მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709      
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    ნერვული ანორექსია ნანახია (11809) - ჯერ 14 თებერვალი 2014

    კვებით აშლილობებს განმარტავენ, როგორც კვების პატერნების დარღვევას, რომელსაც, განაპირობებს პიროვნების დამოკიდებულება საკუთარი სხეულის წონისა და ფორნის მიმართ .სამედიცინო სახელმძღვანელოში კვებითი  აშლილობა მოხსენიებულია, ნერვული ანორექსიისა და ნერვული ბულიმიის სახელით.      

    ტერმინი- ნერვული  ანორექსია (Anorexia Nervosa   ) ნიშნავს საკვების მადის არქონას და შეიძლება იყოს უამრავი დაავადების სიმპტომი. იგი  ხასიათდება სხეულის წონის ხანგრძლივი, მიზანმიმართული კლებით. ცენტრალურ ფსიქოპათოლოგიურ ხაზს წარმოადგენს ზეღირებულოვანი დამოკიდებულება საკუთარი სხეულის ფორმასა და წონასთან, გასუქების შიში და ძლიერი სწრაფვა გახდომისკენ. შედეგად ავადმყოფს უყალიბდება სხეულის ფორმის გაუკუღმართებული აღქმა, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ობიექტურად მისი წონა ნორმაზე გაცილებით ნაკლებია. ანორექსიით შეპყრობილი, სხეულის სასურველი წონისა და ფორმის მისაღებად არც ვარჯიშს ერიდება, არც საფაღარათო აბებსა და დიურეტიკებს.ანორექსია ვლინდება წონის მკვეთრი კლებით, რასაც მოსდევს მთელი რიგი ცვლილებები ემოციურ, ქცევით, სოციალურ სფეროებში. ასევე ცვლილებები ფიზიოლოგიურ დონეზე , რაც იწვევს წონის არანორმალურ კლებას და საბოლოო ჯამში-სიკვდილს.

                 ანორექსია ფსიქოლოგიურ  აშლილობებს შორის ყველაზე მაღალი სიკვდილიანობით ხასიათდება. დაახლოებით 10% ადამიანებისა, რომლებსაც აქვთ ეს დიაგნოზი, იღუპება მასთან დაკავშირებული გართულებებით. ამ დროს ზიანდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ვითარდება ბრადიკარდია.  ანორექსიის მქონე ადამიანებს აქვთ დარღვეული ელექტროლიტთა ბალანსი, ფოსფატების დაბალი შემცველობა, რომელიც იწვევს გულის დაზიანებას, კუნთების სისუსტეს, იმუნური სისტემის დაქვეითებას. ისინი, ვისაც ანორექსია  ზრდასრულობამდე  განუვითარდათ, ნორმალურად არ იზრდებიან და აღენიშნებათ ორგანიზმისათვის აუცილებელი ჰორმონების (მათ შორის სასქესო ჰორმონების) შემცირებული და კორტიზოლის გაზრდილი რაოდენობა. 38-50%-ში შეიძლება განვითარდეს აგრეთვე ოსტეოპოროზი. აღნიშნული ცვილებები დამახასიათებელია ბულიმიისათვისაც.

    ნერვული ანორექსიის კრიტერიუმები :

     

    • უარის თქმა სიმაღლისა და ასაკის მიხედვით დადგენილი წონის მინიმალური ნორმის შენარჩუნებაზე;
    • წონაში კლების მიუხედავად წონაში მატებისა და გასუქების ძლიერი შიში;
    • წუხილი წონის, სხეულის ფორმების გამო და ამ ყოველივეს არაადეკვატური გავლენა თვითშეფასებაზე. იმის მიუღებლობა, რომ სხეულის დაბალი წონა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს
    • ერთმანეთის მიყოლებით სამი უკანასკნელი მენსტრუალური ციკლის გამოტოვება- ამენორეა .

     

    ნერვული ანორექსია როგორც წესი იწყება ადრეულ თინეიჯერობის ასაკში, ხშირად დიეტისა და ცხოვრებისეული სტრესის შემდეგ. ანორექსიის გავრცელება მოსახლეობაში 1 პროცენტამდეა, და 10-ჯერ უფრო ხშირია ქალებში ვიდრე მამაკაცებში. როდესაც ანორექსიას ადგილი აქვს კაცებში, სიმპტომატიკა და სხვა მახასიათებლები, როგორიცაა , ანგარიშები ოჯახურ კონფლიქტებზე, ძირითადად მსგავსია ამავე აშლილობის მქონე ქალებისა. გენდერული განსხვავება ანორექსიის გავრცელებაში, უმეტეს წილად გამოწვეულია ძლიერი კულტურული აქცენტებით ქალების სილამაზის შესახებ, რომლის მიხედვითაც გამხდარი ფორმები იდეალური და ბევრად უფრო მოსაწონია.

    ანორექსიით დაავადებული ქალების შემთხვევაში შეიძლება ასევე შემდეგი დიაგნოზების არსებობა : ობსესიურ- კომპულსური აშლილობა, ფობიები, პანიკური აშლილობა, ალკოჰოლიზმი, მრავლობითი პიროვნული აშლილობა). ხოლო ანორექსიით დაავადებული მამაკაცების შემთხვევაში : გუნება-განწყობის აშლილობა, შიზოფრენია, ალკოჰოლიზმი. თვითმკვლელობის შემთხვევები საკმაოდ მაღალია ანორექსიის დროს, 5 პროცენტზე მეტი თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს, ხოლო 20 პროცენტის შემთხვევაში თვითმკვლელობის მცდელობას აქვს ადგილი.

