აუცილებლობა. იმავდროულად, თუ გავითვალისწინებთ ფლორისტიკის, მებაღეობის, დეკორისა და ინტერიერის დეკორატორის პროფესიათა შორის ურთიერთქმედების ტენდენციებს, ცხადი ხდება რა მიმართულებებით ვითარდება ფლორისტული დიზაინი და რა შანსები იქმნება ფლორისტების პროფესიული ინტერესების სფეროში. აქამდე არსებულმა იმიტაციებმა დაასრულეს არსებობა, სულ უფრო დიდ მხარდაჭერას იძენს  ფლორისტული კულტურა, რომელიც ყალიბდება ამჟამად.

     

    თანამედროვე ფლორისტული დიზაინის საყოველთაოდ აღიარებულმა მეტრმა - გრეგორ ლეშმა საჯაროდ ჩამოაყალიბა  გამოკვეთილი ტენდენციების ხედვა და ფლორისტული გაფორმების ხუთი საწყისი წყარო, რომელთა პრინციპებს, მისი აზრით, განაპირობებს დიზაინერის შთაგონების ხუთი გზა: იდეა, კულტურა, მასალა, დიზაინი; შესრულების ტექნიკა, ემოციები.

    გაფორმების ხუთი გზის თეორია ცდილობს უშუალოდ დიზაინერზე მოახდინოს გავლენა - დაიყვანოს მის ცნობიერებამდე, ერთის მხრივ, თვით ამ გზების არსებობის ფაქტი, მეორეს მხრივ კი, წარმოქმნას პროფესიულად-ორიენტირებული, ტექნიკურად სრულყოფილი, მხატვრულად შესატყვისი, თემების შესაბამისი ინდივიდუალური თავისებურება.

    ამის გათვალისწინებით მიზნად დავისახეთ სწავლების ისეთი სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელიც მოიცავს ცოდნასა და უნარ-ჩვევებს  ხუთივე სფეროში და  კატეგორიების საყოველთაოდ აღიარებული მაორგანიზებელი სქემის მიხედვით გადმოსცემს  კომპოზიციების. ამ სტრუქტურის გათვალისწინებით პროფესიონალი ფლორისტები  შეავსებენ ცოდნის ბაგაჟს, დაინტერესებულ მოყვარულთა დიდი წრე ინტენსიურ კურსზე ჯერ შეისწავლის ძირითად საბაზო საწყისებს, ხოლო შემდგომ კი მცირესაათიანი მასტერკლასების მეშვეობით დაეუფლება ფლორისტიკის უახლეს ტექნიკებს. ამგვარი მიდგომა ერთის მხრივ - პასუხობს პიროვნების შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზაციის მზარდ მოთხოვნილებას, მეორეს მხრივ კი - უყალიბებს უნარს  ცვალებად ბაზარს მოარგოს საკუთარი ნაშრომი და, იმავდროულად, შესძენს  დამოუკიდებელ, განუმეორებელ ინდივიდუალურ სტილს.

     მომხმარებლური სამყაროსგან განსხვავებით, ამჟამად სულ უფრო აქტიურად ვითარდება გამოცდილებასა და განცდაზე დაფუძნებული კულტურა. უკვე ნახსენები ბაღის, მაგიდის მორთვისა და დეკორაციის კულტურა ქმნიან ახალ სივრცეს მასმედიაში, სწავლებისადმი მიდგომებში, სასწავლო მასალებში და ვლინდებიან ამ თემებზე გამართულ დისკუსიებში.

    პროფესიონალმა, ან გათვითცნობიერებულმა მოყვარულმა ფლორისტმა მებაღეობაში, დეკორირებასა და ინტერიერში არსებულ დამაკავშირებელ  სეგმენტებში ინოვაციებსა და იდეებზე დაყრდნობით უნდა გამოიმუშავოს საკუთარი, ცნობადი სტილი. ამისათვის, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩვენს მიერ შეთავაზებული მიდგომები და, პირველ რიგში, პროფესიულად-ორიენტირებული ცოდნა და უნარ-ჩვევები, აგრეთვე სახელობო ტექნიკის დაუფლება ხელს უწყობენ სასწავლო კურსის მსმენელებს კომპოზიციების ფართო სპექტრის შექმნაში. ცალკეული ტექნიკების და ზოგიერთი სამუშაოების შესასრულებლად საჭირო დამხმარე კონსტრუირების თაობაზე ცოდნის მიწოდებასთან ერთად ჩვენ ვახერხებთ მივაწოდოთ მსურველებს ინფორმაცია და ვუჩვენოთ მათ ცნობილი და უახლესი ფორმები, რომლებსაც თავის ნამუშევრებში იყენებენ თანამედროვე ფლორისტიკის მეტრები, გარდა ამისა მივცეთ ცოდნა მცენარეული და კონსტრუქციების ასაგებად საჭირო მასალების შესახებ.

     

    ყველა შესასრულებელი სამუშაოები მასტერკასებში  თემებისა და სეზონების მიხედვით არის მოწესრიგებული - გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ხოლო ზამთარი აქტიურადაა დაკავშირებული საშობაო-საახალწლო დღესასწაულებთან. გერმანიაში შობას/ Weihnachten/Advent და ახალ წელს საერთოდ მეხუთე სეზონს უწოდებენ.  

     

    თამამად შემოაბიჯეთ ფლორისტიკის ჯადოსნურ სამყაროში - მობრძანდით ჩვენს სასწავლო კურსზე და მასტერკლასებზე, რათა გავუზიაროთ ერთმანეთს საოცარი შთაგონება!
    კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ჟურნალისტიკა და PR გადასახადები უცხოური ლიტერატურა საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია მენეჯმენტი სექსოლოგია ტურიზმი მეტალურგია კულტურა და ხელონება ისტორია ასტრონომია ელექტრონიკა პედაგოგიკა სახელმწიფო მოწყობა და მართვა დაზღვევა მიფოლოგია მეცნიერება და ტექნიკა ტრანსპრტი მშობლიური ენა და ლიტერატურა ინფორმატიკა მართვა ავიაცია უცხო ენები მეწარმეობა მუსიკა ფინანსები და კრედიტი სტატისტიკა ტექნოლოგია ლოგისტიკა საერთაშორისო ურთიერთობები ქიმია სოციოლოგია ინვესტიციები სამართალი გეოლოგია ფილოსოფია საბაჟო სისტემა ვეტერინარია რელიგია კულინარია მათემატიკა პროგრამირება სხვა მრეწველობა, წარმოება საბანკო საქმე გეოგრაფია მარკეტინგი და რეკლამა ეკოლოგია ზოოლოგია არქიტექტურა სოფლის მეურნეობა კრიმინალისტიკა ჟურნალისტიკა გეოპოლიტიკა ფიზიკა პოლიტოლოგია მასმედია ეკონომიკა გეოდეზია ბუღალტერია და აუდიტი კულტუროლოგია ფსიქოლოგია საბირჟო საქმე მედიცინა, ჯანმთელობა ბიოლოგია ლოგიკა ფიზკულტურა და სპორტი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2022