მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
   პროფესიული სკოლა  "ინტერსერვისი" გიწვევთ მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებზე.  დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881, 577722709      
RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • მერე რა იყოს და იმედია მაქსიმალურად ყველა ჩავაბარებტ წარმატებებიიიიიიიიი
  • მეცხრე კლასის ბოლოს, რომ გამოცდებია ძნელია?
  • მეცხრე კლასის გამოცდები ადვილია ჩავაბარე ძირითად საგნებშია მაგრამ საწიროა მერწმუნეთ

     
     

     

    ნერვული ბულიმია ნანახია (11447) - ჯერ 14 თებერვალი 2014

    ტერმინი „ბულიმია“ , ასახავს უკონტროლო, გადაჭარბებული ჭამის ეპიზოდებს. ბულიმიის სიმპტომი ჩნდება ნერვული ანორექსიის ზოგიერთ შემთხვევაში. ბულიმიის დროს აღინიშნება პათოლოგიურად მომატებული შიმშილის გრძნობა. მას თან ახლავს სიმაძღრის განცდის დაქვეითება, რასაც შედეგად საკვების დიდი რაოდენობით მიღება მოჰყვება.  

     

    ნერვული ბულემიის ძირითადი ნიშნებია :

    • გადაჭარბებული ჭამის დაუძლეველი სურვილი. (როგორც ვნახეთ, ანორექსიის შემთხვევაში პირიქით, მადის დაკარგვა ხდება)
    • სხეულის წონის კონტროლის მიზნით უკიდურესი საშუალებების გამოყენება.   ისევე როგორც ანორექსიის შემთხვევაში.
    • სხეულის წონასა და ფორმასთან დაკავშირებული ზეღირებულოვანი იდეები, რაც ნერვული ანორექსიის დროსაც აღინიშნება.

    ბულიმიის ტიპები:

    ·                 გაწმენდითი ტიპი - ნერვული ბულიმიის მიმდინარე ეპიზოდის დროს პიროვნება რეგულარულად დაკავებულია თვითგამოწვეული პირღებინებით ან გამწმენდების - ლაქსატივების, დიურეტიკებისა და ოყნის ბოროტად გამოყენებით;

    ·                 არაგაწმენდითი ტიპი - ნერვული ბულიმიის მიმდინარე ეპიზოდის დროს პიროვნება მიმართავს სხვა, შეუსაბამო კომპენსატორულ საშუალებებს, როგორიცაა: შიმშილი, გაძლიერებული ვარჯიში, მაგრამ ხელოვნურად არ იწვევს პირღებინებას და არ ხმარობს ლაქსატივებს, დიურეტიკებს და ოყნას. (Gelder M., Parusinfo P., Kuoni P.2006 ).

    ბულიმია მოდის ბერძნული სიტყვიდან და ნიშნავს "ხარის მადას".   აღნიშნული აშლილობა მოიცავს ეპიზოდებს დიდი ოდენობით საჭმლის მიღების, დროის მცირე მონაკვეთში რომლის გაგრძელება მისი ამანაზღაურებელი ქცევაა, როგორიცაა პირღებინება, მარხვა, ან მეტისმეტი ვარჯიში, წონის მატების თავიდან ასაცილებლად. DSM IV-ის განსაზღვრით ბევრ ჭამას აქვს ორი მახასიათებელი.  პირველი- დიდი ოდენობით საჭმლის ჭამა, იმაზე მეტი ვიდრე ადამიანთა უმრავლესობას შეუძლია დროის მოკლე მონაკვეთში (მაგალითად 2 საათში ). მეორე- შეგრძნების კონტროლის დაქვეითება, ჭამის დროს სიმაძღრის შეგრძნება არ ხდება, შესაბამისად გაჩერება თითქმის შეუძლებელია.

    ნერვული ბულიმიის დიაგნოზი არ ისმევა თუ „ბევრი ჭამა და დასუფთავებას“ ადგილი აქვს მხოლოდ ნერვული ანორექსიის კონტექსტში,ანუ როდესაც ზემოთ აღნიშნულ ქცევას თან სდევს უკიდურესად დიდი რაოდენობით წონის დაკარგვა. ასეთ დროს საქმე გვაქვს ნერვული ანორექსიის „ბევრი ჭამა და დასუფთავება“ ტიპთან და არა ნერვულ ბულიმიასთან.

    ძირითადი განსხვავება ანორექსიასა და ბულიმიას შორის არის წონის დაკარგვა. ნერვული ანორექსიის მქონე ადამიანები უზარმაზარ წონას კარგავენ , ნერვული ბულიმიის დროს კი ეს არ ხდება .( M. Krig, Johson, Devison, Neal , 2010).
    ბულიმიის გამომწვევი ტრიგერი შეიძლება იყოს სტრესი ან ნეგატიური ემოციური მდგომარეობა.( Grilo, Shiffman,   1994 ).  