     

    ანორექსიის ტიპები :

    ანორექსიით დაავადებული ადამიანების უკიდურესად დაბალი წონის შენარჩუნება ხდება ორი გზით: შეზღუდვითა და ბევრი ჭამა/დასუფთავებით.

    შემზღუდველი ტიპი: დაბალი წონა მიღწეული და შენარჩუნებულია ძალზე მცირე საკვების მიღებით. აღნიშნული წარმოადგენს კლასიკური ტიპის ანორექსიას.
    ბევრი ჭამა/დასუფთავება ტიპი: ზოგიერთმა, ანორექსიის მქონე ადამიანმა   შეიძლება ჭამოს ძალიან ბევრი- იმდენი, რამდენიც ერთ ჯერზე, ადამიანის ჭამის შესაძლებლობას აღემატება.(მაგალითად , „მსუბუქი საუზმე“ შეიძლება შეიცავდეს ერთ ან ორ მთლიან ქილა ნაყინს უამრავი სოუსით.) ანორექსიით დაავადებულების ბევრი ჭამის გაგრძელებას „დასუფთავება“ წარმოადგენს, რაც არის მცდელობა მოიშოროს ის ზედმეტი კალორიები რომლებიც მიიღო, ხელის დახმარებით (იგულისხმება ღებინება), დიურეტიკებით (შარდმდენი პრეპარატები ) , საფაღარათო საშუალებებით, ოყნით).

    ანორექსია (ისევე როგორც ბულიმია) შეიძლება იყოს ბუნებრივი (გენეტიკური მიდრეკილება), ფსიქოლოგიური (ოჯახის ზეგავლენა და შინაგანი კონფლიქტები) და სოციალური (ხალხის ზეგავლენა, მიბაძვა) მიზეზებით გამოწვეული.

    გენეტიკური მიდრეკილება- მაღალი ოჯახური რისკი შეიძლება იყოს როგორც ოჯახური გარემო, ასევე გენეტიკური ზემოქმედების შედეგი. მით უმეტეს , რომ ტყუპების შესწავლამ გამოავლინა მონიზიგოტურ ტყუპებში ნერვული ანორექსიის სიხშირის ბევრად უფრო მაღალი თანხვედრა დიზიგოტურ ტყუპებთან შედარებით. რაც გენეტიკური ფაქტორის არსებობაზე მიუთითებს.

    სოციალური - ამ ფაქტორებს შორის ცენტრალურია ის შეხედულება რომ სიგამხდრე სოციალურად მიმზიდველია და სასურველი.

    ფსიქოლოგიური- ნერვული ანორექსიის დროს პიროვნება განუწყვეტლივ განიცდის საკუთარ თავთან კონფლიქტს, ბრძოლას სრულყოფილების, თვითკონტროლის, ეფექტურობის მიღწევის მიზნით.

     

    ანორექსიის ნიშნები:

     

    • პათოლოგიური სურვილი გახდომისკენ, წონის დაკლება, მადის დაკარგვა; ბულიმიის შემთხვევაში პირიქით, მადა გაძლიერებულია და არც პათოლოგიური სურვილია გახდომის, „დასუფთავება“ ხდება მიღებული კალორიების „ასანაზღაურებლად“. (უფრო ვრცლად ინფორმაციას ქვემოთ მოგახსენებთ )
    • წონის მომატების პანიკური შიში; გარკვეულწილად ახასიათებს ბულიმიასაც.

    ·                 წონის მყისიერი დაკლება, ობიექტური მიზეზების   გარეშე; არ ახასიათებს ბულიმიას.

    ·                 საკუთარი თავზე ზედმეტი წონის ყოველწუთიერი განცდა, მითუმეტეს თუ ახლობლები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ;

    ·                 თითოეული ლუკმის გადაყლაპვისას, დანაშულის განცდა; ბულიმიის შემთხვევაშიც, ჭამის დასრულების შემგდომ ჩნდება დანაშაულის გრძნობა.

    ·                 ფეხზე მდგომარე ჭამა, საკვების დაქუცმაცება;

    ·                 გამოკვეთილი დეპრესია საკუთარ წონასთან მიმართებაში;

    ·                 სიფერმკრთალე;

    ·                 სიცივის შეგრძნება;

    ·                 არითმია;

    ·                 მომატებული გაღიზიანებადობა;

    ·                 წყენა;

    ·                 ხანმოკლე მრისხანების ეპიზოდები;

    ·                 მუდმივი მცდელობა ისაუბროს დიეტებზე და სხვა საშუალებებზე.  

    ანორექსია მხოლოდ წონასა და რეპროდუქციულ სისტემაზე კი არ აისახება, ხასიათსაც ასვამს დაღს: ნერვული ანორექსიით დაავადებული გაღიზიანებული და დეპრესიულია, თავს კი სუსტად გრძნობს.  

    ანორექსია ყველას ერთნაირ ზიანს არ აყენებს. მაგალითად, შეიძლება სხვადასხვა შედეგი გამოიწვიოს მოზარდებსა და მოზრდილებში. დაახლოებით 10% ადამიანებისა, რომლებსაც აქვთ ეს დიაგნოზი, იღუპება მასთან დაკავშირებული გართულებებით.

    ავტორი :ლელა ფალელაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    პროფესიულ ცენტრში სკოლამდელ დაწესებულებაში კოლეჯში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში უმაღლეს სასწავლებელში სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში განმანათლების მართვის ორგანოებში სხვა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2021