    ნერვული ბულიმიის დროს ადამიანები იღებენ დიდი ოდენობით საკვებს, დროის მცირე მონაკვეთში, ერთ ჯერზე შესაძლებელია , იმაზე გაცილებით მეტი საკვების მიღება ვიდრე ადამიანს შეუძლია ჭამოს მთელი დღის მანძილზე, ადამიანები კარგავენ კონტროლს ჭამის დროს. (M. Krig, Johson, Devison, Neal , 2010).

    ანორექსიის მსგავსად, ბულიმიას შეუძლია გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ფსიქიკური და ფიზიკური ცვლილებები, ჯანმრთელობის პრობლემები. მაგალითად, მუდმივმა გულისრევამ, „დასუფთავების“   მეთოდის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პაროდიტული და სანერწყვე ჯირკვლების (ყბის არეში) ამოზნექილობები ( ჩიყვის მსგავსი). კბილის მინანქრისა და ქსოვილის დაშლა, კბილებზე ჩნდება ღრმულები, ადვილად ვარდება და სხვა პრობლემები. ისინი, ვინც იყენებენ იპექაქის სიროფს (რომელიც მომწავლავია)   გულის რევისთვის, შესაძლოა მომავალში უჩიოდნენ   გულისა და კუნთების პრობლემებს ( Pomeroy, 2004; Silber, 2004).

    ხშირი პირღებინება იწვევს მრავალ გართულებას. კერძოდ, კალიუმის დონის დაქვეითებას, რაც საკმაოდ სერიოზული დარღვევაა და იწვევს სისუსტეს, გულის არითმიას და თურკმლების დაზიანებას. იშვიადად ჩნდება საშარდე სისტემის ინფექციები, ტეტანია და ეპილეფსიური კრუნჩხვები.

    გარდა ამისა, ბევრი ადამიანი რომელიც ნერვული ბულიმიით იტანჯება   იყენებს საფაღარათო საშუალებებს. მათი მუდმივი გამოყენება კი იწვევს კუჭ- ნაწლავის ფუნქციის მოშლას. ასევე შეჩვევას, ანუ ხშირი გამოყენების შემთხვევაში, მათ გარეშე ადამიანს მონელება/გამოყოფა უჭირს. და ასევე, საფაღარათო საშუალებებით მონელებისას, ორგანიზმი კარგავს მისთვის სასარგებლო ნივთიერებებსაც. ბულიმიას ასევე შეუძლია გამოიწვიოს კუჭის შეკრულობა, მუცლის შებერილობა და დისკომფორტი, დაღლილობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა (აღინიშნება ანორექსიის შემთხვევაშიც) . ( Pomeroy, 2004 ).

    ნერვული ბულიმიის მკურნალობა :

    სადღეისოდ ნერვული ბულიმიის მკურნალობის ყველაზე ეფექტურ საშუალებად მიჩნეულია სპეციფიკური კოგნიტურ- ბიჰევიორული თერაპია, რომელიც ფოკუსირებულია იმ ქცევისა და აზრების შეცვლაზე, რომლებიც ხელს უწყობენ კვებითი აშლილობის შენარჩუნებას.

    ამ ფორმის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიით მკურნალობისას პაციენტების 1/3-დან 1/2-მდე სრულ და მყარ ჯანმრთელობას აღწევს.

     

    ანტიდეპრესანტებით მკურნალობა (მაგ., სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორის გამოყენება) ამცირებს უკონტროლო ჭამას და, აქედან გამომდინარე, გამწმენდების გამოყენების სიხშირესაც; აუმჯობესებს პაციენტის გუნებ-განწყობას, თუმცა, კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიასთან შედარებით, მისი ეფექტი სუსტია და შედეგიც შეიძლება მყარი არ იყოს.

     კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიისა და ანტიდეპრესანტებით მკურნალობის კომბინაცია, ცალკე ჩატარებულ ფსიქოლოგიურ მკურნალობასთან შედარებით, არ აჩვენებს აშკარა უპირატესობას.

     

    ინტერპერსონალური ფსიქოთერაპია, შესაძლოა, ისეთივე ეფექტური აღმოჩნდეს, როგორიც კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიაა, მაგრამ მის ჩატარებას მეტი დრო სჭირდება.

    მარტივი, თვითდახმარებითი მკურნალობა შეგვიძლია საწყის სტადიებზე გამოვიყენოთ, მაგრამ, როგორც წესი, უმრავლეს შემთხვევაში ის უშედეგოა.

     

     

    ავტორი :ლელა ფალელაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში განმანათლების მართვის ორგანოებში პროფესიულ ცენტრში უმაღლეს სასწავლებელში სხვა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში კოლეჯში სკოლამდელ დაწესებულებაში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2021